საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იერემია 9
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

იერემიას მოკლე შინაარსი

      • იერემია გულდათუთქულია (1—3ა).

      • იეჰოვა იუდას პასუხს სთხოვს (3ბ—16).

      • იუდას დატირება (17—22).

      • ვინც ტრაბახობს, იმით იტრაბახოს, რომ იცნობს იეჰოვას (23—26).

იერემია 9:1

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 22:4; იერ. 13:17

იერემია 9:2

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 5:7; 23:10

იერემია 9:3

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 59:3
  • +იერ. 4:22

იერემია 9:4

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 12:6; მქ. 7:2, 5
  • +იერ. 6:28; ეზკ. 22:9

იერემია 9:5

მარგინალური მუხლები

  • +ფსალმ. 50:19; მქ. 6:12

იერემია 9:7

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 1:25; 48:10

იერემია 9:9

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 5:9, 29

იერემია 9:10

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 4:25; სფ. 1:3

იერემია 9:11

მარგინალური მუხლები

  • +ფსალმ. 79:1; იერ. 26:18
  • +იერ. 10:22
  • +იერ. 4:27; 25:11; 32:43

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

იერემია 9:14

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 7:24
  • +მსჯ. 3:7; 1სმ. 12:10; ოს. 11:2

იერემია 9:15

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 8:14; 23:15; გდ. 3:15, 19

იერემია 9:16

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 26:33; კნ. 28:64; ფსალმ. 106:27; ზქ. 7:14
  • +იერ. 29:17; ეზკ. 5:2

იერემია 9:17

მარგინალური მუხლები

  • +2მტ. 35:25

იერემია 9:18

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 6:26; 14:17

იერემია 9:19

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 4:31; ეზკ. 7:16; მქ. 1:8, 9
  • +გდ. 4:15; მქ. 2:10

იერემია 9:20

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 29:2; იერ. 7:29

იერემია 9:21

მარგინალური მუხლები

  • +2მტ. 36:17; იერ. 6:11

იერემია 9:22

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 5:25; იერ. 16:3, 4

იერემია 9:23

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 5:21
  • +კნ. 8:12-14, 17, 18

იერემია 9:24

სქოლიოები

  • *

    ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

მარგინალური მუხლები

  • +1კრ. 1:31; 2კრ. 10:17
  • +ფსალმ. 99:4; ოს. 6:6; მქ. 6:8; 7:18
  • +გმ. 34:6; ფსალმ. 89:14

იერემია 9:25

მარგინალური მუხლები

  • +ამ. 3:1, 2

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი“,

    3/15, გვ. 9-10

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w13 3/15 9—10

იერემია 9:26

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 19:1; ეზკ. 29:2
  • +ეს. 1:1
  • +იერ. 27:2, 3; ეზკ. 32:29; აბდ. 1
  • +იერ. 49:1; ეზკ. 25:2
  • +ეს. 15:1; იერ. 48:1
  • +იერ. 25:17, 23; 49:32
  • +ლვ. 26:41; იერ. 4:4

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი“,

    3/15, გვ. 9-10

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w13 3/15 9—10

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

იერ. 9:1ეს. 22:4; იერ. 13:17
იერ. 9:2იერ. 5:7; 23:10
იერ. 9:3ეს. 59:3
იერ. 9:3იერ. 4:22
იერ. 9:4იერ. 12:6; მქ. 7:2, 5
იერ. 9:4იერ. 6:28; ეზკ. 22:9
იერ. 9:5ფსალმ. 50:19; მქ. 6:12
იერ. 9:7ეს. 1:25; 48:10
იერ. 9:9იერ. 5:9, 29
იერ. 9:10იერ. 4:25; სფ. 1:3
იერ. 9:11ფსალმ. 79:1; იერ. 26:18
იერ. 9:11იერ. 10:22
იერ. 9:11იერ. 4:27; 25:11; 32:43
იერ. 9:14იერ. 7:24
იერ. 9:14მსჯ. 3:7; 1სმ. 12:10; ოს. 11:2
იერ. 9:15იერ. 8:14; 23:15; გდ. 3:15, 19
იერ. 9:16ლვ. 26:33; კნ. 28:64; ფსალმ. 106:27; ზქ. 7:14
იერ. 9:16იერ. 29:17; ეზკ. 5:2
იერ. 9:172მტ. 35:25
იერ. 9:18იერ. 6:26; 14:17
იერ. 9:19იერ. 4:31; ეზკ. 7:16; მქ. 1:8, 9
იერ. 9:19გდ. 4:15; მქ. 2:10
იერ. 9:20ეს. 29:2; იერ. 7:29
იერ. 9:212მტ. 36:17; იერ. 6:11
იერ. 9:22ეს. 5:25; იერ. 16:3, 4
იერ. 9:23ეს. 5:21
იერ. 9:23კნ. 8:12-14, 17, 18
იერ. 9:241კრ. 1:31; 2კრ. 10:17
იერ. 9:24ფსალმ. 99:4; ოს. 6:6; მქ. 6:8; 7:18
იერ. 9:24გმ. 34:6; ფსალმ. 89:14
იერ. 9:25ამ. 3:1, 2
იერ. 9:26ეს. 19:1; ეზკ. 29:2
იერ. 9:26ეს. 1:1
იერ. 9:26იერ. 27:2, 3; ეზკ. 32:29; აბდ. 1
იერ. 9:26იერ. 49:1; ეზკ. 25:2
იერ. 9:26ეს. 15:1; იერ. 48:1
იერ. 9:26იერ. 25:17, 23; 49:32
იერ. 9:26ლვ. 26:41; იერ. 4:4
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
ბიბლია
იერემია 9:1-26

იერემია

9 ო, ნეტავ თავი წყლად მექცეს

და თვალები — ცრემლის წყაროდ!+

მაშინ დღედაღამ ვიგლოვებდი

ჩემს ხალხს შორის დახოცილებს.

 2 ო, ნეტავ მეც მქონდეს უდაბნოში ადგილი,

სადაც მგზავრები ღამეს ათევენ;

დავტოვებდი ჩემს ხალხს და გავეცლებოდი;

ყველანი მრუშები არიან,+ ვერაგთა ხროვა.

 3 მშვილდივით მოუზიდავთ ენები,

ქვეყანაში სიცრუე გამეფებულა და არა ერთგულება.+

„ბოროტებას ბოროტებაზე სჩადიან

და არაფრად მაგდებენ,+ — ამბობს იეჰოვა. —

 4 უფრთხილდით მოძმეებს,

ძმებსაც კი არ ენდოთ,

რადგან ყველა ძმა მოღალატეა+

და ყველა მოძმე — ცილისმწამებელი.+

 5 თითოეული ატყუებს თავის მოძმეს,

სიმართლეს არავინ ამბობს.

ენა სიცრუის თქმას მიაჩვიეს+

და დაიქანცნენ ბოროტების ჩადენით.

 6 სიცრუეში ცხოვრობთ.

ცრუები არიან და არ უნდათ, რომ მიცნობდნენ“, — ამბობს იეჰოვა.

 7 ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:

„დავადნობ მათ და განვწმენდ;+

მეტი რაღა გავუკეთო ჩემი ხალხის ასულს?!

 8 მათი ენა მომაკვდინებელი ისარია, სიცრუის მფრქვეველი.

ბაგით მშვიდად ელაპარაკება კაცი თავის მოძმეს,

გულში კი მახეს უგებს.

 9 როგორ არ მოვკითხო ამისთვის პასუხი?! — ამბობს იეჰოვა. —

როგორ არ ვიძიო შური ამისთანა ხალხზე?!+

10 მთების გამო ავტირდები და გოდებას მოვყვები,

უდაბნოს საძოვრების გამო სამგლოვიარო სიმღერას ვიმღერებ,

რადგან გადაიწვა იქაურობა და კაციშვილი აღარ დადის იქ;

აღარ ისმის ცხვარ-ძროხის ხმა,

აღარც ცის ფრინველები არიან იქ და აღარც მხეცები, გადაიკარგნენ.+

11 ქვების გროვად+ და ტურების ბუნაგად+ ვაქცევ იერუსალიმს,

გავაპარტახებ და გავაუკაცრიელებ იუდას ქალაქებს.+

12 ვინაა ბრძენი და ვინ მიხვდება ამის მიზეზს?!

ვის ელაპარაკა იეჰოვა და ვინ აუწყებს სხვებს ამის შესახებ?!

რატომ განადგურდა ქვეყანა?!

რატომ გადაიბუგა უდაბნოსავით,

სადაც კაციშვილი აღარ დადის?!“

13 იეჰოვა ამბობს: «იმიტომ რომ არ დაიცვეს და უარყვეს ჩემი მიცემული კანონი და არ დამემორჩილნენ; 14 გაჯიუტდნენ, აჰყვნენ თავიანთ გულისთქმას+ და თაყვანისცემა დაუწყეს ბაალის კერპებს, რაც მამა-პაპისგან ისწავლეს.+ 15 ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აბზინდას ვაჭმევ ამ ხალხს და მოწამლულ წყალს დავალევინებ,+ 16 გავფანტავ მათ იმ ერებში, რომლებსაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამა-პაპა;+ მახვილს დავადევნებ მათ და გავწყვეტ“.+

17 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:

„დაუკვირდით ამ ყველაფერს,

მოუხმეთ მოტირალ ქალებს,+

მოიყვანეთ ამ საქმეში დაოსტატებული ქალები;

18 სწრაფად მოვიდნენ და მოჰყვნენ გოდებას,

ცრემლად რომ დაიღვაროს ჩვენი თვალები,

წყალი რომ სდიოდეს ჩვენს ქუთუთოებს.+

19 გოდების ხმა ისმის სიონიდან:+

როგორ გავნადგურდით!

როგორ შევრცხვით!

ქვეყანა დავტოვეთ, მათ კი სახლები აგვიოხრეს“.+

20 მოისმინეთ, ქალებო, იეჰოვას სიტყვა,

ყურად იღეთ მისი ბაგიდან წამოსული სიტყვა!

ასწავლეთ ეს გოდება თქვენს ასულებს,

ასწავლეთ ერთმანეთს ეს სამგლოვიარო სიმღერა,+

21 რადგან სიკვდილი შემოიჭრა ჩვენს სარკმლებში,

ჩვენს გამაგრებულ კოშკებში შემოვიდა,

ბავშვები რომ ქუჩებიდან წაასხას

და ჭაბუკები — მოედნებიდან“.+

22 თქვი, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა:

„ადამიანთა გვამები მინდორში ნეხვივით ეყრება,

მომკელის უკან დაყრილი ახალმომკილი თავთავებივით;

არავინ იქნება შემგროვებელი“».+

23 აი, რას ამბობს იეჰოვა:

„ნუ იამაყებს ბრძენი თავისი სიბრძნით,+

ძლიერი — თავისი ძალით,

მდიდარი კი — თავისი სიმდიდრით.+

24 ვინც ამაყობს, იმით იამაყოს,

რომ გამჭრიახია და მიცნობს,+

იცის, რომ მე ვარ იეჰოვა,

რომელსაც მსიამოვნებს სიკეთის* კეთება,+ სამართლიანად მოქმედება და სიმართლის ქმნა დედამიწაზე,+ — ამბობს იეჰოვა. —

25 დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — და პასუხს ვაგებინებ ყველა წინადაცვეთილს, თუმცა წინადაუცვეთელს,+ 26 ეგვიპტეს,+ იუდას,+ ედომს,+ ამონელებს,+ მოაბს,+ უდაბნოს მკვიდრთ, რომელთაც საფეთქლებთან თმა აქვთ შეკრეჭილი;+ ეს ყველა ერი წინადაუცვეთელია, ისრაელებიც წინადაუცვეთელნი არიან გულით“.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება