ბიბლია ეზრას მოკლე შინაარსი ᲔᲖᲠᲐ ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ 1 მეფე კიროსის ბრძანებულება ტაძრის აღდგენის თაობაზე (1—4). ბაბილონში გადასახლებულები იერუსალიმში დასაბრუნებლად ემზადებიან (5—11). 2 გადასახლებიდან დაბრუნებულთა ნუსხა (1—67). ტაძრის მსახურები (43—54). სოლომონის მსახურთა შთამომავლები (55—57). ნებაყოფლობითი შესაწირავები ღვთის ტაძრისთვის (68—70). 3 სამსხვერპლოს აღდგენა და შესაწირავის შეწირვა (1—7). იწყება ტაძრის აღდგენა (8, 9). ტაძარს საძირკველი ეყრება (10—13). 4 აღდგენით სამუშაოებს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ (1—6). მტრულად განწყობილი კაცები მეფე არტაქსერქსეს საბრალდებო წერილს უგზავნიან (7—16). არტაქსერქსეს პასუხი (17—22). ტაძრის მშენებლობა ჩერდება (23, 24). 5 იუდეველები ტაძრის მშენებლობას აგრძელებენ (1—5). თათენაის მიერ მეფე დარიოსისთვის მიწერილი წერილი (6—17). 6 დარიოსის მიერ მოძიებული გრაგნილი და გაცემული განკარგულება (1—12). ტაძრის მშენებლობის დასრულება და მისი ღვთისადმი მიძღვნა (13—18). პასექის აღნიშვნა (19—22). 7 ეზრა იერუსალიმში ჩადის (1—10). არტაქსერქსეს მიერ ეზრასთვის მიწერილი წერილი (11—26). ეზრა განადიდებს იეჰოვას (27, 28). 8 ეზრასთან ერთად დაბრუნებულთა ნუსხა (1—14). მგზავრობისთვის მომზადება (15—30). ბაბილონის დატოვება და იერუსალიმში ჩასვლა (31—36). 9 ისრაელების ქორწინება უცხოტომელებზე (1—4). ეზრას ლოცვა და მონანიება (5—15). 10 პირობა უცხოტომელი ცოლების გაშვების თაობაზე (1—14). უცხოტომელი ცოლების გაშვება (15—44).