ბიბლია იობის მოკლე შინაარსი ᲘᲝᲑᲘ ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ 1 იობი, ერთგული და მდიდარი კაცი (1—5). სატანა ეჭვქვეშ აყენებს იობის მოტივებს (6—12). იობი კარგავს შვილებსაც და ქონებასაც (13—19). იობი ღმერთს არ ადანაშაულებს (20—22). 2 სატანა კვლავ ეჭვქვეშ აყენებს იობის მოტივებს (1—5). სატანას უფლება ეძლევა, დააწყლულოს იობი (6—8). იობის ცოლი ამბობს: „დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ (9, 10). იობთან სამი მეგობარი მიდის (11—13). 3 იობი თავისი გაჩენის დღეს წყევლის (1—26). აინტერესებს, რატომ იტანჯება (20, 21). 4 ელიფაზი საუბარს იწყებს (1—21). იობის ერთგულებას ეჭვქვეშ აყენებს (7, 8). ჰყვება, თუ რა აუწყა სულმა (12—17). „არ ენდობა ის [ღმერთი] თავის მსახურებს“ (18). 5 ელიფაზი განაგრძობს საუბარს (1—27). ღმერთი „ბრძენებს მათივე ცბიერებაში იჭერს“ (13). იობმა არ უნდა აირიდოს ღვთის სასჯელი (17). 6 იობის პასუხი (1—30). თავის მდგომარეობას გამართლებას უძებნის (2—6). ვაი-ნუგეშისმცემლები ვერაგულად ექცევიან მას (15—18). „მართლის ნათქვამი გულს არ მატკენდა“ (25). 7 იობი განაგრძობს საუბარს (1—21). ცხოვრება იძულებით სამუშაოს ჰგავს (1, 2). „რატომ ამომიღე მიზანში?“ (20). 8 ბილდადი საუბარს იწყებს (1—22). ამბობს, რომ იობის ვაჟებმა შესცოდეს (4). წმინდა და მართალი რომ ყოფილიყავი, ღმერთი გადმოგხედავდა (6). იობი უღვთო გამოჰყავს (13). 9 იობის პასუხი (1—35). მოკვდავი კაცი ღმერთთან მართალი ვერ იქნება (2—4). ღმერთი ჩაუწვდომელ საქმეებს იქმს (10). კაცი ვერ შეედავება ღმერთს (32). 10 იობი განაგრძობს საუბარს (1—22). რატომ მექიშპება ღმერთი? (2). ღმერთი და მოკვდავი იობი (4—12). „მომაცილოს მზერა, რომ ცოტა ამოვისუნთქო“ (20). 11 ცოფარი იწყებს საუბარს (1—20). იობს ბრალს სდებს ფუჭსიტყვაობაში (2, 3). ეუბნება იობს, რომ აღარ ჩაიდინოს ბოროტება (14). 12 იობის პასუხი (1—25). „რით ვარ თქვენზე ნაკლები?!“ (3). „ახლობელთა დასაცინი გავხდი“ (4). ღმერთი ბრძენია (13). ღმერთი მეფეებსა და მოსამართლეებზე მაღლა დგას (17, 18). 13 იობი განაგრძობს საუბარს (1—28). „მე მაინც ყოვლისშემძლეს დაველაპარაკებოდი“ (3). „ვაი-მკურნალები ხართ“ (4). „ვიცი, რომ მართალი ვარ“ (18). აინტერესებს, რატომ თვლის ღმერთი მტრად (24). 14 იობი განაგრძობს საუბარს (1—22). კაცი დღემოკლეა და მუდამ გასაჭირშია (1). „ხესაც კი აქვს იმედი“ (7). „ნეტავ დამმალავდე სამარეში“ (13). „თუ მოკვდა კაცი, განა გაცოცხლდება?!“ (14). ღმერთს მოენატრება თავისი ხელთა ქმნილება (15). 15 ელიფაზი მეორედ იწყებს საუბარს (1—35). ამბობს, რომ იობი ღვთისმოშიში არ არის (4). იობს კადნიერად თვლის (7—9). „არ ენდობა ღმერთი თავის წმინდებს“ (15). ვინც იტანჯება, ბოროტია (20—24). 16 იობის პასუხი (1—22). „ვაი-ნუგეშისმცემლები ხართ“ (2). ამბობს, რომ ღმერთმა იგი თავის სამიზნედ აქცია (12). 17 იობი განაგრძობს საუბარს (1—16). „გარს დამცინავები მეხვევიან“ (2). „ხალხის სამასხარაო გამხადა“ (6). „სახლად მექცევა სამარე“ (13). 18 ბილდადი მეორედ იწყებს ლაპარაკს (1—21). საუბრობს ბოროტის ხვედრზე (5—20). ამბობს, რომ იობი ღმერთს არ იცნობს (21). 19 იობის პასუხი (1—29). არ იღებს შეგონებას ვაი-მეგობრებისგან (1—6). ამბობს, რომ მიტოვებულია (13—19). „ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი“ (25). 20 ცოფარი მეორედ იწყებს ლაპარაკს (1—29). იობისგან თავს შეურაცხყოფილად თვლის (2, 3). იობი ბოროტი გამოჰყავს (5). ამბობს, რომ იობს ცოდვის ჩადენა სიამოვნებს (12, 13). 21 იობის პასუხი (1—34). რატომ მდიდრდებიან ბოროტები?! (7—13). ვაი-ნუგეშისმცემელთა მხილება (27—34). 22 ელიფაზი მესამედ იწყებს საუბარს (1—30). „რაში სჭირდება ღმერთს კაცი?!“ (2, 3). იობს სიხარბესა და უსამართლობაში ადანაშაულებს (6—9). „თუ დაუბრუნდები ყოვლისშემძლეს, აშენდები“ (23). 23 იობის პასუხი (1—17). უნდა, რომ ღმერთს წარუდგინოს თავისი საქმე (1—7). ამბობს, რომ ვერ პოულობს ღმერთს (8, 9). „მის გზას ვადგავარ და არსად არ ვუხვევ“ (11). 24 იობი განაგრძობს საუბარს (1—25). „რატომ არა აქვს ყოვლისშემძლეს გასამართლების დრო დადგენილი?!“ (1). ამბობს, რომ ღმერთი უშვებს ბოროტებას (12). ცოდვილებს სიბნელე უყვართ (13—17). 25 ბილდადი მესამედ იწყებს საუბარს (1—6). „როგორ შეიძლება მოკვდავი კაცი ღმერთთან მართალი იყოს?!“ (4). ღვთისადმი ერთგულებას ფასი არა აქვს (5, 6). 26 იობის პასუხი (1—14). „გგონია, დაეხმარე ძალაგამოლეულს?!“ (1—4). ღმერთმა „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (7). „ეს მხოლოდ მისი გზების კიდეებია“ (14). 27 იობს გადაწყვეტილი აქვს, ერთგული დარჩეს (1—23). „არ ვუღალატებ ღმერთს!“ (5). უღვთოს იმედი არ გააჩნია (8). „უაზროდ რატომღა ლაპარაკობთ?!“ (12). ბოროტები ვერაფერს მიიღებენ (13—23). 28 იობი დედამიწის წიაღისეულს სიბრძნეს ადარებს (1—28). როგორ მოიპოვებენ წიაღისეულს (1—11). სიბრძნე მარგალიტზე ძვირფასია (18). „სიბრძნე იეჰოვას შიშია“ (28). 29 იობი იხსენებს იმ დროს, ვიდრე უბედურება დაატყდებოდა (1—25). ქალაქის კარიბჭესთან მსხდომნი პატივს სცემდნენ (7—10). ყველას სამართალს უჩენდა (11—17). ყველა ყურს უგდებდა მის რჩევას (21—23). 30 იობი აღწერს თავის შეცვლილ მდგომარეობას (1—31). უვარგისები დასცინიან (1—15). „საშველად გიხმობ, მაგრამ არ მპასუხობ“ (20, 21). „კანი გამიშავდა“ (30). 31 იობი ამტკიცებს, რომ ერთგულია (1—40). „პირობა მივეცი ჩემს თვალებს“ (1). „ამწონოს ღმერთმა ზუსტ სასწორზე“ (6). არ უმრუშია (9—12). არ ყოფილა ფულის მოყვარული (24,25). არ ყოფილა კერპთაყვანისმცემელი (26—28). 32 საუბარს ახალგაზრდა ელიჰუ იწყებს (1—22). გაბრაზებულია იობსა და მის მეგობრებზე (2, 3). პატივისცემის ნიშნად სხვებს საუბარი აცადა (6, 7). „მხოლოდ ასაკი როდი იძლევა სიბრძნეს“ (9). ელიჰუს ერთი სული აქვს, როდის ილაპარაკებს (18—20). 33 ელიჰუ იობს იმის გამო შეაგონებს, რომ თავი მართალი გამოჰყავს (1—33). „ვიპოვე გამოსასყიდი!“ (24). „დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“ (25). 34 ელიჰუ ამტკიცებს, რომ იეჰოვას გზები სამართლიანია (1—37). იობის თქმით, ღმერთმა მას სამართალი დაუკავა (5). ღვთისგან შორსაა ბოროტება (10). იობს საკმარისი ცოდნა არა აქვს (35). 35 ელიჰუ იობს აზროვნებას უსწორებს (1—16). იობის თქმით, ის ღმერთზე მართალია (2). ადამიანი ჩადენილი ცოდვით ზეციერ ღმერთს ვერაფერს დააკლებს (5, 6). იობი უნდა დაელოდოს ღმერთს (14). 36 ელიჰუ ხოტბას ასხამს ღვთის ჩაუწვდომელ სიდიადეს (1—33). მორჩილთ კეთილდღეობა არ მოაკლდებათ, უღვთონი კი მოისპობიან (11—13). ვინ არის ღვთისნაირი მოძღვარი?! (22). იობმა უნდა განადიდოს ღმერთი (24). „ღმერთი იმაზე დიდებულია, ვიდრე წარმოგვიდგენია“ (26). ღვთის ხელთაა წვიმაც და ელვაც (27—33). 37 ბუნების ძალები ღვთის სიდიადეზე მეტყველებს (1—24). „ღმერთი აჩერებს ადამიანთა საქმეებს“ (7). „ჩაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს“ (14). „ჩაუწვდომელია ყოვლისშემძლის გზები“ (23). ნურავინ იფიქრებს, რომ ბრძენია (24). 38 იეჰოვა მაგალითების მეშვეობით ხსნის, თუ რამდენად უსუსურია ადამიანი (1—41). „სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი?!“ (4—6). „ყიჟინებდნენ ღვთის ძეები“ (7). კითხვები ბუნების კანონების ირგვლივ (8—32). „კანონებს ემორჩილებიან ციური სხეულები“ (33). 39 ცხოველთა ქცევები ადამიანის უცოდინარობას ააშკარავებს (1—30). მთის თხები და ფურირმები (1—4). გარეული ვირი (5—8). გარეული ხარი (9—12). სირაქლემა (13—18). ცხენი (19—25). შევარდენი და არწივი (26—30). 40 იეჰოვა სხვა კითხვებსაც სვამს (1—24). იობი აღიარებს, რომ სათქმელი აღარაფერი აქვს (3—5). „ეჭვქვეშ დააყენებ ჩემს სამართალს?!“ (8). ღმერთი აღწერს ბეჰემოთის ძალას (15—24). 41 ღმერთი აღწერს გასაოცარ ცხოველს, ლევიათანს (1—34). 42 იობი პასუხობს იეჰოვას (1—6). ღმერთი მსჯავრს სდებს იობის ვაი-მეგობრებს (7—9). იეჰოვა იობს დანაკარგს უნაზღაურებს (10—17). იობის ვაჟები და ასულები (13—15).