ბიბლია გამოსვლის მოკლე შინაარსი ᲒᲐᲛᲝᲡᲕᲚᲐ ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ 1 ისრაელები ეგვიპტეში რიცხობრივად იზრდებიან (1—7). ფარაონი ავიწროებს ისრაელებს (8—14). ღვთისმოშიში ბებიაქალები არ ხოცავენ ბავშვებს (15—22). 2 მოსეს დაბადება (1—4). ფარაონის ქალიშვილს მოსე შვილად აჰყავს (5—10). მოსე მიდიანში გარბის; ცოლად ირთავს ციფორას (11—22). ღმერთმა შეისმინა ისრაელთა ღაღადი (23—25). 3 მოსე ცეცხლმოკიდებულ ბუჩქთან (1—12). იეჰოვა ხსნის თავისი სახელის მნიშვნელობას (13—15). იეჰოვა მოსეს მითითებებს აძლევს (16—22). 4 სამი სასწაული, რომელიც მოსემ უნდა მოახდინოს (1—9). მოსე დავალების შესასრულებლად თავს შეუფერებლად თვლის (10—17). მოსე ეგვიპტეში ბრუნდება (18—26). მოსესა და აარონის შეხვედრა (27—31). 5 მოსე და აარონი ფარაონის წინაშე (1—5). ისრაელებს უფრო და უფრო ავიწროებენ (6—18). ისრაელები მოსესა და აარონს ადანაშაულებენ (19—23). 6 გათავისუფლების შესახებ დაპირების გამეორება (1—13). ღვთის სახელის, იეჰოვას, მნიშვნელობა ბოლომდე არ იყო გამჟღავნებული (2, 3). მოსესა და აარონის გენეალოგია (14—27). მოსე კიდევ ერთხელ წარდგა ფარაონის წინაშე (28—30). 7 იეჰოვა განამტკიცებს მოსეს (1—7). აარონის ჯოხი დიდ გველად იქცევა (8—13). 1-ლი სასჯელი: წყლის სისხლად გადაქცევა (14—25). 8 მე-2 სასჯელი: ბაყაყები (1—15). მე-3 სასჯელი: ქინქლა (16—19). მე-4 სასჯელი: ბუზანკალი (20—32). გოშენი უვნებელი რჩება (22, 23). 9 მე-5 სასჯელი: საქონელი იხოცება (1—7). მე-6 სასჯელი: კაცსაც და ცხოველსაც მუწუკები აყრის (8—12). მე-7 სასჯელი: სეტყვა (13—35). ფარაონი ღვთის ძალას იხილავს (16). ღვთის სახელი იეჰოვა უნდა გაცხადდეს (16). 10 მე-8 სასჯელი: კალიები (1—20). მე-9 სასჯელი: სიბნელე (21—29). 11 მე-10 სასჯელის გამოცხადება (1—10). ისრაელები ოქრო-ვერცხლის ნაკეთობებს თხოულობენ (2). 12 პასექის დაარსება (1—28). სისხლის მიპკურება კარის წირთხლებზე (7). მე-10 სასჯელი: პირმშოების დახოცვა (29—32). ისრაელები ეგვიპტიდან გამოდიან (33—42). 430–წლიანი პერიოდის დასასრული (40, 41). მითითებები პასექის აღნიშვნასთან დაკავშირებით (43—51). 13 ყოველი პირმშო და პირველმოგებული მამრი იეჰოვას ეკუთვნის (1, 2). უფუარობის დღესასწაული (3—10). ყოველი პირმშოსა და პირველმოგებული მამრის იეჰოვასთვის მიძღვნა (11—16). ისრაელი წითელი ზღვისკენ მიემართება (17—20). ღრუბლისა და ცეცხლის სვეტი (21, 22). 14 ისრაელები ზღვასთან მივიდნენ (1—4). ფარაონი ისრაელებს მისდევს (5—14). ისრაელები კვეთენ წითელ ზღვას (15—25). ეგვიპტელები ზღვაში იხრჩობიან (26—28). ისრაელებმა ირწმუნეს იეჰოვა (29—31). 15 მოსე და დანარჩენი ისრაელები გამარჯვების სიმღერას მღერიან (1—19). მირიამი სიმღერით მიუგებს (20, 21). მწარე წყლის გამტკნარება (22—27). 16 ხალხი საკვების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს (1—3). იეჰოვას ესმის ისრაელების სამდურავი (4—12). ღმერთი ისრაელებს მწყერსა და მანანას აძლევს (13—21). ისრაელებს მანანა შაბათს არ ეძლევათ (22—30). მანანის შენახვა სამახსოვროდ (31—36). 17 დავა უწყლობის გამო ხორებში (1—4). კლდიდან წყლის გადმოსვლა (5—7). ამალეკელები თავს ესხმიან ისრაელებს და მარცხდებიან (8—16). 18 ითროსა და ციფორას ჩამოსვლა (1—12). ითრო მოსეს მსაჯულების დანიშვნას ურჩევს (13—27). 19 სინაის მთასთან (1—25). ისრაელი მღვდლების სამეფოდ იქცევა (5, 6). ხალხის განწმენდა ღმერთთან შესახვედრად (14, 15). 20 ათი მცნება (1—17). შიშის მომგვრელი სანახაობა (18—21). მითითებები თაყვანისცემასთან დაკავშირებით (22—26). 21 ისრაელისთვის მიცემული კანონები (1—36). ებრაელი მონების შესახებ (2—11). მოძმის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ (12—27). ცხოველების შესახებ (28—36). 22 ისრაელისთვის მიცემული კანონები (1—31). ქურდობის შესახებ (1—4). მოსავლის გაჩანაგების შესახებ (5, 6). ზარალის ანაზღაურებისა და საკუთრების უფლების შესახებ (7—15). ქალის შეცდენის შესახებ (16, 17). თაყვანისცემისა და სოციალურად დაუცველების შესახებ (18—31). 23 ისრაელისთვის მიცემული კანონები (1—19). პატიოსნებისა და სამართლიანობის შესახებ (1—9). შაბათებისა და დღესასწაულების შესახებ (10—19). ისრაელს ანგელოზი წაუძღვება (20—26). აღთქმული მიწის დაუფლება და საზღვრები (27—33). 24 ხალხი თანახმაა, რომ დაიცვას შეთანხმება (1—11). მოსე სინაის მთაზე (12—18). 25 კარვისთვის შესაწირავის შეგროვება (1—9). კიდობანი (10—22). მაგიდა (23—30). სალამპრე (31—40). 26 კარავი (1—37). კარვის ქსოვილები (1—14). ჩარჩოები და საყრდენები (15—30). ფარდები (31—37). 27 დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო (1—8). ეზო (9—19). სალამპრის ზეთი (20, 21). 28 სამღვდელო სამოსელი (1—5). ეფოდი (6—14). სამკერდე (15—30). ურიმი და თუმიმი (30). უსახელო სამოსი (31—35). თავსაბურავი ოქროს ფირფიტით (36—39). სხვა სამღვდელო სამოსი (40—43). 29 მღვდლად დანიშვნა (1—37). ყოველდღიური შესაწირავი (38—46). 30 საკმევლის სამსხვერპლო (1—10). აღრიცხვა; ფული სიცოცხლის გამოსასყიდად (11—16). სპილენძის აუზი დასაბანად (17—21). საცხები ზეთი, განსაკუთრებული ნაზავი (22—33). წმინდა საკმევლის შემადგენლობა (34—38). 31 ღვთის სულით ავსებული ხელოსნები (1—11). შაბათი, ნიშანი ღმერთსა და ისრაელს შორის (12—17). ორი ქვის ფილა (18). 32 ოქროს ხბოს თაყვანისცემა (1—35). მოსეს უცნაური ხმა ესმის (17, 18). მოსე ფილებს ამსხვრევს (19). ლევიანები იეჰოვას ერთგულობენ (26—29). 33 შეგონება ღვთისგან (1—6). შეხვედრის კარვის გაშლა ბანაკის გარეთ (7—11). მოსე იეჰოვას სიდიადის ხილვას ითხოვს (12—23). 34 ახალი ქვის ფილების დამზადება (1—4). მოსე ხედავს იეჰოვას სიდიადეს (5—9). შეთანხმების დეტალების გამეორება (10—28). მოსეს სახე უბრწყინავს (29—35). 35 მითითებები შაბათის დაცვის შესახებ (1—3). კარვისთვის გაღებული შესაწირავი (4—29). ბეცალელსა და ოჰოლიაბს ღმერთი თავისი სულით ავსებს (30—35). 36 საკმარისზე მეტი შესაწირავი (1—7). კარვის აგება (8—38). 37 კიდობანი (1—9). მაგიდა (10—16). სალამპრე (17—24). საკმევლის სამსხვერპლო (25—29). 38 დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო (1—7). სპილენძის აუზი (8). ეზო (9—20). კარვის ასაგებად საჭირო მასალის აღრიცხვა (21—31). 39 სამღვდელო სამოსლის დამზადება (1). ეფოდი (2—7). სამკერდე (8—21). უსახელო სამოსი (22—26). სხვა სამღვდელო სამოსელი (27—29). ოქროს ფირფიტა (30, 31). მოსე ამოწმებს კარვის მთელ მოწყობილობას (32—43). 40 კარვის გაშლა (1—33). კარავი იეჰოვას სიდიადით ივსება (34—38).