საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იობი 22
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

იობის მოკლე შინაარსი

      • ელიფაზი მესამედ იწყებს საუბარს (1—30).

        • „რაში სჭირდება ღმერთს კაცი?!“ (2, 3).

        • იობს სიხარბესა და უსამართლობაში ადანაშაულებს (6—9).

        • „თუ დაუბრუნდები ყოვლისშემძლეს, აშენდები“ (23).

იობი 22:1

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 2:11; 4:1

იობი 22:2

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 15:14, 15

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“,

    11/2023, გვ. 8

    „საგუშაგო კოშკი — სასწავლო გამოცემა“,

    4/2017, გვ. 28-29

    „საგუშაგო კოშკი“,

    9/15, გვ. 27

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w17.04 28—29; w05 9/15 27

იობი 22:3

სქოლიოები

  • *

    იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 2:3; 32:3

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი“,

    9/15, გვ. 26

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w05 9/15 26

იობი 22:5

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 1:8; 4:7

იობი 22:6

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 31:19, 22

იობი 22:7

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 31:17, 22

იობი 22:8

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 31:25, 28

იობი 22:10

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 18:5, 9

იობი 22:16

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 4:18, 19

იობი 22:22

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 11:13

იობი 22:23

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 8:5, 6

იობი 22:24

მარგინალური მუხლები

  • +1მფ. 9:28; იობ. 28:16; ფსალმ. 45:9; ეს. 13:12

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

იობ. 22:1იობ. 2:11; 4:1
იობ. 22:2იობ. 15:14, 15
იობ. 22:3იობ. 2:3; 32:3
იობ. 22:5იობ. 1:8; 4:7
იობ. 22:6იობ. 31:19, 22
იობ. 22:7იობ. 31:17, 22
იობ. 22:8იობ. 31:25, 28
იობ. 22:10იობ. 18:5, 9
იობ. 22:16იობ. 4:18, 19
იობ. 22:22იობ. 11:13
იობ. 22:23იობ. 8:5, 6
იობ. 22:241მფ. 9:28; იობ. 28:16; ფსალმ. 45:9; ეს. 13:12
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
ბიბლია
იობი 22:1-30

იობი

22 თემანელმა+ ელიფაზმა მიუგო:

2 «რაში სჭირდება ღმერთს კაცი,

ანდა რაში სჭირდება მისი ჭკუა?!+

 3 განა ყოვლისშემძლისთვის სულერთი არაა, მართალი ხარ თუ არა?!

ანდა რა გამორჩენა აქვს, უდანაშაულო* თუ ხარ?!+

4 განა ღვთისმოშიშების გამო ისჯები

და ამიტომ მიჰყავხარ ღმერთს სასამართლოზე?!

 5 განა ეს იმიტომ არ გემართება, რომ მეტისმეტად ბოროტი ხარ

და ბოლო არ უჩანს შენს ცოდვებს?!+

 6 შენს მოძმეებს ყველაფერში გირაოს ართმევ,

ღარიბებს ტანსაცმელს ხდი და შიშვლებს ტოვებ.+

 7 დაღლილს წყალს არ ასმევ

და მშიერს პურს არ აძლევ.+

 8 ძლიერი კაცისაა ეს ქვეყანა+

და პატივდებული მკვიდრობს მასზე,

 9 შენ კი ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებ

და ობლებს ჩაგრავ.

10 ამიტომაც ხარ გარშემორტყმული კაკანათებით+

და შიში გიპყრობს.

11 ამიტომაც იმყოფები სიბნელეში და ვერაფერს ხედავ,

დიდი ნიაღვარი გფარავს.

12 ღმერთი მაღლაა ზეცაში,

ნახე, რამსიმაღლეზეა ვარსკვლავები,

13 შენ კი ამბობ: „ღმერთმა რა იცის?!

ის სქელი შავი ღრუბლის მიღმაა

და როგორ შეძლებს გასამართლებას?!

14 ღრუბლებს მიღმაა და ვერაფერს ხედავს,

ის ხომ ცის კამარაზე მიმოდის“.

15 ისევ ძველი გზით ივლი,

რომელზეც ბოროტები დადიან,

16 რომელნიც ნაადრევად დაიხოცნენ

და რომელთა საძირკველიც წყალმა წაიღო,+

17 რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს ეუბნებოდნენ, მოგვშორდიო,

ამბობდნენ, რას გახდება ჩვენთან ყოვლისშემძლეო?!

18 მაგრამ ის მაინც დოვლათით უვსებდა მათ სახლებს

(ასეთი მზაკვრული ფიქრებისგან მე შორს ვარ).

19 მართლები დაინახავენ მათ დაცემას და გაიხარებენ,

უდანაშაულოთ გაეცინებათ მათზე და იტყვიან,

20 დაიხოცნენ ჩვენი მოწინააღმდეგენი

და ვინც ცოცხალი დარჩა, ცეცხლი შთანთქავსო.

21 დაუახლოვდი ღმერთს და გექნება მასთან მშვიდობა;

არ მოგაკლდება სიკეთე.

22 დაიცავი მისი ბაგიდან გამოსული კანონი

და გულში ჩაიბეჭდე მისი სიტყვები.+

23 თუ დაუბრუნდები ყოვლისშემძლეს, აშენდები.+

თუ ამოძირკვავ უმართლობას შენს კარავში,

24 თუ ოქროს მიწაზე დაყრი

და ოფირის ოქროს+ ლოდებით სავსე ხევში ჩაყრი,

25 მაშინ ყოვლისშემძლე იქცევა შენს ოქროდ

და შენს ხალას ვერცხლად.

26 მაშინ ყოვლისშემძლეში პოვებ ნეტარებას

და ღვთისკენ იზამ პირს.

27 შეევედრები და ის მოგისმენს;

შეასრულებ შენს აღთქმებს.

28 რის გაკეთებასაც დააპირებ, ყველაფერში ხელი მოგემართება,

და სინათლე მოეფინება შენს გზასავალს.

29 თუ ქედმაღლურად ილაპარაკებ, დამცირდები;

ის თავმდაბალს იხსნის.

30 იგი უდანაშაულოს გადაარჩენს;

თუ ხელი სუფთა გექნება, ნამდვილად დაგიხსნის».

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება