ფსალმუნები
საგალობელი სახლის მიძღვნისთვის. დავითის ფსალმუნი.
2 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შველა გთხოვე და შენც განმკურნე.+
3 იეჰოვა, შენ ამომიყვანე* სამარიდან*,+
ცოცხალი დამტოვე და საფლავისთვის არ გამიმეტე.+
4 უგალობეთ იეჰოვას, ერთგულნო მისნო,+
მადლობდეთ მის წმინდა სახელს,+
5 რადგან მცირე ხანს გრძელდება მისი რისხვა,+
მისი კეთილგანწყობა კი — მთელი სიცოცხლე;+
საღამოს თუ გლოვა დაისადგურებს, დილით მას სიხარულის ყიჟინი შეცვლის.+
6 უშფოთველად მყოფმა ვთქვი,
არასოდეს წავიფორხილებ-მეთქი.
7 იეჰოვა, შენი წყალობის ჟამს მთასავით გყავდი განმტკიცებული,+
მაგრამ, როცა პირი იბრუნე ჩემგან, შევძრწუნდი.+
9 რა ხეირი, თუ მოვკვდები, თუკი საფლავში ჩავალ?!+
განა შეგასხამს მტვერი ხოტბას?!+
განა ილაპარაკებს შენს ერთგულებაზე?!+
10 მისმინე, იეჰოვა, და წყალობა მიყავი!+
შემეწიე, იეჰოვა!+
11 შენ გლოვა ცეკვად მიქციე,
ჯვალოს სამოსი გამხადე და სიხარულით შემმოსე,
12 რომ გიგალობო და არ დავდუმდე.
იეჰოვა, ჩემო ღმერთო, მარადიულად შეგასხამ ხოტბას!