კორახის ძეების+ საგალობელი. გუნდის ხელმძღვანელს: მახალათი, რიგრიგობით სამღერად. ეზრახელი ჰემანის+ მასქილი.
88 იეჰოვა, ჩემო მხსნელო ღმერთო,+
დღისით შემოგღაღადებ
და ღამითაც შენ მოგიხმობ.+
2 შენს ყურს მისწვდეს ჩემი ლოცვა.+
ყური მომაპყარი, როცა შველას გთხოვ.+
3 მრავალი უბედურება დამატყდა,+
სამარის პირას ვარ.+
4 უკვე მკვდრად ვარ შერაცხული;+
დავუძლურდი,+
5 მკვდრებთან დამიდე ბინა;
მას დავემსგავსე, ვინც მოკლეს და საფლავში წევს
შენგან დავიწყებული
და შენს მზრუნველ კალთას მოწყვეტილი.
6 შენ ჩამაგდე უღრმეს ორმოში,
წყვდიადით მოცულ უფსკრულში.
7 რისხვა დამატეხე თავს+
და შენი ზვირთებით წამლეკე. (სელა)
8 ნაცნობები ჩამომაშორე,+
შეაძულე ჩემი თავი.
მახეში გავები და თავი ვერ დამიღწევია.
9 გაჭირვებისგან თვალები დამებინდა.+
მთელი დღე შენ გიხმობ, იეჰოვა,+
შენკენ აღვაპყრობ ხელებს.
10 განა სასწაულს მოახდენ მკვდართათვის?!
განა წამოდგებიან გარდაცვლილები და შეგასხამენ ხოტბას?!+ (სელა)
11 განა ილაპარაკებენ შენს ურყევ სიყვარულზე სამარეში
და შენს ერთგულებაზე — ხრწნის ადგილას?!
12 განა გაიგებენ შენს სასწაულებზე წყვდიადში
ან შენს სიმართლეზე — დავიწყებულთა ქვეყანაში?!+
13 მაგრამ მე კვლავაც შენ გთხოვ შველას, იეჰოვა,+
და ლოცვით მოგმართავ ყოველ დილით.+
14 იეჰოვა, რატომ მაქცევ ზურგს?!+
რატომ მარიდებ პირს?!+
15 ჩაგრული ვარ სიყრმიდან
და სიკვდილისთვის არაერთგზის ჩამიხედავს თვალებში;+
გახევებული ვარ, შენგან მრავალჭირნახული.
16 თავს დამატყდა შენი რისხვა,+
შენგან მოვლენილი საშინელებები მიღებს ბოლოს.
17 მთელი დღე წყალივით მივლიან გარს,
ყოველი მხრიდან მესხმიან თავს.
18 შენ ჩამომაცილე მეგობრები და ახლობლები;+
სიბნელე მექცა თანამგზავრად.