საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იერემია 13
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

იერემიას მოკლე შინაარსი

      • დამპალი სელის სარტყელი (1—11).

      • ღვინის დოქების დამსხვრევა (12—14).

      • გამოუსწორებელი იუდას გადასახლება (15—27).

        • „შეიცვლის ეთიოპი კანს?!“ (23).

იერემია 13:9

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 26:19; სფ. 3:11

იერემია 13:10

მარგინალური მუხლები

  • +2მტ. 36:15, 16
  • +იერ. 6:28

იერემია 13:11

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 19:5; კნ. 26:18; ფსალმ. 135:4
  • +იერ. 33:9
  • +იერ. 6:17

იერემია 13:12

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „გამოიღვიძეთ!“,

    9/2015, გვ. 7

  • პუბლიკაციების საძიებელი

    g 9/15 7

იერემია 13:13

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 29:9; 51:17; იერ. 25:27

იერემია 13:14

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 6:21; ეზკ. 5:10
  • +ეზკ. 7:4; 24:14

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „დაუახლოვდი იეჰოვას“, გვ. 257-258

იერემია 13:16

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 59:9

იერემია 13:17

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 9:1
  • +ფსალმ. 100:3

იერემია 13:18

სქოლიოები

  • *

    იგულისხმება მეფის დედა.

მარგინალური მუხლები

  • +2მფ. 24:12; იერ. 22:24, 26

იერემია 13:19

სქოლიოები

  • *

    სხვაგვარად — „ალყაშია“.

მარგინალური მუხლები

  • +კნ. 28:64

იერემია 13:20

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 6:22
  • +ეზკ. 34:8

იერემია 13:21

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 39:1, 2
  • +იერ. 6:24; მქ. 4:9

იერემია 13:22

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 5:19; 16:10, 11
  • +ეზკ. 16:37

იერემია 13:23

სქოლიოები

  • *

    იგივე ლეოპარდი.

მარგინალური მუხლები

  • +იგ. 27:22

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

იერემია 13:24

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 26:33; კნ. 28:64

იერემია 13:25

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 2:32
  • +კნ. 32:37, 38; ეს. 28:15; იერ. 10:14

იერემია 13:26

მარგინალური მუხლები

  • +გდ. 1:8; ეზკ. 16:37; 23:29

იერემია 13:27

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 2:20; ეზკ. 16:15
  • +ეს. 65:7; ეზკ. 6:13
  • +ეზკ. 24:13

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

იერ. 13:9ლვ. 26:19; სფ. 3:11
იერ. 13:102მტ. 36:15, 16
იერ. 13:10იერ. 6:28
იერ. 13:11გმ. 19:5; კნ. 26:18; ფსალმ. 135:4
იერ. 13:11იერ. 33:9
იერ. 13:11იერ. 6:17
იერ. 13:13ეს. 29:9; 51:17; იერ. 25:27
იერ. 13:14იერ. 6:21; ეზკ. 5:10
იერ. 13:14ეზკ. 7:4; 24:14
იერ. 13:16ეს. 59:9
იერ. 13:17იერ. 9:1
იერ. 13:17ფსალმ. 100:3
იერ. 13:182მფ. 24:12; იერ. 22:24, 26
იერ. 13:19კნ. 28:64
იერ. 13:20იერ. 6:22
იერ. 13:20ეზკ. 34:8
იერ. 13:21ეს. 39:1, 2
იერ. 13:21იერ. 6:24; მქ. 4:9
იერ. 13:22იერ. 5:19; 16:10, 11
იერ. 13:22ეზკ. 16:37
იერ. 13:23იგ. 27:22
იერ. 13:24ლვ. 26:33; კნ. 28:64
იერ. 13:25იერ. 2:32
იერ. 13:25კნ. 32:37, 38; ეს. 28:15; იერ. 10:14
იერ. 13:26გდ. 1:8; ეზკ. 16:37; 23:29
იერ. 13:27იერ. 2:20; ეზკ. 16:15
იერ. 13:27ეს. 65:7; ეზკ. 6:13
იერ. 13:27ეზკ. 24:13
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
ბიბლია
იერემია 13:1-27

იერემია

13 აი, რა მითხრა იეჰოვამ: „წადი, იყიდე სელის სარტყელი და წელზე შემოირტყი; წყალი არ მოხვდეს“. 2 მეც იეჰოვას სიტყვისამებრ ვიყიდე სარტყელი და წელზე შემოვირტყი. 3 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 4 „წადი ევფრატთან და შენი ნაყიდი სარტყელი, რომელიც წელზე გაქვს შემორტყმული, კლდის ნაპრალში დამალე“. 5 მეც იეჰოვას ბრძანებისამებრ წავედი და დავმალე ის ევფრატთან.

6 მრავალი დღის შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „ადექი, წადი ევფრატთან და აიღე სარტყელი, რომლის დამალვაც გიბრძანე“. 7 მეც წავედი ევფრატთან, ამოვთხარე და ამოვიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დამალული მქონდა და, აი, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა.

8 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 9 «აი, რას ამბობს იეჰოვა: „ასევე დავალპობ იუდას სიამაყეს და იერუსალიმის ქედმაღლობას.+ 10 ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ დამემორჩილოს,+ რომელიც გაჯიუტებულია, თავისი გულის ზრახვებსაა აყოლილი,+ სხვა ღმერთებს სცემს თაყვანს და პირქვე ემხობა მათ წინაშე, ამ უვარგის სარტყელს დაემსგავსება. 11 როგორც სარტყელი ეკვრის წელს, ასევე მივიკარი მთელი ისრაელი და იუდა, — ამბობს იეჰოვა, — რომ ჩემს ხალხად ქცეულიყვნენ,+ ჩემ სადიდებლად, საქებრად+ და მშვენებად, მაგრამ ისინი არ დამემორჩილნენ“.+

12 გადაეცი მათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ყოველი დიდი დოქი ღვინით უნდა აივსოს“. ისინი კი გეტყვიან, განა ჩვენ არ ვიცით, რომ ყოველი დიდი დოქი ღვინით უნდა აივსოსო?! 13 შემდეგ უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „იმდენს დავალევინებ ამ მიწის ყველა მკვიდრს,+ დავითის ტახტზე მსხდომ მეფეებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებსა და იერუსალიმის ყველა მკვიდრს, რომ დათვრნენ. 14 შევახეთქებ მათ ერთმანეთს, მამებს და ვაჟებს, — ამბობს იეჰოვა.+ — არ შევიცოდებ, არ შევიბრალებ; გავანადგურებ, ვერაფერი შემაჩერებს“».+

15 ყური დაუგდეთ, გაუგონეთ;

ნუ იქნებით ამპარტავნები, რადგან თავად იეჰოვა გელაპარაკებათ.

16 დიდება მიაგეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,

სანამ დღე დაუბნელებია

და სანამ ბინდში მთებზე წაფორხილებულხართ.

სინათლის იმედი გექნებათ,

ის კი უკუნეთს მოგივლენთ;

სინათლეს წყვდიადად გიქცევთ.+

17 თუ არ გაიგონებთ,

ჩუმად ვიტირებ თქვენი სიამაყის გამო

და ცრემლად დავიღვრები; ღვარად იდინებს ცრემლი ჩემი თვალებიდან,+

რადგან იეჰოვას ფარა+ ტყვეობაშია.

18 „უთხარი მეფესა და დედოფალს*,+ ჩამოდით ტახტიდან,

რადგან მოგძვრებათ მშვენიერი გვირგვინი-თქო.

19 დაკეტილია* სამხრეთის ქალაქები, არავინაა მათი გამღები.

მთელი იუდა გადასახლებულია, გადასახლებული.+

20 თვალები აღაპყარი და დაინახე ჩრდილოეთიდან მომავალნი.+

სად არის შენთვის მოცემული ფარა, შენი მშვენიერი ცხვარი?!+

21 რას იტყვი, როცა დაგსჯიან

შენი ახლო მეგობრები, რომლებთანაც ოდითგანვე მეგობრობდი?!+

განა მშობიარე ქალივით არ დაგეწყება ტკივილები?!+

22 როცა გულში იტყვი, რატომ დამატყდაო თავს ეს ყველაფერი,+

იცოდე, რომ შენი დიდი დანაშაულის გამო გაგხადეს სამოსელი+

და გატკინეს ქუსლები.

23 თუ შეიცვლის ეთიოპი კანს ან ჯიქი* — ხალებს?!+

მაშინ თქვენც შეძლებთ სიკეთის კეთებას,

თქვენ, ვინც ბოროტების ჩადენაში ხართ გაწაფულნი.

24 უდაბნოს ქარით გატაცებულ ნამჯასავით გავფანტავ მათ.+

25 ეს არის შენი ხვედრი, შენი წილი, მე რომ მოგეცი, — ამბობს იეჰოვა, —

რადგან დამივიწყე+ და სიცრუეზე ამყარებ იმედს.+

26 სახეზე აგაფარებ შენი სამოსლის კალთებს

და დაინახავენ შენს სიშიშვლეს,+

27 შენს მრუშობასა+ და ვნებიან ჭიხვინს,

შენს თავაშვებულობას, მეძაობას.

დავინახე შენი საძულველი საქმეები

გორებზეც და მინდორშიც.+

ვაი შენ, იერუსალიმო!

როდემდე უნდა იყო უწმინდური?!“+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება