საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იობი 13
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

იობის მოკლე შინაარსი

      • იობი განაგრძობს საუბარს (1—28).

        • „მე მაინც ყოვლისშემძლეს დაველაპარაკებოდი“ (3).

        • „ვაი-მკურნალები ხართ“ (4).

        • „ვიცი, რომ მართალი ვარ“ (18).

        • აინტერესებს, რატომ თვლის ღმერთი მტრად (24).

იობი 13:3

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 23:3, 4; 31:35

იობი 13:4

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 16:2

იობი 13:5

მარგინალური მუხლები

  • +იგ. 17:28; იაკ. 1:19

იობი 13:9

მარგინალური მუხლები

  • +ფსალმ. 139:23; იერ. 17:10

იობი 13:10

მარგინალური მუხლები

  • +ფსალმ. 50:20, 21; იაკ. 2:9

იობი 13:15

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 19:25; ფსალმ. 23:4

იობი 13:16

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 15:2; ფსალმ. 27:1; ეს. 12:2
  • +იობ. 27:8; 36:13; ეს. 33:14

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

იობი 13:19

სქოლიოები

  • *

    ან შესაძლოა: „თუ ვინმე შემეკამათება, გავჩუმდები და მოვკვდები“.

იობი 13:21

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 9:34, 35; 33:6, 7

იობი 13:24

მარგინალური მუხლები

  • +ფსალმ. 10:1; 13:1; 44:24
  • +იობ. 16:9; 19:11; 33:8-11

იობი 13:28

სქოლიოები

  • *

    შესაძლოა იგულისხმებოდეს იობი.

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

იობ. 13:3იობ. 23:3, 4; 31:35
იობ. 13:4იობ. 16:2
იობ. 13:5იგ. 17:28; იაკ. 1:19
იობ. 13:9ფსალმ. 139:23; იერ. 17:10
იობ. 13:10ფსალმ. 50:20, 21; იაკ. 2:9
იობ. 13:15იობ. 19:25; ფსალმ. 23:4
იობ. 13:16გმ. 15:2; ფსალმ. 27:1; ეს. 12:2
იობ. 13:16იობ. 27:8; 36:13; ეს. 33:14
იობ. 13:21იობ. 9:34, 35; 33:6, 7
იობ. 13:24ფსალმ. 10:1; 13:1; 44:24
იობ. 13:24იობ. 16:9; 19:11; 33:8-11
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
ბიბლია
იობი 13:1-28

იობი

13 «ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი,

საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი და ვიცი.

 2 რაც თქვენ იცით, მეც ვიცი.

რით ვარ თქვენზე ნაკლები?!

 3 მე მაინც ყოვლისშემძლეს დაველაპარაკებოდი,

ღმერთთან ჩემი სიმართლის დამტკიცება მინდა.+

 4 თქვენ სიცრუით სახელს მიტეხთ;

ყველანი ვაი-მკურნალები ხართ.+

 5 ნეტავ საერთოდ არ ამოგეღოთ ხმა

და ბრძენებად ჩაითვლებოდით.+

 6 მოისმინეთ ჩემი მოსაზრება

და ყური დაუგდეთ ჩემს სათხოვარს.

 7 უსამართლო ლაპარაკით ცდილობთ ღვთის დაცვას?!

მზაკვრული საუბრით ცდილობთ მის გამოსარჩლებას?!

 8 ღვთის მხარდაჭერას ცდილობთ?!

ცდილობთ, გამოესარჩლოთ მას?!

 9 კარგად წაგივიდოდათ საქმე, მას რომ შეემოწმებინეთ?!+

მასაც მოკვდავი კაცივით მოატყუებდით?!

10 ის უეჭველად შეგაგონებდათ,

თუ ფარულად გამოიჩენდით მიკერძოებას.+

11 განა არ მოგგვრიდათ შიშს მისი სიდიადე?!

განა არ შეგეშინდებოდათ მისი?!

12 თქვენი „ბრძნული“ გამონათქვამები უშინაარსო იგავებია,

თიხის ფარებივით მყიფეა.

13 ხმა არ ამოიღოთ, მე უნდა ვილაპარაკო.

მერე, რაც გინდა, ის დამემართოს!

14 რატომ მიჭირავს სული კბილით

და რატომ ემუქრება ჩემს სიცოცხლეს საფრთხე?!

15 რომც მოვეკალი, მაინც მას დაველოდებოდი+

და დავუმტკიცებდი ჩემს სიმართლეს.

16 ის დამიხსნიდა;+

ვერცერთი უღვთო ვერ წარდგება მის წინაშე.+

17 ყურადღებით მოისმინეთ ჩემი სიტყვა

და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი.

18 აი, უკვე მოვამზადე საჩივარი;

ვიცი, რომ მართალი ვარ.

19 ვინ შემეკამათება?!

რომ გავჩუმებულიყავი, ნამდვილად მოვკვდებოდი*.

20 ორი სათხოვარი შემისრულე, ღმერთო,

და აღარ დაგემალები.

21 მომაცილე შენი მძიმე ხელი

და შენი შიში ნუ შემაძრწუნებს.+

22 ან შენ ილაპარაკე და მე გიპასუხებ,

ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე.

23 რა დავაშავე?! რა შევცოდე?!

გამაგებინე, რაში გეურჩე, რა ცოდვა ჩავიდინე?!

24 ზურგს რატომ მაქცევ+

და მტრად რატომ მთვლი?!+

25 მოფარფატე ფოთოლს აშინებ

და გამხმარ ნამჯას მისდევ?!

26 იწერ და იწერ ჩემ წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებს

და ახალგაზრდობის დროინდელ ცოდვებზე პასუხს მაგებინებ.

27 ფეხებს ხუნდებში მაყოფინებ,

ყველა ჩემს გზაზე მისაფრდები

და ყოველ ფეხის ნაბიჯზე დამდევ.

28 ის* იხრწნება,

ჩრჩილისგან შეჭმული ტანსაცმელივითაა».

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება