საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რიცხვები 30
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

რიცხვების მოკლე შინაარსი

      • მამაკაცების მიერ დადებული აღთქმები (1, 2).

      • ქალებისა და ასულების მიერ დადებული აღთქმები (3—16).

რიცხვები 30:1

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 18:25

რიცხვები 30:2

მარგინალური მუხლები

  • +დბ. 28:20-22; მსჯ. 11:30, 31
  • +ფსალმ. 132:1-5
  • +კნ. 23:21; ფსალმ. 116:14; 119:106; ეკ. 5:4; მთ. 5:33
  • +ფსალმ. 50:14; 66:13

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

რიცხვები 30:5

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 20:12

რიცხვები 30:8

მარგინალური მუხლები

  • +რმ. 7:2; 1კრ. 11:3; ეფ. 5:22

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი“,

    8/1, გვ. 27

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w04 8/1 27

რიცხვები 30:12

მარგინალური მუხლები

  • +1კრ. 11:3; 1პტ. 3:1

რიცხვები 30:15

მარგინალური მუხლები

  • +კნ. 23:21

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

რიცხ. 30:1გმ. 18:25
რიცხ. 30:2დბ. 28:20-22; მსჯ. 11:30, 31
რიცხ. 30:2ფსალმ. 132:1-5
რიცხ. 30:2კნ. 23:21; ფსალმ. 116:14; 119:106; ეკ. 5:4; მთ. 5:33
რიცხ. 30:2ფსალმ. 50:14; 66:13
რიცხ. 30:5გმ. 20:12
რიცხ. 30:8რმ. 7:2; 1კრ. 11:3; ეფ. 5:22
რიცხ. 30:121კრ. 11:3; 1პტ. 3:1
რიცხ. 30:15კნ. 23:21
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
ბიბლია
რიცხვები 30:1-16

რიცხვები

30 მოსემ ისრაელის ტომთა თავკაცებს+ უთხრა: „აი, რა ბრძანა იეჰოვამ: 2 თუ ვინმე აღთქმას+ დაუდებს იეჰოვას ან დაიფიცებს+ და რაიმეს აუკრძალავს საკუთარ თავს, სიტყვას არ უნდა გადავიდეს;+ მან დადებული პირობა უნდა შეასრულოს.+

3 თუ ქალი ახალგაზრდობაში, თავისი მამის სახლში, აღთქმას დაუდებს იეჰოვას ან დაიფიცებს და რაიმეს აუკრძალავს საკუთარ თავს, 4 შეიტყობს მამამისი მისი აღთქმის ან იმის შესახებ, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის თავს, მაგრამ არაფერს ეტყვის, ქალმა უნდა შეასრულოს თავისი აღთქმა და ის, რაც თავის თავს აუკრძალა. 5 თუ მამამისი გაიგებს მისი აღთქმის ან იმის შესახებ, რაც დაიფიცა და აუკრძალა საკუთარ თავს, და დაუშლის, ნუღარ შეასრულებს ქალი დადებულ პირობას; იეჰოვა აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა.+

6 თუ ქალი მას შემდეგ გათხოვდება, რაც აღთქმას დადებს ან ნაჩქარევად დაიფიცებს და რაიმეს აუკრძალავს თავის თავს, 7 ამას მისი ქმარი გაიგებს, მაგრამ არ დაუშლის იმ დღეს, როცა გაიგებს, ქალმა უნდა შეასრულოს თავისი აღთქმა და ის, რაც დაიფიცა და აუკრძალა საკუთარ თავს. 8 მაგრამ, თუ დაუშლის იმ დღეს, როცა გაიგებს, ქალს აღარ მოეთხოვება აღთქმის ან იმის შესრულება, რაც ნაჩქარევად დაიფიცა და საკუთარ თავს აუკრძალა;+ იეჰოვა აპატიებს მას.

9 თუ ქვრივი ან ქმარს გაცილებული აღთქმას დადებს, ყველაფერი, რაც თავის თავს დააკისრა, უნდა შეასრულოს.

10 თუ ქალი ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან დაიფიცებს და რაიმეს აუკრძალავს თავის თავს, 11 ამას ქმარი გაიგებს, მაგრამ არ დაუშლის, ქალმა უნდა შეასრულოს თავისი აღთქმა და ის, რაც დაიფიცა და აუკრძალა საკუთარ თავს. 12 მაგრამ, თუ იმ დღეს, როცა ამას ქმარი გაიგებს, დაუშლის, ქალს აღარ მოეთხოვება აღთქმის ან იმის შესრულება, რაც დაიფიცა და საკუთარ თავს აუკრძალა;+ იეჰოვა აპატიებს ქალს, რადგან ქმარმა დაუშალა. 13 თუ ქალი აღთქმას დადებს ან დაიფიცებს და რაიმეს აუკრძალავს თავის თავს, ქმარს უფლება აქვს, რომ დაეთანხმოს ან დაუშალოს. 14 მაგრამ, თუ გადის დღეები და ქმარი არ უშლის, ესე იგი, ის თანახმაა, რომ ქალმა შეასრულოს აღთქმა და ის, რაც დაიფიცა და თავის თავს აუკრძალა, რადგან იმ დღეს, როცა ქმარმა ამის შესახებ შეიტყო, არ დაუშალა. 15 მაგრამ, თუ ქმარი რაღაც დროის შემდეგ დაუშლის, ის აგებს პასუხს ცოლის დანაშაულზე.+

16 ეს არის კანონები ქმრისთვის და ცოლისთვის, მამისა და ასულისთვის, რომელიც მის სახლში ცხოვრობს. ეს კანონები იეჰოვამ მოსეს გადასცა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება