საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გამოსვლა 36
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

გამოსვლის მოკლე შინაარსი

      • საკმარისზე მეტი შესაწირავი (1—7).

      • კარვის აგება (8—38).

გამოსვლა 36:1

სქოლიოები

  • *

    სიტყვასიტყვით — „ყველა გულბრძენთან ერთად“.

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 25:9; 31:6

გამოსვლა 36:2

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 28:3; 35:10
  • +გმ. 35:21, 26

გამოსვლა 36:3

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 35:5-9; იგ. 3:9; 2კრ. 9:7

გამოსვლა 36:8

სქოლიოები

  • *

    სავარაუდოდ, იგულისხმება ბეცალელი.

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 31:6
  • +გმ. 25:9; 39:32; ებ. 9:9
  • +გმ. 26:1-6

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

გამოსვლა 36:9

სქოლიოები

  • *

    წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.

გამოსვლა 36:14

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 26:7-11

გამოსვლა 36:19

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 26:14

გამოსვლა 36:20

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 25:10, 23; 27:1; 30:5; 36:36
  • +გმ. 26:15-18

გამოსვლა 36:21

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

გამოსვლა 36:24

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 26:19-21

გამოსვლა 36:27

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 26:22-25

გამოსვლა 36:31

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 26:26-28

გამოსვლა 36:34

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 26:29

გამოსვლა 36:35

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 40:21; ებ. 10:19, 20
  • +დბ. 3:24
  • +გმ. 26:31, 32

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

გამოსვლა 36:37

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 26:36, 37

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

გამ. 36:1გმ. 25:9; 31:6
გამ. 36:2გმ. 28:3; 35:10
გამ. 36:2გმ. 35:21, 26
გამ. 36:3გმ. 35:5-9; იგ. 3:9; 2კრ. 9:7
გამ. 36:8გმ. 31:6
გამ. 36:8გმ. 25:9; 39:32; ებ. 9:9
გამ. 36:8გმ. 26:1-6
გამ. 36:14გმ. 26:7-11
გამ. 36:19გმ. 26:14
გამ. 36:20გმ. 25:10, 23; 27:1; 30:5; 36:36
გამ. 36:20გმ. 26:15-18
გამ. 36:24გმ. 26:19-21
გამ. 36:27გმ. 26:22-25
გამ. 36:31გმ. 26:26-28
გამ. 36:34გმ. 26:29
გამ. 36:35გმ. 40:21; ებ. 10:19, 20
გამ. 36:35დბ. 3:24
გამ. 36:35გმ. 26:31, 32
გამ. 36:37გმ. 26:36, 37
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
ბიბლია
გამოსვლა 36:1-38

გამოსვლა

36 „იმუშაოს ბეცალელმა ოჰოლიაბთან და იმ კაცებთან ერთად, რომლებსაც მარჯვე ხელი აქვთ* და რომელთაც იეჰოვამ მისცა სიბრძნე და გონიერება, რათა იეჰოვას ბრძანებისამებრ შეასრულონ ყველა ის საქმე, რაც წმინდა მსახურებას ეხება“.+

2 მოუხმო მოსემ ბეცალელს, ოჰოლიაბსა და ყველას, ვისაც მარჯვე ხელი ჰქონდა, მათ, ვისაც იეჰოვამ სიბრძნე მისცა,+ და ყველას, ვინც გულით მოისურვა საქმის კეთება.+ 3 აიღეს მათ მოსესგან ისრაელების მიერ წმინდა მსახურებისთვის გაღებული მთელი შესაწირავი.+ თუმცა ისრაელებს ნებაყოფლობითი შესაწირავი ყოველ დილით მოჰქონდათ.

4 მას შემდეგ, რაც ოსტატები წმინდა მსახურებას შეუდგნენ, ერთი მეორის მიყოლებით მიდიოდნენ 5 და მოსეს ეუბნებოდნენ: „ხალხს ბევრად მეტი მოაქვს, ვიდრე იმ საქმის შესასრულებლადაა საჭირო, იეჰოვამ რომ ბრძანა“. 6 მოსემ ბრძანა, მთელი ბანაკისთვის, ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, ეუწყებინათ, რომ კარვისთვის შესაწირავი აღარ მოეტანათ. ხალხს შესაწირავი აღარ მოუტანია. 7 შეგროვებული შესაწირავი საკმარისზე მეტიც კი აღმოჩნდა მთელი საქმის შესასრულებლად.

8 ვისაც მარჯვე ხელი ჰქონდა,+ კარვისთვის+ დაამზადა ძვირფასი გრეხილი სელის ძაფის, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფისა და ალისფერი ნართისგან 10 ქსოვილი. მან* ზედ ქერუბიმები ამოქარგა.+ 9 კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 28 წყრთა* იყო, სიგანე კი — 4 წყრთა. კარვის ყველა ქსოვილი ერთი ზომისა იყო. 10 მან ერთმანეთს გადააბა კარვის 5 ქსოვილი; კარვის დანარჩენი 5 ქსოვილიც გადააბა ერთმანეთს. 11 გაუკეთა ლურჯი ძაფის მარყუჟები ერთმანეთზე გადაბმული კარვის ქსოვილების ორივე კიდეს გადაბმის ადგილებზე. 12 კარვის ქსოვილის ერთ კიდესაც 50 მარყუჟი გაუკეთა და კარვის ქსოვილის მეორე კიდესაც — 50 მარყუჟი, ერთმანეთის პირისპირ, გადაბმის ადგილებზე. 13 ბოლოს გააკეთა 50 ოქროს სამაგრი; ამ სამაგრებით კარვის ქსოვილები ერთმანეთს გადააბა და კარავი ერთი მთლიანი გახდა.

14 კარავზე გადასაფარებლად თხისურის ქსოვილი დაამზადა; 11 ქსოვილი დაამზადა კარვისთვის.+ 15 კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 30 წყრთა იყო, სიგანე კი — 4 წყრთა. კარვის 11-ვე ქსოვილი ერთი ზომისა იყო. 16 ცალკე 5 ქსოვილი გადააბა ერთმანეთს, ცალკე — 6. 17 კარვის ქსოვილის ერთ კიდესაც 50 მარყუჟი გაუკეთა და კარვის ქსოვილის მეორე კიდესაც — 50 მარყუჟი გადაბმის ადგილებზე. 18 გააკეთა 50 სპილენძის სამაგრი კარვის ქსოვილების შესაერთებლად, რათა კარავი ერთი მთლიანი გამხდარიყო.

19 კარვისთვის დაამზადა ვერძის წითლად შეღებილი ტყავის გადასაფარებელი და მასზე გადასაფარებლად სელაპის ტყავის გადასაფარებელი.+

20 კარვისთვის ჩარჩოები აკაციის ხისგან+ გააკეთა და სწორად ჩადგა.+ 21 თითოეული ჩარჩო სიმაღლით 10 წყრთა იყო, სიგანით — წყრთა-ნახევარი. 22 თითოეულ ჩარჩოს 2 კოტა ჰქონდა გვერდიგვერდ. ასე გააკეთა კარვის ყველა ჩარჩო. 23 გააკეთა 20 ჩარჩო კარვის სამხრეთი ნაწილისთვის. 24 გააკეთა 40 ვერცხლის საყრდენი 20 ჩარჩოსთვის: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი ორივე კოტის ჩასასმელად, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც ორ-ორი საყრდენი კოტების ჩასასმელად.+ 25 კარვის ჩრდილოეთი ნაწილისთვისაც 20 ჩარჩო გააკეთა. 26 გაუკეთა მათ 40 ვერცხლის საყრდენი: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც — ორ-ორი საყრდენი.

27 კარვის უკანა, დასავლეთი ნაწილისთვის 6 ჩარჩო გააკეთა.+ 28 კარვის უკანა ნაწილისთვის კიდევ 2 ჩარჩო გააკეთა კუთხეების ბოძებად, 29 რომლებიც ორმაგად ამოდიოდა ძირიდან ბოლომდე, პირველ რგოლამდე. ორივე კუთხის ბოძი ასე გააკეთა. 30 მთლიანობაში იყო 8 ჩარჩო და 16 ვერცხლის საყრდენი, თითო ჩარჩოსთვის 2 საყრდენი.

31 გააკეთა ძელები აკაციის ხისგან; კარვის ერთი გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი,+ 32 კარვის მეორე გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი და კარვის უკანა, დასავლეთი, ნაწილის ჩარჩოებისთვისაც — 5 ძელი. 33 დაამზადა შუა ძელი, რომელიც ჩარჩოებს შუაში, ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, გასდევდა. 34 ოქროთი მოავარაყა ჩარჩოები; გაუკეთა ჩარჩოებს ოქროს რგოლები ძელების გასაყრელად; ძელებიც ოქროთი მოავარაყა.+

35 დაამზადა ფარდა+ ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან. ზედ ქერუბიმები+ ამოქარგა.+ 36 გააკეთა მისთვის 4 აკაციის სვეტი და ოქროთი მოავარაყა. კაუჭები ოქროსგან დაამზადა და სვეტებისთვის 4 ვერცხლის საყრდენი ჩამოასხა. 37 კარვის შესასვლელისთვის ფარდა ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან მოქსოვა.+ 38 გააკეთა 5 სვეტი და მათი კაუჭები. სვეტების თავები და შესაერთებლები ოქროთი მოავარაყა; სვეტებისთვის 5 სპილენძის საყრდენი ჩამოასხა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება