იობი
7 „განა მოკვდავი კაცის ცხოვრება
დედამიწაზე მონურ სამუშაოს არ ჰგავს?!
განა მისი დღეები დაქირავებული მუშის დღეებივით არაა?!+
4 დაწოლისას ვამბობ, ნეტავ როდის ავდგები-მეთქი+
და მთელი ღამე ვბორგავ გათენებამდე.
ჩემი დღეები უიმედოდ სრულდება.+
11 ამიტომ მეც აღარ გავჩუმდები.
სულშეწუხებული ვილაპარაკებ,
სულგამწარებული მოვყვები ჩივილს.+
12 ზღვა ვარ თუ ზღვის ვეებერთელა ბინადარი,
დარაჯი რომ დამიყენო?!
13 როცა ვამბობ, ჩემი სარეცელი მანუგეშებს
და ჩემი საწოლი ტანჯვას ამატანინებს-მეთქი,
14 შენ სიზმრებით თავზარს მცემ
და ხილვებით მაშინებ.
15 მირჩევნია, რომ გავიგუდო
და მოვკვდე, ვიდრე საკუთარ თავს ვუყურო.+
16 სიცოცხლე მომძულდა,+ აღარ მინდა ცხოვრება.
გამეცალე, რადგან ერთ ამოსუნთქვასავითაა ჩემი არსებობა.+
20 მე თუ შევცოდე, შენ რას გიშავებ, ადამიანთა მეთვალყურევ?+
რატომ ამომიღე მიზანში?
ტვირთი ხომ არ გავხდი შენთვის?
21 რატომ არ შემინდობ ცოდვას
და რატომ არ მპატიობ დანაშაულს?
მალე მტვერში ჩავწვები,+
ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები“.