იობი
2 „ამიტომაც არ მასვენებს მშფოთვარე ფიქრები; ვერ გავჩუმდები,
აღშფოთებული ვარ.
3 შენი შეგონებით შეურაცხყოფილი ვარ;
ჩემი შეგნება მაიძულებს, რომ პასუხი გაგცე.
4 კარგად იცი,
რომ დედამიწაზე ადამიანის გაჩენის დღიდან+
6 ზეცას კი სწვდება მისი დიდება
და თავით ღრუბლებს ეხება,
7 მაგრამ სამუდამოდ გაქრება თავისი განავალივით;
ვინც მას ხედავდა, იკითხავენ, ნეტავ სად არისო.
8 სიზმარივით გაქრება და ვეღარავინ იპოვის,
ღამის ხილვასავით გაუჩინარდება.
12 თუ მის პირს მწარე ეტკბილება
და ენის ქვეშ დაიდებს,
13 თუ დააგემოვნებს, არ გადმოაგდებს
და პირში გაიჩერებს,
14 დაუმჟავდება საჭმელი მუცელში
და კობრას გესლად გადაექცევა.
15 შთანთქმულ სიმდიდრეს უკანვე ამოანთხევს;
ღმერთი მუცელს გამოუცარიელებს.
17 ვეღარასოდეს იხილავს წყლის ნაკადებს,
თაფლისა და კარაქის ნიაღვრებს.
19 ვინაიდან ჩაგრავდა და ივიწყებდა ღარიბებს;
დაეპატრონა სახლს, რომელიც თავად არ აუშენებია.
20 სიმშვიდეს დაკარგავს;
სიმდიდრე ვერ იხსნის მას.
21 დასატაცებელი აღარაფერი დარჩა;
ამიტომაც ვერ გასტანს დიდხანს მისი კეთილდღეობა.
22 მეტისმეტად რომ გამდიდრდება, მაშინ დაკარგავს მოსვენებას;
დიდი უბედურება ეწევა.
24 რკინის იარაღს რომ გაექცევა,
სპილენძის მშვილდი განგმირავს.
26 მისი განძეული უკუნეთში ჩაინთქმება;
აუბრიალებელი ცეცხლი შთანთქავს მას.
მის კარავში მყოფთ, გადარჩენილთ, უბედურება ეწევათ.
27 ზეცა გამოააშკარავებს მის დანაშაულს
და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ.
28 თავსხმა წალეკავს მის სახლს
და ეს თავსხმა ღვთის რისხვის დღეს დიდ ნიაღვრად იქცევა.
29 აი, ეს ხვდება წილად ბოროტს ღვთისგან,
მემკვიდრეობა, რომელიც მას ღმერთმა არგუნა“.