საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იობი 11
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

იობის მოკლე შინაარსი

      • ცოფარი იწყებს საუბარს (1—20).

        • იობს ბრალს სდებს ფუჭსიტყვაობაში (2, 3).

        • ეუბნება იობს, რომ აღარ ჩაიდინოს ბოროტება (14).

იობი 11:1

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 20:1; 42:9

იობი 11:3

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 12:4

იობი 11:4

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 6:10
  • +იობ. 6:29; 10:7

იობი 11:5

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 38:1

იობი 11:8

სქოლიოები

  • *

    ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იობი 11:20

მარგინალური მუხლები

  • +იობ. 8:13, 14; 18:5, 14

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

იობ. 11:1იობ. 20:1; 42:9
იობ. 11:3იობ. 12:4
იობ. 11:4იობ. 6:10
იობ. 11:4იობ. 6:29; 10:7
იობ. 11:5იობ. 38:1
იობ. 11:20იობ. 8:13, 14; 18:5, 14
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
ბიბლია
იობი 11:1-20

იობი

11 ნაამათელმა ცოფარმა+ მიუგო:

2 „განა ეგ სიტყვები უპასუხოდ დარჩება?!

განა ბევრი ლაპარაკი გაამართლებს კაცს?!

 3 გგონია, გააჩუმებ კაცს შენი ფუჭსიტყვაობით?!

გგონია, არავინ გაგკიცხავს აგდებული ლაპარაკის გამო?!+

 4 შენ ამბობ, სწორად ვმსჯელობ+

და შენს თვალში სუფთა ვარო.+

 5 ნეტავ გახსნიდეს ღმერთი ბაგეს

და დაგელაპარაკებოდეს!+

 6 მაშინ გაგიმხელდა საიდუმლოებს, რაც დაგაბრძენებდა,

რადგან მრავლისმომცველია სიბრძნე.

მაშინ გაიგებდი, რომ ღმერთმა დაივიწყა ზოგი შენი დანაშაული.

 7 განა ჩასწვდები ღვთის სიბრძნის სიღრმეს?!

განა ჩასწვდები ყოვლისშემძლის სიდიადეს?!

 8 ცაზე მაღალია. რას გახდები?!

სამარეზე* ღრმაა. რას გაიგებ?!

 9 დედამიწაზე დიდი

და ზღვაზე ვრცელია.

10 თუ ჩაივლის, ვინმეს დააკავებს და სასამართლოს მოიწვევს,

ვინ შეეწინააღმდეგება?!

11 კარგად იცის, როდის ცრუობს ადამიანი.

განა თვალს დახუჭავს ბოროტებაზე?!

12 ვიდრე უჭკუო კაცი განისწავლება,

ვირი ადამიანს გააჩენს.

13 ნეტავ გულს განაწყობდე

და ღვთისკენ აღაპყრობდე ხელს!

14 თუ ბოროტებას სჩადიხარ, ნუღარ ჩაიდენ,

და შენს კარავში უმართლობას ნუ დაამკვიდრებ.

15 მაშინ ღირსეულად ასწევ თავს,

განმტკიცდები და არაფრის შეგეშინდება.

16 დაივიწყებ შენს უბედურებას

და ის შენთვის ჩავლილი წყალივით იქნება.

17 შენი სიცოცხლე შუადღის ნათელზე მეტად გაბრწყინდება;

მისი სიბნელეც კი დილასავით იქნება.

18 გულდაჯერებული იქნები, რადგან იმედი გექნება.

მიმოიხედავ და მშვიდად დაიძინებ.

19 დაიძინებ და არავის შიში არ გექნება;

ხალხი შენი გულის მოგებას მოიწადინებს.

20 ბოროტებს თვალთ დაუბნელდებათ,

თავშესაფარს ვერ იპოვიან

და მათთვის ერთადერთი იმედი სიკვდილი იქნება“.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება