ბიბლია ამოსის მოკლე შინაარსი ᲐᲛᲝᲡᲘ ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ 1 ამოსი იღებს ცნობას იეჰოვასგან (1, 2). განაჩენი არაერთი ურჩობისთვის (3—15). სირია (3—5), ფილისტიმი (6—8), ტვიროსი (9, 10), ედომი (11, 12), ამონი (13—15). 2 განაჩენი არაერთი ურჩობისთვის (1—16). მოაბი (1—3), იუდა (4, 5), ისრაელი (6—16). 3 ღვთის განაჩენის გაცხადება (1—8). საიდუმლოთა განმცხადებელი ღმერთი (7). სამარიისთვის გამოტანილი განაჩენი (9—15). 4 ბაშანის ფურებისთვის გამოტანილი განაჩენი (1—3). იეჰოვა დასცინის ისრაელებს ცრუ თაყვანისმცემლობის გამო (4, 5). ისრაელი ჭკუას არ სწავლობს (6—13). „გაემზადე შენი ღვთის დასახვედრად“ (12). „ადამიანისთვის თავისი ფიქრის განმცხადებელი“ (13). 5 „დაეცა ქალწული ისრაელი“ (1—3). „მეძებეთ და იცოცხლეთ“ (4—17). „შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია“ (15). ბნელი იქნება იეჰოვას დღე (18—27). ღმერთი უარყოფს ისრაელების შესაწირავს (22). 6 ვაი თავდაჯერებულთ (1—14). სპილოს ძვლის ტახტები და ღვინით სავსე თასები (4, 6). 7 ისრაელის აღსასრულის მომასწავებელი ხილვები (1—9). კალიები (1—3), ცეცხლი (4—6), შვეული (7—9). ამოსს წინასწარმეტყველებას უკრძალავენ (10—17). 8 ხილვაში ნანახი საზაფხულო ხილით სავსე კალათა (1—3). მჩაგვრელებს მსჯავრი ედებათ (4—14). სულიერი შიმშილი (11). 9 ღვთის განაჩენი გარდაუვალია (1—10). დავითის დაცემული კარვის აღმართვა (11—15).