იობი
21 იობმა მიუგო:
2 „ყურადღებით მომისმინეთ
და ეგ იქნება ჩემთვის ნუგეშისცემა.
4 ადამიანს ხომ არ მივმართავ საჩივრით?!
ასე რომ იყოს, განა მეყოფოდა მოთმინება?!
5 შემომხედეთ და განცვიფრდებით;
პირზე ხელი აიფარეთ.
6 როცა ამაზე ვფიქრობ, მოსვენებას ვკარგავ,
მთელი სხეული მიცახცახებს.
8 შვილები სულ გვერდით ჰყავთ
და საკუთარი თვალით ხედავენ თავიანთ შთამომავლებს.
10 მათი ბუღები ყოველთვის ამაკებენ;
მათი ძროხები იგებენ და არ ბერწდებიან.
11 მათი ყმაწვილები ფარასავით მიმოდიან,
მათი ვაჟები დაკუნტრუშებენ.
14 ღმერთს ეუბნებიან, თავი დაგვანებე,
არ გვინდა შენი გზებით სიარულიო;+
15 ვინ არის ყოვლისშემძლე, რომ მას ვემსახუროთ,+
რას გვარგებს მასთან ურთიერთობაო.+
16 თუმცა ვიცი, რომ მათი კეთილდღეობა მათ ხელში არ არის.+
მე ბოროტებივით არ ვფიქრობ.+
17 განა რამდენჯერ ჩამქრალა ბოროტთა ლამპარი?!+
განა რამდენჯერ დასტეხიათ თავს უბედურება?!
განა რამდენჯერ განრისხებია მათ ღმერთი და გაუნადგურებია?!
18 როდის დამსგავსებიან ნამჯას, ქარი რომ ატორტმანებს,
ანდა ბზეს, ქარიშხალი რომ იტაცებს?!
19 ღმერთი ადამიანის დანაშაულს მის შვილებს მოჰკითხავს.
მასაც მოჰკითხოს ღმერთმა, რათა იცოდეს, რომ დააშავა.+
21 რაღა მნიშვნელობა ექნება მისთვის, რა დაემართებათ
მის შთამომავლებს მისი სიკვდილის შემდეგ,
როცა მისი თვეთა რიცხვი შემცირდება?!+
24 როცა ქონით სავსე ბარძაყები
და მაგარი ძვლები აქვს,
25 მეორე კი ისე კვდება სულგამწარებული,
რომ ცხოვრებაში კარგი არაფერი უნახავს.
29 ნუთუ არ გიკითხავთ მოგზაურთათვის
და არ დაფიქრებულხართ მათ ნათქვამზე,
30 რომ უბედურების დღეს დაცულია ბოროტი
და რისხვის დღეს დახსნილია?!
31 ვინ დაუპირისპირდება მას
და ვინ მიუზღავს სამაგიეროს?!
32 მიწას რომ მიაბარებენ,
მის სამარხს დარაჯს დაუყენებენ.
თქვენი პასუხები მცდარია!“