ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.
20 იეჰოვამ გიპასუხოს გაჭირვების დღეს!
იაკობის ღვთის სახელმა დაგიფაროს!+
3 ახსოვდეს ყველა შენი ძღვენი
და მოიწონოს შენი დასაწვავი მსხვერპლი! (სელა)
იეჰოვამ შეგისრულოს ყველა სათხოვარი!
6 ახლა ვუწყი, რომ იეჰოვაა თავისი ცხებულის მხსნელი.+
ის პასუხობს მას თავისი ზეციერი წმინდა სამყოფლიდან,
დიდებულ ხსნას მოუვლენს თავისი მარჯვენით.+
7 ზოგი ეტლებზე ამყარებს იმედს, ზოგი — ცხენებზე,+
ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელზე ვართ დაიმედებული.+
გვიპასუხებს, როცა საშველად მოვუხმობთ.+