ფსალმუნები
74 ღმერთო, რატომ მიგვატოვე ამდენ ხანს?+
რატომ ურისხდები შენი ფარის ცხვრებს?+
გაიხსენე სიონის მთა, შენი სამკვიდრო.+
3 გაემართე საუკუნო ნანგრევებისკენ.+
მიწასთან გაასწორა მტერმა ყველაფერი წმინდა ადგილზე.+
4 შენი მტრები იქ აყიჟინდნენ,+ სადაც ხალხი თაყვანს გცემდა,
და თავიანთი ალმები აღმართეს.
5 ტევრის გასაჩეხად ცულმოღერებულ კაცებს ჰგვანან.
6 ჩუქურთმები+ ცულითა და ძალაყინით დაამტვრიეს.
შებღალეს და მიწასთან გაასწორეს შენი სახელით წოდებული შენი სამყოფელი.
8 მათ და მათმა შთამომავლებმა გულში თქვეს:
ღვთის სათაყვანო ყველა ადგილი უნდა დაიწვასო ამ მიწაზე.
10 ღმერთო, როდემდე უნდა დაგცინოდეს მტერი?!+
ნუთუ მუდამ უნდა შეურაცხყოფდეს მტერი შენს სახელს?!+
11 რატომ აკავებ შენს მარჯვენას?!+
გულხელს ნუ დაიკრეფ, ბოლო მოუღე მათ!
16 შენია დღე და შენია ღამე.
შენ შექმენი მზე და ნათელი.+
19 მხეცების საკბილოდ ნუ აქცევ შენს გვრიტს,
სამუდამოდ ნუ დაივიწყებ შენს ჩაგრულ ხალხს.
20 ნუ დაივიწყებ შენს შეთანხმებას,
რადგან მოძალადეთა ბუნაგად იქცა დედამიწის ყოველი ბნელი კუნჭული.
22 აღდექ, ღმერთო, აღასრულე სამართალი!
ნუ დაივიწყებ, როგორ შეურაცხგყოფენ მთელი დღე უგუნურნი!+
23 ნუ დაივიწყებ, რასაც შენი მტრები ამბობენ.
გამუდმებით გაისმის შენი მოწინააღმდეგეების ყიჟინი და ცას სწვდება.