საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ეზეკიელი 5
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

ეზეკიელის მოკლე შინაარსი

      • იერუსალიმის დაცემის განსახიერება (1—17).

        • წინასწარმეტყველი თავს იპარსავს და თმას სამ ნაწილად ყოფს (1—4).

        • იერუსალიმის მკვიდრნი მეზობელ ერებზე უარესად იქცევიან (7—9).

        • ურჩთათვის გამოტანილი განაჩენი (12).

ეზეკიელი 5:1

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „წმინდა თაყვანისმცემლობა“, გვ. 63-65

ეზეკიელი 5:2

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 9:21; ეზკ. 4:8
  • +იერ. 15:2
  • +ლვ. 26:33; ეზკ. 5:12

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „წმინდა თაყვანისმცემლობა“, გვ. 64-66

ეზეკიელი 5:3

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „წმინდა თაყვანისმცემლობა“, გვ. 64-65

    „საგუშაგო კოშკი“,

    7/1, გვ. 12

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w07 7/1 12

ეზეკიელი 5:4

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 4:4

ეზეკიელი 5:6

მარგინალური მუხლები

  • +ეზკ. 16:46, 47

ეზეკიელი 5:7

მარგინალური მუხლები

  • +2მფ. 21:9, 11; იერ. 2:11

ეზეკიელი 5:8

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 21:5; ეზკ. 15:7
  • +კნ. 29:22, 24; 1მფ. 9:8; გდ. 2:15

ეზეკიელი 5:9

მარგინალური მუხლები

  • +გდ. 4:6; დნ. 9:12

ეზეკიელი 5:10

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 26:29; იერ. 19:9; გდ. 4:10
  • +ლვ. 26:33; კნ. 28:64

ეზეკიელი 5:11

სქოლიოები

  • *

    სიტყვასიტყვით — „ცოცხალი ვარ“.

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 20:3; 2მფ. 21:1, 7; 2მტ. 36:14; იერ. 32:34
  • +გდ. 2:21; ეზკ. 7:4

ეზეკიელი 5:12

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 14:12; 15:2; 21:9
  • +ლვ. 26:33; იერ. 9:16; 42:16

ეზეკიელი 5:13

მარგინალური მუხლები

  • +ეზკ. 16:42
  • +გმ. 20:3, 5; 34:14; კნ. 6:15

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „წმინდა თაყვანისმცემლობა“, გვ. 99-100

ეზეკიელი 5:14

მარგინალური მუხლები

  • +კნ. 28:37; 1მფ. 9:7; ნემ. 2:17

ეზეკიელი 5:15

მარგინალური მუხლები

  • +ფსალმ. 79:4; იერ. 24:9; გდ. 2:15; 3:61, 62

ეზეკიელი 5:16

სქოლიოები

  • *

    სიტყვასიტყვით — „დავამტვრევ პურის ჯოხებს“. შესაძლოა იგულისხმებოდეს ჯოხები, რომლებზეც პურს ჰკიდებდნენ და ინახავდნენ.

მარგინალური მუხლები

  • +კნ. 32:23
  • +ლვ. 26:26; ეზკ. 4:16

ეზეკიელი 5:17

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 26:22; კნ. 32:24; ეზკ. 14:21; 33:27
  • +ეზკ. 21:3

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

ეზეკ. 5:2იერ. 9:21; ეზკ. 4:8
ეზეკ. 5:2იერ. 15:2
ეზეკ. 5:2ლვ. 26:33; ეზკ. 5:12
ეზეკ. 5:4იერ. 4:4
ეზეკ. 5:6ეზკ. 16:46, 47
ეზეკ. 5:72მფ. 21:9, 11; იერ. 2:11
ეზეკ. 5:8იერ. 21:5; ეზკ. 15:7
ეზეკ. 5:8კნ. 29:22, 24; 1მფ. 9:8; გდ. 2:15
ეზეკ. 5:9გდ. 4:6; დნ. 9:12
ეზეკ. 5:10ლვ. 26:29; იერ. 19:9; გდ. 4:10
ეზეკ. 5:10ლვ. 26:33; კნ. 28:64
ეზეკ. 5:11ლვ. 20:3; 2მფ. 21:1, 7; 2მტ. 36:14; იერ. 32:34
ეზეკ. 5:11გდ. 2:21; ეზკ. 7:4
ეზეკ. 5:12იერ. 14:12; 15:2; 21:9
ეზეკ. 5:12ლვ. 26:33; იერ. 9:16; 42:16
ეზეკ. 5:13ეზკ. 16:42
ეზეკ. 5:13გმ. 20:3, 5; 34:14; კნ. 6:15
ეზეკ. 5:14კნ. 28:37; 1მფ. 9:7; ნემ. 2:17
ეზეკ. 5:15ფსალმ. 79:4; იერ. 24:9; გდ. 2:15; 3:61, 62
ეზეკ. 5:16კნ. 32:23
ეზეკ. 5:16ლვ. 26:26; ეზკ. 4:16
ეზეკ. 5:17ლვ. 26:22; კნ. 32:24; ეზკ. 14:21; 33:27
ეზეკ. 5:17ეზკ. 21:3
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
ბიბლია
ეზეკიელი 5:1-17

ეზეკიელი

5 «კაცის ძეო, აიღე ბასრი მახვილი და დალაქის სამართებელივით გამოიყენე. გადაიპარსე თავი და მოიპარსე წვერი. აიღე სასწორი, აწონე თმა და ნაწილებად დაყავი. 2 ალყის დღეების გასრულებისთანავე+ აიღე მესამედი და შუაგულ ქალაქში ცეცხლში დაწვი. შემდეგ აიღე კიდევ ერთი მესამედი და ქალაქის გარშემო მახვილით დაკუწე,+ ბოლო მესამედი კი ქარს გაატანე; მახვილს ვიშიშვლებ და დავადევნებ მათ.+

3 აიღე ბოლო მესამედიდან ცოტაოდენი თმა და ტანსაცმლის კალთაში შეახვიე; 4 დანარჩენი კი ცეცხლში ჩაყარე და დაწვი; ეს ცეცხლი მთელ ისრაელს მოედება.+

5 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ეს იერუსალიმია, რომელიც ერებს შორის, ქვეყნების შუაგულში მოვაქციე, 6 მაგრამ არ იცავდა ის ჩემს სამართალსა და წესებს; უფრო დიდ ბოროტებას სჩადიოდა, ვიდრე მის გარშემო მყოფი ერები და ქვეყნები სჩადიოდნენ.+ არად აგდებდნენ ჩემს სამართალს და არღვევდნენ ჩემს წესებს“.

7 ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „მეზობელ ერებზე უარესად იქცეოდით, არ იცავდით ჩემს წესებს; თქვენ ჩემს კანონებს კი არ იცავდით, არამედ თქვენ გარშემო მცხოვრები ხალხების კანონებს.+ 8 ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: შეგებრძოლები, ქალაქო,+ და შენზე აღვასრულებ ჩემს სამართალს ხალხების თვალწინ;+ 9 შენი საძულველი საქმეების გამო ისეთ რამეს გაგიკეთებ, რაც ჯერ არ გამიკეთებია და არც აღარასოდეს გავაკეთებ.+

10 მამები ვაჟებს შეჭამენ,+ ვაჟები კი — მამებს; აღვასრულებ შენზე სამართალს და დარჩენილებს ყველა მიმართულებით გავფანტავ.+

11 ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რაკი შენი საძულველი კერპებითა და ამაზრზენი საქმეებით+ წაბილწე ჩემი წმინდა ადგილი, დაგამცირებ, არ შეგიბრალებ და არ შეგიწყალებ.+ 12 შენი მესამედი ან ჭირით გაწყდება, ან შიმშილით; კიდევ ერთ მესამედს მახვილი შემუსრავს,+ ბოლო მესამედს კი ყველა მიმართულებით გავფანტავ, მახვილს ვიშიშვლებ და დავადევნებ.+ 13 მაშინ დაცხრება ჩემი რისხვა, დავმშვიდდები და დავისვენებ.+ როცა დავასრულებ მათზე ჩემი რისხვის გადმონთხევას, მიხვდებიან, რომ მე ველაპარაკებოდი, იეჰოვა, რომელიც არ იწყნარებს ორგულობას.+

14 აგაოხრებ და შეგარცხვენ მეზობელი ერებისა და ყველა გამვლელის თვალში.+ 15 როცა განრისხებული სამართალს აღვასრულებ შენზე და დაგსჯი,+ შენს დანახვაზე გარშემომყოფ ერებს თავზარი დაეცემათ; დაგძრახავენ და აბუჩად აგიგდებენ; ეს მათთვის გამაფრთხილებელი მაგალითი იქნება. ამას მე ვამბობ, იეჰოვა.

16 მოვუვლენ მათ შიმშილის მომაკვდინებელ ისრებს და ბოლოს მოვუღებ. ჩემ მიერ მოვლენილი ისრები გაგანადგურებთ.+ გამოგილევთ პურის მარაგს* და აუტანელ შიმშილობას ჩამოვაგდებ.+ 17 შიმშილს მოგივლენთ და გამძვინვარებულ მხეცებს მოგისევთ;+ ისინი შვილებს გაგიწყვეტენ. ჭირი და სისხლის ღვრა გშთანთქავთ; მოგივლენთ მახვილს.+ ამას მე ვამბობ, იეჰოვა“».

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება