ბიბლია დაბადების მოკლე შინაარსი ᲓᲐᲑᲐᲓᲔᲑᲐ ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ 1 ცისა და დედამიწის შექმნა (1, 2). დედამიწის საცხოვრებლად მომზადება, ექვსდღიანი მონაკვეთი (3—31). 1-ლი დღე: სინათლის გამოჩენა, დღისა და ღამის გაყოფა (3—5). მე-2 დღე: სივრცის წარმოქმნა (6—8). მე-3 დღე: ხმელეთისა და მცენარეული საფრის შექმნა (9—13). მე-4 დღე: ციურ მნათობთა შექმნა (14—19). მე-5 დღე: თევზებისა და ფრინველების შექმნა (20—23). მე-6 დღე: ცხოველებისა და ადამიანების შექმნა (24—31). 2 მე-7 დღე: ღმერთმა დაისვენა (1—3). იეჰოვა ღმერთი, ცისა და დედამიწის შემქმნელი (4). კაცისა და ქალის დასახლება ედემის ბაღში (5—25). ადამიანის შექმნა მტვრისგან (7). აკრძალული ხის ნაყოფი (15—17). ქალის შექმნა (18—25). 3 ცოდვის დასაბამი (1—13). პირველი ტყუილი (4, 5). იეჰოვას განაჩენი გამოაქვს (14—24). ნაწინასწარმეტყველები ქალის შთამომავალი (15). გაძევება ედემის ბაღიდან (23, 24). 4 კაენი და აბელი (1—16). კაენის შთამომავლები (17—24). შეთი და მისი ვაჟი ენოში (25, 26). 5 ადამიდან ნოემდე (1—32). ადამს სხვა ვაჟები და ასულებიც შეეძინა (4). ღვთის მსახური ენოქი (21—24). 6 ღვთის ძეებს ადამიანთა ასულები მოჰყავთ ცოლებად (1—3). ნეფილიმების დაბადება (4). ადამიანთა ბოროტებამ იეჰოვა დაამწუხრა (5—8). ნოეს კიდობნის მშენებლობა დაევალა (9—16). ღმერთი ნოეს მოსალოდნელი წარღვნის შესახებ აუწყებს (17—22). 7 კიდობანში შესვლა (1—10). წარღვნა (11—24). 8 წყლის დონის კლება (1—14). მტრედის გაშვება (8—12). კიდობნიდან გამოსვლა (15—19). დედამიწის შესახებ წარმოთქმული ღვთის დაპირება (20—22). 9 ღვთის საყოველთაო მითითებები (1—7). კანონი სისხლთან დაკავშირებით (4—6). ცისარტყელას შეთანხმება (8—17). წინასწარმეტყველება ნოეს შთამომავლების შესახებ (18—29). 10 ხალხების ჩამონათვალი (1—32). იაფეთის შთამომავლები (2—5). ქამის შთამომავლები (6—20). ნიმროდი, იეჰოვას მოწინააღმდეგე (8—12). სემის შთამომავლები (21—31). 11 ბაბილონის კოშკი (1—4). იეჰოვამ ხალხი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა (5—9). სემიდან აბრამამდე (10—32). თერახის ოჯახი (27). აბრამი ტოვებს ურს (31). 12 აბრამი ხარანიდან ქანაანში მიდის (1—9). ღმერთი აბრამს დაპირებას აძლევს (7). აბრამი და სარაი ეგვიპტეში (10—20). 13 აბრამი ქანაანში ბრუნდება (1—4). აბრამისა და ლოტის გაყრა (5—13). ღმერთი აბრამს დაპირებას უმეორებს (14—18). 14 აბრამის მიერ ლოტის დახსნა (1—16). მელქისედეკი აბრამს ლოცავს (17—24). 15 ღმერთი აბრამთან შეთანხმებას დებს (1—21). წინასწარმეტყველება 400-წლიანი ჩაგვრის შესახებ (13). ღმერთი აბრამს დაპირებას უმეორებს (18—21). 16 აგარი და ისმაელი (1—16). 17 აბრაამი მრავალი ერის მამა გახდება (1—8). აბრამს ღმერთი აბრაამს არქმევს (5). წინადაცვეთა — შეთანხმების ნიშანი (9—14). სარაის ღმერთი სარას არქმევს (15—17). დაპირება ისაკის დაბადების შესახებ (18—27). 18 სამი ანგელოზის სტუმრობა აბრაამთან (1—8). დაპირება, რომ სარას ეყოლება ვაჟი; სარას ეცინება (9—15). აბრაამი ღმერთს სოდომის დანდობას სთხოვს (16—33). 19 ანგელოზების სტუმრობა ლოტთან (1—11). ანგელოზები ლოტსა და მის ოჯახს აჩქარებენ (12—22). სოდომისა და გომორის განადგურება (23—29). ლოტის ცოლი მარილის სვეტად იქცევა (26). ლოტი და მისი ქალიშვილები (30—38). მოაბელთა და ამონელთა წინაპრები (37, 38). 20 ღმერთმა სარა აბიმელექისგან დაიხსნა (1—18). 21 ისაკის დაბადება (1—7). ისმაელი ისაკს დასცინის (8, 9). აგარისა და ისმაელის გაშვება (10—21). აბრაამისა და აბიმელექის შეთანხმება (22—34). 22 აბრაამს ღმერთმა ისაკის შეწირვა მოსთხოვა (1—19). კურთხევა აბრაამის შთამომავლის მეშვეობით (15—18). რებეკას ოჯახი (20—24). 23 სარას გარდაცვალება და დამარხვა (1—20). 24 ისაკისთვის საცოლის ძებნა (1—58). რებეკა ისაკთან შესახვედრად მიდის (59—67). 25 აბრაამს კიდევ მოჰყავს ცოლი (1—6). აბრაამის გარდაცვალება (7—11). ისმაელის ვაჟები (12—18). იაკობისა და ესავის დაბადება (19—26). ესავი თავის პირმშოობას ყიდის (27—34). 26 ისაკი და რებეკა გერარში (1—11). ღმერთი ისაკსაც აძლევს დაპირებას (3—5). კამათი ჭების გამო (12—25). ისაკისა და აბიმელექის შეთანხმება (26—33). ესავის ხეთელი ცოლები (34, 35). 27 ისაკი აკურთხებს იაკობს (1—29). ესავი კურთხევას ითხოვს, მაგრამ არ ინანიებს (30—40). ესავი იაკობს ემტერება (41—46). 28 ისაკი იაკობს ფადან-არამში გზავნის (1—9). იაკობი ბეთელში სიზმარს ხედავს (10—22). ღმერთი იაკობსაც აძლევს დაპირებას (13—15). 29 იაკობისა და რახელის შეხვედრა (1—14). იაკობს რახელი უყვარდება (15—20). იაკობს ცოლებად ლეა და რახელი მოჰყავს (21—29). ლეა იაკობს ოთხ ვაჟს, რეუბენს, სიმონს, ლევისა და იუდას უჩენს (30—35). 30 ბილჰა იაკობს დანსა და ნაფთალს უჩენს (1—8). ზილფა იაკობს გადსა და აშერს უჩენს (9—13). ლეა იაკობს ისაქარსა და ზებულონს უჩენს (14—21). რახელი იაკობს იოსებს უჩენს (22—24). იაკობის ფარა მრავლდება (25—43). 31 იაკობი ჩუმად მიდის ქანაანში (1—18). ლაბანი იაკობს ეწევა (19—35). იაკობისა და ლაბანის შეთანხმება (36—55). 32 იაკობს გზად ანგელოზები ხვდებიან (1, 2). იაკობი ესავთან შესახვედრად ემზადება (3—23). იაკობი ანგელოზს ერკინება (24—32). იაკობს ღმერთი ისრაელს არქმევს (28). 33 იაკობისა და ესავის შეხვედრა (1—16). იაკობი შექემში მიემგზავრება (17—20). 34 დინას გაუპატიურება (1—12). იაკობის ვაჟების მზაკვრობა (13—31). 35 იაკობი კერპებს ხის ქვეშ მარხავს (1—4). იაკობი ბეთელში ბრუნდება (5—15). ბენიამინის დაბადება; რახელის გარდაცვალება (16—20). ისრაელის 12 ვაჟი (21—26). ისაკის გარდაცვალება (27—29). 36 ესავის შთამომავლები (1—30). ედომის მეფეები და თავკაცები (31—43). 37 იოსების სიზმრები (1—11). იოსები და მისი შურიანი ძმები (12—24). იოსების მონად გაყიდვა (25—36). 38 იუდა და თამარი (1—30). 39 იოსები ფოტიფარის სახლში (1—6). იოსები ფოტიფარის ცოლს წინააღმდეგობას უწევს (7—20). იოსები ციხეში (21—23). 40 იოსები პატიმრებს სიზმრებს უხსნის (1—19). ახსნა ღვთისგანაა (8). ფარაონის დაბადების დღეზე გამართული ნადიმი (20—23). 41 იოსები ფარაონს სიზმრებს უხსნის (1—36). ფარაონი იოსებს აწინაურებს (37—46ა). იოსები მარცვლეულის შეგროვებას ხელმძღვანელობს (46ბ—57). 42 იოსების ძმები ეგვიპტეში ჩადიან (1—4). იოსები ძმებს ხვდება და სცდის (5—25). ძმები იაკობთან ბრუნდებიან (26—38). 43 იოსების ძმები მეორედ ჩადიან ეგვიპტეში, ამჯერად ბენიამინთან ერთად (1—14). იოსები კვლავ ხვდება ძმებს (15—23). იოსები ძმებს ნადიმს უმართავს (24—34). 44 იოსების ვერცხლის სასმისი ბენიამინის ტომარაში (1—17). იუდა იოსებს ბენიამინის გათავისუფლებას სთხოვს (18—34). 45 იოსები ძმებს თავის ვინაობას უმხელს (1—15). იოსების ძმები იაკობის ჩამოსაყვანად მიდიან (16—28). 46 იაკობი თავის სახლეულობასთან ერთად ეგვიპტეში გადადის (1—7). ეგვიპტეში ჩასულთა ჩამონათვალი (8—27). იოსებისა და იაკობის შეხვედრა გოშენში (28—34). 47 იაკობისა და ფარაონის შეხვედრა (1—12). იოსები — ბრძენი გამგებელი (13—26). ისრაელი გოშენში მკვიდრდება (27—31). 48 იაკობი აკურთხებს იოსების ვაჟებს (1—12). ეფრემს უფრო დიდი კურთხევა ხვდა წილად (13—22). 49 სიკვდილის პირას მყოფი იაკობის წინასწარმეტყველება (1—28). შილო იუდას ტომიდან (10). იაკობის მითითებები მისი დაკრძალვის თაობაზე (29—32). იაკობის გარდაცვალება (33). 50 იოსები იაკობს ქანაანში მარხავს (1—14). იოსები კიდევ ერთხელ უდასტურებს ძმებს, რომ პატიობს (15—21). იოსების სიცოცხლის უკანასკნელი დღეები და მისი გარდაცვალება (22—26). იოსების მითითება ძვლების გადატანის თაობაზე (25).