საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • nwt დაბადება 1:1-50:26
  • დაბადება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დაბადება
  • ბიბლია
ბიბლია
დაბადება

ᲓᲐᲑᲐᲓᲔᲑᲐ

1 თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა.+

2 დედამიწა იყო უფორმო და უდაბური. სიბნელე იყო ღრმა წყლის+ ზედაპირზე და ღვთის სული*+ იძვროდა წყლის ზევით.+

3 ღმერთმა თქვა: „გამოჩნდეს სინათლე“, და გამოჩნდა სინათლე.+ 4 დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო სინათლე; ზღვარი დაუდო მან სინათლესა და სიბნელეს. 5 ღმერთმა სინათლეს დღე უწოდა, სიბნელეს კი — ღამე.+ დადგა საღამო და დადგა დილა, პირველი დღე.

6 შემდეგ ღმერთმა თქვა: „გაჩნდეს სივრცე+ წყლებს შორის და გაიყოს წყლები“.+ 7 დაიწყო ღმერთმა სივრცის წარმოქმნა და წყლების გაყოფა, რომ ყოფილიყო წყლები სივრცის ქვევით და წყლები — სივრცის ზევით,+ და ასეც მოხდა. 8 ღმერთმა სივრცეს ცა უწოდა. დადგა საღამო და დადგა დილა, მეორე დღე.

9 ღმერთმა თქვა: „ერთად შეგროვდეს წყლები, ცის ქვევით რომ არის, და გამოჩნდეს ხმელეთი“,+ და ასეც მოხდა. 10 ღმერთმა ხმელეთს+ მიწა უწოდა, ხოლო შეგროვილ წყლებს — ზღვები.+ დაინახა მან, რომ ესეც კარგი+ იყო. 11 შემდეგ ღმერთმა თქვა: „აღმოაცენოს მიწამ ბალახი, თესლოვანი მცენარეები და თესლიანი ნაყოფის მომცემი ხეები დედამიწაზე მათი გვარისდა მიხედვით“, და ასეც მოხდა. 12 დაიწყო მიწამ ბალახის, თესლოვანი მცენარეებისა+ და თესლიანი ნაყოფის მომცემი ხეების აღმოცენება მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 13 დადგა საღამო და დადგა დილა, მესამე დღე.

14 ღმერთმა თქვა: „გამოჩნდეს მნათობები+ ცის სივრცეში, რომ ზღვარი დაიდოს დღესა და ღამეს+ შორის. ისინი იქნებიან წელიწადის დროების, დღეებისა და წლების+ განმსაზღვრელნი; 15 იქნებიან ცის სივრცეში მნათობებად, რომ გაანათონ დედამიწა“, და ასეც მოხდა. 16 განაწესა ღმერთმა ორი მნათობი: დიდი მნათობი+ — დღის განმგებლად და პატარა მნათობი — ღამის განმგებლად; მან ვარსკვლავებიც+ განაწესა. 17 განალაგა ღმერთმა ისინი ცის სივრცეში, რათა გაენათებინათ დედამიწა, 18 განეგოთ დღე და ღამე და ზღვარი დაედოთ სინათლესა და სიბნელეს შორის.+ დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 19 დადგა საღამო და დადგა დილა, მეოთხე დღე.

20 შემდეგ ღმერთმა თქვა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი არსებები* და იფრინონ ფრინველებმა* მიწის ზევით, ცის სივრცეში“.+ 21 შექმნა ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველები და ყველა ცოცხალი არსება, რომლებიც წყლებში ირევიან, მათი გვარისდა მიხედვით, და ყველა ფრინველი მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 22 აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: „ინაყოფიერონ, გამრავლდნენ და აავსონ ზღვები.+ გამრავლდეს ფრინველი დედამიწაზე“. 23 დადგა საღამო და დადგა დილა, მეხუთე დღე.

24 შემდეგ ღმერთმა თქვა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები, ქვეწარმავლები* და გარეული ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით“,+ და ასეც მოხდა. 25 დაიწყო ღმერთმა დედამიწაზე გარეული ცხოველების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით, აგრეთვე შინაური ცხოველებისა და ქვეწარმავლების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო.

26 ღმერთმა თქვა: „შევქმნათ+ ადამიანი ჩვენ ანარეკლად,+ ჩვენ მსგავსებად.+ მას დაემორჩილონ ზღვის თევზები, ცის ფრინველები, შინაური ცხოველები, ყველა სხვა ცხოველი დედამიწაზე და მთელი დედამიწა“.+ 27 დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის მსგავსებად, ღვთის მსგავსებად შექმნა იგი; კაცი და ქალი შექმნა მან.+ 28 აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა,+ დაეპატრონეთ+ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ+ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“.

29 შემდეგ ღმერთმა თქვა: „გაძლევთ ყველა თესლოვან მცენარესა და თესლიანი ნაყოფის მომცემ ყველა ხეს, რაც კი დედამიწაზეა. ეს გქონდეთ საჭმელად.+ 30 დედამიწის ყველა გარეულ ცხოველს, ყველა ფრინველს და დედამიწაზე ყველა სხვა ცხოველს — ცოცხალ სულს, მწვანე მცენარეულობა მივეცი საჭმელად“.+ ასეც მოხდა.

31 დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო.+ დადგა საღამო და დადგა დილა, მეექვსე დღე.

2 ასე დასრულდა ცის, დედამიწისა და ყოველივე მათში არსებულის შექმნა.+ 2 ღმერთმა მეშვიდე დღის დადგომამდე დაასრულა თავისი საქმე; მეშვიდე დღეს მან ყველა თავისი საქმისგან დაისვენა*.+ 3 აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდად გამოაცხადა, რადგან ამ დღეს დაისვენა იმ ყველაფრის შექმნის შემდეგ, რაც განზრახული ჰქონდა.

4 ასე წარმოიშვა ცა და დედამიწა იმ დღეს, როდესაც იეჰოვა* ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა.+

5 დედამიწაზე ჯერ არც ბუჩქები იყო და არც სხვა მცენარეები, რადგან იეჰოვა ღმერთს ჯერ არ ეწვიმებინა დედამიწაზე და არც ადამიანი არსებობდა, რომ მიწა დაემუშავებინა. 6 მიწას ორთქლი ასდიოდა და მთელი დედამიწის ზედაპირს რწყავდა.

7 დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან,+ ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა+ და იგი ცოცხალ სულად* იქცა.+ 8 გააშენა იეჰოვა ღმერთმა ბაღი ედემში,+ აღმოსავლეთით, და იქ დაასახლა თავისი შექმნილი ადამიანი.+ 9 იეჰოვა ღმერთმა მიწიდან აღმოაცენა მრავალი ლამაზი და საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი ხე, აგრეთვე სიცოცხლის ხე+ ბაღის შუაგულში და სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე.+

10 ედემიდან მდინარე მოედინებოდა ბაღის მოსარწყავად და ოთხ ნაკადად იტოტებოდა. 11 პირველი მდინარეა ფიშონი; ის გარს უვლის ხავილის მთელ მიწას, სადაც ოქროა. 12 კარგია იმ მიწის ოქრო. იქ სამყეს ფისიც არის და ონიქსიც. 13 მეორეა გიხონი; ის გარს უვლის ქუშის მთელ მიწას. 14 მესამეა ხიდეკელი*;+ ის ასურეთის+ აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე ევფრატია.+

15 იეჰოვა ღმერთმა ადამიანი ედემის ბაღში დაასახლა, რათა მას დაემუშავებინა ის და ეზრუნა მასზე.+ 16 იეჰოვა ღმერთმა კაცს უბრძანა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება,+ 17 მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები!“+

18 შემდეგ იეჰოვა ღმერთმა თქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“.+ 19 მიჰყავდა იეჰოვა ღმერთს კაცთან გარეული ცხოველები და ფრინველები, რომლებიც მიწისგან შექმნა, რომ ენახა, რას დაარქმევდა მათ. რასაც კაცი დაარქმევდა თითოეულ არსებას*, ის იქნებოდა მისი სახელი.+ 20 არქმევდა ის სახელებს შინაურ ცხოველებს, ფრინველებსა და გარეულ ცხოველებს. იმ დროს კაცს დამხმარე, შემავსებელი, არ ჰყავდა. 21 იეჰოვა ღმერთმა ღრმა ძილი მოჰგვარა კაცს, მძინარეს ნეკნი ამოუღო და ის ადგილი შეუხორცა. 22 ნეკნისგან, კაცს რომ ამოუღო, იეჰოვა ღმერთმა ქალი შექმნა და კაცს მიუყვანა.+

23 მაშინ კაცმა თქვა:

„აი, ესაა ძვალი ჩემი ძვალთაგანი

და ხორცი ჩემი ხორცთაგანი.

კაცისგანაა აღებული+

და ქალი* ერქვას მას“.

24 ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან.+ 25 ორივენი შიშვლები+ იყვნენ, კაციც და ქალიც, მაგრამ არ რცხვენოდათ.

3 გველი+ ყველაზე ფრთხილი* იყო გარეულ ცხოველებს შორის, რომლებიც იეჰოვა ღმერთმა შექმნა. გველმა ქალს უთხრა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“+ 2 ქალმა გველს მიუგო: „ბაღის ხეთა ნაყოფი შეგვიძლია ვჭამოთ,+ 3 მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას,+ ღმერთმა გვითხრა, არ შეჭამოთ, არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო“. 4 გველმა ქალს უთხრა: „არა, არ მოკვდებით.+ 5 იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“.+

6 მაშინ დაინახა ქალმა, რომ იმ ხეს კარგი და მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა. ხე მართლაც ლამაზი იყო. მოწყვიტა მისი ნაყოფი და შეჭამა.+ ქმარსაც მისცა, როცა ერთად იყვნენ, და მანაც შეჭამა.+ 7 აეხილათ თვალი და დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ. გადააბეს ლეღვის ფოთლები და წელზე შემოირტყეს.+

8 მოგვიანებით, როცა ნიავი უბერავდა და იეჰოვა ღმერთი ბაღში მიმოდიოდა, მისი ხმა შემოესმათ. დაემალნენ იეჰოვა ღმერთს კაცი და მისი ცოლი ბაღის ხეებს შორის. 9 ეძახდა იეჰოვა ღმერთი კაცს: „სადა ხარ?“ 10 ბოლოს მან უპასუხა: „შენი ხმა შემომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვიყავი, და დავიმალე“. 11 მაშინ ღმერთმა უთხრა: „ვინ გითხრა, რომ შიშველი+ იყავი? იმ ხის ნაყოფი ხომ არ ჭამე, მე რომ გიბრძანე, არ ჭამო-მეთქი?“+ 12 კაცმა მიუგო: „შენ რომ ქალი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე“. 13 მაშინ იეჰოვა ღმერთმა ქალს უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?!“ ქალმა მიუგო: „გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე“.+

14 შემდეგ იეჰოვა ღმერთმა გველს+ უთხრა: „რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი იქნები ყველა შინაურ და გარეულ ცხოველს შორის. მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლე. 15 მტრობას+ ჩამოვაგდებ შენსა+ და ქალს+ შორის, შენს შთამომავალსა*+ და მის შთამომავალს+ შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს,+ შენ კი ქუსლს დაუგესლავ!“+

16 ქალს კი უთხრა: „გაგიძნელებ ორსულობას და ტკივილით გააჩენ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე!“

17 შემდეგ ადამს* უთხრა: „რადგან მოუსმინე შენს ცოლს და შეჭამე იმ ხის ნაყოფი, რომელზეც გიბრძანე,+ არ ჭამო-მეთქი, დაწყევლილი იყოს მიწა შენ გამო.+ ტანჯვით შეჭამ მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე.+ 18 ნარსა და ეკალს აღმოგიცენებს მიწა და მიწის ნაყოფს შეჭამ; 19 პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ შექმნილი.+ მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი!“+

20 ამის შემდეგ ადამმა თავის ცოლს ევა* უწოდა, რადგან ის უნდა გამხდარიყო ყოველი ცოცხლის დედა.+ 21 იეჰოვა ღმერთმა ტყავის გრძელი სამოსელი დაუმზადა ადამსა და მის ცოლს და შემოსა ისინი.+ 22 შემდეგ იეჰოვა ღმერთმა თქვა: „აი, ადამიანი გახდა როგორც ერთი ჩვენგანი, სიკეთისა და ბოროტების მცოდნე.+ ახლა, ხელი რომ არ გაიწოდოს, სიცოცხლის ხის+ ნაყოფიც არ მოწყვიტოს, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს...“ 23 მაშინ გააძევა იეჰოვა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან,+ რათა დაემუშავებინა მიწა, რომლისგანაც იყო შექმნილი.+ 24 გააძევა კაცი ედემის ბაღიდან; მის აღმოსავლეთით ქერუბიმები+ დააყენა და გააკეთა მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი, რომ სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა დაეცვა.

4 დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და დაორსულდა ევა.+ შეეძინა მას კაენი+ და თქვა: „ვაჟი გავაჩინე იეჰოვას შეწევნით“. 2 შემდეგ შეეძინა აბელი,+ კაენის ძმა.

აბელი მეცხვარე გახდა, კაენი — მიწათმოქმედი. 3 გავიდა ხანი და კაენმა მიწის ნაყოფი მიიტანა იეჰოვასთვის შესაწირავად, 4 აბელმა კი თავისი ფარის პირველმოგებული ბატკნები შესწირა+ ქონთან ერთად. იეჰოვამ მოიწონა აბელი და მისი შესაწირავი,+ 5 კაენი და მისი შესაწირავი კი არ მოიწონა. გაბრაზდა კაენი და სახე მოეღუშა. 6 მაშინ იეჰოვამ კაენს ჰკითხა: „რატომ გაბრაზდი და რატომ მოგეღუშა სახე? 7 თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?! მაგრამ, თუ არ გააკეთებ კარგს, იცოდე, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ ისწრაფვის. იბატონებ მასზე?“

8 ამის შემდეგ კაენმა თავის ძმას, აბელს, უთხრა: „წამო, მინდორში წავიდეთ“. მინდორში კაენი თავს დაესხა აბელს და მოკლა.+ 9 მოგვიანებით იეჰოვამ კაენს ჰკითხა: „სად არის შენი ძმა აბელი?“ მან მიუგო: „მე რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?!“ 10 მაშინ ღმერთმა უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?! ყური დაუგდე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.+ 11 დაწყევლილი ხარ; გაძევებ ამ მიწიდან, რომელზეც შენი ძმის სისხლი დაღვარე.+ 12 მიწას რომ დაამუშავებ, ნაყოფს არ მოგცემს. დედამიწაზე იხეტიალებ და დევნილი იქნები“. 13 მაშინ კაენმა იეჰოვას უთხრა: „ჩემი სასჯელი მეტისმეტად მძიმეა. 14 მაძევებ დღეს ამ მიწიდან და ზურგს შემაქცევ. დედამიწაზე ვიხეტიალებ, დევნილი ვიქნები და ნებისმიერი შემხვედრი მომკლავს“. 15 იეჰოვამ მას უთხრა: „ნებისმიერს, ვინც კაენს მოკლავს, შვიდმაგად მიეზღვება“.

ამგვარად იეჰოვამ ნიშანი* მისცა მათ, ვინც კაენს შეხვდებოდა, რომ არ მოეკლათ იგი. 16 გაეცალა კაენი იეჰოვას და დასახლდა ნოდის* ქვეყანაში, ედემის+ აღმოსავლეთით.

17 ამის შემდეგ დაწვა კაენი თავის ცოლთან,+ დაორსულდა ის და შეეძინა ენოქი. კაენმა ქალაქის მშენებლობა დაიწყო და ამ ქალაქს თავისი ვაჟის, ენოქის, სახელი უწოდა. 18 მოგვიანებით ენოქს შეეძინა ირადი. ირადს შეეძინა მეხუალელი, მეხუალელს — მეთუშაელი, მეთუშაელს — ლამექი.

19 ლამექმა ორი ცოლი შეირთო; ერთს ადა ერქვა, მეორეს — ცილა. 20 ადას ეყოლა იაბალი. მისგან წამოვიდნენ კარვებში მცხოვრებნი და მესაქონლეები. 21 მის ძმას ერქვა იუბალი. მისგან წამოვიდა ყველა მექნარე და მესტვირე. 22 ცილას კი ეყოლა თუბალ-კაენი, სპილენძისა და რკინის იარაღების მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაამა. 23 ლამექმა ლექსი შეთხზა და თავის ცოლებს, ადასა და ცილას, უთხრა:

„მომისმინეთ, ლამექის ცოლებო,

ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს:

კაცი მოვკალი, რომელმაც დამჭრა,

ახალგაზრდა, რომელმაც დამკრა.

24 თუ კაენისთვის შვიდჯერ მიეზღვებათ,+

ლამექისთვის — სამოცდაჩვიდმეტჯერ“.

25 კვლავ დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც შეთი*+ დაარქვა; თქვა, აბელის ნაცვლად ღმერთმა სხვა შთამომავალი მომცა, რადგან იგი კაენმა მოკლაო.+ 26 შეთსაც შეეძინა ვაჟი და მას ენოში+ დაარქვა. იმ დროს დაიწყეს იეჰოვას სახელის ხსენება.

5 ეს არის წიგნი ადამის მოდგმის შესახებ. იმ დღეს, როცა ღმერთმა ადამი შექმნა, თავის მსგავსებად შექმნა იგი.+ 2 კაცი და ქალი შექმნა მან.+ აკურთხა და შექმნის დღეს+ ადამიანები* უწოდა მათ.

3 ადამი 130 წლისა იყო, როცა ვაჟი შეეძინა, თავისი მსგავსი, და შეთი+ დაარქვა. 4 შეთის დაბადების შემდეგ ადამმა კიდევ 800 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 5 ადამმა სულ 930 წელი იცოცხლა და მოკვდა.+

6 შეთი 105 წლისა იყო, როცა ენოში+ შეეძინა. 7 ენოშის დაბადების შემდეგ შეთმა კიდევ 807 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 8 შეთმა სულ 912 წელი იცოცხლა და მოკვდა.

9 ენოში 90 წლისა იყო, როცა კენანი შეეძინა. 10 კენანის დაბადების შემდეგ ენოშმა კიდევ 815 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 11 ენოშმა სულ 905 წელი იცოცხლა და მოკვდა.

12 კენანი 70 წლისა იყო, როცა მაჰალალელი+ შეეძინა. 13 მაჰალალელის დაბადების შემდეგ კენანმა კიდევ 840 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 14 კენანმა სულ 910 წელი იცოცხლა და მოკვდა.

15 მაჰალალელი 65 წლისა იყო, როცა იარედი+ შეეძინა. 16 იარედის დაბადების შემდეგ მაჰალალელმა კიდევ 830 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 17 მაჰალალელმა სულ 895 წელი იცოცხლა და მოკვდა.

18 იარედი 162 წლისა იყო, როცა ენოქი+ შეეძინა. 19 ენოქის დაბადების შემდეგ იარედმა კიდევ 800 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 20 იარედმა სულ 962 წელი იცოცხლა და მოკვდა.

21 ენოქი 65 წლისა იყო, როცა მეთუშალახი+ შეეძინა. 22 მეთუშალახის დაბადების შემდეგ ენოქი კიდევ 300 წელი დადიოდა ღვთის გზით. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 23 ენოქმა სულ 365 წელი იცოცხლა. 24 ემსახურებოდა ენოქი ღმერთს.+ ერთხელაც ღმერთმა წაიყვანა+ იგი და შემდეგ აღარავის უნახავს.

25 მეთუშალახი 187 წლისა იყო, როცა ლამექი+ შეეძინა. 26 ლამექის დაბადების შემდეგ მეთუშალახმა კიდევ 782 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 27 მეთუშალახმა სულ 969 წელი იცოცხლა და მოკვდა.

28 ლამექი 182 წლისა იყო, როცა ვაჟი შეეძინა; 29 დაარქვა მას ნოე*+ და თქვა: „ეს შეგვიმსუბუქებს ჯაფასა და ტანჯვას, რადგან დასწყევლა მიწა იეჰოვამ“.+ 30 ნოეს დაბადების შემდეგ ლამექმა კიდევ 595 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 31 ლამექმა სულ 777 წელი იცოცხლა და მოკვდა.

32 ნოეს 500 წელი შეუსრულდა; შეეძინა სემი,+ ქამი+ და იაფეთი.+

6 გამრავლდნენ ადამიანები დედამიწაზე და შეეძინათ ასულები. 2 დაინახეს ღვთის ძეებმა,+ რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ. 3 იეჰოვამ თქვა: „მუდამ არ მოვუთმენ ადამიანს,+ რადგან მხოლოდ ხორცია* იგი. ამიტომ 120 წელიღა იცოცხლოს“.+

4 დედამიწაზე იმ დროს და მას შემდეგაც ნეფილიმები* ცხოვრობდნენ. წვებოდნენ ღვთის ძეები ადამიანთა ასულებთან და ისინიც უჩენდნენ ვაჟებს, რომლებიც ძლიერები და სახელგანთქმულები იყვნენ იმ დროს.

5 დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ბოროტება და ადამიანებს მხოლოდ ბოროტი ზრახვები ჰქონდათ.+ 6 დამწუხრდა იეჰოვა თავისი შექმნილი ადამიანების გამო და გული ეტკინა.+ 7 იეჰოვამ თქვა: „აღვგვი მიწის პირიდან ადამიანებს, რომლებიც შევქმენი; ადამიანებსაც და ცხოველებსაც, ქვეწარმავლებსაც და ფრინველებსაც, რადგან ვწუხვარ, რომ შევქმენი ისინი“. 8 ნოემ კი კეთილგანწყობა პოვა იეჰოვას თვალში.

9 ეს არის ნოეს ამბავი.

ნოე მართალი და უბიწო კაცი იყო+ მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის. იგი ჭეშმარიტი ღვთის გზით დადიოდა.+ 10 ნოეს სამი ვაჟი შეეძინა: სემი, ქამი და იაფეთი.+ 11 დაინახა ღმერთმა, რომ დედამიწა გახრწნილიყო და ძალადობით ავსებულიყო. 12 გადახედა ღმერთმა გახრწნილ დედამიწას+ და დაინახა, რომ ბოროტებას სჩადიოდა ყოველი ხორციელი.+

13 ღმერთმა ნოეს უთხრა: „გავანადგურებ ყოველ ხორციელს, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა. მოვსპობ მათ და მოვსპობ მიწას.+ 14 ააგე კიდობანი ფისიანი ხისგან,+ ოთახებად დაყავი და შიგნიდანაც და გარედანაც ფისით+ დაფარე. 15 აი, ასე ააგე: კიდობნის სიგრძე 300 წყრთა იყოს, სიგანე — 50 წყრთა, სიმაღლე — 30 წყრთა*. 16 სარკმელი* გაუკეთე კიდობანს, რომ სინათლე შემოვიდეს; სახურავამდე 1 წყრთა დატოვე, შესასვლელი გვერდზე გაუკეთე+ კიდობანს და დაყავი პირველ, მეორე და მესამე სართულებად.

17 მოვავლენ წარღვნას+ დედამიწაზე, რომ მოვსპო ცისქვეშეთში ადამიანიცა და ცხოველიც, რომლებშიც სასიცოცხლო ძალაა. ყველაფერი მოისპობა დედამიწაზე.+ 18 შეთანხმებას გიდებ. შედი კიდობანში შენს ვაჟებთან, შენს ცოლთან და შენს რძლებთან ერთად.+ 19 შეიყვანე კიდობანში ყოველი ცოცხალი ქმნილება+ წყვილ-წყვილად, დედალ-მამალი, რომ ისინიც გადარჩნენ.+ 20 ფრინველები მათი გვარისდა მიხედვით, ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით, ქვეწარმავლები მათი გვარისდა მიხედვით — ყოველი მათგანიდან ორ-ორი შემოვა შენთან კიდობანში, რომ გადარჩნენ.+ 21 მოიმარაგე ყველანაირი საკვები,+ რომ თქვენც ჭამოთ და მათაც“.

22 ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაავალა. სწორედ ისე გააკეთა.+

7 იეჰოვამ ნოეს უთხრა: „შედით კიდობანში შენ და შენი ოჯახი, რადგან ამ თაობაში შენა ხარ მართალი ჩემ წინაშე.+ 2 წმინდა ცხოველთაგან აიყვანე შვიდ-შვიდი*,+ დედალ-მამალი, უწმინდურ ცხოველთაგან კი — მხოლოდ ორ-ორი, დედალ-მამალი. 3 ფრინველთაგანაც აიყვანე შვიდ-შვიდი*, დედალ-მამალი, რომ იცოცხლონ ამ ქმნილებებმა მთელ დედამიწაზე.+ 4 შვიდი დღის შემდეგ ვაწვიმებ+ დედამიწაზე 40 დღე და 40 ღამე.+ აღვგვი მიწის პირიდან ყოველ არსებას, რომელიც შევქმენი“.+ 5 ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც იეჰოვამ დაავალა.

6 ნოე 600 წლისა იყო, როცა წარღვნა მოხდა დედამიწაზე.+ 7 შევიდნენ კიდობანში წარღვნის დაწყებამდე ნოე, მისი ვაჟები, მისი ცოლი და მისი რძლები.+ 8 ყოველი წმინდა და უწმინდური ცხოველი, ფრინველი და ქვეწარმავალი+ 9 წყვილ-წყვილად შევიდნენ ნოესთან კიდობანში, დედალ-მამალი, სწორედ ისე, როგორც ღმერთმა უთხრა ნოეს. 10 შვიდი დღის შემდეგ წარღვნა მოხდა დედამიწაზე.

11 ნოეს სიცოცხლის მე-600 წელს, მე-2 თვის მე-17 დღეს გაიხსნა წყლის კარიბჭეები ცაში და გადმოსკდა წყალი*.+ 12 დედამიწაზე 40 დღე და 40 ღამე თავსხმა იყო. 13 იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოეს ვაჟები — სემი, ქამი და იაფეთი,+ მისი ცოლი და მისი რძლები,+ 14 ყოველი გარეული და შინაური ცხოველი მათი გვარისდა მიხედვით, ყოველი ქვეწარმავალი მათი გვარისდა მიხედვით და ყოველი ფრინველი მათი გვარისდა მიხედვით. 15 შედიოდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ცოცხალი არსება, რომელსაც სასიცოცხლო ძალა ჰქონდა; 16 შევიდა ყველანაირი ცოცხალი არსება, დედალ-მამალი, სწორედ ისე, როგორც ღმერთმა უთხრა მას. ამის შემდეგ იეჰოვამ დაკეტა კარი.

17 წარღვნა დედამიწაზე 40 დღე გრძელდებოდა. მატულობდა წყალი, კიდობანი მაღლა იწეოდა და მიწის ზემოთ ტივტივებდა. 18 მძლავრობდა წყალი დედამიწაზე, მატულობდა და მატულობდა, კიდობანი კი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. 19 ისე ადიდდა წყალი დედამიწაზე, რომ ყველა მაღალი მთა დაფარა ცისქვეშეთში.+ 20 მთის მწვერვალებიდან წყალმა 15 წყრთით* აიწია.

21 მოისპო ყოველი ცოცხალი არსება დედამიწაზე:+ ფრინველები, შინაური და გარეული ცხოველები, ყველა სხვა არსება და მთელი კაცობრიობა.+ 22 მოისპო ხმელეთზე ყოველივე, რაც სუნთქავდა.+ 23 ასე აღგავა ღმერთმა ყოველი ცოცხალი არსება მიწის პირიდან — ადამიანები, ცხოველები, ქვეწარმავლები და ფრინველები. აღიგავნენ ისინი მიწის პირიდან.+ გადარჩნენ მხოლოდ ნოე და კიდობანში მასთან ერთად მყოფნი.+ 24 დედამიწაზე წყალი 150 დღე მძლავრობდა.+

8 მოხედა ღმერთმა ნოეს, გარეულ და შინაურ ცხოველებს, რომლებიც მასთან იყვნენ კიდობანში.+ მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაიწყო წყალმა კლება. 2 დაიხშო წყლის სათავეები და წყლის კარიბჭეები ცაში; შეწყდა ციდან თავსხმა.+ 3 ნელ-ნელა იკლებდა წყალი დედამიწაზე; 150-ე დღის ბოლოს საგრძნობლად დაიკლო. 4 მე-7 თვის მე-17 დღეს კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა. 5 მე-10 თვემდე იკლებდა წყალი; მე-10 თვის პირველ დღეს მთების მწვერვალები გამოჩნდა.+

6 მე-40 დღის ბოლოს გააღო ნოემ სარკმელი,+ რომელიც კიდობანს გაუკეთა, 7 და გაუშვა ყორანი; გაფრინდებოდა, იფრენდა და უკან ბრუნდებოდა, ვიდრე წყალი არ დაშრა დედამიწაზე.

8 შემდეგ მტრედი გაუშვა, რომ გაეგო, კიდევ იყო თუ არა წყალი მიწის პირზე. 9 ვერ იპოვა მტრედმა დასაჯდომი ადგილი და დაბრუნდა კიდობანში, რადგან წყალი ჯერ კიდევ მთელი დედამიწის ზედაპირზე იყო.+ გაიწოდა მან ხელი და მტრედი კიდობანში შეიყვანა. 10 შვიდი დღე მოიცადა და კიდევ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. 11 საღამო ხანს მოფრინდა მტრედი და ნისკარტით ზეთისხილის ახალმოწყვეტილი ფოთოლი მოიტანა. მიხვდა ნოე, რომ დაეკლო წყალს დედამიწაზე.+ 12 კიდევ შვიდი დღე მოიცადა და ისევ გაუშვა მტრედი, რომელიც აღარ დაბრუნებულა.

13 დაშრა წყალი დედამიწაზე 601-ე წელს,+ პირველი თვის პირველ დღეს. ახადა ნოემ კიდობანს სახურავი და დაინახა, რომ ჯერ ისევ სველი იყო მიწის ზედაპირი. 14 მე-2 თვის 27-ე დღისთვის მთლიანად გამშრალიყო მიწა.

15 ღმერთმა ნოეს უთხრა: 16 „გამოდით კიდობნიდან შენ, შენი ცოლი, შენი ვაჟები და რძლები.+ 17 გამოიყვანე ყველა ცოცხალი არსება,+ ფრინველები, ცხოველები და ქვეწარმავლები, რომ ინაყოფიერონ, გამრავლდნენ და აავსონ დედამიწა“.+

18 გამოვიდნენ ნოე, მისი ვაჟები,+ მისი ცოლი და მისი რძლები. 19 გამოვიდნენ კიდობნიდან ცოცხალი არსებები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ყველაფერი, რაც დედამიწაზე მოძრაობს, თავ-თავიანთი გვარისდა მიხედვით.+ 20 აუგო ნოემ სამსხვერპლო+ იეჰოვას და ზოგი წმინდა ცხოველი და წმინდა ფრინველი+ ამ სამსხვერპლოზე დასაწვავ მსხვერპლად შესწირა.+ 21 ესიამოვნა საამო* სურნელება იეჰოვას და გულში თქვა იეჰოვამ: „აღარასოდეს დავწყევლი მიწას+ ადამიანის გამო; ადამიანის გული სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის;+ ასე აღარასოდეს გავანადგურებ ცოცხალ არსებებს.+ 22 ამიერიდან აღარ შეწყდება დედამიწაზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე“.+

9 აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ვაჟები და უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა.+ 2 კვლავაც თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს ყველა ცოცხალ არსებას დედამიწაზე, ყველა ფრინველს, ყველაფერს, რაც მიწაზე მოძრაობს, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი.+ 3 საჭმელად გაძლევთ ყველა ცხოველს,+ როგორც მწვანე მცენარეულობა მოგეცით,+ 4 ოღონდ ხორცი მის სულთან* — სისხლთან+ — ერთად არ ჭამოთ.+ 5 ნებისმიერს, ვინც თქვენს სისხლს დაღვრის, პასუხს მოვთხოვ. პასუხს მოვთხოვ ყველა ცოცხალ არსებას; ყველა ადამიანს, ვინც თავისი მოძმის სიცოცხლეს ხელყოფს, პასუხს მოვთხოვ.+ 6 ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი,+ რადგან ღვთის მსგავსებადაა შექმნილი იგი.+ 7 ინაყოფიერეთ და გამრავლდით, აავსეთ დედამიწა!“+

8 შემდეგ ღმერთმა ნოესა და მის ვაჟებს უთხრა: 9 „შეთანხმებას გიდებთ+ თქვენ და თქვენს შთამომავლობას, 10 ყველა ცოცხალ არსებას*, რაც კი თქვენთან არის: ფრინველებს, ცხოველებს, დედამიწის ყველა ცოცხალ არსებას, კიდობნიდან გამოსულებს — დედამიწის ყველა ცოცხალ არსებას.+ 11 შეთანხმებას გიდებთ: წარღვნით აღარ მოისპობა არცერთი ცოცხალი არსება და აღარ გაპარტახდება დედამიწა წარღვნით“.+

12 ღმერთმა განაგრძო: „ეს იქნება ნიშანი შეთანხმებისა, რომელსაც თქვენ და თქვენთან მყოფ ყველა ცოცხალ არსებას ვუდებ, თაობიდან თაობაში. 13 გამოვაჩენ ჩემს ცისარტყელას ღრუბლებში და ის იქნება ნიშანი შეთანხმებისა, რომელსაც დედამიწას ვუდებ. 14 როცა ღრუბლებს მოვავლენ დედამიწაზე, ცისარტყელა გამოჩნდება ღრუბლებში. 15 მაშინ გავიხსენებ თქვენთან და ყველა ცოცხალ არსებასთან დადებულ ჩემს შეთანხმებას; წარღვნით აღარ განადგურდება აღარც ადამიანი და აღარც ცხოველი.+ 16 გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, შევხედავ მას და გავიხსენებ დედამიწის ყველა ცოცხალ არსებასთან დადებულ მარადიულ შეთანხმებას“.

17 ღმერთმა ნოეს გაუმეორა: „ეს არის ნიშანი შეთანხმებისა, რომელსაც დედამიწის ყველა ცოცხალ არსებას ვუდებ“.+

18 ნოეს ვაჟებს, რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ, ერქვათ სემი, ქამი და იაფეთი.+ ქამს შეეძინა ქანაანი.+ 19 ეს სამი ვაჟი ჰყავდა ნოეს. მათგან გამრავლდა დედამიწის მთელი მოსახლეობა.+

20 დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება. გააშენა ვენახი. 21 დალია ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა კარავში. 22 დაინახა ქამმა, ქანაანის მამამ, მამის სიშიშვლე და ორივე ძმას შეატყობინა. 23 აიღეს სემმა და იაფეთმა მოსასხამი, მხრებზე მოისხეს და უკუსვლით შევიდნენ. სახეშებრუნებულებმა დაუფარეს სიშიშვლე მამას და არ დაუნახავთ მისი სიშიშვლე.

24 ბოლოს გამოფხიზლდა ნოე. როცა გაიგო, როგორ მოექცა მას უმცროსი ვაჟი*, 25 თქვა:

„წყეული იყოს ქანაანი.+

თავისი ძმების ყველაზე მდაბიო მონა გახდეს“.+

26 შემდეგ დასძინა:

„დიდება იეჰოვას, სემის ღმერთს,

დაე სემის მონა გახდეს ქანაანი.+

27 მისცეს ღმერთმა იაფეთს ვრცელი ადგილი

და დამკვიდრდეს იგი სემის კარვებში.

იაფეთის მონაც გახდეს ქანაანი!“

28 წარღვნის შემდეგ ნოემ 350 წელი იცოცხლა.+ 29 ნოემ სულ 950 წელი იცოცხლა და მოკვდა.

10 ეს არის ნოეს ვაჟების — სემის,+ ქამისა და იაფეთის ამბავი.

წარღვნის შემდეგ მათ ვაჟები შეეძინათ.+ 2 იაფეთის ვაჟები იყვნენ: გომერი,+ მაგოგი,+ მადაი, იავანი, თუბალი,+ მეშექი+ და თირასი.+

3 გომერის ვაჟები იყვნენ: აშქენაზი,+ რიფათი და თოგარმა.+

4 იავანის ვაჟები იყვნენ: ელიშა,+ თარშიში,+ ქითიმი+ და დოდანიმი.

5 მათგან გამრავლდნენ კუნძულებზე მცხოვრებნი თავ-თავიანთი ენების, საგვარეულოებისა და ხალხების მიხედვით.

6 ქამის ვაჟები იყვნენ: ქუში, მიცრაიმი,+ ფუტი+ და ქანაანი.+

7 ქუშის ვაჟები იყვნენ: სება,+ ხავილა, საბთა, რაამა და საბთექა.

რაამას+ ვაჟები იყვნენ: შება და დედანი.

8 ქუშს შეეძინა ნიმროდი. ის იყო პირველი ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე, 9 ძლიერი მონადირე, იეჰოვას მოწინააღმდეგე. ამიტომაც თქმულა: „ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო, იეჰოვას მოწინააღმდეგე“. 10 თავდაპირველად მის სამეფოში, რომელიც შინარის+ მიწაზე იყო, შედიოდა ბაბილონი*,+ ერექი,+ აქადი და ქალნი. 11 იგი იქიდან ასურეთში+ წავიდა და ააშენა ნინევე,+ რეხობოთ-ირი, ქალახი 12 და რესენი ნინევესა და ქალახს შორის; ამგვარად წარმოიქმნა ერთი დიდი ქალაქი*.

13 მიცრაიმს შეეძინა ლუდიმი,+ ანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,+ 14 ფათრუსიმი,+ ქასლუხიმი (ფილისტიმელთა+ წინაპარი) და ქაფთორიმი.+

15 ქანაანს შეეძინა სიდონი,+ რომელიც პირმშო იყო, და ხეთი.+ 16 ქანაანისგან წარმოიშვნენ იებუსელები,+ ამორეველები,+ გირგაშელები, 17 ხიველები,+ არკიელები, სინელები, 18 არვადელები,+ ცემარელები და ხამათელები.+ ამის შემდეგ ქანაანელების საგვარეულო გაიფანტა. 19 ქანაანელების საზღვარი იყო სიდონიდან გერარამდე,+ ღაზის+ მახლობლად, სოდომსა და გომორამდე,+ ადმასა და ცებოიმამდე,+ ლაშის მახლობლად. 20 ესენი იყვნენ ქამის ვაჟები თავ-თავიანთი საგვარეულოებისა და ენების მიხედვით თავ-თავიანთ მიწაზე, თავ-თავიანთი ხალხების მიხედვით.

21 შვილები ებერის+ ყველა ვაჟის წინაპარს, სემსაც შეეძინა, რომლის უფროსი ძმა იაფეთი იყო*. 22 სემის ვაჟები იყვნენ: ელამი,+ აშური,+ არფაქშადი,+ ლუდი და არამი.+

23 არამის ვაჟები იყვნენ: უცი, ხული, გეთერი და მაში.

24 არფაქშადს შეეძინა შელახი,+ შელახს — ებერი.

25 ებერს შეეძინა ორი ვაჟი. ერთს ერქვა ფელეგი*,+ რადგან მის სიცოცხლეში დაიყო დედამიწა*, მეორეს — იოკტანი.+

26 იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი, იარახი,+ 27 ჰადორამი, უზალი, დიკლა, 28 ობალი, აბიმაელი, შება, 29 ოფირი,+ ხავილა და იობაბი; ესენი ყველანი იოკტანის ვაჟები იყვნენ.

30 მათი საცხოვრებელი მეშადან სეფარამდე, აღმოსავლეთის მთაგორიან მხარემდე, იყო გადაჭიმული.

31 ესენი იყვნენ სემის ვაჟები თავ-თავიანთი საგვარეულოებისა და ენების მიხედვით, თავ-თავიანთ მიწაზე, თავ-თავიანთი ხალხების მიხედვით.+

32 ესენი იყვნენ ნოეს ვაჟების საგვარეულოები თავ-თავიანთი შთამომავლებისა და თავ-თავიანთი ხალხების მიხედვით. წარღვნის შემდეგ მათგან გამრავლდნენ ხალხები დედამიწაზე.+

11 მთელ დედამიწაზე ერთი ენა იყო და ყველა ამ ენაზე მეტყველებდა. 2 როცა აღმოსავლეთით მიემართებოდნენ, ერთ ველს მიადგნენ შინარის+ მიწაზე და იქ დასახლდნენ. 3 ერთმანეთს უთხრეს: „მოდი აგურები გავაკეთოთ და გამოვწვათ“. ქვის მაგივრად აგურს იყენებდნენ და დუღაბის მაგივრად — ფისს. 4 შემდეგ თქვეს: „მოდი ავიშენოთ ქალაქი და კოშკი, ცას რომ მისწვდეს, რათა სახელი გავითქვათ და მთელ დედამიწაზე არ გავიფანტოთ“.+

5 დაინახა იეჰოვამ ქალაქი და კოშკი, რომლებსაც ადამიანები აშენებდნენ. 6 თქვა იეჰოვამ: „ერთი ხალხია და ერთი ენა აქვთ;+ ნახე, რისი გაკეთება წამოიწყეს. რასაც განიზრახავენ, ყველაფერს გააკეთებენ. 7 მოდი სხვადასხვა ენაზე ავალაპარაკოთ,+ რომ ერთმანეთს ვეღარაფერი გააგებინონ“. 8 გაფანტა იეჰოვამ ისინი მთელი დედამიწის ზურგზე+ და ვეღარ გააგრძელეს ქალაქის მშენებლობა. 9 ამიტომაც ეწოდა მას ბაბილონი*,+ რადგან იქ აალაპარაკა იეჰოვამ დედამიწის მკვიდრნი სხვადასხვა ენაზე*, და გაფანტა იეჰოვამ ისინი მთელ დედამიწაზე.

10 ეს არის სემის+ ამბავი.

სემი 100 წლისა იყო, როცა წარღვნიდან 2 წლის შემდეგ არფაქშადი+ შეეძინა. 11 არფაქშადის დაბადების შემდეგ სემმა კიდევ 500 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.+

12 არფაქშადი 35 წლისა იყო, როცა შელახი+ შეეძინა. 13 შელახის დაბადების შემდეგ არფაქშადმა კიდევ 403 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.

14 შელახი 30 წლისა იყო, როცა ებერი+ შეეძინა. 15 ებერის დაბადების შემდეგ შელახმა კიდევ 403 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.

16 ებერი 34 წლისა იყო, როცა ფელეგი+ შეეძინა. 17 ფელეგის დაბადების შემდეგ ებერმა კიდევ 430 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.

18 ფელეგი 30 წლისა იყო, როცა რეუ+ შეეძინა. 19 რეუს დაბადების შემდეგ ფელეგმა კიდევ 209 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.

20 რეუ 32 წლისა იყო, როცა სერუგი შეეძინა. 21 სერუგის დაბადების შემდეგ რეუმ კიდევ 207 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.

22 სერუგი 30 წლისა იყო, როცა ნახორი შეეძინა. 23 ნახორის დაბადების შემდეგ სერუგმა კიდევ 200 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.

24 ნახორი 29 წლისა იყო, როცა თერახი+ შეეძინა. 25 თერახის დაბადების შემდეგ ნახორმა კიდევ 119 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.

26 თერახი 70 წლისა იყო, როცა შვილები შეეძინა. მისი ვაჟები იყვნენ: აბრამი,+ ნახორი+ და ხარანი.

27 ეს არის თერახის ამბავი.

თერახს შეეძინა აბრამი, ნახორი და ხარანი. ხარანს შეეძინა ლოტი.+ 28 მოკვდა ხარანი მშობლიურ ურში,+ ქალდეველთა+ ქალაქში, მამამისის, თერახის, სიცოცხლეში. 29 მოიყვანეს ცოლები აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლს ერქვა სარაი,+ ნახორის ცოლს კი — მილქა.+ ის ხარანის ასული იყო; ხარანი იყო მილქასა და ისქას მამა. 30 უშვილო+ იყო სარაი; მას შვილი არ ჰყავდა.

31 წაიყვანა თერახმა თავისი ვაჟი აბრამი, ხარანის ვაჟი ლოტი, თავისი შვილიშვილი,+ და თავისი რძალი სარაი, თავისი ვაჟის, აბრამის, ცოლი. გაემართნენ ისინი მასთან ერთად ქალდეველთა ქალაქ ურიდან ქანაანისკენ.+ მიადგნენ ხარანს+ და იქ დასახლდნენ. 32 თერახმა 205 წელი იცოცხლა; იგი ხარანში მოკვდა.

12 იეჰოვამ აბრამს უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა, სანათესავო, მამაშენის სახლი და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ.+ 2 დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან, გაკურთხებ და სახელს გაგითქვამ. შენით იკურთხება ყველა ხალხი.+ 3 მე ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებს, და მე დავწყევლი მას, ვინც შენ დაგწყევლის;+ შენით იკურთხება ყველა ოჯახი დედამიწაზე“.+

4 წავიდა აბრამი, როგორც იეჰოვამ უთხრა, და ლოტიც გაჰყვა მას. 75 წლისა იყო აბრამი, როცა ხარანი დატოვა.+ 5 წაიყვანა აბრამმა თავისი ცოლი სარაი+ და თავისი ძმისშვილი ლოტი+ და წაიღეს მთელი დაგროვილი ქონება.+ წაიყვანეს ხარანიდან თავიანთი მსახურები და დაადგნენ ქანაანის გზას.+ ბოლოს მივიდნენ ქანაანის მიწაზე. 6 განაგრძო გზა აბრამმა იმ მიწაზე, მიადგა შექემს+ და მორეს დიდი ხეების მახლობლად დაბანაკდა.+ მაშინ იმ მიწაზე ქანაანელები ცხოვრობდნენ. 7 გამოეცხადა იეჰოვა აბრამს და უთხრა: „ამ მიწას შენს შთამომავალს+ მივცემ“.+ აუგო მან სამსხვერპლო იეჰოვას, მას, ვინც გამოეცხადა. 8 წავიდა იქიდან მთიან მხარეში, ბეთელის+ აღმოსავლეთით, და გაშალა კარავი, საიდანაც ბეთელი დასავლეთით იყო, ქალაქი აი+ კი — აღმოსავლეთით. აუგო სამსხვერპლო იეჰოვას+ და დაიწყო იეჰოვას სახელის მოხმობა.+ 9 აიყარა იქიდან აბრამი, წავიდა ნეგებისკენ+ და გზადაგზა ბანაკდებოდა.

10 შიმშილობა ჩამოვარდა იმ მიწაზე. წავიდა აბრამი, რომ ეგვიპტეს შეხიზვნოდა,+ რადგან მძვინვარებდა შიმშილობა იმ მიწაზე.+ 11 ეგვიპტეს რომ მიუახლოვდა, თავის ცოლს, სარაის, სთხოვა: „მომისმინე! ლამაზი ქალი ხარ.+ 12 ეგვიპტელები რომ დაგინახავენ, იტყვიან, მისი ცოლიაო, და მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. 13 თქვი, რომ ჩემი და ხარ, რათა არაფერი დამიშავონ და გადავრჩე“.+

14 ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში და დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ქალი, რომელიც მას ახლდა, ძალიან ლამაზი იყო. 15 ფარაონის მთავრებმაც დაინახეს იგი და უქეს მას, რის შემდეგაც ქალი მის სასახლეში წაიყვანეს. 16 სარაის გამო კარგად ეპყრობოდა ფარაონი აბრამს. ჰყავდა მას მსახურები, ცხვარ-ძროხა, აქლემები, მამალი და ჭაკი ვირები.+ 17 დაატეხა იეჰოვამ ფარაონსა და მის სახლეულობას დიდი უბედურება სარაის, აბრამის ცოლის+ გამო. 18 მოიხმო ფარაონმა აბრამი და უთხრა: „ეს რა მიყავი?! რატომ არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო? 19 რატომ თქვი, ჩემი დააო?+ ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!“ 20 ფარაონმა თავის მსახურებს უბრძანა, რომ გაეცილებინათ ის და მისი ცოლი მთელი მათი საბადებლითურთ.+

13 ეგვიპტიდან აბრამი თავის ცოლთან ერთად ნეგებში+ წავიდა და მთელი თავისი ქონება წაიღო. ლოტიც თან წაიყვანა. 2 ძალიან ბევრი საქონელი ჰყავდა აბრამს და დიდძალი ოქრო-ვერცხლი ჰქონდა.+ 3 ნეგებიდან ბეთელისკენ გაემგზავრა; გზადაგზა ბანაკდებოდა. მერე მივიდა იმ ადგილას, სადაც ადრე კარავი ჰქონდა გაშლილი ბეთელსა და აის+ შორის, 4 და სადაც სამსხვერპლო ჰქონდა აგებული. მოუხმო იქ აბრამმა იეჰოვას სახელს.

5 ლოტსაც, რომელიც აბრამს ახლდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები. 6 ვერ იტევდა ის მიწა ყველას, რადგან დიდი ქონება დააგროვეს და მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო. 7 დაიწყეს დავა აბრამისა და ლოტის მწყემსებმა (მაშინ იმ მიწაზე ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ).+ 8 აბრამმა ლოტს+ სთხოვა: „მოდი ნუ ვიდავებთ, ნურც ჩვენ და ნურც ჩვენი მწყემსები; ჩვენ ხომ ძმები ვართ! 9 ნახე, რამხელაა ეს მიწა! გამეყარე. თუ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ“. 10 გაიხედა ლოტმა და დაინახა მთელი იორდანის მხარე,+ რომელიც წყალუხვობით გამოირჩეოდა (სანამ იეჰოვა სოდომსა და გომორას გაანადგურებდა), იეჰოვას ბაღსა+ და ეგვიპტის მიწას ჰგავდა და ცოარამდე+ იყო გადაჭიმული. 11 აირჩია ლოტმა თავისთვის მთელი იორდანის მხარე. დაიძრა აღმოსავლეთისკენ და დაშორდნენ ერთმანეთს. 12 აბრამი ქანაანის მიწაზე ცხოვრობდა, ლოტი კი — იმ მხარის ქალაქების მახლობლად.+ ბოლოს ლოტი სოდომის სიახლოვეს დაბანაკდა. 13 ბოროტები იყვნენ სოდომელები და დიდად სცოდავდნენ იეჰოვას.+

14 მას შემდეგ, რაც ლოტი აბრამს გაეყარა, იეჰოვამ აბრამს სთხოვა: „ასწიე თავი და გაიხედე ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. 15 შენ და შენს შთამომავლობას სამუდამოდ მოგცემთ მთელ მიწას, რომელსაც ხედავ.+ 16 ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავლობას, და, თუ ვინმე ქვიშას დათვლის, მაშინ შენი შთამომავლობაც დაითვლება.+ 17 ადექი და მოიარე მთელი ეს მიწა, რადგან შენ მოგცემ მას“. 18 კარვებში ცხოვრობდა აბრამი. მოგვიანებით წავიდა და დასახლდა მამრეს+ დიდ ხეებს შორის ხებრონში.+ იქ სამსხვერპლო აუგო იეჰოვას.+

14 შინარში+ ამრაფელი მეფობდა, ელასარში — არიოქი, ელამში+ — ქედარლაომერი,+ გოიიმში კი — თიდალი. 2 ბრძოლა გაუმართეს მათ სოდომის+ მეფე ბერას, გომორის+ მეფე ბირშას, ადმის მეფე შინაბს, ცებოიმის+ მეფე შემებერს და ცოარის ანუ ბელის მეფეს. 3 ყველა ეს მოკავშირე სიდიმის ველისკენ,+ მარილოვანი ზღვისკენ*+ გაემართა.

4 12 წელი ემსახურებოდნენ ქედარლაომერს და მე-13 წელს აუჯანყდნენ. 5 მე-14 წელს მოვიდა ქედარლაომერი სხვა მეფეებთან ერთად და დაამარცხეს რეფაიმები აშთეროთ-კარნაიმში, ზუზიმები — ჰამში, ემიმები+ — შავე-კირიათაიმში, 6 ხორიელები+ — სეირის მთიდან+ მოყოლებული ელ-ფარანამდე, რომელიც უდაბნოსთანაა. 7 მერე შემობრუნდნენ, მიადგნენ ენ-მიშფატს ანუ კადეშს,+ დაიპყრეს ამალეკელთა+ მთელი მხარე და ხაცაცონ-თამარში+ მცხოვრები ამორეველები.+

8 გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორის მეფე, ადმის მეფე, ცებოიმის მეფე, ბელის ანუ ცოარის მეფე და სიდიმის ველზე დაირაზმნენ, რომ შებრძოლებოდნენ 9 ელამის მეფე ქედარლაომერს, გოიიმის მეფე თიდალს, შინარის მეფე ამრაფელსა და ელასარის+ მეფე არიოქს, ხუთი მეფე ოთხის წინააღმდეგ. 10 სიდიმის ველი ფისიანი ორმოებით იყო სავსე. როცა სოდომისა და გომორის მეფეები უკუიქცნენ, შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ. 11 წაიღეს გამარჯვებულებმა სოდომისა და გომორის მთელი ქონება და საკვები.+ 12 წაიყვანეს ლოტიც, აბრამის ძმისშვილი, რომელიც სოდომში+ ცხოვრობდა, წაიღეს მისი ქონებაც და წავიდნენ.

13 მივიდა ერთ-ერთი გადარჩენილი ებრაელ აბრამთან და უამბო ეს ამბავი. მაშინ აბრამი კარვებში ცხოვრობდა დიდ ხეებს შორის, რომლებიც ამორეველ მამრეს,+ ეშქოლისა და ანერის ძმას,+ ეკუთვნოდა. ისინი აბრამის მოკავშირეები იყვნენ. 14 გაიგო აბრამმა, რომ დაეტყვევებინათ მისი ძმისშვილი*.+ შეკრიბა საბრძოლოდ გაწვრთნილი კაცები, თავის სახლეულობაში დაბადებული 318 მსახური, დაედევნა და დანამდე+ სდია მტერს. 15 ღამით აბრამმა თავისი მსახურები ჯგუფებად დაყო, მან და მისმა მსახურებმა შეუტიეს მტერს და დაამარცხეს; ხობამდე სდიეს, რომელიც დამასკოს ჩრდილოეთითაა. 16 დაიხსნა მან მთელი ქონება. დაიხსნა ლოტი, თავისი ძმისშვილი, მისი ქონებაც, ქალებიცა და სხვებიც.

17 დაბრუნდა აბრამი ქედარლაომერისა და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ. წავიდა სოდომის მეფე, რომ მას შავეს ველზე ანუ მეფის ველზე+ შეხვედროდა. 18 სალემის მეფე+ მელქისედეკმა+ პური და ღვინო გამოიტანა; ის უზენაესი ღვთის მღვდელი იყო.+

19 დალოცა იგი და უთხრა:

„აბრამ, გაკურთხოს უზენაესმა ღმერთმა,

ზეცისა და დედამიწის შემქმნელმა!

20 დიდება უზენაეს ღმერთს,

რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მჩაგვრელნი!“

მაშინ აბრამმა ყველაფრის მეათედი მისცა მას.+

21 სოდომის მეფემ აბრამს უთხრა: „ხალხი დამიტოვე, ქონება კი შენ წაიღე“. 22 აბრამმა მიუგო სოდომის მეფეს: „ვფიცავ უზენაესი ღვთის, იეჰოვას, ცისა და დედამიწის შემქმნელის წინაშე, 23 რომ ძაფიდან სანდლის თასმამდე შენსას არაფერს წავიღებ, რათა არა თქვა, აბრამი მე გავამდიდრეო. 24 მე არაფერი მინდა, გარდა იმისა, რაც მსახურებმა ჭამეს და რაც ჩემთან წამოსულებს, ანერს, ეშქოლსა და მამრეს+ ერგოთ წილად; მათ წაიღონ თავიანთი წილი“.

15 ამ ამბების შემდეგ აბრამს ხილვაში იეჰოვას სიტყვა ეუწყა: „აბრამ, ნუ გეშინია!+ მე ვარ შენი ფარი.+ დიდ ჯილდოს მიიღებ“.+ 2 აბრამმა მიუგო: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, განა რა ჯილდო უნდა მომცე, როცა შვილი არა მყავს და ჩემი სახლი დამასკოელმა ელიეზერმა უნდა დაიმკვიდროს?!“+ 3 აბრამმა განაგრძო: „ჩემთვის შთამომავალი+ არ მოგიცია და ჩემი მემკვიდრე ჩემი სახლის მსახური ხდება“. 4 იეჰოვამ უთხრა: „არ გახდება ეს კაცი შენი მემკვიდრე. შენი ვაჟი გახდება შენი მემკვიდრე“.+

5 ღმერთმა იგი გარეთ გაიხმო და სთხოვა: „აბა ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას“. შემდეგ უთხრა: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“.+ 6 ერწმუნა იგი იეჰოვას+ და მან სიმართლედ ჩაუთვალა ეს.+ 7 ღმერთმა განაგრძო: „მე ვარ იეჰოვა, მე გამოგიყვანე ქალდეველთა ქალაქ ურიდან, რათა დაგამკვიდრებინო ეს მიწა“.+ 8 აბრამმა ჰკითხა: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, როგორ გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“ 9 მან მიუგო: „მომიყვანე სამი წლის დეკეული, სამი წლის დედალი თხა, სამი წლის ვერძი, გვრიტი და ხუნდი“. 10 წაიყვანა აბრამმა ისინი. ცხოველები ორად გაკვეთა და ნაჭრები ერთიმეორის მოპირდაპირედ დააწყო; ფრინველები არ გაუკვეთია. 11 დააცხრნენ მათ მტაცებელი ფრინველები, აბრამი კი იგერიებდა.

12 მზის ჩასვლისას აბრამს ღრმად ჩაეძინა; შიშის მომგვრელმა უკუნმა სიბნელემ მოიცვა იგი. 13 ღმერთმა აბრამს უთხრა: „შენი შთამომავლობა სხვების მიწას შეეხიზნება; დაიმონებენ მათ და 400 წელი დაჩაგრავენ.+ 14 მაგრამ მე გავასამართლებ იმ ერს, რომელიც დაიმონებს მათ,+ და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან დიდძალი ქონებით.+ 15 შენ კი მშვიდად განისვენებ შენს წინაპრებთან; ღრმად მოხუცებული მოკვდები.+ 16 შენი შთამომავლობა — მეოთხე თაობა — დაბრუნდება,+ რადგან ამორეველთა დანაშაული ჯერ არ გასცდენია ზღვარს“.+

17 მზე რომ ჩავიდა და უკუნი სიბნელე ჩამოწვა, აბოლებული ღუმელი გამოჩნდა და ცეცხლოვანმა ჩირაღდანმა ჩაიარა იმ ნაჭრებს შორის. 18 იმ დღეს დაუდო იეჰოვამ აბრამს შეთანხმება:+ „შენს შთამომავალს მივცემ ამ მიწას,+ ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ევფრატამდე:+ 19 კენიელთა,+ კენიზელთა, კადმონელთა, 20 ხეთელთა,+ ფერიზელთა,+ რეფაიმთა,+ 21 ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა მიწას“.+

16 აბრამის ცოლი სარაი უშვილო იყო.+ სარაის ჰყავდა ეგვიპტელი მოახლე, აგარი.+ 2 სარაიმ აბრამს სთხოვა: „მომისმინე. იეჰოვამ შობის უნარი წამართვა. დაწექი ჩემს მოახლესთან, იქნებ მისგან შემეძინოს შვილები“.+ აბრამი სარაის სიტყვისამებრ მოიქცა. 3 ქანაანში აბრამის ცხოვრებიდან ათი წელი იყო გასული, როცა მისმა ცოლმა, სარაიმ, მას თავისი ეგვიპტელი მოახლე აგარი მიუყვანა. 4 დაწვა ის აგართან და დაორსულდა იგი. როცა გაიგო, რომ ორსულად იყო, ზემოდან დაუწყო ყურება თავის ქალბატონს.

5 მაშინ სარაიმ აბრამს უთხრა: „შენი ბრალია, მე რომ შეურაცხყოფილი ვარ. მე მოგიწვინე ჩემი მოახლე და, როცა გაიგო, რომ ორსულად იყო, ზემოდან დამიწყო ყურება. იეჰოვამ განგვსაჯოს“. 6 აბრამმა სარაის მიუგო: „შენს ხელში არაა შენი მოახლე?! რაც გინდა, ის უყავი“. დაუწყო სარაიმ აგარს დამცირება და გაექცა მას იგი.

7 მოგვიანებით იეჰოვას ანგელოზმა აგარი უდაბნოში, წყაროს წყალთან, შურის+ გზაზე ნახა 8 და უთხრა: „აგარ, სარაის მოახლევ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ?“ მან მიუგო: „სარაის, ჩემს ქალბატონს, გამოვექეცი“. 9 იეჰოვას ანგელოზმა უთხრა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და მას დაემორჩილე“. 10 იეჰოვას ანგელოზმა განაგრძო: „ისე გავამრავლებ შენს შთამომავლობას, რომ შეუძლებელი იქნება მისი დათვლა“.+ 11 შემდეგ იეჰოვას ანგელოზმა უთხრა: „ორსულად ხარ და ვაჟს გააჩენ, რომელსაც ისმაელი* უნდა დაარქვა, რადგან გაიგო იეჰოვამ, რომ გასაჭირში ხარ. 12 ის გარეული ვირივით* დაუმორჩილებელი იქნება; მისი ხელი ყველას წინააღმდეგ იქნება აღმართული და ყველას ხელი — მის წინააღმდეგ; თავის ძმებთან ახლოს იცხოვრებს*“.

13 მოუხმო აგარმა იეჰოვას სახელს, რომელიც მას ელაპარაკებოდა: „შენა ხარ ღმერთი, ყოველივეს მხილველი“,+ და თქვა: „ნუთუ მართლა შევხედე მას, ვინც მე მხედავს?!“ 14 ამიტომ დაერქვა იმ ჭას ბეერ-ლახაი-როი* (ის კადეშსა და ბერედს შორისაა). 15 აგარმა აბრამს ვაჟი გაუჩინა და აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც მან გაუჩინა, ისმაელი დაარქვა.+ 16 აბრამი 86 წლისა იყო, როცა აგარმა ისმაელი გაუჩინა.

17 აბრამი 99 წლისა იყო, როცა იეჰოვა გამოეცხადა და უთხრა: „მე ყოვლისშემძლე ღმერთი ვარ. იარე ჩემ წინაშე და იყავი უბიწო. 2 შევასრულებ შენთან დადებულ შეთანხმებას+ და დიდად, დიდად გაგამრავლებ“.+

3 პირქვე დაემხო აბრამი; განაგრძო ღმერთმა მასთან ლაპარაკი: 4 „შეთანხმება შენთან მაქვს დადებული;+ მრავალი ერის მამა გახდები.+ 5 აღარ გერქმევა აბრამი*; აბრაამი* იქნება შენი სახელი, რადგან მრავალი ერის მამად გაქცევ. 6 დიდად, დიდად ნაყოფიერს გაგხდი, ერებს წარმოვშობ შენგან და შენი შთამომავლები მეფეები იქნებიან.+

7 შევასრულებ შეთანხმებას,+ მარადიულ შეთანხმებას, რომელიც დადებული მაქვს შენთან და შენს შთამომავლობასთან მთელ შემდგომ თაობებში, რათა შენი და შენი შთამომავლის ღმერთი ვიყო. 8 მოგცემთ შენ და შენს შთამომავლებს მიწას, რომელზეც ხიზნად ცხოვრობ,+ ქანაანის მთელ მიწას, რომ სამუდამოდ დაიმკვიდროთ; მე ვიქნები თქვენი ღმერთი“.+

9 შემდეგ ღმერთმა აბრაამს უთხრა: „უნდა დაიცვათ ჩემი შეთანხმება შენ და შენმა შთამომავლობამ, შემდგომმა თაობებმა. 10 ეს არის თქვენთან დადებული ჩემი შეთანხმება, რომელსაც დაიცავთ შენ და შენი შთამომავლობა: წინადაიცვითოს+ თქვენში ყველა მამაკაცმა*. 11 წინადაიცვითეთ და ეს იყოს ჩვენ შორის დადებული შეთანხმების ნიშანი.+ 12 რვა დღე რომ შეუსრულდებათ თქვენს ვაჟებს, წინადაცვითეთ;+ ასევე გააკეთეთ შემდგომ თაობებში; წინადაცვითეთ ყველა, ვინც შენს სახლში დაიბადება, ვინც არ არის შენი შთამომავალი და ვინც უცხოელისგან იქნება ნაყიდი. 13 წინადაცვითე შენს სახლში დაბადებული და შენ მიერ ნაყიდი ყველა მამაკაცი.+ თქვენთან დადებული ჩემი შეთანხმება მარადიული შეთანხმება იქნება. 14 თუ წინადაუცვეთელი მამაკაცი არ დაიცვეთს ჩუჩას, ის უნდა მოკვდეს. მან დაარღვია ჩემი შეთანხმება“.

15 ღმერთმა აბრაამს უთხრა: „სარაის,+ შენს ცოლს, აღარ ერქმევა სარაი*; სარა* იქნება მისი სახელი. 16 ვაკურთხებ მას და გაგიჩენს ძეს;+ ვაკურთხებ მას და მრავალი ერი წარმოიშობა მისგან; მისი შთამომავლები ხალხთა მეფეები იქნებიან“. 17 ამის გაგონებაზე პირქვე დაემხო აბრაამი, სიცილი დაიწყო და გულში თქვა:+ „განა 100 წლის კაცს შვილი ეყოლება და სარა, 90 წლის ქალი, ბავშვს გააჩენს?!“+

18 აბრაამმა ღმერთს უთხრა: „ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს!“+ 19 ღმერთმა მიუგო: „შენი ცოლი სარა გაგიჩენს ვაჟს, რომელსაც ისაკი*+ უნდა დაარქვა. დავუდებ მას შეთანხმებას, რაც მისი შთამომავლობისთვის სამარადისო შეთანხმება იქნება.+ 20 ისმაელის შესახებაც შევისმინე შენი თხოვნა; ვაკურთხებ მას, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამრავლებ. 12 თავკაცი წარმოიშობა მისგან და დიდ ერად ვაქცევ მას,+ 21 თუმცა ჩემს შეთანხმებას ისაკთან დავდებ,+ რომელსაც სარა გაგიჩენს გაისად, დანიშნულ დროს“.+

22 დაამთავრა ღმერთმა აბრაამთან ლაპარაკი და გაშორდა მას. 23 ამის შემდეგ წაიყვანა აბრაამმა ისმაელი, თავისი ძე, თავის სახლში დაბადებული და ყველა ნაყიდი მამაკაცი, თავისი სახლეულობის ყველა მამაკაცი, და იმავე დღეს წინადაცვითა, როგორც ღმერთმა უთხრა.+ 24 აბრაამი 99 წლისა იყო, როცა წინადაიცვითა.+ 25 მისი ვაჟი ისმაელი კი 13 წლისა იყო, როცა წინადაიცვითა.+ 26 იმ დღეს წინადაიცვითა აბრაამმაც და მისმა ძემ, ისმაელმაც. 27 მასთან ერთად წინადაიცვითა ყველა მამაკაცმა მისი სახლეულობიდან, ყველამ, მის სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ნაყიდმა.

18 გამოეცხადა იეჰოვა+ აბრაამს მამრეს დიდ ხეებს შორის,+ როცა ის შუადღის პაპანაქება სიცხეში კარვის შესასვლელთან იჯდა. 2 თავი ასწია და დაინახა შორიახლოს მდგომი სამი კაცი.+ გაიქცა მათთან შესახვედრად და პირქვე დაემხო მათ წინაშე. 3 შემდეგ სთხოვა: „იეჰოვა, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს. 4 წყალს მოვატანინებ, ფეხებს დაგაბანინებთ+ და ხის ქვეშ დაისვენეთ. 5 თქვენს მსახურთან მოსულხართ და ისე როგორ გაგიშვათ?! პურს მოვიტან, დანაყრდით და მერე წადით“. მათ მიუგეს: „კარგი, ისე გააკეთე, როგორც თქვი“.

6 მიირბინა აბრაამმა სარასთან კარავში და უთხრა: „ჩქარა, მოიტანე 3 სეა* წმინდად დაფქული ფქვილი, ცომი მოზილე და პურები დააცხვე!“ 7 შემდეგ აბრაამმა საქონელთან მიირბინა, საღი ხბო ამოარჩია და მსახურს მიუყვანა; მანაც საჩქაროდ დაკლა და მის მომზადებას შეუდგა. 8 მიიტანა კარაქი, რძე, ხბოს ხორცის კერძი და წინ დაუწყო. სანამ ისინი ჭამდნენ, თვითონ იქვე ხის ქვეშ იდგა.+

9 მათ ჰკითხეს: „სად არის შენი ცოლი, სარა?“+ აბრაამმა მიუგო: „აქ არის, კარავში“. 10 ერთ-ერთმა უთხრა: „გაის ამ დროს დავბრუნდები და შენს ცოლს, სარას, ვაჟი ეყოლება“.+ სარა კარვის შესასვლელთან იყო და გაიგო მისი ნათქვამი. კარავი იმ კაცის უკან იდგა. 11 აბრაამი და სარა მოხუცები იყვნენ, ხანში შესულები;+ სარა შვილიერების ასაკს გადაცილებული იყო.+ 12 ჩაეცინა სარას და თავისთვის თქვა: „მოვხუცდი, ჩემი ბატონიც მოხუცია, ნუთუ მართლა გავიხარებ?!“+ 13 იეჰოვამ აბრაამს უთხრა: „რატომ გაეცინა სარას და თქვა, სიბერეში მართლა მეყოლებაო შვილი? 14 არის რაიმე იეჰოვასთვის შეუძლებელი?!+ გაის ამ დროს დავბრუნდები შენთან და სარას ვაჟი ეყოლება“. 15 უარყო სარამ, არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. მან მიუგო: „როგორ არა, გაიცინე!“

16 წავიდნენ ისინი, სოდომისთვის+ რომ გადაეხედათ. აბრაამიც გაჰყვა მათ, რომ გაეცილებინა. 17 იეჰოვამ თქვა: „განა დავუმალავ აბრაამს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?!+ 18 აბრაამისგან წარმოიშობა დიდი და ძლიერი ხალხი და მისით იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი.+ 19 კარგად ვიცნობ მას და ვიცი, უბრძანებს თავის ძეებსა და სახლეულობას, რომელიც მის შემდეგ იქნება, იარონ იეჰოვას გზით — მოიქცნენ სწორად და აღასრულონ სამართალი+ — რათა შეუსრულოს აბრაამს იეჰოვამ დანაპირები“.

20 შემდეგ იეჰოვამ თქვა: „დიდია სამდურავი სოდომსა და გომორაზე+ და მეტისმეტად მძიმეა მათი ცოდვა.+ 21 ჩავალ, ვნახავ, მართლა ისე იქცევიან, როგორი ხმაც მომდის მათზე? თუ ასე არაა, მაგასაც შევიტყობ“.+

22 ამის შემდეგ ისინი სოდომის გზას დაადგნენ; იეჰოვა+ კი აბრაამთან დარჩა. 23 მიუახლოვდა აბრაამი და ჰკითხა: „მართლებსაც გაანადგურებ ბოროტებთან ერთად?+ 24 50 მართალი რომ იყოს ქალაქში, მაინც გაანადგურებ მას და არ შეიწყალებ იქ მყოფი 50 მართლის გამო? 25 შეუძლებელია, ასე მოიქცე და გაანადგურო მართალი ბოროტთან ერთად და მართალსაც იგივე დამართო, რასაც ბოროტს დამართებ.+ შეუძლებელია!+ განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“+ 26 იეჰოვამ მიუგო: „თუ სოდომში 50 მართალს ვიპოვი, მთელ ქალაქს შევიწყალებ მათ გამო“. 27 აბრაამმა კვლავ უთხრა: „გავბედე იეჰოვასთან დალაპარაკება, თუმცა მტვერი და ნაცარი ვარ. 28 50 მართალს 5 რომ დააკლდეს, მაინც გაანადგურებ მთელ ქალაქს იმ 5-ის გამო?“ მან მიუგო: „არ გავანადგურებ, თუ 45-ს ვიპოვი“.+

29 მან კიდევ ჰკითხა: „40 რომ აღმოჩნდეს?“ ღმერთმა უპასუხა: „არ გავანადგურებ იმ 40-ის გამო“. 30 აბრაამმა კვლავ სთხოვა: „იეჰოვა, ნუ გამიწყრები,+ ნება მომეცი, კიდევ გკითხო: მხოლოდ 30 რომ აღმოჩნდეს?“ მან მიუგო: „არ გავანადგურებ იმ 30-ის გამო“. 31 მან ისევ უთხრა: „გავბედე იეჰოვასთან დალაპარაკება. მხოლოდ 20 რომ აღმოჩნდეს?“ ღმერთმა მიუგო: „არ გავანადგურებ იმ 20-ის გამო“. 32 ბოლოს სთხოვა: „იეჰოვა, ნუ გამიწყრები, ნება მომეცი, ერთხელაც გკითხო: მხოლოდ 10 რომ აღმოჩნდეს?“ მან მიუგო: „არ გავანადგურებ იმ 10-ის გამო“. 33 დაასრულა იეჰოვამ აბრაამთან საუბარი და გაშორდა მას.+ აბრაამიც დაბრუნდა თავის კარავში.

19 საღამო ხანს, როცა ის ორი ანგელოზი სოდომში მივიდა, ლოტი სოდომის კარიბჭესთან იჯდა. თვალი რომ მოჰკრა მათ, წამოდგა შესაგებებლად და პირქვე დაემხო.+ 2 სთხოვა: „ჩემო ბატონებო, შემოდით თქვენი მსახურის სახლში და ღამეს გაგათევინებთ, ფეხებსაც დაგაბანინებთ. დილით კი ადრე ადექით და თქვენს გზას დაადექით“. მათ მიუგეს: „მოედანზე გავათევთ ღამეს“. 3 მაგრამ არ მოეშვა მათ ლოტი და ისინიც წაჰყვნენ მას სახლში. ლოტმა სუფრა გაუშალა, ხმიადები დაუცხო და მათაც ჭამეს.

4 სანამ დასაძინებლად დაწვებოდნენ, სახლს გარს შემოეხვია სოდომელი კაცების ბრბო, ყმაწვილებიცა და მოხუცებიც. 5 ეძახდნენ ლოტს და ეუბნებოდნენ: „სად არიან ის კაცები, შენთან რომ მოვიდნენ საღამოს? გამოგვიყვანე, რომ დავწვეთ მათთან“.+

6 გავიდა ლოტი მათთან და კარი გაიკეტა. 7 სთხოვა: „ძმებო, ნუ ჩაიდენთ ბოროტებას. 8 ორი ქალიშვილი მყავს, რომლებიც კაცთან არ წოლილან. მათ გამოგიყვანთ და რაც გინდათ, ის უყავით, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან“.+ 9 მათ მიუგეს: „გაგვეცალე!“ შემდეგ თქვეს: „ეს ხიზნად მოსული კაცი მოსამართლედაც გვიდგება. იცოდე, შენ უარესს გიზამთ“. მთელი ძალით მიაწყდნენ ლოტს და ლამის კარი შეამტვრიეს. 10 იმ კაცებმა კი ხელი სტაცეს ლოტს, სახლში შეიყვანეს და კარი დაკეტეს. 11 სახლის შესასვლელთან მდგომ კაცებს კი, ყმაწვილებსაც და მოხუცებსაც, ყველას სიბრმავე მოჰგვარეს და ამის გამო ისინი შესასვლელის ძებნით დაიქანცნენ.

12 იმ კაცებმა ლოტს უთხრეს: „კიდევ ვინა გყავს აქ? სიძეები, ვაჟები, ქალიშვილები და ვინც შენიანია ამ ქალაქში, ყველა გაიყვანე აქედან! 13 უნდა გავანადგუროთ აქაურობა, რადგან იმატა მათზე სამდურავმა და იეჰოვამდე მიაღწია.+ ამიტომაც გამოგვგზავნა იეჰოვამ, რომ გავანადგუროთ ეს ქალაქი“. 14 წავიდა ლოტი თავის სასიძოებთან, რომლებსაც მისი ქალიშვილები უნდა შეერთოთ, და უთხრა: „ადექით, წავიდეთ აქედან, რადგან იეჰოვამ ეს ქალაქი უნდა გაანადგუროს!“ მაგრამ სიძეებს ლოტის ნათქვამი ხუმრობა ეგონათ.+

15 გარიჟრაჟზე ანგელოზებმა ლოტი დააჩქარეს, უთხრეს: „ადექი! წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორივე ქალიშვილი, რომ არ განადგურდეთ ამ ქალაქის ცოდვის გამო“.+ 16 ლოტი აყოვნებდა, ამიტომ მისადმი იეჰოვას გულმოწყალების გამო+ იმ კაცებმა ხელი ჩაჰკიდეს მას, მის ცოლს, მის ორივე ქალიშვილს და ქალაქიდან გაიყვანეს.+ 17 როცა გაიყვანეს ისინი, ერთ-ერთმა უთხრა მათ: „გაიქეცით, რომ გადარჩეთ! უკან არ მიიხედოთ+ და არ გაჩერდეთ ამ მხარეში!+ მთებში გაიქეცით, რომ არ განადგურდეთ!“

18 ლოტმა მათ სთხოვა: „ოღონდ იქ არა, იეჰოვა! 19 შენმა მსახურმა წყალობა პოვა შენს თვალში და შენც დიდი სიყვარული* გამოიჩინე ჩემდამი, რომ გადამარჩინე,+ მაგრამ მთებში ვერ გავიქცევი, მეშინია, უბედურება არ მეწიოს და არ მოვკვდე.+ 20 ეს ქალაქი ახლოსაა, თანაც პატარა ქალაქია, იქ გავიქცევი და გადავრჩები; დიდ რამეს ხომ არ გთხოვ?“ 21 მან უთხრა მას: „კარგი, ამაშიც გაგიწევ ანგარიშს+ და არ დავამხობ იმ ქალაქს, რომელიც ახსენე.+ 22 ჩქარა, გაიქეცი, რადგან სანამ იქ არ მიხვალ, ვერაფერს გავაკეთებ!“+ ამიტომ ეწოდა იმ ქალაქს ცოარი*.+

23 მზე უკვე ამოსული იყო, როცა ლოტი ცოარში ჩავიდა. 24 აწვიმა ციდან იეჰოვამ სოდომსა და გომორას გოგირდი და ცეცხლი — ეს იეჰოვასგან იყო.+ 25 გაანადგურა ის ქალაქები, მთელი ის მხარე, იმ ქალაქების მცხოვრებნიცა და მცენარეებიც.+ 26 ლოტის ცოლმა, რომელიც მას მიჰყვებოდა, უკან მიიხედა და მარილის სვეტად იქცა.+

27 დილით ადრე ადგა აბრაამი და მივიდა იმ ადგილას, სადაც მანამდე იდგა იეჰოვას წინაშე.+ 28 გადახედა სოდომსა და გომორას, მთელ იმ მხარეს, და დაინახა, რომ იმ მიწას ისეთი სქელი კვამლი ასდიოდა, როგორიც ღუმლიდან ამოდის ხოლმე.+ 29 იმ მხარის ქალაქების განადგურებისას ღმერთს არ დავიწყებია აბრაამი — გაარიდა ლოტი იმ ქალაქებს, რომლებიც დაამხო და რომლებშიც ლოტი ცხოვრობდა.+

30 წავიდა ლოტი ცოარიდან თავის ორივე ქალიშვილთან ერთად და მთიან მხარეში დასახლდა,+ რადგან ცოარში+ ცხოვრებისა შეეშინდა. გამოქვაბულში დაიწყეს ცხოვრება მან და მისმა ორივე ქალიშვილმა. 31 უთხრა უფროსმა უმცროსს: „მამაჩვენი მოხუცია და კაციც არ არის ამ მიწაზე, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც წესი და რიგია. 32 მოდი დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავწვეთ მასთან და შევუნარჩუნოთ მამაჩვენს შთამომავლობა“.

33 იმ ღამით ღვინო ასვეს თავიანთ მამას და დაათვრეს. შევიდა უფროსი და დაწვა მამამისთან; მას კი არც მისი დაწოლა გაუგია და არც ადგომა. 34 მეორე დღეს უფროსმა უმცროსს უთხრა: „წუხელ მამაჩემთან ვიწექი. ამ საღამოსაც დავალევინოთ ღვინო. შენც შედი, დაწექი მასთან და შევუნარჩუნოთ მამაჩვენს შთამომავლობა“. 35 იმ ღამითაც ასვეს ღვინო თავიანთ მამას. წავიდა უმცროსი და დაწვა მასთან; მას კი არც მისი დაწოლა გაუგია და არც ადგომა. 36 ლოტის ორივე ქალიშვილი დაორსულდა მამისგან. 37 უფროსს ვაჟი შეეძინა და მოაბი+ დაარქვა. ის არის დღევანდელი მოაბელების მამა.+ 38 უმცროსმაც გააჩინა ვაჟი და ბენ-ამი დაარქვა. ის არის დღევანდელი ამონელების+ მამა.

20 დაიძრა აბრაამი იქიდან,+ გადავიდა ნეგების მიწაზე და კადეშსა+ და შურს+ შორის დასახლდა. გერარში+ ხიზნობის დროს 2 აბრაამმა კვლავ თქვა თავის ცოლზე, ჩემი დააო.+ გერარის მეფე აბიმელექმა გაგზავნა კაცები და მოაყვანინა სარა.+ 3 გამოეცხადა ღმერთი აბიმელექს ღამით სიზმარში და უთხრა: „იცოდე, მოკვდები მაგ ქალის გამო, რომელიც წამოიყვანე,+ რადგან სხვისი ცოლია იგი“.+ 4 აბიმელექი ჯერ არ გაჰკარებოდა მას, ამიტომ ღმერთს უთხრა: „იეჰოვა, ნუთუ გაანადგურებ უდანაშაულო ერს?! 5 მან ხომ მითხრა, ჩემი დააო, და ქალმაც — ჩემი ძმააო იგი?! ეს პატიოსანი გულით გავაკეთე, ცუდი განზრახვა არ მქონია“. 6 ამაზე ღმერთმა მას სიზმარში მიუგო: „ვიცი, რომ ეს პატიოსანი გულით გააკეთე. ამიტომ შეგაკავე ჩემ წინააღმდეგ შეცოდებისგან და არ დავუშვი, რომ მას გაჰკარებოდი. 7 ახლა კი დაუბრუნე ცოლი იმ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია;+ ის ილოცებს შენთვის+ და იცოცხლებ. მაგრამ, თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ შენც და ყველა შენიანიც დაიხოცებით“.

8 ადგა დილით ადრე აბიმელექი, მოუხმო თავის მსახურებს და ყველაფერი უამბო. მათ ძალიან შეეშინდათ. 9 შემდეგ მოუხმო აბიმელექმა აბრაამს და უთხრა: „ეს რა გვიყავი, რა შეგცოდე, რომ ასეთ დიდ ცოდვაში გვხვევდი მე და ჩემს სამეფოს?! ეს არ უნდა გაგეკეთებინა ჩემთვის“. 10 კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რატომ გააკეთე ეს?“+ 11 აბრაამმა მიუგო: „ვიფიქრე, აქ ხალხს ღვთის შიში არა აქვს და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი; ამიტომ მოვიქეცი ასე.+ 12 თანაც, მართლა ჩემი დაა იგი; მამით ერთნი ვართ, დედით — სხვადასხვა, და ცოლად შევირთე.+ 13 როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან წამომიყვანა,+ მას ვუთხარი, სიკეთეს* გამიკეთებ, თუ, სადაც მივალთ, იტყვი, ჩემი ძმააო“.+

14 მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, მსახურები და დაუბრუნა მას სარა, მისი ცოლი. 15 უთხრა მას აბიმელექმა: „აი ჩემი მიწა. სადაც გინდა, იქ დასახლდი“. 16 შემდეგ სარას უთხრა: „1 000 ვერცხლს ვაძლევ შენს ძმას.+ ეს იქნება ნიშანი შენთან მყოფთათვის და ყველასთვის, რომ არ ხარ შეურაცხყოფილი“. 17 ლოცვით მიმართა აბრაამმა ღმერთს; განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი, მისი მხევლები და ეყოლათ მათ შვილები. 18 აბრაამის ცოლის, სარას გამო იეჰოვას აბიმელექის სახლში ყველა ქალისთვის წაერთმია შვილიერების უნარი.+

21 მოხედა იეჰოვამ სარას თავისი სიტყვისამებრ და ის გააკეთა იეჰოვამ, რასაც დაჰპირდა.+ 2 დაორსულდა სარა+ და ვაჟი გაუჩინა მოხუც აბრაამს ღვთის მიერ დაპირებულ დროს.+ 3 აბრაამმა თავის ვაჟს, რომელიც სარამ გაუჩინა, ისაკი+ დაარქვა. 4 წინადაცვითა აბრაამმა რვა დღის ისაკი, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის.+ 5 100 წლისა იყო აბრაამი, როცა ვაჟი, ისაკი, შეეძინა. 6 სარამ თქვა: „გამახარა* ღმერთმა; ვინც ამას გაიგებს, ყველა გაიხარებს*“. 7 შემდეგ დასძინა: „ვინ იფიქრებდა, რომ აბრაამის ცოლი სარა შვილს ძუძუს მოაწოვებდა?! მე კი ვაჟი გავუჩინე მას, მოხუცებულს“.

8 წამოიზარდა ბავშვი და ძუძუს მოსწყვიტეს. იმ დღეს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს, დიდი ნადიმი გამართა აბრაამმა. 9 სარა ამჩნევდა, რომ ეგვიპტელი აგარის+ ვაჟი, რომელიც აგარმა აბრაამს გაუჩინა, დასცინოდა ისაკს.+ 10 სარამ აბრაამს უთხრა: „გააძევე ეს მხევალი და მისი ვაჟი; ვერ იქნება ის მემკვიდრე ჩემს ვაჟთან, ისაკთან ერთად!“+ 11 მეტისმეტად დამწუხრდა აბრაამი იმის გამო, რაც სარამ მის ვაჟზე უთხრა.+ 12 ღმერთმა აბრაამს უთხრა: „ნუ დამწუხრდები იმის გამო, რასაც სარა გეუბნება ამ ყმაწვილსა და შენს მხევალზე. მოუსმინე მას, რადგან შთამომავლობა, რომელსაც დაგპირდი, ისაკისგან წარმოიშობა.+ 13 მხევლის ვაჟისგანაც+ წარმოვშობ ერს,+ რადგან შენი შთამომავალია იგი“.

14 ადგა აბრაამი დილაადრიან, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი, ზურგზე მოჰკიდა აგარს და შვილთან ერთად გაუშვა.+ წავიდა აგარი; ის ბეერ-შების+ უდაბნოში დაეხეტებოდა. 15 ბოლოს ტიკში წყალი გაუთავდა და ბიჭი ბუჩქის ძირას დატოვა, 16 თვითონ კი წავიდა და ისრის სასროლ მანძილზე დაჯდა, თქვა, არ მინდა, შვილის სიკვდილს ვუყუროო. შორიახლოს იჯდა და ხმამაღლა ტიროდა.

17 გაიგო ღმერთმა ყმაწვილის ხმა.+ დაუძახა ზეციდან ღვთის ანგელოზმა აგარს და უთხრა:+ „აგარ, რატომ ტირი? ნუ გეშინია, ღმერთმა გაიგონა შენი შვილის ხმა. 18 წამოდექი, წამოაყენე ყმაწვილი და არ გაუშვა ხელი. დიდ ერს წარმოვშობ მისგან“.+ 19 აუხილა ღმერთმა აგარს თვალი და დაინახა მან ჭა. მივიდა, ტიკი წყლით აავსო და შვილს დაალევინა. 20 იზრდებოდა ყმაწვილი და ღმერთი იყო მასთან.+ უდაბნოში ცხოვრობდა; მშვილდოსანი გახდა. 21 ფარანის უდაბნოში+ დასახლდა იგი. დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან მოუყვანა.

22 აბიმელექმა და მისი ჯარის მხედართმთავარმა ფიქოლმა აბრაამს უთხრეს: „ვხედავთ, რომ შენთან არის ღმერთი.+ 23 ღვთის სახელით დაიფიცე ჩემ წინაშე, რომ არ გვიმტყუნებ არც მე და არც ჩემს შთამომავლობას, და როგორც მე გიერთგულე*, შენც ისევე გვიერთგულებ მე და ჩემს ქვეყანას, სადაც ხიზნად ხარ“.+ 24 აბრაამმა უთხრა: „ვფიცავ!“

25 დაიჩივლა აბრაამმა აბიმელექთან იმ ჭის გამო, რომელიც მისმა მსახურებმა მიიტაცეს.+ 26 აბიმელექმა უთხრა: „არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს. პირველად მესმის. არც შენ გითქვამს ჩემთვის“. 27 მისცა აბრაამმა აბიმელექს ცხვარ-ძროხა და დადეს შეთანხმება. 28 როცა აბრაამმა შვიდი დედალი ბატკანი ცალკე დააყენა, 29 აბიმელექმა აბრაამს ჰკითხა: „ცალკე რატომ დააყენე ეს შვიდი ბატკანი?“ 30 მან მიუგო: „მიიღე ჩემგან ეს შვიდი ბატკანი იმის ნიშნად, რომ ეს ჭა ჩემი ამოთხრილია“. 31 ამიტომ უწოდა იმ ადგილს ბეერ-შება*,+ რადგან ორივემ იქ დაიფიცა. 32 დადეს მათ შეთანხმება+ ბეერ-შებაში, რის შემდეგაც ადგა აბიმელექი და თავისი ჯარის მხედართმთავარ ფიქოლთან ერთად დაბრუნდა ფილისტიმელების+ მიწაზე. 33 ამის შემდეგ დარგო აბრაამმა ბეერ-შებაში იალღუნის ხე და იქ მოუხმო იეჰოვას სახელს,+ მარადიულ ღმერთს.+ 34 აბრაამი კიდევ დიდხანს იყო ხიზნად ფილისტიმელთა მიწაზე.+

22 ამის შემდეგ აბრაამი ღმერთმა გამოსცადა.+ მან დაუძახა: „აბრაამ!“ აბრაამმა მიუგო: „გისმენ, უფალო!“ 2 მან სთხოვა: „წაიყვანე შენი ერთადერთი საყვარელი ვაჟი,+ ისაკი.+ წადი მორიას+ მიწაზე და შესწირე იგი დასაწვავ მსხვერპლად იმ მთაზე, რომელზეც გეტყვი“.

3 დილაადრიან ადგა აბრაამი, შეკაზმა ვირი, დაუძახა თავის ორ მსახურს და ისაკს, თავის ვაჟს. დაჩეხა შეშა დასაწვავი მსხვერპლისთვის, ადგა და გაუდგა გზას, რომ იმ ადგილზე მისულიყო, რომელზეც ღმერთმა მიუთითა. 4 მესამე დღეს აბრაამმა შორიდან დაინახა ის ადგილი. 5 მან თავის მსახურებს უთხრა: „თქვენ აქ დარჩით, ვირსაც აქ დავტოვებ. მე და ჩემი ვაჟი კი იქ ავალთ თაყვანსაცემად და დავბრუნდებით“.

6 აიღო შეშა დასაწვავი მსხვერპლისთვის და თავის ვაჟს, ისაკს, აჰკიდა, თვითონ კი აიღო ცეცხლი, დასაკლავი დანა და ორივენი ერთად წავიდნენ. 7 ისაკმა მამამისს, აბრაამს, უთხრა: „მამა!“ მან მიუგო: „ჰო, შვილო!“ ისაკმა უთხრა: „ცეცხლი და შეშა კი გვაქვს, მაგრამ დასაწვავ მსხვერპლად შესაწირი ცხვარი სადღაა?“ 8 აბრაამმა მიუგო: „შვილო, ღმერთი გამოაჩენს დასაწვავ მსხვერპლს“,+ და გზა განაგრძეს.

9 ბოლოს მიადგნენ იმ ადგილს, რომელზეც ღმერთმა მიუთითა. ააგო აბრაამმა სამსხვერპლო, ზედ შეშა დაალაგა, ხელ-ფეხი შეუკრა ისაკს, თავის ვაჟს, და სამსხვერპლოზე დალაგებულ შეშაზე დააწვინა.+ 10 გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის მოსაკლავად,+ 11 მაგრამ ზეციდან იეჰოვას ანგელოზმა დაუძახა: „აბრაამ! აბრაამ!“ მან მიუგო: „გისმენ, უფალო!“ 12 ანგელოზმა მას უთხრა: „არაფერი ავნო ყმაწვილს, არაფერი დაუშავო. ახლა ვხედავ, რომ ღვთისმოშიში კაცი ყოფილხარ, ჩემთვის ერთადერთი ვაჟიც კი არ დაგენანა“.+ 13 აბრაამმა გაიხედა და იქვე ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი დაინახა. მივიდა, წამოიყვანა და თავისი ვაჟის ნაცვლად შესწირა დასაწვავ მსხვერპლად. 14 იმ ადგილს აბრაამმა იეჰოვა-ირე* უწოდა. ამიტომაც ამბობენ დღემდე, იეჰოვას მთაზე გამოჩნდებაო.+

15 იეჰოვას ანგელოზმა მეორედაც დაუძახა აბრაამს ზეციდან: 16 „ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს იეჰოვა,+ — ასე რომ მოიქეცი და ჩემთვის ერთადერთი ვაჟიც+ კი არ დაგენანა, 17 გაკურთხებ, ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავალს+ და თავისი მტრების კარიბჭეს დაეუფლება იგი.+ 18 შენი შთამომავლის+ მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან დამემორჩილე“.+

19 დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან და ერთად დაადგნენ ბეერ-შებისკენ+ მიმავალ გზას. აბრაამი კვლავაც ბეერ-შებაში ცხოვრობდა.

20 ამის შემდეგ აბრაამს შეატყობინეს: „ნახორს, შენს ძმას, მილქამ ვაჟები გაუჩინა:+ 21 უცი — პირმშო, ბუზი — მისი ძმა, კემუელი — არამის მამა, 22 ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი“.+ 23 ბეთუელს შეეძინა რებეკა.+ მილქამ ეს რვა ვაჟი გაუჩინა ნახორს, აბრაამის ძმას. 24 ნახორს ხარჭამაც გაუჩინა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მააქა.

23 სარამ 127 წელი იცოცხლა; ეს იყო მისი სიცოცხლის წლები.+ 2 მოკვდა სარა კირიათ-არბაში,+ იმავე ხებრონში,+ ქანაანის+ მიწაზე. აბრაამი გლოვობდა და დასტიროდა სარას. 3 დაიტირა აბრაამმა თავისი ცოლი; მერე მივიდა ხეთის+ შთამომავლებთან და უთხრა: 4 „ხიზანი ვარ და თქვენ შორის ვმკვიდრობ.+ გამომიყავით ადგილი, რომ დავმარხო ჩემი ცოლი“. 5 ხეთის შთამომავლებმა აბრაამს მიუგეს: 6 „მოგვისმინე, ჩემო ბატონო. შენ ღვთისგან დანიშნული* თავკაცი ხარ ჩვენ შორის.+ ჩვენს საუკეთესო სამარხში დამარხე მიცვალებული, სამარხზე არცერთი ჩვენგანი არ გეტყვის უარს“.

7 ადგა აბრაამი, პირქვე დაემხო იმ მიწის მკვიდრთა, ხეთის+ ძეთა წინაშე 8 და უთხრა: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო მიცვალებული, მომისმინეთ: დაელაპარაკეთ ეფრონს, ცოხარის ძეს, 9 რომ მომყიდოს მაქფელის გამოქვაბული, რომელიც მას ეკუთვნის და მისივე მინდვრის ბოლოშია. რამდენი ვერცხლიც ღირს, იმდენ ვერცხლად+ მომყიდოს თქვენი თანდასწრებით, რომ იქ დავმარხო მიცვალებული“.+

10 ეფრონი ხეთის შთამომავლებთან ერთად იჯდა. ხეთის შთამომავლებისა და მათ გასაგონად, ვინც ქალაქის კარიბჭეში+ შედიოდა, ხეთელმა ეფრონმა აბრაამს უთხრა: 11 „არა, ჩემო ბატონო! მომისმინე. მინდორსაც მოგცემ და გამოქვაბულსაც ჩემი ხალხის თანდასწრებით და დამარხე მიცვალებული“. 12 აბრაამი პირქვე დაემხო იმ მიწის მკვიდრთა წინაშე 13 და მათ გასაგონად სთხოვა ეფრონს: „მომისმინე. მოგცემ ვერცხლს, მინდვრის საფასურს. აიღე და იქ დავმარხავ მიცვალებულს“.

14 ეფრონმა აბრაამს მიუგო: 15 „ჩემო ბატონო, მომისმინე. ეს მიწა 400 შეკელი* ვერცხლი ღირს, მაგრამ ჩვენ შორის ეს რა სალაპარაკოა?! მიდი და დამარხე მიცვალებული“. 16 აბრაამიც დასთანხმდა ეფრონს, მიუწონა მას იმდენი ვერცხლი, რამდენიც ეფრონმა ხეთის შთამომავლების გასაგონად თქვა, ვაჭართა საწონით 400 შეკელი ვერცხლი.+ 17 ასე გახდა ეფრონის მინდორი, რომელიც მამრეს წინ მაქფელაში იყო, ამავე მინდორში მდებარე გამოქვაბული და მინდვრის ყველა ხე 18 აბრაამის საკუთრება, რაც მან ხეთის შთამომავლებისა და ქალაქის კარიბჭეში ყველა შემსვლელის თვალწინ შეიძინა. 19 დამარხა აბრაამმა თავისი ცოლი სარა მამრეს წინ მდებარე მაქფელის მინდვრის გამოქვაბულში, ხებრონში, ქანაანის მიწაზე. 20 ასე გადასცეს ხეთის შთამომავლებმა აბრაამს მინდორი და გამოქვაბული სამარხად.+

24 მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა. ყველაფერში აკურთხა იგი იეჰოვამ.+ 2 აბრაამმა თავის მსახურს, რომელიც მის სახლეულობაში ყველაზე უფროსი იყო და მის ქონებას განაგებდა,+ სთხოვა: „ბარძაყქვეშ ამომიდე ხელი 3 და დაიფიცე იეჰოვა, ზეცისა და დედამიწის ღმერთი, რომ არ მოუყვან ჩემს ვაჟს ცოლს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც ვცხოვრობ.+ 4 წადი ჩემს ქვეყანაში ჩემს ნათესავებთან+ და იქიდან მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟს, ისაკს“.

5 მსახურმა ჰკითხა: „რომ არ ისურვოს ქალმა და არ წამომყვეს ამ ქვეყანაში? წავიყვანო შენი ვაჟი იმ ქვეყანაში, საიდანაც შენ წამოხვედი?“+ 6 აბრაამმა მიუგო: „არ წაიყვანო იქ ჩემი ვაჟი.+ 7 ზეციერი ღმერთი იეჰოვა, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ჩემი ნათესავების+ ქვეყნიდან, და რომელიც მელაპარაკა და ფიცით აღმითქვა,+ შენს შთამომავალს+ მივცემ ამ ქვეყანასო,+ ანგელოზს წაგიმძღვარებს+ და იქიდან მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟს.+ 8 თუ ქალი არ წამოგყვება, თავისუფალი იქნები ჩემ წინაშე დადებული ფიცისგან; ოღონდ ჩემი ვაჟი იქ არ წაიყვანო“. 9 ამოუდო მსახურმა ხელი ბარძაყქვეშ აბრაამს, თავის ბატონს, და დაუფიცა, რომ ასეც მოიქცეოდა.+

10 წაიყვანა მსახურმა თავისი ბატონის ათი აქლემი, წაიღო თავისი ბატონის ქონებიდან ყველაფერი საუკეთესო და შუამდინარეთის გზას დაადგა, რომ ნახორის ქალაქში ჩასულიყო. 11 საღამო ხანს ქალაქის გარეთ, ჭასთან, აქლემები დაასვენა. იმ დროს გამოდიოდნენ ხოლმე ქალები წყლის ამოსაღებად. 12 მან ღმერთს სთხოვა: „იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთო, ხელი მომიმართე და სიკეთე* გაუკეთე ჩემს ბატონს, აბრაამს. 13 წყაროსთან ვდგავარ და ამ ქალაქის მკვიდრთა ქალიშვილები წყლის ამოსაღებად გამოდიან. 14 რომელ ყმაწვილ ქალსაც ვეტყვი, ჩამოიღე დოქი და წყალი დამალევინე-მეთქი და რომელიც მეტყვის, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, ის იყოს ის ქალი, რომელიც შენი მსახურისთვის, ისაკისთვის, გყავს არჩეული. ასე გამაგებინე, რომ ჩემი ბატონისთვის სიკეთე* გაგიკეთებია“.

15 ჯერ სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ გამოჩნდა რებეკა, რომლის მამაც იყო ბეთუელი,+ აბრაამის ძმის, ნახორისა+ და მისი ცოლის, მილქას,+ ვაჟი. მას მხარზე დოქი ჰქონდა შემოდგმული. 16 ყმაწვილი ქალი ძალიან ლამაზი იყო; ქალწული იყო, არავინ წოლილა მასთან. ჩავიდა იგი წყაროსთან, აავსო დოქი და ამოვიდა. 17 მიირბინა მასთან მსახურმა და სთხოვა: „ცოტა წყალი დამალევინე შენი დოქიდან“. 18 მან მიუგო: „დალიე, ჩემო ბატონო“. სწრაფად ჩამოიღო დოქი და დაალევინა. 19 შემდეგ უთხრა: „აქლემებისთვისაც ამოვიღებ წყალს და დავარწყულებ“. 20 სწრაფად ჩაცალა დოქი გეჯაში და ჭისკენ გაიქცა წყლის ამოსაღებად; წყალს მანამდე იღებდა, სანამ ყველა აქლემი არ დაარწყულა, 21 ის კი, განცვიფრებული, ჩუმად აკვირდებოდა ყმაწვილ ქალს, რომ გაეგო, მოუმართა თუ არა ხელი იეჰოვამ.

22 როცა აქლემები დარწყულდნენ, ამოიღო მან ცხვირზე გასაკეთებელი ნახევარშეკელიანი* ოქროს რგოლი, ათშეკელიანი ორი ოქროს სამაჯური 23 და ჰკითხა მას: „ვისი ასული ხარ? აქვს სახლში მამაშენს ჩვენთვის ღამის გასათევი ადგილი?“ 24 მან მიუგო: „ნახორისა და მილქას ვაჟის,+ ბეთუელის,+ ასული ვარ“. 25 შემდეგ უთხრა მას: „აქლემებისთვის ნამჯაც გვაქვს და ბევრი სხვა საკვებიც; ღამის გასათევი ადგილიც გვაქვს“. 26 კაცმა მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო იეჰოვას წინაშე 27 და თქვა: „დიდება იეჰოვას, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთს, ვინაიდან სიკეთე* არ მოაკლო ჩემს ბატონს და ერთგულად მოექცა მას. ჩემი ბატონის ძმების სახლში მიმიყვანა იეჰოვამ“.

28 გაიქცა ყმაწვილი ქალი და ეს ამბავი დედამისსა და ოჯახის დანარჩენ წევრებს შეატყობინა. 29 რებეკას ჰყავდა ძმა, ლაბანი.+ გაიქცა ლაბანი, რომ შეგებებოდა იმ კაცს, რომელიც წყაროსთან იდგა. 30 როცა დაინახა, რომ რებეკას ცხვირზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები ეკეთა, და როცა მოისმინა მისი ნაამბობი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა იმ კაცთან, რომელიც წყაროს სიახლოვეს აქლემებთან იდგა, 31 და უთხრა: „წამოდი, იეჰოვასგან კურთხეულო. აქ რატომ დგახარ?! შენც დაგაბინავებ და შენს აქლემებსაც“. 32 შევიდა ის კაცი მასთან სახლში. მან* აქლემებს საკაზმები შეხსნა, ნამჯა და სხვა საკვები დაუყარა, ხოლო იმ კაცს და მასთან მყოფებს ფეხების დასაბანად წყალი მიუტანა. 33 როცა საჭმელი მიართვეს, მან თქვა: „ვერ შევჭამ, სანამ ჩემს სათქმელს არ ვიტყვი“. ლაბანმა უთხრა: „თქვი!“

34 მან დაიწყო: «მე აბრაამის მსახური ვარ.+ 35 დიდად აკურთხა იეჰოვამ ჩემი ბატონი და გაამდიდრა იგი. მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, მსახურები, აქლემები და ვირები.+ 36 სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, სიბერეში ვაჟი გაუჩინა ჩემს ბატონს.+ მან მთელი თავისი ქონება თავის ვაჟს უნდა დაუტოვოს.+ 37 ფიცი დამადებინა ჩემმა ბატონმა: „არ მოუყვანო ჩემს ვაჟს ცოლი ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც ვცხოვრობ.+ 38 წადი მამაჩემისა და ჩემი ნათესავების+ სახლში და იქიდან მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟს“.+ 39 მე ვკითხე, ქალი რომ არ წამომყვეს-მეთქი?+ 40 მან მომიგო: „იეჰოვა, რომლის გზითაც დავდივარ,+ ანგელოზს+ გამოგაყოლებს და მოგიმართავს ხელს, რადგან ჩემი ოჯახიდან, მამაჩემის+ სახლიდან უნდა მოუყვანო ცოლი ჩემს ვაჟს. 41 მაშინ გათავისუფლდები ჩემ წინაშე დადებული ფიცისგან, როცა მიხვალ ჩემს ოჯახში და ქალს არ გამოგაყოლებენ; მხოლოდ მაშინ გათავისუფლდები ჩემ წინაშე დადებული ფიცისგან“.+

42 დღეს, როცა წყაროსთან მივედი, ვთქვი: „იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთო, ხელი მომიმართე. 43 წყაროსთან ვდგავარ, გამოვიდეს წყლის ამოსაღებად ქალწული+ და ვთხოვ, შენი დოქიდან ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი, 44 მან კი მითხრას, შენც დალიე და აქლემებსაც ამოვუღებო წყალს. აი ის იყოს იეჰოვას მიერ ჩემი ბატონის ვაჟისთვის არჩეული ქალი“.+

45 ჯერ გულში ლაპარაკი არ მქონდა დამთავრებული, რომ გამოჩნდა რებეკა, მხარზე დოქშემოდგმული. ჩავიდა წყაროსთან და ამოიღო წყალი. ვთხოვე, დამალევინე-მეთქი.+ 46 მანაც სწრაფად ჩამოიღო დოქი მხრიდან და მითხრა, შენც დალიე+ და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა. 47 ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი. მან მომიგო, ნახორისა და მილქას ვაჟის, ბეთუელის, ასული ვარო. გავუკეთე ცხვირზე რგოლი და ხელებზე — სამაჯურები.+ 48 მუხლი მოვიყარე და პირქვე დავემხვე იეჰოვას წინაშე და განვადიდე იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის,+ ღმერთი, რომელმაც სწორი გზით მატარა, ჩემი ბატონის ძმის ასული რომ წამეყვანა მისი ვაჟისთვის. 49 ახლა კი მითხარით, გამოიჩენთ თუ არა სიკეთესა* და ერთგულებას ჩემი ბატონისადმი; თუ არ გამოიჩენთ, მითხარით და ჩემს გზას დავადგები».+

50 ლაბანმა და ბეთუელმა მიუგეს: „იეჰოვას ნება ყოფილა და ჩვენ რაღა გითხრათ?! 51 აი რებეკა. წაიყვანე და წადი; გახდეს ის შენი ბატონის ვაჟის ცოლი, როგორც ეს იეჰოვას უთქვამს“. 52 ამ სიტყვების გაგონებაზე აბრაამის მსახური პირქვე დაემხო იეჰოვას წინაშე. 53 ამოიღო ოქრო-ვერცხლის ნაკეთობანი, აგრეთვე ტანსაცმელი, და მისცა რებეკას. ძვირფასი ნივთები მის ძმას და დედასაც მისცა. 54 ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფებმა; ღამეც იქ გაათიეს.

ადგა დილით და თქვა: „გამიშვით ჩემს ბატონთან“. 55 ამაზე რებეკას ძმამ და დედამ მიუგეს: „ათი დღე მაინც დარჩეს ჩვენთან ეს ყმაწვილი ქალი და მერე წამოგყვეს“. 56 მან უთხრა: „ნუ დამაყოვნებთ, რადგან იეჰოვამ მომიმართა ხელი. გამიშვით, წავალ ჩემს ბატონთან“. 57 მათ მიუგეს: „მაშინ ყმაწვილ ქალს დავუძახოთ და მას ვკითხოთ“. 58 დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: „წაჰყვები ამ კაცს?“ მან უპასუხა: „წავყვები“.

59 გააცილეს რებეკა,+ მისი ძიძა,+ აბრაამის მსახური და მისი თანმხლებნი. 60 დალოცეს მათ რებეკა: „ჩვენო დაო, დიდად გამრავლდი; შენი შთამომავალი თავის მოძულეთა კარიბჭეს დაეუფლოს“.+ 61 ადგნენ რებეკა და მისი მოახლეები, შესხდნენ აქლემებზე და გაჰყვნენ იმ კაცს. ასე წაიყვანა მან რებეკა და გაუდგა გზას.

62 ისაკი ბეერ-ლახაი-როის+ გზით მოსულიყო, რადგან ნეგების+ მიწაზე ცხოვრობდა. 63 საღამო ხანს იგი მინდორში სეირნობდა და ფიქრობდა.+ გაიხედა და დაინახა, რომ აქლემები მოდიოდნენ. 64 რებეკამაც გაიხედა, და თვალი რომ მოჰკრა ისაკს, აქლემიდან სწრაფად ჩამოხტა. 65 შემდეგ მსახურს ჰკითხა: „ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის?“ მან მიუგო: „ჩემი ბატონია“. აიღო ქალმა თავსაბურავი და ჩამოიფარა. 66 მსახური ისაკს ყველაფერს მოუყვა. 67 შეიყვანა ისაკმა რებეკა დედამისის, სარას,+ კარავში და ასე შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი+ და ნუგეში პოვა დედის სიკვდილის შემდეგ.+

25 აბრაამმა კიდევ მოიყვანა ცოლი; მას კეტურა ერქვა. 2 მან აბრაამს გაუჩინა ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი,+ იშბაკი და შუახი.+

3 იოკშანს შეეძინა შება და დედანი.

დედანს შეეძინა აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.

4 მიდიანის ვაჟები იყვნენ: ეფა, ეფერი, ხანოქი, აბიდა და ელდაა.

ესენი ყველანი კეტურას ვაჟები იყვნენ.

5 აბრაამმა მთელი თავისი ქონება ისაკს დაუტოვა,+ 6 სხვა ვაჟებს კი, ხარჭებისგან რომ შეეძინა, საჩუქრები დაურიგა. თავის სიცოცხლეშივე აღმოსავლეთით გაუშვა ისინი თავისი ვაჟისგან, ისაკისგან, შორს,+ აღმოსავლეთის მიწაზე. 7 აბრაამმა 175 წელი იცოცხლა. 8 ღრმად მოხუცებული მოკვდა იგი, დღეგრძელი და კმაყოფილი, და შეუერთდა თავის ხალხს*. 9 დამარხეს აბრაამი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ვაჟებმა, მაქფელის გამოქვაბულში, რომელიც ხეთელი ცოხარის ვაჟის, ეფრონის, მინდორშია, მამრეს წინ.+ 10 ეს ის მინდორი იყო, რომელიც აბრაამმა ხეთის ვაჟებისგან იყიდა. იქ დამარხეს იგი. მისი ცოლი სარაც იქ იყო დამარხული.+ 11 ღმერთი აბრაამის სიკვდილის შემდეგაც არ აკლებდა კურთხევას მის ვაჟს, ისაკს.+ ისაკი ბეერ-ლახაი-როის+ მახლობლად ცხოვრობდა.

12 ეს არის ისმაელის,+ აბრაამის ვაჟის, ამბავი, რომელიც მას აგარმა,+ სარას ეგვიპტელმა მოახლემ, გაუჩინა.

13 აი ისმაელის ვაჟები, მათი სახელები და მათი შთამომავლობა: ნებაიოთი+ — ისმაელის პირმშო, კედარი,+ ადბეელი, მიბსამი,+ 14 მიშმა, დუმა, მასა, 15 ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა. 16 ესენი არიან ისმაელის ძეები და ეს არის მათი სახელები მათი დასახლებებისა და ბანაკების მიხედვით — 12 თავკაცი და მათი ტომები.+ 17 ისმაელმა 137 წელი იცოცხლა. მოკვდა იგი და შეუერთდა თავის ხალხს. 18 ისინი ხავილიდან+ ასურეთამდე ცხოვრობდნენ. ხავილა — შურის+ მახლობლად, ხოლო შური ეგვიპტის მახლობლად მდებარეობს. ისინი თავიანთ ძმებთან ახლოს დასახლდნენ*.+

19 ეს არის აბრაამის ვაჟის, ისაკის, ამბავი.+

აბრაამს შეეძინა ისაკი. 20 ისაკი 40 წლისა იყო, როცა ფადან-არამში მცხოვრები არამელი ბეთუელის ასული,+ არამელი ლაბანის და, მოიყვანა ცოლად. 21 ევედრებოდა ისაკი იეჰოვას თავისი ცოლისთვის, რადგან უშვილო იყო. იეჰოვამაც შეისმინა მისი ვედრება და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი. 22 მუცელში ბავშვები ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ.+ რებეკამ თქვა: „თუ ასე იქნება, რაღად მინდა სიცოცხლე?!“ შემდეგ იეჰოვას შეჰღაღადა. 23 იეჰოვამ უთხრა: „ორი ვაჟია* შენს მუცელში,+ რომელთაგანაც ორი ერი წარმოიშობა.+ ერთი მეორეზე ძლიერი იქნება+ და უფროსი უმცროსს მოემსახურება“.+

24 დაუდგა მას მშობიარობის დრო; ტყუპები ჰყავდა მუცელში. 25 პირველი მთლად წითელი და ისეთი თმიანი+ დაიბადა, თითქოს ბეწვიანი ტანსაცმელი ეცვაო. მას ესავი*+ დაარქვეს. 26 შემდეგ მისი ძმა დაიბადა, რომელსაც ესავის ქუსლზე ჰქონდა ხელი ჩავლებული.+ ისაკმა მას იაკობი*+ დაარქვა. ისაკი 60 წლისა იყო, როცა რებეკამ შვილები გაუჩინა.

27 დაიზარდნენ ბიჭები. ესავი მარჯვე მონადირე დადგა,+ მინდვრად მოხეტიალე. იაკობი მართალი კაცი იყო. იგი კარვებში ცხოვრობდა.+ 28 ისაკს ესავი უყვარდა, რადგან ნანადირევს არ აკლებდა, რებეკას კი — იაკობი.+ 29 ერთხელ, როცა იაკობი ოსპის კერძს ამზადებდა, ესავი მინდვრიდან დაღლილი დაბრუნდა. 30 ესავმა იაკობს უთხრა: „მშიერი ვარ! ჩქარა, მაჭამე ეგ წითელი“. ამიტომ დაერქვა მას ედომი*.+ 31 იაკობმა მიუგო: „ჯერ პირმშოობა+ მომყიდე!“ 32 ესავმა უთხრა: „შიმშილით ვკვდები და პირმშოობა რას მარგებს?!“ 33 იაკობმა მიუგო: „ჯერ შემომფიცე!“ მანაც შეჰფიცა და პირმშოობა იაკობს მიჰყიდა.+ 34 მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის კერძი. მანაც ჭამა და სვა. შემდეგ ადგა და წავიდა. ესავმა პირმშოობა არაფრად ჩააგდო.

26 იმ შიმშილობის შემდეგ, აბრაამის დროს რომ იყო, კიდევ ერთხელ ჩამოვარდა შიმშილობა იმ მიწაზე;+ ამიტომ ისაკი გერარში ფილისტიმელთა მეფე აბიმელექთან ჩავიდა. 2 გამოეცხადა იეჰოვა მას და უთხრა: «არ წახვიდე ეგვიპტეში. იმ მიწაზე იცხოვრე, რომელსაც გიჩვენებ. 3 შეეხიზნე ამ მიწას,+ მე ვიქნები შენთან და გაკურთხებ; შენ და შენს შთამომავალს მოგცემთ მთელ ამ მიწას+ და შევასრულებ მამაშენისთვის, აბრაამისთვის, მიცემულ ფიცს:+ 4 „ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავალს,+ მას მივცემ მთელ ამ მიწას+ და დედამიწის ყველა ერი შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება“,+ 5 რადგან აბრაამი მემორჩილებოდა და ასრულებდა ჩემს მოთხოვნებს, ბრძანებებს, წესებსა და კანონებს».+ 6 ისაკი გერარში+ დასახლდა.

7 იქაური კაცები ეკითხებოდნენ მას რებეკაზე, ვინ არისო, ის კი პასუხობდა, ჩემი დააო,+ რადგან ეშინოდა, ეთქვა, ჩემი ცოლიაო; ამბობდა, მომკლავენო აქაურები რებეკას გამო, ვინაიდან ლამაზი იყო იგი.+ 8 გავიდა დრო. ერთხელ, როცა ფილისტიმელთა მეფე აბიმელექი სარკმლიდან იყურებოდა, დაინახა, რომ ისაკი რებეკას, თავის ცოლს, ეალერსებოდა.+ 9 მაშინვე მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: „ეგ ქალი შენი ცოლი ყოფილა და რატომ თქვი, ჩემი დააო?“ ისაკმა მიუგო: „მეშინოდა, არ მომკლან-მეთქი მისი გულისთვის“.+ 10 აბიმელექმა უთხრა: „ეს რა გვიყავი?!+ ხომ შეიძლებოდა, ჩემი ხალხიდან ვიღაცა დაწოლილიყო მასთან! ხომ გაგვხვევდი ცოდვაში!“+ 11 ამის შემდეგ აბიმელექმა ხალხი გააფრთხილა, ამ კაცს და მის ცოლს ხელი არ ახლოთ, თორემ სიკვდილი არ აგცდებათო.

12 დაიწყო ისაკმა თესვა იმ მიწაზე და იმ წელს მოსავალი ერთი ასად აიღო, რადგან იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა.+ 13 გამდიდრდა ისაკი. უფრო და უფრო მეტ ქონებას აგროვებდა; დიდი სიმდიდრე დააგროვა. 14 ჰყავდა ცხვრის ფარა, საქონელი და მსახურები.+ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.

15 ფილისტიმელებმა მამამისის, აბრაამის, მსახურთა მიერ ამოთხრილი ჭები მიწით ამოავსეს.+ 16 აბიმელექმა ისაკს უთხრა: „გაეცალე აქაურობას, რადგან მეტისმეტად გაძლიერდი“. 17 წავიდა ისაკი, დაბანაკდა გერარის+ ხევში და იქ ცხოვრობდა. 18 ხელახლა დაიწყო მან იმ ჭების ამოთხრა, რომლებიც აბრაამის დროს იყო ამოთხრილი და რომლებიც აბრაამის სიკვდილის შემდეგ ფილისტიმელებმა ამოავსეს.+ ისაკმა ჭებს კვლავ ის სახელები უწოდა, თავის დროზე აბრაამმა რომ დაარქვა.+

19 ერთხელ ისაკის მსახურები ხევში ჭას თხრიდნენ და სუფთა წყლის ჭას მიაგნეს. 20 გერარელმა მწყემსებმა დავა დაუწყეს ისაკის მწყემსებს: „ჩვენი წყალია!“ ამიტომ ისაკმა იმ ჭას ესეკი* უწოდა, რადგან იქ ეკამათებოდნენ მას. 21 მსახურებმა კიდევ ერთი ჭის ამოთხრა დაიწყეს, მაგრამ მასზეც დაუწყეს დავა; ამიტომ ისაკმა მას სიტნა* უწოდა. 22 წავიდა იქიდან და კიდევ ერთი ჭა ამოთხარა; ამ ჭაზე აღარ შედავებიან; ამიტომ იმ ჭას რეხობოთი* უწოდა და თქვა: „ვრცელი ადგილი მოგვცა იეჰოვამ და გაგვამრავლა ამ მიწაზე“.+

23 იქიდან იგი ბეერ-შებაში+ წავიდა. 24 იმ ღამით იეჰოვა გამოეცხადა ისაკს და უთხრა: „მე მამაშენის, აბრაამის, ღმერთი ვარ.+ ნუ გეშინია,+ რადგან შენთანა ვარ; გაკურთხებ და გავამრავლებ შენს შთამომავალს ჩემი მსახურის, აბრაამის გამო“.+ 25 ააგო ისაკმა სამსხვერპლო და მოუხმო იეჰოვას სახელს.+ გაშალა კარავი+ და მისმა მსახურებმა იქ ჭა ამოთხარეს.

26 ჩავიდა ისაკთან აბიმელექი გერარიდან; მას თან ახლდნენ მრჩეველი ახუზი და ჯარის მხედართმთავარი ფიქოლი.+ 27 ისაკმა უთხრა: „რატომ მოხვედით ჩემთან? თქვენ ხომ შემიძულეთ და გამომაძევეთ?!“ 28 მათ მიუგეს: «დავინახეთ, რომ მართლა შენთანაა იეჰოვა.+ ამიტომ ვთქვით: „დაიდოს ფიცი და შეთანხმება ჩვენ შორის,+ 29 რომ არაფერი დაგვიშავო; ჩვენც ხომ არაფერი დაგვიშავებია შენთვის, კარგად მოგექეცით და მშვიდობითაც გამოგიშვით! კურთხეული ხარ იეჰოვასგან“». 30 გაუმართა ისაკმა მათ ნადიმი და მათაც ჭამეს და სვეს. 31 დილით ადრე ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს.+ გაუშვა ისინი ისაკმა და მშვიდობით წავიდნენ.

32 იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და უთხრეს, ჭა ამოვთხარეთ+ და წყალი ვიპოვეთო. 33 ისაკმა იმ ჭას შიბა დაარქვა. ამიტომაც ჰქვია იმ ქალაქს დღემდე ბეერ-შება.+

34 40 წლისა იყო ესავი, როცა ხეთელი ბეერის ასული იეჰუდითი და ხეთელი ელონის ასული ბასმათი მოიყვანა ცოლად.+ 35 სულს უმწარებდნენ ისინი ისაკსა და რებეკას.+

27 მოხუცდა ისაკი და თვალისჩინი წაერთვა. მოუხმო ესავს,+ თავის უფროს ვაჟს, და უთხრა: „შვილო!“ მან მიუგო: „ჰო, მამა!“ 2 მან უთხრა: „უკვე მოვხუცდი. განა კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებ?! 3 აიღე ახლა შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, წადი მინდორში და ნანადირევი მომიტანე.+ 4 მოამზადე ჩემი საყვარელი კერძი და მომიტანე. შევჭამ და სანამ ცოცხალი ვარ, გაკურთხებ“.

5 უსმენდა რებეკა ისაკს, როცა ის თავის ვაჟს, ესავს, ელაპარაკებოდა. წავიდა ესავი მინდორში ნანადირევის მოსატანად.+ 6 რებეკამ იაკობს, თავის ვაჟს,+ უთხრა: „გავიგონე, რასაც მამაშენი ესავს, შენს ძმას, ეუბნებოდა, 7 ნანადირევი მომიტანე და საჭმელად გემრიელი კერძი მომიმზადე, რომ გაკურთხო იეჰოვას წინაშე, სანამ ცოცხალი ვარო.+ 8 ყური დამიგდე, შვილო, და ისე მოიქეცი, როგორც გეტყვი.+ 9 წადი ფარაში და ორი საუკეთესო თიკანი მომიყვანე, რომ მამაშენს თავისი საყვარელი კერძი მოვუმზადო. 10 შემდეგ მიუტანე, რომ ჭამოს და სანამ ცოცხალია, გაკურთხოს“.

11 იაკობმა დედამისს, რებეკას, მიუგო: „ესავი რომ თმიანია+ და მე — არა? 12 ხელი რომ მომისვას მამაჩემმა,+ იფიქრებს მამასხარავებსო, და კი არ მაკურთხებს, დამწყევლის“. 13 დედამისმა მიუგო: „ჩემზე გადმოვიდეს შენი წყევლა, შვილო. ისე მოიქეცი, როგორც გეუბნები. წადი, მომიყვანე თიკნები“.+ 14 ისიც წავიდა და მიუყვანა დედამისს თიკნები. რებეკამ ისაკს მისი საყვარელი კერძი მოუმზადა. 15 გამოიტანა რებეკამ კარვიდან თავისი უფროსი ვაჟის, ესავის, საუკეთესო ტანსაცმელი და თავის უმცროს ვაჟს, იაკობს,+ ჩააცვა. 16 ხელებზე და კისერზე თიკნის ტყავი გაუკეთა.+ 17 შემდეგ იაკობს თავისი მომზადებული გემრიელი კერძი და პური მიუტანა.+

18 მივიდა იგი მამამისთან და უთხრა: „მამა!“ მან მიუგო: „ჰო, შვილო! რომელი ხარ?“ 19 იაკობმა მამამისს უთხრა: „ესავი ვარ, შენი პირმშო.+ ისე გავაკეთე, როგორც მითხარი. წამოჯექი, ჭამე ჩემი ნანადირევი და მაკურთხე“.+ 20 ისაკმა თავის ვაჟს უთხრა: „ასე მალე როგორ იპოვე, შვილო?“ მან მიუგო: „იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, მაპოვნინა“. 21 ისაკმა იაკობს უთხრა: „შვილო, ახლოს მოდი, რომ ხელი მოგისვა და გავიგო, მართლა ესავი ხარ თუ არა“.+ 22 იაკობიც მივიდა ახლოს მამამისთან, ისაკთან; მან ხელი მოუსვა და თქვა: „ხმა იაკობისაა, მაგრამ ხელები — ესავისა“.+ 23 ვერ მიხვდა, რომ იაკობი იყო, რადგან მისი ხელები თავისი ძმის, ესავის, ხელებივით თმიანი იყო. აკურთხა მან იგი.+

24 შემდეგ ჰკითხა: „მართლა ჩემი ვაჟი ესავი ხარ?“ მან მიუგო: „ჰო, მე ვარ“. 25 ისაკმა უთხრა: „მომაწოდე ნანადირევი, შვილო, რომ ვჭამო, მერე კი გაკურთხო“. მანაც მიაწოდა. ჭამა ისაკმა; იაკობმა ღვინოც მიუტანა და მან დალია. 26 უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: „ახლოს მოდი და მაკოცე, შვილო“.+ 27 მივიდა იაკობი და აკოცა. იგრძნო მან მისი ტანსაცმლის+ სუნი. შემდეგ აკურთხა იგი და თქვა:

„ჩემი ვაჟის სუნი იეჰოვასგან კურთხეული მინდვრის სუნს ჰგავს. 28 მოგცეს ჭეშმარიტმა ღმერთმა ცის ნამი+ და დედამიწის პოხიერი ნიადაგი,+ უხვი მარცვლეული და ახალი ღვინო.+ 29 შენ გემსახურონ ხალხები და პირქვე დაემხონ ერები შენ წინაშე. იბატონე შენს ძმებზე და დედაშენის შვილები პირქვე დაემხონ შენ წინაშე.+ წყეული იყოს, ვინც დაგწყევლის, და კურთხეული იყოს, ვინც გაკურთხებს“.+

30 აკურთხა ისაკმა იაკობი. როგორც კი გამოვიდა იგი მამამისისგან, ისაკისგან, მისი ძმა ესავიც დაბრუნდა ნადირობიდან.+ 31 მანაც მოამზადა გემრიელი კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: „მამა, ადექი, ჭამე ჩემი ნანადირევი და მაკურთხე“. 32 ისაკმა ჰკითხა: „რომელი ხარ?“ მან მიუგო: „ესავი ვარ, შენი ვაჟი, შენი პირმშო“.+ 33 მაშინ ისაკი საშინელმა კანკალმა აიტანა და წამოიძახა: „მაშ, ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა? შენ მოსვლამდე ვჭამე და ვაკურთხე კიდეც იგი. კურთხეულიც ის იქნება!“

34 მამამისის სიტყვების გაგონებაზე გამწარებულმა ესავმა შეჰყვირა: „მამა, მეც მაკურთხე, მეც!“+ 35 მან კი უთხრა: „მოვიდა შენი ძმა, მომატყუა და შენი კუთვნილი კურთხევა მიიღო“. 36 ესავმა უთხრა: „ტყუილად ჰქვია იაკობი*?! უკვე მეორეჯერ მომექცა ასე!+ ჯერ პირმშოობა წამართვა+ და ახლა — კურთხევა!“+ შემდეგ ჰკითხა: „ნუთუ ჩემთვის არ შემოინახე კურთხევა?“ 37 ისაკმა ესავს მიუგო: „ბატონად დაგიყენე იგი+ და ყველა ძმა მსახურად დავუყენე, სარჩოდ მარცვლეული და ახალი ღვინო მივეცი.+ შენ რაღა გიყო, შვილო?“

38 ესავმა მამამისს უთხრა: „მამა, მარტო ერთი კურთხევა გქონდა? მეც მაკურთხე, მამა, მეც!“ ესავმა ხმამაღლა დაიყვირა და ატირდა.+ 39 მამამისმა მიუგო:

„შორს იქნება შენი სამკვიდრებელი დედამიწის პოხიერი ნიადაგიდან და ცის ნამიდან.+ 40 მთელი ცხოვრება მახვილით გაიტან თავს+ და შენი ძმის მსახური იქნები,+ მაგრამ, როცა მეტის მოთმენა აღარ შეგეძლება, გადაიგდებ მის უღელს“.+

41 გადაემტერა ესავი იაკობს იმის გამო, რომ მამამისმა იაკობი აკურთხა.+ ესავი გულში ამბობდა: „მამაჩემს დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია;+ მერე მოვკლავ იაკობს, ჩემს ძმას“. 42 როცა შეიტყო რებეკამ ის, რასაც მისი უფროსი ვაჟი ესავი აპირებდა, მაშინვე მოუხმო იაკობს, თავის უმცროს ვაჟს, და უთხრა: „იცოდე, შენს ძმას, ესავს, უნდა, რომ შური იძიოს და მოგკლას. 43 შვილო, ისე მოიქეცი, როგორც გეტყვი. ადექი, გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან, ხარანში.+ 44 ცოტა ხანს მასთან იცხოვრე, სანამ შენი ძმის რისხვა დაცხრება, 45 სანამ არ დამშვიდდება და არ დაავიწყდება, რაც გაუკეთე. შემდეგ ვინმეს გამოგიგზავნი და დაბრუნდები. რატომ უნდა დაგკარგოთ ორივენი ერთ დღეს?!“

46 ამის შემდეგ რებეკა ისაკს ეუბნებოდა: „სიცოცხლე მომაძულეს ამ ხეთელმა ქალებმა.+ თუ იაკობმაც ხეთელი ქალი მოიყვანა ცოლად, ისეთი, როგორებიც ამ ქვეყნის ქალები არიან, რაღად მინდა სიცოცხლე?!“+

28 მოუხმო ისაკმა იაკობს, დალოცა და უთხრა: „არ მოიყვანო ცოლად ქანაანელი ქალი!+ 2 წადი ფადან-არამში, ბეთუელის, დედაშენის მამის, სახლში, და იქიდან მოიყვანე ცოლად დედაშენის ძმის, ლაბანის, ერთ-ერთი ქალიშვილი.+ 3 ყოვლისშემძლე ღმერთი გაკურთხებს, გაგამრავლებს და მრავალრიცხოვან ხალხს წარმოშობს შენგან.+ 4 შენ და შენს შთამომავალსაც ისევე გაკურთხებთ, როგორც აბრაამი აკურთხა,+ და დაიმკვიდრებ მიწას, რომელზეც ხიზნად ცხოვრობ და რომელიც ღმერთმა აბრაამს მისცა“.+

5 გაგზავნა ისაკმა იაკობი. გაემართა იგი ფადან-არამში არამელი+ ბეთუელის ვაჟთან, ლაბანთან, ესავისა და იაკობის დედის, რებეკას, ძმასთან.+

6 როცა დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და ცოლის მოსაყვანად ფადან-არამში გაგზავნა, და, როცა აკურთხებდა, უთხრა, არ მოიყვანო ცოლად ქანაანელი ქალიო,+ 7 იაკობი კი დაემორჩილა დედ-მამას და ფადან-არამის+ გზას დაადგა, 8 მაშინ მიხვდა ესავი, რომ მამამისს, ისაკს, არ მოსწონდა მისი ქანაანელი ცოლები.+ 9 ამიტომ წავიდა ესავი ისმაელთან და აბრაამის ვაჟის, ისმაელის, ასული მახალათი მოიყვანა ცოლად, ნებაიოთის და. ესავს სხვა ცოლებიც ჰყავდა.+

10 წავიდა იაკობი ბეერ-შებიდან და დაადგა ხარანის+ გზას. 11 მიადგა ერთ ადგილს ღამის გასათევად; მზე უკვე ჩასული იყო. აიღო ქვა თავის დასადებად და დაწვა.+ 12 სიზმარში მიწიდან ცამდე აწვდენილი კიბე ნახა; მასზე ანგელოზები ადიოდ-ჩადიოდნენ.+ 13 კიბის თავში კი იეჰოვა იყო. მან იაკობს უთხრა:

„მე ვარ იეჰოვა, მამაშენის, აბრაამისა და ისაკის ღმერთი.+ მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს შთამომავლებს+ მოგცემთ. 14 ქვიშასავით გამრავლდებიან შენი შთამომავლები+ და შენი სამკვიდრო აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე განივრცობა. შენი და შენი შთამომავლობის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ოჯახი.+ 15 შენთანა ვარ; მე დაგიცავ ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე, და დაგაბრუნებ ამ მიწაზე.+ შენთან ვიქნები და შევასრულებ იმას, რასაც დაგპირდი“.+

16 გამოეღვიძა იაკობს და თქვა: „იეჰოვა ყოფილა აქ, მე კი არ ვიცოდი“. 17 შეეშინდა მას და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! აქ ყოფილა ღვთის სახლი,+ ზეცის კარიბჭე“.+ 18 დილაადრიან ადგა იაკობი. აიღო ის ქვა, რომელიც თავქვეშ ედო, სვეტად აღმართა და ზედ ზეთი დაასხა.+ 19 იმ ადგილს ბეთელი* დაარქვა, მანამდე კი იმ ქალაქს ლუზი+ ერქვა*.

20 იაკობმა აღთქმა დადო და თქვა: „თუ ჩემთან იქნება ღმერთი და უსაფრთხოდ მატარებს, მომცემს პურს საჭმელად და ტანსაცმელს შესამოსად 21 და მშვიდობით დავბრუნდები მამაჩემის სახლში, დავინახავ, რომ იეჰოვა მართლა ჩემი ღმერთია. 22 ეს ქვა კი, რომელიც სვეტად აღვმართე, ღვთის სახლი+ იქნება. მოგცემ იმ ყველაფრის მეათედს, რასაც შენ მომცემ“.

29 დაიძრა იაკობი და აღმოსავლელთა მიწისკენ გაემართა. 2 მინდორში ჭა დაინახა; იქვე ახლოს სამი ცხვრის ფარა იწვა. ცხვარს იმ ჭიდან არწყულებდნენ ხოლმე. ჭას დიდი ლოდი ეფარა. 3 როცა ყველა ფარა შეგროვდებოდა, მწყემსები ჭიდან ლოდს გადააგორებდნენ ხოლმე და ცხვარს არწყულებდნენ, შემდეგ კი ჭას ისევ აფარებდნენ ლოდს.

4 იაკობმა მათ ჰკითხა: „ძმებო, საიდან ხართ?“ მათ მიუგეს: „ხარანიდან“.+ 5 შემდეგ ჰკითხა: „იცნობთ ლაბანს,+ ნახორის+ შვილიშვილს?“ მათ მიუგეს: „ვიცნობთ“. 6 მან ჰკითხა: „ხომ კარგად არის?“ მათ უპასუხეს: „კარგადაა. აი მისი ქალიშვილი რახელი,+ ცხვარს მოერეკება“. 7 მან უთხრა: „ჯერ შუადღეა, ცხვრის მორეკვა ადრეა. დაარწყულეთ ცხვარი და ისევ წაიყვანეთ საძოვარზე“. 8 მათ უთხრეს: „მაგას ვერ ვიზამთ. სანამ ყველა ფარა არ შეგროვდება, ჭიდან ლოდს ვერ გადავაგორებთ და ვერ დავარწყულებთ ცხვარს“.

9 იაკობი ჯერ კიდევ მათ ელაპარაკებოდა, როცა რახელმა მამამისის ცხვარი მორეკა; რახელი მწყემსი იყო. 10 როცა დაინახა იაკობმა რახელი, დედამისის ძმის, ლაბანის, ქალიშვილი და მისი ცხვარი, მაშინვე მიირბინა ჭასთან, გადააგორა ლოდი და დაარწყულა დედამისის ძმის, ლაბანის, ცხვარი. 11 აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა. 12 იაკობმა რახელს უთხრა, მამაშენის დისშვილი*, რებეკას ვაჟი ვარო. რახელი გაიქცა და მამამისს შეატყობინა.

13 როგორც კი გაიგო ლაბანმა+ იაკობის, თავისი დისშვილის, ამბავი, გაიქცა მასთან შესაგებებლად. გადაეხვია, აკოცა და სახლში წაიყვანა. ყველაფერს მოუყვა იგი ლაბანს. 14 ლაბანმა უთხრა: „ჩემი სისხლი და ხორცი ხარ“. იაკობი მთელი თვე დარჩა მასთან.

15 ლაბანმა იაკობს უთხრა: „ჩემი დისშვილი+ კი ხარ, მაგრამ უსასყიდლოდ რატომ უნდა მემსახურო? მითხარი, გასამრჯელოდ რა მოგცე“.+ 16 ლაბანს ორი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსს ლეა ერქვა, უმცროსს კი — რახელი.+ 17 ლეას თვალებს ხიბლი აკლდა, რახელი კი ტანადაც ლამაზი იყო და პირისახეც მშვენიერი ჰქონდა. 18 იაკობს რახელი შეუყვარდა. მან ლაბანს უთხრა: „შენი უმცროსი ქალიშვილის, რახელის გულისთვის შვიდი წელი გემსახურები“.+ 19 ლაბანმა მიუგო: „მირჩევნია, შენ მოგათხოვო, ვიდრე — სხვას. აქ დარჩი“. 20 რახელის გულისთვის იაკობმა შვიდი წელი იმსახურა,+ მაგრამ ისე უყვარდა იგი, რომ ეს დრო მას რამდენიმე დღედ მოეჩვენა.

21 იაკობმა ლაბანს უთხრა: „მომათხოვე რახელი, რადგან შევასრულე ჩემი პირობა, ცოლად შევირთავ“. 22 შეკრიბა ლაბანმა იქაურები და ნადიმი გამართა. 23 მაგრამ საღამოს მან იაკობს თავისი ქალიშვილი ლეა მიუყვანა, რომ მასთან დაწოლილიყო. 24 ლეას, თავის ქალიშვილს, მისი მოახლე+ ზილფაც გააყოლა. 25 დილით იაკობმა დაინახა, რომ მასთან ლეა იყო! მან ლაბანს უთხრა: „ეს რა გამიკეთე?! მე ხომ რახელის გულისთვის გემსახურე?! რატომ მომატყუე?!“+ 26 ლაბანმა მიუგო: „ჩვენში უმცროსი ქალის უფროსზე ადრე გათხოვება არ არის მიღებული. 27 იზეიმე ამ ქალის კვირა და მერე მეორე ქალსაც მოგათხოვებ იმ სამსახურისთვის, რასაც კიდევ შვიდი წელიწადი გასწევ ჩემთან“.+ 28 ასეც მოიქცა იაკობი. იზეიმა იმ ქალის კვირა და შემდეგ ლაბანმა თავისი ქალიშვილი რახელიც მიათხოვა ცოლად. 29 რახელს, თავის ქალიშვილს, მისი მოახლე+ ბილჰაც+ გააყოლა.

30 დაწვა იაკობი რახელთან. მას რახელი ლეაზე მეტად უყვარდა. იგი ლაბანს კიდევ შვიდი წელი ემსახურა.+ 31 როცა დაინახა იეჰოვამ, რომ იაკობს ლეა ისე არ უყვარდა*, როგორც რახელი, მისცა ლეას შვილიერების უნარი;+ რახელი უშვილო იყო.+ 32 დაორსულდა ლეა, გააჩინა ვაჟი და რეუბენი*+ დაარქვა; თქვა: „დაინახა იეჰოვამ ჩემი გასაჭირი+ და ახლა მაინც შემიყვარებს ჩემი ქმარი“. 33 კიდევ დაორსულდა, ვაჟი გააჩინა და თქვა: „მომისმინა იეჰოვამ, რადგან იაკობს ისე არ ვუყვარდი, როგორც რახელი, ამიტომ ესეც მომცა“. მას სიმონი*+ დაარქვა. 34 კიდევ დაორსულდა, ვაჟი გააჩინა და თქვა: „ახლა მაინც გამოუწევს გული ჩემკენ ჩემს ქმარს, რადგან სამი ვაჟი გავუჩინე“. ამიტომ მას ლევი*+ დაარქვეს. 35 კიდევ ერთხელ დაორსულდა, გააჩინა ვაჟი და თქვა: „ხოტბას შევასხამ იეჰოვას“. ამიტომ მას იუდა*+ დაარქვა. ამის შემდეგ გავიდა ხანი, თუმცა ლეას შვილი არ გაუჩენია.

30 რახელმა იაკობს შვილი რომ ვერ გაუჩინა, შეშურდა თავისი დის და უთხრა იაკობს: „მოვკვდები, თუ შვილებს არ გამაჩენინებ!“ 2 გაბრაზდა იაკობი რახელზე და უთხრა: „ღმერთი არ გაძლევს შვილებს და მე რა შუაში ვარ?!“ 3 მან მიუგო: „აი ჩემი მხევალი ბილჰა.+ დაწექი მასთან, რომ შვილები გამიჩინოს და მეც გავხდე დედა“. 4 მიუყვანა მას ბილჰა, თავისი მოახლე, და იაკობიც დაწვა მასთან.+ 5 დაორსულდა ბილჰა და გაუჩინა ვაჟი იაკობს. 6 რახელმა თქვა: „ღმერთმა სამართალი გამიჩინა, მომისმინა და მომცა ვაჟი“. ამიტომ მას დანი*+ დაარქვა. 7 კიდევ დაორსულდა ბილჰა, რახელის მოახლე, და იაკობს მეორე ვაჟი გაუჩინა. 8 რახელმა თქვა: „შევეჭიდე ჩემს დას და გავიმარჯვე!“ ამიტომ მას ნაფთალი*+ დაარქვა.

9 როცა დაინახა ლეამ, რომ შვილი აღარ უჩნდებოდა, იაკობს თავისი მოახლე ზილფა მიუყვანა, რომ მასთან დაწოლილიყო.+ 10 ზილფამაც გაუჩინა ვაჟი იაკობს. 11 ლეამ თქვა: „კურთხეული ვარ!“ ამიტომ მას გადი*+ დაარქვა. 12 ლეას მოახლე ზილფამ მეორე ვაჟიც გაუჩინა იაკობს. 13 ლეამ თქვა: „რა ბედნიერი ვარ! ქალები ჩემზე იტყვიან, ბედნიერიაო“.+ ამიტომ მას აშერი*+ დაარქვა.

14 ერთხელ, ხორბლის მკის დროს, რეუბენმა+ მინდორში მანდრაგორები იპოვა და დედამისს, ლეას, მიუტანა. რახელმა ლეას სთხოვა: „მიწილადე შენი ვაჟის მოტანილი მანდრაგორები“. 15 მან მიუგო: „ის არ გეყოფა, ქმარი რომ წამართვი,+ ახლა ჩემი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების წართმევაც გინდა?!“ რახელმა უთხრა: „შენი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ დღეს ღამით შენთან დაწვეს იაკობი“.

16 საღამოს, როცა იაკობი მინდვრიდან ბრუნდებოდა, ლეა გაეგება მას და უთხრა: „დღეს ღამით ჩემთან უნდა დაწვე ჩემი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ“. ისიც დაწვა მასთან იმ ღამით. 17 ისმინა ღმერთმა ლეას ლოცვა. დაორსულდა იგი და იაკობს მეხუთე ვაჟი გაუჩინა. 18 ლეამ თქვა: „ჩემს ქმარს ჩემი მოახლე რომ მივუყვანე, ღმერთმა დამაჯილდოვა“. ამიტომ მას ისაქარი*+ დაარქვა. 19 კიდევ დაორსულდა ლეა და მეექვსე ვაჟი გაუჩინა იაკობს.+ 20 ლეამ თქვა: „ჯილდო მიბოძა ღმერთმა. ბოლოს და ბოლოს მიმიღებს ჩემი ქმარი,+ რადგან ექვსი ვაჟი გავუჩინე“.+ ამიტომ მას ზებულონი*+ დაარქვა. 21 მერე გოგო გააჩინა და დინა+ დაარქვა.

22 ბოლოს მოხედა ღმერთმა რახელს, ისმინა მისი ლოცვა და მისცა შვილიერების უნარი.+ 23 დაორსულდა იგი, გააჩინა ვაჟი და თქვა, სირცხვილი მომაშორაო ღმერთმა!+ 24 ამიტომ მას იოსები*+ დაარქვა; თქვა, იეჰოვამ კიდევ ერთი ვაჟი მომცაო.

25 როცა რახელმა იოსები გააჩინა, იაკობმა ლაბანს უთხრა: „გამიშვი, რომ წავიდე ჩემს მშობლიურ მხარეში, ჩემს ქვეყანაში.+ 26 წავიყვან ჩემს ცოლებსა და შვილებს, რომელთა გულისთვისაც გემსახურე, და წავალ, რადგან კარგად იცი, როგორც გემსახურე“.+ 27 ლაბანმა უთხრა მას: „თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გთხოვ, დარჩი. მისნობით მივხვდი, რომ იეჰოვა შენ გამო მაკურთხებს“. 28 მან განაგრძო: „მითხარი, რა მოგცე გასამრჯელოდ და მოგცემ“.+ 29 იაკობმა მიუგო: „კარგად იცი, როგორ გემსახურებოდი და როგორ ვზრუნავდი შენს საქონელზე.+ 30 ჩემ მოსვლამდე ცოტა გყავდა, მერე კი გაგიმრავლდა; იეჰოვამ გაკურთხა ჩემი მოსვლის შემდეგ. მე როდისღა მივხედო ჩემს ოჯახს?!“+

31 ლაბანმა ჰკითხა: „რა მოგცე?“ იაკობმა მიუგო: „არაფერი მინდა! თუ ერთ თხოვნას შემისრულებ, კიდევ დავმწყემსავ და ვუპატრონებ შენს ფარას.+ 32 გავიაროთ დღეს შენს ფარაში. გამოაცალკევე ყველა წინწკლებიანი, ჭრელი და მუქი ყავისფერი ცხვარი და ყველა ჭრელი და წინწკლებიანი თხა. ამიერიდან ასეთები მომეცი გასამრჯელოდ.+ 33 როცა ჩემი გასამრჯელოს შესამოწმებლად მოხვალ, დაინახავ ჩემს პატიოსნებას. თუ ჩემს თხებს შორის აღმოჩნდება ისეთი, რომელიც არ იქნება წინწკლებიანი და ჭრელი, ხოლო ცხვრებს შორის ისეთი, რომელიც არ იქნება მუქი ყავისფერი, მაშინ მოპარულად ჩამითვალე“.

34 ლაბანმა მიუგო: „კარგი! ისე იყოს, როგორც ამბობ“.+ 35 იმ დღესვე გამოაცალკევა ფარიდან მან ზოლებიანი და ჭრელი ვაცები, დაწინწკლული და ჭრელი დედალი თხები, მუქი ყავისფერი ცხვრები, ყველა თეთრნარევი, და თავის ვაჟებს ჩააბარა. 36 შემდეგ სამი დღის სავალით დაშორდა იაკობს. მწყემსავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ცხვარს.

37 აიღო იაკობმა სტირაქსის, ნუშისა და ჭადრის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ დათალა, რომ ჯოხებს თეთრი ადგილები დამჩნეოდა. 38 დათლილი ჯოხები ცხვრის ფარის დასარწყულებელ გეჯაში ჩააწყო, რათა წყლის დასალევად მისული ფარა ჯოხების წინ შეწყვილებულიყო.

39 როცა ფარა ჯოხების წინ შეწყვილდებოდა, ზოლიანებს, დაწინწკლულებსა და ჭრელებს იგებდა. 40 აცალკევებდა იაკობი ახალმოგებულებს და ლაბანის დანარჩენ ფარას ზოლიანი და მუქი ყავისფერი ფარისკენ მიაბრუნებდა. თავის ფარას ლაბანის ფარაში არ ურევდა, ცალკე აყენებდა. 41 როცა ჯანსაღი ფარა ახურდებოდა, იაკობი ჯოხებს გეჯაში უწყობდა, რათა ჯოხების წინ შეწყვილებულიყვნენ. 42 თუ ფარა სუსტი იყო, ჯოხებს არ უწყობდა. ასე რომ, სუსტი ყოველთვის ლაბანს რჩებოდა, ჯანსაღი კი — იაკობს.+

43 მეტისმეტად გამდიდრდა იაკობი. ჰყავდა დიდი ფარა, მსახურები, აქლემები და ვირები.+

31 გაიგო იაკობმა, ლაბანის ვაჟები რომ ამბობდნენ, წაიღო იაკობმა ყველაფერი, რაც მამაჩვენს ეკუთვნოდა, და მისი ქონებით გამდიდრდაო.+ 2 იაკობი ლაბანს სახეზე ატყობდა, რომ მის მიმართ უწინდელივით კეთილგანწყობილი აღარ იყო.+ 3 იეჰოვამ იაკობს უთხრა: „დაბრუნდი მამაშენისა და შენი სანათესავოს+ მიწაზე; მე ვიქნები შენთან“. 4 დაიბარა იაკობმა რახელი და ლეა მინდორში, სადაც ფარა ჰყავდა, 5 და უთხრა:

«შევატყვე მამათქვენს, რომ ის ჩემ მიმართ უწინდელივით კეთილგანწყობილი აღარაა.+ მაგრამ მამაჩემის ღმერთი ჩემთან არის.+ 6 თქვენ იცით, რომ თავდაუზოგავად ვემსახურებოდი მამათქვენს,+ 7 ის კი ჩემ მოტყუებას შეეცადა და ათჯერ შემიცვალა გასამრჯელო, თუმცა ღმერთმა არ დააზარალებინა ჩემი თავი. 8 როცა მეტყოდა, შენი გასამრჯელო წინწკლებიანი იყოსო, მთელი ფარა წინწკლებიანს იგებდა, და, როცა მეტყოდა, ზოლებიანი იყოსო, მთელი ფარა ზოლებიანს იგებდა.+ 9 ღმერთი მამათქვენს ართმევდა ფარას და მე მაძლევდა. 10 ერთხელ, როცა ფარის ახურების დრო დადგა, სიზმარში ვნახე, რომ ფარას ზოლებიანი, წინწკლებიანი და ლაქებიანი ვაცები ამაკებდნენ.+ 11 სიზმარში ღვთის ანგელოზმა დამიძახა: „იაკობ!“ მე მივუგე: „გისმენ, უფალო“. 12 მან მითხრა: „გაიხედე და დაინახავ, რომ ფარას ზოლებიანი, წინწკლებიანი და ლაქებიანი ვაცები ახტებიან; დავინახე ყველაფერი, რასაც ლაბანი გიკეთებს.+ 13 მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი. მე გამოგეცხადე ბეთელში,+ სადაც ზეთი სცხე სვეტს და აღთქმა დამიდე.+ ახლა ადექი, წადი ამ მიწიდან და სამშობლოში დაბრუნდი“».+

14 რახელმა და ლეამ უთხრეს: „მეტს მაინც აღარაფერს მოგვცემს მამაჩვენი. 15 მისთვის ხომ უცხოებივით ვართ?! გაგვყიდა და ჩვენ სანაცვლოდ აღებული ფულით ცხოვრობს!+ 16 მთელი სიმდიდრე, რაც ღმერთმა მამაჩვენს წაართვა, ახლა ჩვენი და ჩვენი შვილებისაა.+ ამიტომ ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც ღმერთმა გითხრა“.+

17 ადგა იაკობი და თავისი შვილები და ცოლები აქლემებზე შესხა.+ 18 წაიყვანა მთელი თავისი ფარა და წაიღო მთელი თავისი დაგროვილი ქონება,+ ფადან-არამში მოგებული ფარა, და წავიდა მამამისთან, ისაკთან, ქანაანის+ მიწაზე.

19 ლაბანი ცხვრების გასაპარსად რომ იყო წასული, რახელმა მამამისს+ თერაფიმები*+ მოჰპარა. 20 ჭკუით აჯობა იაკობმა არამელ ლაბანს; არ უთხრა, რომ მიდიოდა. 21 წავიდა და ყველაფერი, რაც ჰქონდა, თან წაიღო. გადალახა მდინარე*+ და გალაადის+ მთიანი მხარისკენ გაემართა. 22 მესამე დღეს ლაბანს შეატყობინეს, იაკობი გაიქცაო. 23 გაიყოლა ლაბანმა თავისი ნათესავები, შვიდი დღის სავალზე სდია და გალაადის მთიან მხარეში დაეწია. 24 ღამით სიზმარში+ ღმერთი გამოეცხადა არამელ+ ლაბანს და უთხრა: „იცოდე, არც ცუდი უთხრა იაკობს და არც კარგი!“+

25 მივიდა ლაბანი იაკობთან. იაკობს გალაადის მთიან მხარეში გაეშალა კარავი; ლაბანიც თავის ნათესავებთან ერთად იქ დაბანაკდა. 26 ლაბანმა იაკობს უთხრა: „ეს რა გამიკეთე?! რატომ მომექეცი ცბიერულად? ჩემი ასულები ტყვეებივით გაიტაცე! 27 ფარულად რატომ გაიქეცი და რატომ არაფერი მითხარი?! მე შენ გაცილებას მხიარულებითა და სიმღერებით, დაირითა და ქნარით ვაპირებდი, 28 შენ კი ჩემი ქალიშვილებისა და შვილიშვილებისთვის* არც კი მაკოცნინე. უგუნურად მოიქეცი. 29 ამას არ შეგარჩენდი, წუხელ მამაშენის ღმერთს რომ არ ეთქვა ჩემთვის, იცოდე, არც ცუდი უთხრა იაკობს და არც კარგიო!+ 30 მესმის, რომ გენატრებოდა მამაშენის სახლი და წახვედი, მაგრამ ჩემი ღმერთები რატომღა მოიპარე?!“+

31 იაკობმა ლაბანს უთხრა: „მეშინოდა, ვფიქრობდი, არ წამართვას-მეთქი თავისი ქალიშვილები. 32 ნუ იცოცხლებს ის, ვისაც შენს ღმერთებს უპოვი. ჩვენი ნათესავების თვალწინ შეამოწმე ყველაფერი და, თუ შენსას რაიმეს იპოვი, წაიღე“. არ იცოდა იაკობმა, რომ ღმერთები რახელს მოეპარა. 33 შევიდა ლაბანი იაკობის, ლეასა და ორივე მხევლის+ კარვებში, მაგრამ ვერ იპოვა ღმერთები. ბოლოს გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა. 34 წამოღებული თერაფიმები რახელს აქლემის უნაგირში დაემალა, თვითონ კი ზედ იჯდა. ლაბანმა მთელი კარავი შეამოწმა, მაგრამ ვერ იპოვა თერაფიმები. 35 რახელმა მამამისს უთხრა: „ნუ განმირისხდება ჩემი ბატონი; ვერ ავდგები, ქალისთვის ჩვეული რამ მჭირს“.+ დაძებნა ლაბანმა თერაფიმები,+ მაგრამ ვერ იპოვა.

36 გაბრაზდა იაკობი და უსაყვედურა ლაბანს: „რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ ასე გაშმაგებით დამედევნე? 37 ხომ შეამოწმე მთელი ჩემი ქონება! რა იპოვე შენი სახლიდან წამოღებული? მოიტანე ჩვენი ნათესავების წინაშე და მათ განგვსაჯონ. 38 შენთან 20 წელი ვიყავი. არც ცხვარი გაბერწებულა და არც თხა,+ არც ვერძი მიჭამია შენი ფარიდან. 39 არცერთი დაგლეჯილი არ მომიყვანია შენთვის.+ დანაკარგს მე ვანაზღაურებდი. დღისით თუ ღამით მოპარულს მე მაზღვევინებდი. 40 დღისით სიცხე მტანჯავდა, ღამით — სიცივე და ჩემს თვალს ძილი არ მიჰკარებია.+ 41 ასე გავატარე 20 წელი შენს სახლში. 14 წელი შენი ორი ქალიშვილისთვის გემსახურე და 6 წელი — ფარისთვის, შენ კი ათჯერ შემიცვალე გასამრჯელო.+ 42 ჩემთან რომ არ ყოფილიყო მამაჩემის ღმერთი,+ აბრაამის ღმერთი, ვისი მოშიშიც ისაკია,+ ხელცარიელს გამიშვებდი. მაგრამ დაინახა ღმერთმა ჩემი საცოდაობა, ჩემი ჯაფა და ამიტომაც გაგაფრთხილა წუხელ“.+

43 ლაბანმა იაკობს მიუგო: „ესენი ჩემი ქალიშვილები და ჩემი შვილიშვილები არიან, ეს კი ჩემი ფარაა. რასაც ხედავ, ჩემი და ჩემი ქალიშვილებისაა. ამათ ან ამათ შვილებს როგორ დავუშავო რამე?! 44 მოდი მე და შენ შეთანხმება დავდოთ და ეს იყოს მოწმობა ჩვენ შორის“. 45 აიღო იაკობმა ქვა და სვეტად აღმართა.+ 46 შემდეგ თავის ნათესავებს უთხრა: „აიღეთ ქვები!“ მათაც აიღეს ქვები და ერთ ადგილას დააწყვეს. შემდეგ ამ ქვებზე ჭამეს. 47 ლაბანმა მას იეგარ-საჰადუთა* უწოდა, იაკობმა კი — გალაადი*.

48 ლაბანმა უთხრა: „ეს წყება მოწმეა ჩვენ შორის“. ამიტომ ეწოდა მას გალაადი.+ 49 იაკობმა მას საგუშაგო კოშკიც უწოდა, რადგან ლაბანმა თქვა: „იეჰოვა იყოს გუშაგი ჩვენ შორის, როცა ერთმანეთს დავშორდებით. 50 თუ ცუდად მოექცევი ჩემს ქალიშვილებს ან სხვა ცოლებს მოიყვან, იცოდე, მე და შენ შორის მოწმე კაცი კი არა, ღმერთი იქნება“. 51 ლაბანმა იაკობს უთხრა: „აი ქვების წყება და აი სვეტი, რომელიც ჩვენ შორისაა აღმართული. 52 ეს წყება მოწმეა და ეს სვეტიც მოწმეა,+ რომ არ გადმოვალ ამ წყების იქით შენ საზიანოდ და არც შენ გადმოხვალ ამ წყებისა და სვეტის აქეთ ჩემ საზიანოდ. 53 აბრაამის ღმერთმა,+ ნახორის ღმერთმა და მათი მამის ღმერთმა განგვსაჯოს“. შემდეგ იაკობმა დაიფიცა ის, ვისი მოშიშიც მამამისი ისაკი იყო.+

54 შესწირა იაკობმა მსხვერპლი იმ მთიან მხარეში და მიიწვია ნათესავები საჭმელად. მათაც ჭამეს და იქ გაათიეს ღამე. 55 დილაადრიან ადგა ლაბანი, დაკოცნა თავისი შვილიშვილები+ და ქალიშვილები და დალოცა.+ შემდეგ გზას გაუდგა და შინ დაბრუნდა.+

32 იაკობი თავის გზას დაადგა. მას ღვთის ანგელოზები შემოხვდნენ. 2 მათ დანახვაზე იაკობმა თქვა: „ეს ღვთის ბანაკია!“ ამიტომ იმ ადგილს მახანაიმი* უწოდა.

3 გაუგზავნა იაკობმა თავის ძმას, ესავს, მაცნეები სეირის+ მიწაზე, ედომის+ ველზე, 4 და უბრძანა მათ: «უთხარით ჩემს ბატონს, ესავს, ასე დაგვაბარა-თქო იაკობმა, შენმა მსახურმა: „ლაბანთან ვიყავი შეხიზნული და დიდხანს ვცხოვრობდი მასთან.+ 5 მყავს ხარები, ვირები, ცხვარი, მსახურები.+ მინდა, მოგახსენო ეს, ჩემო ბატონო, და წყალობა ვპოვო შენს თვალში“».

6 დაბრუნდნენ მაცნეები იაკობთან და უთხრეს: „ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც 400 კაცით მოდის შენთან შესახვედრად“.+ 7 ძალიან შეეშინდა იაკობს, აფორიაქდა.+ ორ ბანაკად გაყო თავისი ხალხი, ცხვარ-ძროხა და აქლემები, 8 ამბობდა, თუ ესავი ერთ ბანაკს დაესხმება თავს, მეორე ბანაკი ხომ მაინც გადარჩებაო.

9 შემდეგ იაკობმა ილოცა: „მამაჩემის, აბრაამის, ღმერთო, და მამაჩემის, ისაკის, ღმერთო, იეჰოვა, კი მეუბნები, დაბრუნდი შენსა და შენი სანათესავოს მიწაზე და სიკეთეს გაგიკეთებო,+ 10 მაგრამ არა ვარ ღირსი იმ სიკეთისა* და ერთგულებისა, რომელიც შენი მსახურისადმი გამოავლინე.+ ჯოხის ამარამ გადავკვეთე იორდანე და ახლა ორ ბანაკად ვბრუნდები.+ 11 გევედრები, მიხსენი+ ჩემი ძმის, ესავის, ხელიდან; მეშინია, არ მოვიდეს და თავს არ დაგვესხას მე,+ ქალებს და ბავშვებს. 12 შენ ხომ მითხარი, სიკეთეს გაგიკეთებ, შენს შთამომავალს ზღვის ქვიშასავით ვაქცევ და სიმრავლის გამო ვერ დაითვლებაო“.+

13 იქ გაათია ღამე იაკობმა. შემდეგ თავისი ძმისთვის, ესავისთვის, ძღვნის მისართმევად თავისი ქონებიდან გამოარჩია:+ 14 200 დედალი თხა, 20 ვაცი, 200 დედალი ცხვარი, 20 ვერძი, 15 30 მაწოვარი აქლემი თავისი ნაშიერებით, 40 ძროხა, 10 ხარი, 20 ჭაკი ვირი და 10 მამალი ვირი.+

16 ჩააბარა თავის მსახურებს ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა, ჩემ წინ იარეთ და ჯოგებს შორის მანძილი დატოვეთო. 17 პირველს უბრძანა: «თუ შეგხვდება ჩემი ძმა ესავი და გკითხავს, ვისი მსახური ხარ, სად მიდიხარ და ეს ჯოგი ვიღასიაო, 18 უთხარი: „შენი მსახური იაკობისა. ეს ჩემი ბატონისთვის, ესავისთვის, გამოგზავნილი ძღვენია,+ თვითონ კი უკან მოგვყვება“». 19 უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც ჯოგებს მიჰყვებოდა: „აი, ასე უთხარით ესავს, როცა შეგხვდებათ. 20 ისიც უთხარით, შენი მსახური იაკობი ჩვენ მოგვყვება-თქო“. ამბობდა, იქნებ გული მოვულბო გაგზავნილი ძღვნით+ და, როცა შევხვდები, კარგად მიმიღოსო. 21 გაატანა ძღვენი მსახურებს, თვითონ კი იმ ღამით ბანაკში დარჩა.

22 ადგა იაკობი ღამიანად და წაიყვანა თავისი ორი ცოლი,+ ორი მოახლე+ და თერთმეტი ვაჟი; გავიდა მდინარე იაბოკის+ ფონს, 23 გადაიყვანა ისინიც და გადაიტანა ყველაფერი, რაც ჰქონდა.

24 ბოლოს, როცა იაკობი მარტო დარჩა, დაეჭიდა მას ვიღაც კაცი და განთიადამდე ეჭიდავებოდა.+ 25 როცა დაინახა, რომ ვერ ერეოდა იაკობს, თეძოს სახსარზე შეეხო და ამოუგდო.+ 26 მან უთხრა: „გამიშვი, თენდება“. იაკობმა კი მიუგო: „სანამ არ მაკურთხებ, არ გაგიშვებ“.+ 27 მან ჰკითხა: „რა გქვია?“ მან მიუგო: „იაკობი“. 28 მაშინ უთხრა: „ამიერიდან ისრაელი*+ გერქმევა და არა იაკობი, რადგან ღმერთსა და ადამიანებს დაეჭიდე+ და სძლიე“. 29 იაკობმა ჰკითხა: „რა გქვია?“ მან მიუგო: „სახელს რატომ მეკითხები?“,+ და აკურთხა იგი. 30 ამიტომ იმ ადგილს იაკობმა ფენიელი*+ უწოდა; ამბობდა, ღმერთი პირისპირ ვიხილე, მაგრამ გადავრჩიო.+

31 წამოვიდა ფენუელიდან* და მზეც ამოვიდა. იაკობს ბარძაყი სტკიოდა და კოჭლობდა.+ 32 ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელები ბარძაყის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან შეეხო იგი იაკობს თეძოს სახსარზე, სადაც ბარძაყის ძარღვია.

33 გაიხედა იაკობმა და დაინახა, რომ ესავი 400 კაცით მოდიოდა.+ ბავშვები ლეას, რახელსა და ორ მოახლეს ჩააბარა.+ 2 წინ მოახლეები და მათი შვილები დააყენა,+ უკან — ლეა და მისი შვილები,+ ბოლოში კი — რახელი+ და იოსები. 3 თვითონ ყველაზე წინ წავიდა. სანამ თავის ძმას მიუახლოვდებოდა, შვიდჯერ დაემხო პირქვე.

4 გაექანა ესავი მისკენ, გადაეხვია, გადაკოცნა და ორივენი ატირდნენ. 5 როცა ესავმა ქალები და ბავშვები დაინახა, იკითხა: „ესენი ვინ არიან?“ იაკობმა მიუგო: „ჩემი შვილები არიან; ღმერთმა უწყალობა შენს მსახურს“.+ 6 მაშინ გამოვიდნენ მოახლეები და მათი შვილები და პირქვე დაემხვნენ. 7 ლეა და მისი შვილებიც გამოვიდნენ და პირქვე დაემხვნენ. ბოლოს იოსები და რახელი გამოვიდნენ და ისინიც პირქვე დაემხვნენ.+

8 ესავმა იაკობს ჰკითხა: „რატომ გამოგზავნე ის ბანაკი, წინ რომ შემომხვდა?“+ მან მიუგო: „წყალობა რომ მეპოვა ჩემი ბატონის თვალში“.+ 9 ესავმა უთხრა: „დიდძალი ქონება მაქვს, ჩემო ძმაო.+ შენი შენ გქონდეს“. 10 იაკობმა მიუგო: „გთხოვ, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი; იმიტომ მოგართვი, რომ შენი სახე მეხილა, და ვიხილე კიდეც, თითქოს ღვთის სახე მეხილოს, რადგან კარგად მიმიღე.+ 11 გთხოვ, მიიღე ეს ძღვენი*;+ ღვთის წყალობით არაფერი მაკლია“.+ იაკობი დაჟინებით სთხოვდა და ესავმაც აიღო ძღვენი.

12 შემდეგ ესავმა უთხრა: „მოდი დავიძრათ; მე წინ წავალ“. 13 მან მიუგო: „იცის ჩემმა ბატონმა, რომ ბავშვები სათუთები არიან.+ მაწოვარი ცხვარ-ძროხაც მყავს და, თუ სწრაფად, ერთ დღეში, გავრეკავთ, მთელი საქონელი გამიწყდება. 14 წავიდეს ჩემი ბატონი თავისი მსახურის წინ, მე კი აუჩქარებლად, საქონლისა და ბავშვების ნაბიჯით ვივლი და მივალ ჩემს ბატონთან სეირში“.+ 15 ესავმა უთხრა: „მოდი ჩემი ხალხიდან ზოგს შენ გამოგაყოლებ“. იაკობმა მიუგო: „რა საჭიროა?! ოღონდ წყალობა ვპოვო ჩემი ბატონის თვალში“. 16 ესავი იმავე დღეს გაბრუნდა სეირისკენ.

17 დაიძრა იაკობი სუქოთისკენ.+ აიშენა სახლი და საქონლისთვისაც გააკეთა სადგომი. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სუქოთი*.

18 ფადან-არამიდან+ წამოსვლის შემდეგ იაკობი მშვიდობით ჩავიდა ქანაანში+ და ქალაქ შექემთან+ დაბანაკდა. 19 შექემის მამის, ხამორის, ვაჟებისგან 100 კესიტად* მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც კარავი დადგა.+ 20 აღმართა იქ სამსხვერპლო და მას ღმერთი, ისრაელის ღმერთი, უწოდა.+

34 იაკობის ასული დინა, რომელიც მას ლეამ+ გაუჩინა, იმ ქვეყნის ასულებთან+ მიდიოდა ხოლმე. 2 როცა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი+ ხამორის, ძემ დაინახა, წაიყვანა, დაწვა მასთან და გააუპატიურა. 3 შექემი იაკობის ასულის, დინას, გარეშე ვეღარ ძლებდა. უყვარდა მას ყმაწვილი ქალი და თავის სიყვარულში არწმუნებდა. 4 ბოლოს შექემმა მამამისს, ხამორს,+ უთხრა: „მომაყვანინე ცოლად ეს ყმაწვილი ქალი“.

5 გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო შექემმა მისი ასული. იმ დროს მისი ვაჟები მინდორში იყვნენ და მის ფარას მწყემსავდნენ. მათ დაბრუნებამდე იაკობს ამის შესახებ არავისთვის უთქვამს. 6 ბოლოს წავიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან დასალაპარაკებლად. 7 როგორც კი გაიგეს ეს ამბავი იაკობის ვაჟებმა, მაშინვე დაბრუნდნენ მინდვრიდან. შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და გაცეცხლდნენ, რადგან შეარცხვინა შექემმა ისრაელი, მის ქალიშვილთან რომ დაწვა,+ რაც არ უნდა მომხდარიყო.+

8 ხამორმა მათ უთხრა: „შეუყვარდა ჩემს ვაჟს თქვენი ასული. გთხოვთ, ცოლად მიათხოვეთ 9 და დაგვიმოყვრდით. თქვენი ასულები ჩვენ მოგვათხოვეთ და ჩვენს ასულებს თქვენ მოგათხოვებთ.+ 10 იცხოვრეთ ჩვენთან; მიწაც გამოიყენეთ. იცხოვრეთ, ივაჭრეთ და დამკვიდრდით“. 11 შექემმა დინას მამასა და ძმებს სთხოვა: „წყალობა მაპოვნინეთ თქვენს თვალში და რასაც მეტყვით, ყველაფერს მოგცემთ. 12 დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი,+ ყველაფერს მოგცემთ, რასაც მეტყვით, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომათხოვეთ“.

13 იაკობის ვაჟებმა შექემსა და მამამისს, ხამორს, მზაკვრულად უპასუხეს, რადგან მან მათი და, დინა, შეურაცხყო. 14 მათ უთხრეს: „ვერ ვიზამთ ამას, ვერ მივათხოვებთ ჩვენს დას წინადაუცვეთელ+ კაცს; ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელია. 15 მხოლოდ იმ პირობით დაგთანხმდებით, თუ ჩვენსავით წინადაიცვეთს თქვენგან ყოველი მამაკაცი.+ 16 მერე მოგათხოვებთ ჩვენს ასულებს და თქვენს ასულებს ჩვენ შევირთავთ; თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთი ხალხი გავხდებით. 17 მაგრამ, თუ არ მოგვისმენთ და წინადაცვეთაზე უარს იტყვით, წამოვიყვანთ ჩვენს დას და წამოვალთ“.

18 მოეწონათ მათი პირობა ხამორსა+ და შექემს, ხამორის ვაჟს.+ 19 არ დაუყოვნებია იმ ყმაწვილ კაცს პირობის შესრულება,+ რადგან უყვარდა იაკობის ასული. შექემი ყველაზე პატივდებული კაცი იყო მამამისის სახლში.

20 ხამორი და შექემი, ხამორის ვაჟი, ქალაქის კარიბჭესთან გავიდნენ+ და იქაურ კაცებს უთხრეს: 21 „ამ ხალხს ჩვენთან მშვიდობა უნდა. იცხოვრონ აქ და ივაჭრონ. ეს მიწა საკმაოდ ვრცელია, დაეტევიან. მათი ასულები ჩვენ შევირთოთ, ჩვენი ასულები კი მათ მივათხოვოთ.+ 22 მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდებიან, რომ ერთად ვიცხოვროთ და ერთი ხალხი გავხდეთ, თუ მათსავით წინადაიცვეთს ჩვენგან თითოეული მამაკაცი.+ 23 დავთანხმდეთ. იცხოვრონ აქ და მათი ქონება, სიმდიდრე და ცხვარ-ძროხა ჩვენი არ იქნება?!“ 24 ყველამ, ვინც ქალაქის კარიბჭესთან იკრიბებოდა, დაუჯერა ხამორსა და შექემს, მის ვაჟს. წინადაიცვითა ყველა მამაკაცმა, ყველამ, ვინც ქალაქის კარიბჭესთან იკრიბებოდა.

25 მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ ტკივილები ჰქონდათ, იაკობის ორმა ვაჟმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა,+ აიღეს მახვილები და ისე შევიდნენ იმ ქალაქში, რომ ეჭვი არავის აუღია, და ამოხოცეს ყველა კაცი.+ 26 მახვილით მოკლეს ხამორიცა და მისი ვაჟი შექემიც. წამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ. 27 იაკობის სხვა ვაჟები კი წავიდნენ დახოცილებით სავსე ქალაქში და გაძარცვეს იქაურობა.+ 28 წამოასხეს მათი ცხვარ-ძროხა და ვირები; წამოიღეს ყველაფერი, რაც ქალაქსა თუ მინდორში ნახეს. 29 წამოიღეს მთელი მათი ქონება და ტყვედ წამოიყვანეს მათი ცოლ-შვილი; არაფერი დაუტოვებიათ მათ სახლებში.

30 ეს რომ იაკობმა გაიგო, სიმონსა და ლევის+ უთხრა: „დამღუპეთ, შეაზიზღეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ, ქანაანელებსაც და ფერიზელებსაც. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ და თავს დამესხმიან; მეც გამაცამტვერებენ და ჩემს სახლეულობასაც“. 31 მათ მიუგეს: „აბა, მეძავივით უნდა მოჰქცეოდნენ ჩვენს დას?!“

35 ღმერთმა იაკობს უთხრა: „ადექი, წადი ბეთელში+ და იქ იცხოვრე. აუგე სამსხვერპლო ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც მაშინ გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი“.+

2 იაკობმა თავის სახლეულობასა და ყველას, ვინც მასთან იყო, უთხრა: „მოიშორეთ კერპები,+ განიწმინდეთ და ტანსაცმელი გამოიცვალეთ. 3 ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში. იქ სამსხვერპლოს ავუგებ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელმაც გასაჭირის დროს მიპასუხა და რომელსაც არასდროს მივუტოვებივარ“.+ 4 მისცეს იაკობს კერპები, საყურეები, ყურებზე რომ ეკეთათ, და მანაც ჩამარხა დიდი ხის ქვეშ, რომელიც შექემის მახლობლად იყო.

5 დაიძრნენ იქიდან. ღვთის შიშმა მოიცვა ირგვლივ მდებარე ქალაქები და არ დადევნებიან იაკობის ვაჟებს. 6 ბოლოს იაკობი და ყველა, ვინც მასთან იყო, ლუზში+ ანუ ბეთელში ჩავიდნენ, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია. 7 იქ მან სამსხვერპლო ააგო და იმ ადგილს ელ-ბეთელი* უწოდა, რადგან იქ გამოეცხადა ჭეშმარიტი ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა.+ 8 მოკვდა რებეკას ძიძა დებორა+ და დამარხეს იგი მუხის ქვეშ ბეთელთან ახლოს. ამიტომ იაკობმა იმ ადგილს ალონ-ბაქუთი* დაარქვა.

9 ფადან-არამიდან წამოსვლის შემდეგ ღმერთი კიდევ გამოეცხადა იაკობს და აკურთხა იგი. 10 ღმერთმა უთხრა: „იაკობი+ გქვია, მაგრამ ამიერიდან აღარ გერქმევა იაკობი, ისრაელი იქნება შენი სახელი“, და დაარქვა მას ისრაელი.+ 11 ღმერთმა უთხრა: „მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი.+ ინაყოფიერე და გამრავლდი. შენგან წარმოიშობიან ერები,+ ხალხები და მეფეები.+ 12 მიწას, რომელიც აბრაამსა და ისაკს მივეცი, შენ და შენს შთამომავალს მოგცემთ“.+ 13 შემდეგ გაშორდა ღმერთი იმ ადგილს, სადაც მას ელაპარაკა.

14 აღმართა იაკობმა ქვის სვეტი იქ, სადაც ღმერთი ელაპარაკა, და ზედ დასაღვრელი შესაწირავი და ზეთი დაასხა.+ 15 იაკობი კვლავაც ბეთელს+ უწოდებდა იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.

16 შემდეგ დაიძრნენ ბეთელიდან. სანამ ეფრათაში ჩავიდოდნენ, რახელს მშობიარობა დაეწყო; გაუძნელდა მშობიარობა. 17 ბავშვს რომ ვერ აჩენდა, ბებიაქალმა უთხრა: „ნუ გეშინია, ამჯერადაც ვაჟი გეყოლება“.+ 18 სიკვდილის პირას იყო რახელი; სიცოცხლეს რომ ეთხოვებოდა*, მას ბენონი* დაარქვა, მამამისმა კი — ბენიამინი*.+ 19 მოკვდა რახელი და ეფრათისკენ ანუ ბეთლემისკენ+ მიმავალ გზაზე დამარხეს. 20 აღმართა იაკობმა სვეტი მის სამარხზე. ეს სვეტი რახელის საფლავზე დღესაც დგას.

21 დაიძრა იქიდან ისრაელი და გაშალა კარავი ედერის კოშკიდან მოშორებით. 22 ისრაელი იმ მიწაზე იყო დაბანაკებული, როცა რეუბენი წავიდა და მამამისის ხარჭასთან, ბილჰასთან, დაწვა. გაიგო ეს ისრაელმა.+

იაკობს 12 ვაჟი ჰყავდა. 23 ლეასგან ჰყავდა პირმშო რეუბენი,+ სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი, 24 რახელისგან — იოსები და ბენიამინი, 25 ბილჰასგან, რახელის მოახლისგან — დანი და ნაფთალი, 26 ზილფასგან კი, ლეას მოახლისგან — გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ვაჟები, რომლებიც მას ფადან-არამში შეეძინა.

27 ბოლოს მივიდა იაკობი მამამისთან, ისაკთან, მამრეში,+ კირიათ-არბაში, იგივე ხებრონში, სადაც აბრაამი და ისაკი ხიზნები იყვნენ.+ 28 ისაკმა 180 წელი იცოცხლა.+ 29 მოკვდა ისაკი, მოხუცი და ცხოვრებით კმაყოფილი, და შეუერთდა თავის ხალხს*; იგი მისმა ვაჟებმა, ესავმა და იაკობმა, დამარხეს.+

36 ეს არის ესავის, იგივე ედომის,+ ამბავი.

2 ესავმა ცოლად ქანაანელი ქალები მოიყვანა: ხეთელი ელონის+ ასული ადა,+ ანას ასული ოჰოლიბამა,+ ხიველი ციბეონის შვილიშვილი, 3 და ბასმათი,+ ისმაელის ასული, ნებაიოთის+ და.

4 ესავს ადამ ელიფაზი გაუჩინა, ბასმათმა კი — რეუელი,

5 ოჰოლიბამამ გააჩინა იეუში, იალამი და კორახი.+

ესენი იყვნენ ესავის ვაჟები, რომლებიც ქანაანის მიწაზე შეეძინა. 6 გაეყარა ესავი თავის ძმას, იაკობს, წაიყვანა თავისი ცოლები, ვაჟები და ასულები, თავისი სახლეულობიდან ყველანი, ცხვარ-ძროხა და სხვა პირუტყვი, წაიღო ქანაანში დაგროვილი მთელი სიმდიდრე+ და სხვა მიწისკენ გაემართა.+ 7 ესავსა და იაკობს დიდძალი ქონება ჰქონდათ და ერთად ვეღარ იცხოვრებდნენ; საქონლის სიმრავლის გამო აღარ ჰყოფნიდათ ის მიწა, რომელზეც ხიზნად ცხოვრობდნენ. 8 ესავი სეირის+ მთიან მხარეში დასახლდა. ესავი იგივე ედომია.+

9 ეს არის სეირის+ მთიან მხარეში მცხოვრები ესავის, ედომელთა მამამთავრის, ამბავი.

10 ესავის ვაჟები იყვნენ: ელიფაზი, ესავის ცოლის, ადას, ვაჟი და რეუელი, ესავის ცოლის, ბასმათის, ვაჟი.+

11 ელიფაზის ვაჟები იყვნენ: თემანი,+ ომარი, ცეფო, გათამი და კენაზი.+ 12 ელიფაზის, ესავის ვაჟის, ხარჭა იყო თიმნა. მან ელიფაზს ამალეკი+ გაუჩინა. ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ადას, ვაჟები.

13 რეუელის ვაჟები იყვნენ: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ბასმათის,+ ვაჟები.

14 ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ანას ასულის, ციბეონის შვილიშვილის, ვაჟები, რომლებიც მან ესავს გაუჩინა: იეუში, იალამი და კორახი.

15 ესენი იყვნენ ესავის ვაჟები, თავკაცები,+ ესავის პირმშოს, ელიფაზის, ვაჟები: თემანი, ომარი, ცეფო, კენაზი,+ 16 კორახი, გათამი და ამალეკი. ედომის ქვეყანაში ესენი იყვნენ თავკაცები, ელიფაზის+ ვაჟები, ადას ვაჟები.

17 ესენი იყვნენ ესავის ვაჟის, რეუელის, ვაჟები, თავკაცები: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ედომის+ მიწის თავკაცები, რეუელის ვაჟები, ესავის ცოლის, ბასმათის, ვაჟები.

18 ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ვაჟები, თავკაცები: იეუში, იალამი და კორახი. ესენი იყვნენ თავკაცები, ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ანას ასულის, ვაჟები.

19 ესენი იყვნენ ესავის ვაჟები და თავკაცები. ესავი იგივე ედომია.+

20 ხორიელი სეირის ვაჟები, რომლებიც იმ მიწაზე მკვიდრობდნენ, იყვნენ:+ ლოტანი, შობალი, ციბეონი, ანა,+ 21 დიშონი, ეცერი და დიშანი.+ ესენი იყვნენ ედომის მიწის ხორიელი თავკაცები, სეირის ვაჟები.

22 ლოტანის ვაჟები იყვნენ: ხორი და ჰემამი. ლოტანის და იყო თიმნა.+

23 შობალის ვაჟები იყვნენ: ალვანი, მანახათი, ებალი, შეფო და ონამი.

24 ციბეონის+ ვაჟები იყვნენ: აია და ანა. ეს ის ანაა, უდაბნოში ცხელ წყაროებს რომ მიაგნო, როცა მამამისის, ციბეონის, ვირებს მწყემსავდა.

25 ანას შვილები იყვნენ: დიშონი და ოჰოლიბამა, ანას ასული.

26 დიშონის ვაჟები იყვნენ: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.+

27 ეცერის ვაჟები იყვნენ: ბილჰანი, ზაავანი და აკანი.

28 დიშანის ვაჟები იყვნენ: უცი და არანი.+

29 ესენი იყვნენ ხორიელი თავკაცები: ლოტანი, შობალი, ციბეონი, ანა, 30 დიშონი, ეცერი და დიშანი.+ ესენი იყვნენ ხორიელი თავკაცები სეირის მიწაზე.

31 ესენი იყვნენ ედომის მიწის მეფეები+ იმ დროს, როცა ისრაელებს მეფე ჯერ არ ჰყავდათ.+ 32 ედომში ბეორის ვაჟი ბელა მეფობდა. მის ქალაქს დინჰაბა ერქვა. 33 მოკვდა ბელა და მის შემდეგ ბოცრელი ზერახის ვაჟი იობაბი გამეფდა. 34 მოკვდა იობაბი და მის შემდეგ გამეფდა ხუშამი თემანელთა ქვეყნიდან. 35 მოკვდა ხუშამი და მის შემდეგ ბედადის ვაჟი ჰადადი გამეფდა, რომელმაც მოაბის მიწაზე მიდიანელები+ დაამარცხა. მის ქალაქს ავითი ერქვა. 36 მოკვდა ჰადადი და მის შემდეგ მასრეკელი სამლა გამეფდა. 37 მოკვდა სამლა და მის შემდეგ გამეფდა შაული მდინარისპირა რეხობოთიდან. 38 მოკვდა შაული და მის შემდეგ აქბორის ვაჟი ბაალ-ხანანი გამეფდა. 39 მოკვდა აქბორის ვაჟი ბაალ-ხანანი და მის შემდეგ ჰადარი გამეფდა. მის ქალაქს ფაუ ერქვა. მისი ცოლის სახელი იყო მეჰეტაბელი. იგი მეზაჰაბის ასულის, მატრედის, ასული იყო.

40 ესენი იყვნენ ესავის შთამომავლები, თავკაცები თავიანთი საგვარეულოების, ადგილებისა და სახელების მიხედვით: თიმნა, ალვა, იეთეთი,+ 41 ოჰოლიბამა, ელაჰი, ფინონი, 42 კენაზი, თემანი, მიბცარი, 43 მაგდიელი და ირამი. ესენი იყვნენ ედომის თავკაცები თავიანთი სამკვიდროების მიხედვით თავიანთ კუთვნილ მიწაზე.+ ესავი ედომელთა მამამთავარია.+

37 ცხოვრობდა იაკობი ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც მამამისი შეეხიზნა.+

2 ეს არის იაკობის ამბავი.

17 წლის ყმაწვილი იოსები+ თავის ძმებთან, მამამისის ცოლების, ბილჰასა+ და ზილფას,+ ვაჟებთან ერთად მწყემსავდა ფარას.+ ერთხელ იოსებმა მამამისს თავის ძმებზე ცუდი ამბავი მიუტანა. 3 ისრაელს თავისი ვაჟებიდან+ ყველაზე მეტად იოსები უყვარდა, რადგან სიბერეში შეეძინა იგი. მან გამორჩეული სამოსელი დაამზადებინა მისთვის. 4 როცა ძმებმა დაინახეს, რომ მამას იოსები მათზე მეტად უყვარდა, შეიძულეს და სულ ეჩხუბებოდნენ.

5 ერთხელ იოსებმა სიზმარი ნახა და თავის ძმებს მოუყვა.+ ამის შემდეგ უფრო შეიძულეს იგი. 6 მან სთხოვა: „მომისმინეთ. აი, რა მესიზმრა: 7 შუა მინდორში ძნებს ვკრავდით. ჩემი ძნა აღიმართა, თქვენი ძნები კი გარს შემოეხვივნენ ჩემს ძნას და პირქვე დაემხვნენ“.+ 8 ძმებმა მიუგეს: „ჩვენი მეფე უნდა გახდე და ჩვენზე უნდა იბატონო?!“+ მისი სიზმრისა და მონაყოლის გამო კიდევ უფრო შესძულდათ იგი.

9 სხვა სიზმარიც ნახა იოსებმა და ძმებს უამბო: „კიდევ ერთი სიზმარი ვნახე. მზე, მთვარე და 11 ვარსკვლავი პირქვე დაემხვნენ ჩემ წინაშე“.+ 10 შემდეგ სიზმარს მამამისსაც მოუყვა; მისი ძმებიც იქ იყვნენ. მამამისი გაუწყრა: „ეს რა გესიზმრა?! შენ უნდა გეახლოთ და პირქვე დავემხოთ შენ წინაშე მე, დედაშენი და შენი ძმები?!“ 11 მისი ძმები შურით აღივსნენ,+ მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.

12 იოსების ძმები მამის ფარას მწყემსავდნენ შექემთან+ ახლოს. 13 ისრაელმა იოსებს უთხრა: „შენი ძმები შექემთან ახლოს ფარას მწყემსავენ. გამეგზავნე მათთან“. მან მიუგო: „კარგი“. 14 მამამისმა უთხრა: „წადი, ნახე, ხომ კარგად არიან შენი ძმები და ხომ არაფერი დაუშავდა ფარას, და ამბავი მომიტანე“. წავიდა იოსები ხებრონის+ ველიდან და შექემისკენ გაემართა. 15 დაინახა ერთმა კაცმა, რომ იგი მინდორში გზააბნეული დადიოდა და ჰკითხა: „რას ეძებ?“ 16 მან მიუგო: „ჩემს ძმებს ვეძებ. ხომ ვერ მეტყვი, სად მწყემსავენ ფარას?“ 17 მან უთხრა: „აქედან წავიდნენ. გავიგონე, რომ ამბობდნენ, დოთანში წავიდეთო“. წავიდა იოსები ძმების მოსაძებნად და დოთანში მიაგნო მათ.

18 შორიდან დაინახეს და სანამ მიუახლოვდებოდა, მისი მოკვლა განიზრახეს. 19 ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნახეთ, სიზმარა მოდის.+ 20 მოდი მოვკლათ და ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, რომ ნადირმა შეჭამა. მერე ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები“. 21 ეს რომ რეუბენმა+ გაიგო, მის გადარჩენას შეეცადა და თქვა: „ნუ მოვკლავთ“.+ 22 მან ძმებს უთხრა: „სისხლს ნუ დაღვრით,+ უდაბნოს ჭაში ჩააგდეთ. სასიკვდილოდ ნუ გაიმეტებთ“.+ რეუბენს უნდოდა, გადაერჩინა იგი და მამამისთან დაებრუნებინა.

23 როგორც კი მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს მას სამოსელი, გამორჩეული სამოსელი;+ 24 წაიყვანეს და ჭაში ჩააგდეს. ჭა ცარიელი იყო, წყალი არ იდგა.

25 შემდეგ დასხდნენ საჭმელად. გაიხედეს და დაინახეს ისმაელელთა+ ქარავანი, რომელიც გალაადიდან მოდიოდა; აქლემებით საკმეველი, ბალზამი და ხის ფისიანი ქერქი+ მიჰქონდათ ეგვიპტეში. 26 იუდამ ძმებს უთხრა: „რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და ამ ამბის დამალვა*?+ 27 მოდი მივყიდოთ+ ისმაელელებს, სასიკვდილოდ ნუ გავიმეტებთ. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი“. მათაც დაუჯერეს თავიანთ ძმას. 28 როცა მიდიანელმა+ ვაჭრებმა ჩამოიარეს, იოსები ძმებმა ჭიდან ამოიყვანეს და ისმაელელებს 20 ვერცხლად მიჰყიდეს.+ მათ იოსები ეგვიპტეში ჩაიყვანეს.

29 მოგვიანებით, როცა რეუბენი ჭასთან მივიდა და იოსები ჭაში აღარ დახვდა, ტანსაცმელი შემოიხია. 30 დაბრუნდა ძმებთან და შეშფოთებულმა უთხრა: „ბავშვი აღარ არის! ახლა რაღა ვქნა?!“

31 აიღეს იოსების სამოსელი, დაკლეს თხა და მის სისხლში ამოსვარეს; 32 გაუგზავნეს თავიანთ მამას და შეუთვალეს: „აი, ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ვაჟისა ხომ არ არის?“+ 33 მანაც ნახა და გამწარებულმა თქვა: „ჩემი ვაჟის სამოსელია! ნადირი დასხმია თავს იოსებს და დაუგლეჯია!“ 34 შემოიხია იაკობმა ტანსაცმელი, წელზე ჯვალო შემოიხვია და დიდხანს გლოვობდა შვილს. 35 მიდიოდნენ მის სანუგეშებლად მისი ვაჟები და ქალიშვილები, მაგრამ არ სურდა ნუგეშისცემა, ამბობდა: „გლოვით ჩავალ ჩემს ვაჟთან სამარეში*!“+ დიდხანს ტიროდა მამამისი.

36 მიჰყიდეს იოსები მიდიანელებმა ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს,+ მცველთა უფროსს.+

38 იუდა ძმებს გაეყარა და კარავი ადულამელი ხირას მეზობლად გაშალა. 2 დაინახა იუდამ ქანაანელი+ შუას ასული, ცოლად შეირთო და დაწვა მასთან. 3 დაორსულდა იგი და ვაჟი გააჩინა. იუდამ მას ერი+ დაარქვა. 4 კიდევ დაორსულდა, გააჩინა ვაჟი და ონანი დაარქვა. 5 კიდევ გააჩინა ვაჟი და შელა დაარქვა. იუდა აქციბში+ იყო, როცა მისმა ცოლმა შელა გააჩინა.

6 მოუყვანა იუდამ თავის პირმშოს, ერს, ცოლი, რომელსაც თამარი+ ერქვა. 7 იეჰოვას არ მოსწონდა ერის, იუდას პირმშოს, საქციელი; ამიტომ აღარ აცოცხლა იგი იეჰოვამ. 8 ამის შემდეგ იუდამ ონანს უთხრა: „დაწექი შენი ძმის ცოლთან, შეასრულე მაზლის ვალდებულება და აღუდგინე შთამომავლობა შენს ძმას“.+ 9 იცოდა ონანმა, რომ შთამომავლობა მისი არ იქნებოდა.+ ამიტომ, როცა წვებოდა ხოლმე თავისი ძმის ცოლთან, თესლს მიწაზე ღვრიდა, რათა ძმისთვის შთამომავლობა არ აღედგინა.+ 10 ბოროტებას სჩადიოდა ონანი იეჰოვას თვალში; ამიტომ არც ის აცოცხლა ღმერთმა.+ 11 იუდამ თამარს, თავის რძალს, უთხრა: „იცხოვრე მამაშენის სახლში როგორც ქვრივმა, სანამ ჩემი ვაჟი შელა გაიზრდება“; თავისთვის ამბობდა, ესეც თავისი ძმებივით არ მოკვდესო.+ თამარიც წავიდა და ცხოვრობდა მამამისის სახლში.

12 გავიდა ხანი. მოკვდა იუდას ცოლი, შუას ასული,+ და გამოიგლოვა იგი იუდამ. ერთხელ იუდა თიმნაში+ ავიდა თავისი ცხვრის მპარსველებთან და წაიყოლა ადულამელი მეგობარი ხირა.+ 13 თამარს უთხრეს, შენი მამამთილი თიმნაში ადის ცხვრის გასაპარსადო. 14 გაიხადა მან ქვრივობის ტანსაცმელი, რიდე ჩამოიფარა, თავშალი მოიხვია და თიმნის გზაზე მდებარე ენაიმის შესასვლელთან დაჯდა, რადგან გაიზარდა შელა და მამამისმა მას თამარი არ მოუყვანა ცოლად.+

15 დაინახა იგი იუდამ; მეძავი ეგონა, რადგან სახე დაფარული ჰქონდა. 16 გზიდან გადავიდა და სთხოვა: „დავწვები შენთან“. არ იცოდა, რომ მისი რძალი+ იყო. თამარმა ჰკითხა: „სანაცვლოდ რას მომცემ?“ 17 მან მიუგო: „თიკანს გამოგიგზავნი ჩემი ფარიდან“. ქალმა ჰკითხა: „გირაოდ რას მომცემ, სანამ თიკანს გამომიგზავნი?“ 18 მანაც ჰკითხა: „რა მოგცე?“ ქალმა მიუგო: „შენი ბეჭედი*,+ ზონარი და ჯოხი, ხელში რომ გიჭირავს“. იუდამაც მისცა, დაწვა მასთან და დაორსულდა იგი. 19 ადგა ქალი და წავიდა. მოიხსნა თავშალი და ისევ ქვრივობის ტანსაცმელი ჩაიცვა.

20 იუდამ თავისი ადულამელი მეგობრის+ ხელით თიკანი გაუგზავნა იმ ქალს, რომ გირაო გამოერთმია, მაგრამ მან ვერ იპოვა იგი. 21 იქაურებს მისი ადგილსამყოფელი ჰკითხა: „სად არის ტაძრის მეძავი, ენაიმში გზაზე რომ იჯდა?“ მათ მიუგეს: „აქ ტაძრის მეძავი არასოდეს ყოფილა“. 22 ბოლოს დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: „ვერ ვიპოვე; იქაურებმაც მითხრეს, აქ ტაძრის მეძავი არასოდეს ყოფილაო“. 23 იუდამ უთხრა: „ჰქონდეს რაცა აქვს, ნუღარ მოვძებნით, რომ არ შევრცხვეთ. მე ხომ გავუგზავნე თიკანი, მაგრამ შენ ვერ იპოვე“.

24 სამი თვის შემდეგ იუდას შეუთვალეს, უმეძავია შენს რძალს, თამარს, და დაორსულებულაო. იუდამ თქვა: „გამოიყვანეთ და დაწვით“.+ 25 როცა გამოჰყავდათ, მან თავის მამამთილს შეუთვალა: „იმ კაცისგანა ვარ ორსულად, ვისაც ესენი ეკუთვნის. ნახე, ვისია ეს ბეჭედი, ზონარი და ჯოხი“.+ 26 იცნო იუდამ თავისი ნივთები და თქვა: „ის ჩემზე მართალია, რადგან არ მოვუყვანე ცოლად იგი ჩემს ვაჟს, შელას“.+ მას შემდეგ აღარ დაწოლილა მასთან.

27 მშობიარობის დროს აღმოჩნდა, რომ თამარს ტყუპები ჰყავდა მუცელში. 28 როცა მშობიარობდა, ერთმა ხელი გამოყო; ბებიაქალმა მაშინვე აიღო ალისფერი ძაფი და ხელზე შეაბა, თქვა, ეს პირველი გამოვიდაო. 29 როგორც კი ბავშვმა ხელი უკან წაიღო, მისი ძმა გამოვიდა. ბებიაქალმა წამოიძახა: „ზღუდე გამოარღვია“. ამიტომ მას ფერეცი*+ დაარქვეს. 30 შემდეგ მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც ხელზე ალისფერი ძაფი ჰქონდა შებმული. მას ზერახი+ დაარქვეს.

39 ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.+ ის ეგვიპტელმა ფოტიფარმა,+ ფარაონის კარისკაცმა, მცველთა უფროსმა, იყიდა ისმაელელებისგან,+ რომლებმაც იქ ჩაიყვანეს. 2 იეჰოვა იყო იოსებთან,+ ამიტომ ყველაფერში ხელი ემართებოდა. მას თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში სხვადასხვა საქმე მიანდეს. 3 დაინახა მისმა ბატონმა, რომ იეჰოვა იყო მასთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს.

4 იოსებმა ბატონის კეთილგანწყობა მოიპოვა და მისი მსახური გახდა. ამიტომაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი ქონება მას ჩააბარა. 5 მას შემდეგ, რაც მან თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა იგი და მთელი ქონება ჩააბარა, არ აკლებდა იეჰოვა კურთხევას ეგვიპტელის სახლს იოსების გამო. იეჰოვასგან იყო კურთხეული ყველაფერი მის სახლშიც და მის მინდორშიც.+ 6 ბოლოს ყველაფერი იოსებს ჩააბარა და ჭამა-სმის გარდა სხვა საფიქრალი აღარ ჰქონდა. იოსები თვალტანადი კაცი დადგა.

7 მისი ბატონის ცოლმა თვალი დაადგა იოსებს; ეუბნებოდა: „დაწექი ჩემთან“, 8 მაგრამ არ თანხმდებოდა თავისი ბატონის ცოლს: „ამ სახლში ჩემს ბატონს არაფერი აქვს საზრუნავი, ყველაფერი მე ჩამაბარა. 9 ჩემზე დიდი არავინაა ამ სახლში და არაფერი დაუკავებია ჩემთვის შენ გარდა, რადგან მისი ცოლი ხარ. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?!“+

10 ყოველდღე ელაპარაკებოდა იგი იოსებს, რომ მასთან დაწოლილიყო და მასთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაიყოლია. 11 ერთ დღესაც იოსები სახლში თავის საქმეზე შევიდა. მსახურთაგან იქ არავინ იყო. 12 სტაცა ქალმა ხელი ტანსაცმელზე და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“ მაგრამ მან ტანსაცმელი ხელში შეატოვა და გარეთ გავარდა. 13 როცა დაინახა, რომ ხელში შეატოვა ტანსაცმელი და გარეთ გაიქცა, 14 კივილი მორთო და მსახურებს დაუძახა: „ნახეთ! ჩვენ დასაცინად მოგვიყვანა ეს ებრაელი კაცი. ჩემთან დაწოლას შეეცადა, მაგრამ მე მთელი ხმით მოვრთე კივილი. 15 როგორც კი გაიგო, რომ ხმას ავუწიე და კივილი მოვრთე, ტანსაცმელი შემომატოვა და გარეთ გავარდა“. 16 გვერდით ედო მას მისი ტანსაცმელი, სანამ იოსების ბატონი დაბრუნდებოდა სახლში.

17 მასაც იგივე უთხრა: „ის ებრაელი მსახური, შენ რომ მოიყვანე, ჩემ დასაცინად მოვიდა. 18 მაგრამ, როგორც კი ხმას ავუწიე და კივილი მოვრთე, ტანსაცმელი შემომატოვა და გარეთ გავარდა“. 19 გაიგო თუ არა იოსების ბატონმა ცოლის ნათქვამი, ასე და ასე მომექცაო შენი მსახური, გაცეცხლდა. 20 წაიყვანა იოსები და საპყრობილეში ჩააგდო, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ, და მას შემდეგ იქ იყო იგი.+

21 მაგრამ იეჰოვა იყო იოსებთან, სიკეთეს* არ აკლებდა მას და საპყრობილის ზედამხედველის კეთილგანწყობა მოაპოვებინა.+ 22 საპყრობილის ზედამხედველმა იოსები დაუყენა მეთვალყურედ ყველა პატიმარს; მისი განკარგულების გარეშე არაფერი კეთდებოდა.+ 23 საპყრობილის ზედამხედველს აღარ უწევდა იმაზე ზრუნვა, რაც იოსებს ჩააბარა, რადგან იეჰოვა იყო მასთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს.+

40 ეგვიპტის მეფის მწდეთუხუცესმა*+ და მეპურეთუხუცესმა შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს. 2 განრისხდა ფარაონი იმ ორ მოხელეზე, მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესზე,+ 3 და ჩაყარა მცველთა უფროსის+ სახლის საპატიმროში, იქ, სადაც იოსები იყო.+ 4 მცველთა უფროსმა მათ იოსები მიუჩინა, რომ ეზრუნა მათზე.+ ისინი რამდენიმე ხანს იყვნენ საპატიმროში.

5 ეგვიპტის მეფის მწდეთუხუცესმა და მეპურეთუხუცესმა, რომლებიც საპყრობილეში იყვნენ, ერთ ღამეს ნახეს სიზმრები; თითოეულ სიზმარს თავისი ახსნა ჰქონდა. 6 დილით, როცა იოსები მათთან მივიდა, დამწუხრებულები დახვდნენ. 7 იოსებმა ფარაონის მოხელეებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ მისი ბატონის სახლის საპატიმროში, ჰკითხა: „რატომ ხართ სახედაღვრემილნი?“ 8 მათ მიუგეს: „სიზმრები ვნახეთ, მაგრამ ამხსნელი არავინ გვყავს“. იოსებმა უთხრა: „ღვთისგან არ არის ახსნა?!+ მომიყევით“.

9 მწდეთუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი უამბო: „ვაზი მესიზმრა. 10 სამი რქა ჰქონდა. ვაზმა კვირტი გამოიტანა, გაიფურჩქნა და მტევნები დამწიფდა. 11 ხელში ფარაონის სასმისი მეჭირა. ავიღე ყურძენი, სასმისში ჩავწურე და ფარაონს მივაწოდე“. 12 იოსებმა უთხრა: „აი, როგორი ახსნა აქვს ამ სიზმარს: სამი რქა სამი დღეა. 13 სამ დღეში გაგიყვანს ფარაონი და დაგაბრუნებს შენს სამსახურში.+ კვლავ მიაწვდი ფარაონს სასმისს, როგორც ამას მწდეთუხუცესობის დროს აკეთებდი.+ 14 ოღონდ არ დამივიწყო, როცა ხელი მოგემართება; გამიკეთე სიკეთე* და მახსენე ფარაონთან, იქნებ მეც გამიყვანო. 15 ებრაელთა მიწიდან მომიტაცეს;+ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ახლა დილეგში ვიჯდე“.+

16 როცა მცხობელთა უფროსმა დაინახა, რომ იოსებმა სიზმარი მწდეთუხუცესის სასიკეთოდ ახსნა, უთხრა: „მეც ვნახე სიზმარი: თავზე სამი კალათა მედგა, რომლებშიც თეთრი პური ელაგა. 17 სულ ზემოთა კალათაში ფარაონისთვის გამომცხვარი ნაირ-ნაირი ნახელავი ეწყო, რომელსაც ფრინველები ჭამდნენ ჩემს თავზე დადგმული კალათიდან“. 18 იოსებმა მიუგო: „აი, როგორი ახსნა აქვს ამ სიზმარს: სამი კალათა სამი დღეა. 19 სამ დღეში ფარაონი თავს მოგკვეთს, ძელზე ჩამოგკიდებს და შენს ხორცს ფრინველები შეჭამენ“.+

20 მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო.+ მან ნადიმი გაუმართა ყველა მსახურს; მოიყვანა მწდეთუხუცესიც და მეპურეთუხუცესიც. 21 მწდეთუხუცესი თავის ადგილზე დააბრუნა და ის კვლავ აწვდიდა ფარაონს სასმისს, 22 მეპურეთუხუცესი კი ძელზე ჩამოკიდა. ისე მოხდა, როგორც იოსებმა აუხსნა მათ.+ 23 მაგრამ მწდეთუხუცესს იოსები არც კი გახსენებია, დაავიწყდა იგი.+

41 გავიდა ორი წელიწადი. ფარაონს ესიზმრა,+ რომ მდინარე ნილოსის პირას იდგა. 2 მდინარიდან შვიდი ლამაზი, ხორცსავსე ძროხა ამოვიდა და ნილოსის პირას ბალახის ძოვა დაიწყო.+ 3 მდინარიდან კიდევ შვიდი ძროხა ამოვიდა, უშნო და გამხდარი, და გვერდით დაუდგნენ იმ ძროხებს ნილოსის პირას. 4 უშნო და გამხდარმა ძროხებმა ლამაზი და ხორცსავსე ძროხების ჭამა დაიწყეს. ამ დროს ფარაონს გაეღვიძა.

5 კვლავ ჩაეძინა და სხვა სიზმარიც ნახა: ერთ ღეროზე შვიდი თავთავი ამოვიდა, სავსე და საღი.+ 6 მათ შემდეგ კიდევ შვიდი თავთავი ამოვიდა, წვრილი და აღმოსავლეთის ქარისგან დახრუკული. 7 წვრილმა თავთავებმა სავსე და საღი თავთავების ჭამა დაიწყეს; ამ დროს ფარაონს გაეღვიძა და მიხვდა, რომ სიზმარი იყო.

8 დილით სული აუფორიაქდა. მოუხმო ეგვიპტის ყველა გრძნეულ ქურუმსა და ყველა ბრძენკაცს და თავისი სიზმრები უამბო, მაგრამ ახსნა ვერავინ შეძლო.

9 მწდეთუხუცესმა ფარაონს უთხრა: „დღეს გეტყვი, რა შევცოდე. 10 ფარაონი თავის მსახურებზე რომ განრისხდა, მცველთა უფროსის სახლის საპატიმროში ჩაგვყარა მეც და მეპურეთუხუცესიც.+ 11 ერთ ღამეს ორივემ ვნახეთ სიზმრები. თითოეულ სიზმარს თავისი ახსნა ჰქონდა.+ 12 ჩვენთან ერთად ერთი ახალგაზრდა ებრაელი კაცი იყო, მცველთა უფროსის მსახური.+ როცა სიზმრები ვუამბეთ,+ აგვიხსნა მათი მნიშვნელობა. 13 ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც მან აგვიხსნა. ფარაონმა მე ჩემს ადგილზე დამაბრუნა, მეპურეთუხუცესი კი ძელზე ჩამოკიდა“.+

14 ფარაონმა კაცები გაგზავნა იოსების მოსაყვანად;+ მათაც სასწრაფოდ გამოიყვანეს იგი საპყრობილიდან.+ იოსებმა თავი გადაიპარსა, პირიც გაიპარსა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ფარაონს ეახლა. 15 ფარაონმა იოსებს უთხრა: „სიზმარი ვნახე, მაგრამ ვერავინ ამიხსნა. შენზე მითხრეს, სიზმრის ახსნა შეუძლიაო“.+ 16 იოსებმა მიუგო: „მე რა შემიძლია?! ღმერთი ილაპარაკებს ფარაონის საკეთილდღეოდ“.+

17 ფარაონმა იოსებს უთხრა: „მესიზმრა, რომ მდინარე ნილოსის პირას ვიდექი. 18 მდინარე ნილოსიდან შვიდი ლამაზი და ხორცსავსე ძროხა ამოვიდა, რომლებმაც ნილოსის პირას ბალახის ძოვა დაიწყეს.+ 19 კიდევ შვიდი ძროხა ამოვიდა, გასაცოდავებული, მეტად უშნო და გამხდარი. ასეთი უშნო ძროხები მთელ ეგვიპტეში არსად მინახავს. 20 გამხდარმა და უშნო ძროხებმა მსუქანი ძროხების ჭამა დაიწყეს. 21 შეჭამეს ისინი, მაგრამ არაფერი შეეტყოთ. ისეთივე უშნოები დარჩნენ, როგორებიც იყვნენ, და გამეღვიძა.

22 კიდევ ერთი სიზმარი ვნახე: ერთ ღეროზე შვიდი თავთავი ამოვიდა, სავსე და საღი.+ 23 შემდეგ კიდევ შვიდი თავთავი ამოვიდა, გამხმარი, წვრილი და აღმოსავლეთის ქარისგან დახრუკული. 24 წვრილმა თავთავებმა საღი თავთავების ჭამა დაიწყეს. ეს სიზმრები გრძნეულ ქურუმებს ვუამბე,+ მაგრამ მათი ახსნა ვერავინ შეძლო“.+

25 იოსებმა ფარაონს უთხრა: „ერთი ახსნა აქვს ფარაონის სიზმრებს. ჭეშმარიტმა ღმერთმა გამოუცხადა ფარაონს, რასაც გააკეთებს.+ 26 შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელიწადია. შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელიწადია. ერთი ახსნა აქვს ამ სიზმრებს. 27 შვიდი გამხდარი და უშნო ძროხა, რომლებიც შემდეგ ამოვიდნენ, შვიდი წელიწადია. აღმოსავლეთის ქარისგან დახრუკული შვიდი ცარიელი თავთავი შიმშილობის შვიდი წელიწადია. 28 როგორც უკვე ვუთხარი ფარაონს, ღმერთმა ის აჩვენა მას, რასაც გააკეთებს.

29 შვიდი წელიწადი უხვი მოსავალი მოვა მთელი ეგვიპტის მიწაზე. 30 მომდევნო შვიდი წელიწადი კი შიმშილობა იქნება. აღარავის ეხსომება, რომ ეგვიპტის მიწა უხვმოსავლიანი იყო. შიმშილობა გააპარტახებს ამ მიწას.+ 31 შიმშილობის დროს აღარავის ეხსომება, რომ ადრე ეს მიწა უხვმოსავლიანი იყო, რადგან დიდი შიმშილობა ჩამოვარდება. 32 ფარაონმა ორჯერ იმიტომ ნახა სიზმარი, რომ ჭეშმარიტ ღმერთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ეს საქმე; ღმერთი მალე მოიმოქმედებს ამას.

33 მოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და დანიშნოს ეგვიპტის მიწის გამგებლად. 34 დააყენოს ფარაონმა ზედამხედველები ამ მიწაზე და გადაინახოს ეგვიპტეში უხვმოსავლიანი შვიდი წლის განმავლობაში+ აღებული მოსავლის მეხუთედი. 35 შეაგროვონ საკვები მოსავლიანი წლების განმავლობაში, ქალაქებში დააგროვონ მარცვლეული, რომელიც ფარაონის განკარგულებაში იქნება, და შეინახონ.+ 36 ეს საკვები მარაგად ექნება ამ მიწას შვიდწლიანი შიმშილობის დროს, რომელიც მთელი ეგვიპტის მიწაზე იქნება, რათა შიმშილით არ გაწყდეს ქვეყანა“.+

37 მოეწონათ იოსების ნათქვამი ფარაონსა და მის მსახურებს. 38 ფარაონმა თავის მსახურებს უთხრა: „მოიძებნება კი ამისთანა კაცი, რომელშიც ღვთის სულია?!“ 39 შემდეგ ფარაონმა იოსებს უთხრა: „რაკი შენ გაგიმხილა ღმერთმა ეს ყველაფერი, შენ ყოფილხარ ყველაზე გონიერი და ბრძენი. 40 შენ დაგაყენებ ჩემი სასახლის გამგებლად და მთელი ჩემი ხალხი უსიტყვოდ დაგემორჩილება.+ შენზე აღმატებული მხოლოდ ტახტით ვიქნები, რადგან მეფე ვარ“. 41 ფარაონმა იოსებს უთხრა: „მთელი ეგვიპტის მიწის გამგებლად გნიშნავ“.+ 42 მოიხსნა ფარაონმა ბეჭედი* და გაუკეთა იოსებს, შემოსა იგი ძვირფასი სელის სამოსით და ოქროს ყელსაბამი შეაბა. 43 ბრძანა, მოეტარებინათ იგი თავისი მეორე საპატიო ეტლით. ხალხი შესძახოდა: „ავრეხ!“* ასე დაინიშნა იგი მთელი ეგვიპტის მიწის გამგებლად.

44 ფარაონმა იოსებს უთხრა: „ფარაონი კი მე ვარ, მაგრამ შენი ნებართვის გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს მთელი ეგვიპტის მიწაზე“.+ 45 ფარაონმა იოსებს ცაფნათ-ფანეახი დაარქვა და ონის ქურუმის, ფოტიფერას, ასული ასენათი+ შერთო ცოლად. დაიწყო იოსებმა ეგვიპტის მიწის შემოვლა.+ 46 იოსები 30 წლისა იყო,+ როცა ეგვიპტის ფარაონის კარზე სამსახურს შეუდგა.

ამის შემდეგ წავიდა იოსები ფარაონისგან და მთელი ეგვიპტის მიწა შემოიარა. 47 შვიდი ბარაქიანი წლის განმავლობაში უხვი მოსავალი მოვიდა იმ მიწაზე. 48 შვიდი წლის განმავლობაში აგროვებდა მოსავალს ეგვიპტის მიწაზე და ქალაქებში ინახავდა. თითოეულ ქალაქში გარშემო მდებარე მინდვრებიდან აღებულ მოსავალს ინახავდა. 49 იოსებმა ზღვის ქვიშასავით ურიცხვი მარცვლეული დააგროვა. ბოლოს შეწყვიტეს მარცვლეულის აღრიცხვა, რადგან მისი აღრიცხვა შეუძლებელი გახდა.

50 შიმშილობის პირველი წლის დადგომამდე იოსებს ორი ვაჟი შეეძინა,+ რომლებიც ონის ქურუმის, ფოტიფერას, ასულმა ასენათმა გაუჩინა. 51 პირმშოს მენაშე*+ დაარქვა, ამბობდა, დამავიწყა ღმერთმა გასაჭირი და მამაჩემის მთელი სახლიო. 52 მეორეს ეფრემი*+ დაარქვა, ამბობდა, ღმერთმა გამხადა ნაყოფიერი ჩემი ტანჯვის მიწაზეო.+

53 დასრულდა შვიდი ბარაქიანი წელიწადი ეგვიპტის მიწაზე+ 54 და დაიწყო შვიდწლიანი შიმშილობა, როგორც იოსებს ჰქონდა ნათქვამი.+ ყველგან დაიწყო შიმშილობა, მაგრამ ეგვიპტეში საკვები არ გამოლეულა.+ 55 ბოლოს შიმშილობამ მთელი ეგვიპტეც მოიცვა. შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რომ საკვები მიეცა მათთვის.+ ფარაონმა ეგვიპტელებს უთხრა: „წადით იოსებთან და რასაც ის გეტყვით, გააკეთეთ“.+ 56 შიმშილობა მთელ დედამიწას მოედო.+ გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და ყიდდა მარცვლეულს ეგვიპტელებზე,+ რადგან მძვინვარებდა შიმშილობა ეგვიპტის მიწაზე. 57 მთელი დედამიწის მოსახლეობა ეგვიპტეში ჩადიოდა იოსებისგან საკვების საყიდლად, რადგან შიმშილობა მძვინვარებდა მთელ დედამიწაზე.+

42 გაიგო იაკობმა, რომ ეგვიპტეში იყო მარცვლეული.+ მან თავის ვაჟებს უთხრა: „რას შეჰყურებთ ერთმანეთს?! 2 ეგვიპტეში ყოფილა მარცვლეული. წადით და იყიდეთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ ამოვწყდეთ“.+ 3 წავიდა ეგვიპტეში იოსების ათი ძმა+ მარცვლეულის საყიდლად. 4 თუმცა იაკობმა იოსების ძმა ბენიამინი+ დანარჩენ ძმებთან ერთად არ გაუშვა; თქვა, უბედურება არ შეემთხვესო.+

5 ისრაელის ვაჟები სხვებთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში საკვების საყიდლად, რადგან შიმშილობა ქანაანის მიწასაც მოედო.+ 6 ეგვიპტის მიწაზე ძალაუფლება იოსებს ჰქონდა.+ მთელი დედამიწის ხალხი მისგან ყიდულობდა მარცვლეულს.+ მივიდნენ იოსების ძმები და მის წინაშე პირქვე დაემხვნენ.+ 7 დაინახა თუ არა იოსებმა ძმები, მაშინვე იცნო, მაგრამ თავისი ვინაობა არ გაუმხილა.+ მკაცრად დაელაპარაკა, ჰკითხა: „საიდან ჩამოხვედით?“ მათ მიუგეს: „ქანაანიდან; საკვების საყიდლად ჩამოვედით“.+

8 იცნო იოსებმა ძმები, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი. 9 მაშინვე გაახსენდა იოსებს მათზე ნანახი სიზმრები+ და უთხრა: „მზვერავები ხართ! ამ მიწის დასაზვერად ხართ მოსულები!“ 10 მათ მიუგეს: „არა, ჩვენო ბატონო, შენი მსახურები საკვების საყიდლად მოვიდნენ. 11 ჩვენ ყველანი ერთი კაცის შვილები ვართ. მართალი ხალხი ვართ. შენი მსახურები არ არიან მზვერავები“. 12 მან კი უთხრა: „როგორ არა! იმიტომ მოხვედით, რომ ეს მიწა დაზვეროთ!“ 13 მათ მიუგეს: „შენი მსახურები 12 ძმა+ ვართ, ქანაანის მიწაზე მცხოვრები ერთი კაცის შვილები.+ უმცროსი მამაჩვენთან დარჩა,+ ერთი კი აღარა გვყავს“.+

14 იოსებმა უთხრა: „როგორც გითხარით, ისეა: მზვერავები ხართ. 15 ახლავე გავიგებ, სიმართლეს მეუბნებით თუ არა. ფარაონს ვფიცავ, აქედან ვერ წახვალთ, სანამ თქვენს უმცროს ძმას არ მომიყვანთ.+ 16 წავიდეს ერთი თქვენგანი თქვენი ძმის მოსაყვანად, დანარჩენები კი დატყვევებული იქნებით. ასე გავიგებ, სიმართლეს მეუბნებით თუ არა. მაგრამ, თუ მატყუებთ, ფარაონს ვფიცავ, მზვერავები ყოფილხართ“. 17 სამი დღე ჰყავდა ყველანი დაპატიმრებული.

18 მესამე დღეს იოსებმა მათ უთხრა: „ის გააკეთეთ, რასაც გეტყვით, და იცოცხლებთ; მე ღვთისმოშიში კაცი ვარ. 19 თუ მართლები ხართ, დარჩეს ერთ-ერთი თქვენგანი საპატიმროში, დანარჩენები კი წადით და წაუღეთ მარცვლეული თქვენს სახლეულობას, რომ მშივრები არ დარჩნენ.+ 20 მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რომ დაგიჯეროთ, და იცოცხლებთ“. ისინიც დასთანხმდნენ.

21 ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნამდვილად ჩვენი ძმის გამო ვისჯებით;+ როგორი სულგამწარებული გვთხოვდა, შემიბრალეთო, მაგრამ ჩვენ არ შევიბრალეთ. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს უბედურება“. 22 რეუბენმა მათ უთხრა: „ხომ გეუბნებოდით, ბავშვს ნურაფერს დაუშავებთ-მეთქი, მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ.+ აი, ახლა მოგვეკითხა მისი სისხლი“.+ 23 მათ ეგონათ, რომ იოსებს არ ესმოდა, ვინაიდან თარჯიმანი ჰყავდა. 24 გავიდა იოსები და ატირდა.+ შემდეგ დაბრუნდა და ისევ დაელაპარაკა მათ. გამოიყვანა სიმონი+ და მათ თვალწინ შებორკა.+ 25 იოსებმა ბრძანება გასცა, რომ მათი ტომრები მარცვლეულით აევსოთ, ფულიც უკან ჩაედოთ თითოეულის ტომარაში და საგზალიც გაეტანებინათ. ასეც გააკეთეს.

26 დატვირთეს თავ-თავიანთი ვირები მარცვლეულით და გაუდგნენ გზას. 27 იმ ადგილზე, სადაც ღამე უნდა გაეთიათ, ერთ-ერთმა ტომარა გახსნა, რომ ვირისთვის საკვები მიეცა, და ტომარაში თავისი ფული დაინახა. 28 მან ძმებს უთხრა: „დაუბრუნებიათ ჩემი ფული. აი ჩემს ტომარაშია!“ შიშით აკანკალებულებმა ერთმანეთს უთხრეს: „ეს რა გვიყო ღმერთმა?!“

29 მივიდნენ თავიანთ მამასთან, იაკობთან, ქანაანის მიწაზე და რაც თავს გადახდათ, ყველაფერი უამბეს: 30 «იმ ქვეყნის ბატონმა გვითხრა, მზვერავები ხართო და მკაცრად გველაპარაკა,+ 31 მაგრამ ჩვენ ვუთხარით: „მზვერავები არა ვართ, მართალი ხალხი ვართ.+ 32 ჩვენ 12 ძმა ვართ,+ ერთი მამის შვილები. ერთი აღარა გვყავს,+ უმცროსი კი მამაჩვენთან დარჩა ქანაანში“.+ 33 მაგრამ იმ ქვეყნის ბატონმა გვითხრა: „ასე გავიგებ, მართლები ხართ თუ არა: ერთი თქვენგანი აქ დარჩეს,+ დანარჩენებმა კი წაუღეთ საკვები თქვენს სახლეულობას, რომ მშივრები არ დარჩნენ, და წადით.+ 34 მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და მერე დავიჯერებ, რომ მზვერავები კი არა, მართალი ხალხი ყოფილხართ. დაგიბრუნებთ თქვენს ძმას და ივაჭრეთ ამ ქვეყანაში“».

35 ტომრების დაცლისას ნახეს, რომ თითოეულ ტომარაში ფულით სავსე ქისა იდო. როცა მათ და მათმა მამამ ფულით სავსე ქისები ნახეს, შეეშინდათ. 36 იაკობმა, მათმა მამამ, შეშფოთებულმა უთხრა: „შვილები წამართვით!+ იოსები აღარ არის,+ სიმონიც აღარ მყავს+ და ახლა ბენიამინის წაყვანაც გინდათ! ყველაფერი მე დამატყდა თავს!“ 37 რეუბენმა მამას უთხრა: „ორივე ვაჟი მომიკალი, თუ არ დაგიბრუნო იგი.+ მე ჩამაბარე და მე დაგიბრუნებ მას“.+ 38 იაკობმა მიუგო: „არ წამოვა ჩემი ვაჟი თქვენთან ერთად. ძმა მოუკვდა და დედამისისგან ესღა დამრჩა.+ გზაზე რაიმე უბედურება რომ შეემთხვეს, მწუხარებით+ ჩამიყვანთ მოხუცებულს სამარეში*“.+

43 შიმშილობა მძვინვარებდა იმ ქვეყანაში.+ 2 ეგვიპტიდან ჩამოტანილი მარცვლეული რომ გაუთავდათ,+ იაკობმა შვილებს უთხრა: „დაბრუნდით და ცოტა საკვები კიდევ იყიდეთ“. 3 იუდამ მიუგო: „იმ კაცმა ხომ გაგვაფრთხილა, თქვენი ძმის გარეშე არ ჩამოხვიდეთო.+ 4 თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, მაშინ წავალთ და ვიყიდით საკვებს, 5 მაგრამ, თუ არ გაგვაყოლებ, არ წავალთ, რადგან იმ კაცმა გვითხრა, თქვენი ძმის გარეშე არ ჩამოხვიდეთო“.+ 6 ისრაელი+ გაბრაზდა: „ეს რა მიქენით?! რატომ უთხარით იმ კაცს, კიდევ ერთი ძმა გვყავსო?!“ 7 მათ მიუგეს: „იმ კაცმა თვითონ გამოგვკითხა ჩვენი და ჩვენი ოჯახის ამბავი. მამათქვენი ცოცხალიაო? ძმა კიდევ გყავთო? ჩვენც ვუთხარით, როგორც იყო.+ რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?!“+

8 იუდამ მამამისს, ისრაელს, უთხრა: „გამაყოლე ყმაწვილი+ და წავალთ, რომ ჩვენც, შენც და ჩვენი ბავშვებიც+ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ.+ 9 პირობას გაძლევ, რომ ბავშვს არაფერი დაუშავდება.+ ამას ჩემს თავზე ვიღებ. თუ არ ჩამოგიყვანო, მთელი ცხოვრება დამნაშავე ვიყო შენ წინაშე. 10 რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ჩავიდოდით და ჩამოვიდოდით“.

11 ისრაელმა, მათმა მამამ, უთხრა: „კარგი, მაშინ ასე მოიქეცით: წაიღეთ ტომრებით ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ მიწაზე მოიპოვება, და მიართვით იმ კაცს:+ ცოტაოდენი ბალზამი,+ ცოტაოდენი თაფლი, საკმეველი, ხის ფისიანი ქერქი,+ ფსტა და ნუში. 12 წაიღეთ ორჯერ მეტი ფული, ის ფულიც, ტომრებში რომ ეწყო;+ იქნებ რაღაც შეცდომა იყო. 13 წაიყვანეთ თქვენი ძმა და წადით იმ კაცთან. 14 ყოვლისშემძლე ღმერთმა მოგაპოვებინოთ იმ კაცის კეთილგანწყობა, რომ თქვენი ძმაც გაათავისუფლოს და ბენიამინიც არ დაიტოვოს; მაგრამ, თუ ესეც უნდა დავკარგო, დაე დავკარგო!“+

15 აიღეს მათ ძღვენი, წაიღეს ორჯერ მეტი ფული, წაიყვანეს ბენიამინი, დაადგნენ ეგვიპტის გზას და იოსებს ეახლნენ.+ 16 იოსებმა ბენიამინი რომ დაინახა, მაშინვე თავისი სახლის გამგებელს უთხრა: „სახლში წაიყვანე ეს კაცები, დაკალი საქონელი და საჭმელი მოამზადე, რადგან შუადღისას ჩემთან ერთად ისადილებენ“. 17 იოსების სიტყვისამებრ მოიქცა+ ის კაცი და იოსების სახლში წაიყვანა ისინი. 18 შეეშინდათ მათ, იოსების სახლში რომ წაიყვანეს; ამბობდნენ: „ალბათ იმ ფულის გამო მოვყავართ აქ, მაშინ რომ ჩაგვიდეს ტომრებში. თავს დაგვესხმებიან, დაგვიმონებენ და ვირებსაც წაგვართმევენ!“+

19 სახლის შესასვლელთან რომ მივიდნენ, მიუახლოვდნენ იოსების სახლის გამგებელს 20 და უთხრეს: „ბატონო! ჩვენ საკვების საყიდლად ვიყავით ჩამოსული,+ 21 მაგრამ ღამის გასათევ ადგილას რომ მივედით და ჩვენი ტომრები გავხსენით, აღმოვაჩინეთ, რომ თითოეულ ტომარაში ჩვენი ფული იდო.+ ახლა გვინდა, რომ ეს ფული დავაბრუნოთ. 22 საკვების საყიდლად კი სხვა ფული წამოვიღეთ. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ფული ტომრებში“.+ 23 მან უთხრა: „ნუ გეშინიათ, ყველაფერი რიგზეა. თქვენმა და მამათქვენის ღმერთმა ჩაგიდოთ ფული ტომრებში. ვიცი, რომ ფული გადაიხადეთ“. შემდეგ გამოუყვანა მათ სიმონი.+

24 შეიყვანა იმ კაცმა ისინი იოსების სახლში და ფეხების დასაბანად წყალი მიუტანა, ვირებისთვის კი საკვები მისცა. 25 მათ იოსებს ძღვენი გაუმზადეს,+ რადგან გაიგეს, რომ შუადღისას უნდა მოსულიყო და ერთად უნდა ეჭამათ.+ 26 იოსები სახლში რომ შევიდა, ძღვენი მიართვეს და მის წინაშე პირქვე დაემხვნენ.+ 27 შემდეგ იოსებმა მოიკითხა ისინი და ჰკითხა: „როგორა გყავთ მოხუცი მამა, მაშინ რომ ახსენეთ? ხომ ცოცხალია?“+ 28 მათ მიუგეს: „კი, ცოცხალია მამაჩვენი, შენი მსახური, კარგად არის“. შემდეგ მუხლი მოიყარეს და პირქვე დაემხვნენ.+

29 როცა მან თავისი ძმა, დედამისის ვაჟი ბენიამინი დაინახა,+ ჰკითხა მათ: „ეს არის თქვენი უმცროსი ძმა, მაშინ რომ ახსენეთ?“+ შემდეგ ბენიამინს უთხრა: „წყალობა გიყოს ღმერთმა, შვილო“. 30 იოსები სწრაფად გავიდა იქიდან, რადგან თავისი ძმის დანახვაზე გული აუჩუყდა, და სატირლად ადგილის ძებნა დაიწყო. შევიდა ერთ ოთახში და ატირდა.+ 31 შემდეგ პირი დაიბანა, თავს მოერია, გავიდა და ბრძანა: „მოგვართვით საჭმელი“. 32 ცალ-ცალკე მიართვეს მას, მის ძმებსაც და ეგვიპტელებსაც, რომლებიც მას ახლდნენ, რადგან ეგვიპტელები ებრაელებთან ერთად არ ჭამდნენ; ეგვიპტელთათვის ეს სისაძაგლე იყო.+

33 ძმები იოსების პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით დასხეს, პირმშო — პირმშოს ადგილზე,+ ხოლო უმცროსი — უმცროსის ადგილზე. ისინი გაოცებულნი უყურებდნენ ერთმანეთს. 34 იოსები თავისი სუფრიდან უგზავნიდა მათ ულუფებს; ბენიამინს ხუთჯერ მეტ ულუფას უგზავნიდა.+ მოილხინეს მასთან ერთად ნადიმობით.

44 იოსებმა თავისი სახლის გამგებელს უბრძანა: „ამ კაცებს ტომრებით იმდენი საკვები გაატანე, რამდენის წაღებასაც შეძლებენ. თითოეულს თავის ტომარაში ჩაუდე თავისი ფული,+ 2 ჩემი ვერცხლის სასმისი კი უმცროსს ჩაუდე ტომარაში მარცვლეულის ფულთან ერთად“. მანაც ისე გააკეთა, როგორც იოსებმა უთხრა.

3 გამთენიისას გაუშვეს ის კაცები თავიანთი ვირებით. 4 ქალაქიდან ახალი გასულები იყვნენ, როცა იოსებმა თავისი სახლის გამგებელს დაავალა: «ადექი! დაედევნე იმ კაცებს, დაეწიე და უთხარი: „რატომ გადაგვიხადეთ სიკეთე ბოროტებით? 5 მაგ სასმისით ხომ ჩემი ბატონი სვამს და მისნობისთვისაც მაგას იყენებს? ცუდად მოიქეცით“».

6 ისიც დაეწია მათ და იოსების დანაბარები გადასცა. 7 მათ მიუგეს: „რატომ ამბობს ჩვენი ბატონი ასეთ რამეს? არ იზამდნენ ამას შენი მსახურები. 8 ჩვენ ხომ ქანაანის მიწიდან უკან წამოვიღეთ ჩვენს ტომრებში ნაპოვნი ფული და დაგიბრუნეთ+ და როგორღა მოვიპარავდით ვერცხლს ან ოქროს შენი ბატონის სახლიდან?! 9 შენი მონებიდან ვისაც ის აღმოაჩნდება, მოკვდეს, დანარჩენები კი ჩვენი ბატონის მონები გავხდებით“. 10 მან თქვა: „თქვენი სიტყვისამებრ იყოს; ვისაც ის აღმოაჩნდება, ჩემი მონა გახდება, დანარჩენები კი უდანაშაულოები იქნებით“. 11 სწრაფად ჩამოიღეს თავ-თავიანთი ტომრები და გახსნეს. 12 დაიწყო მან საგულდაგულოდ ძებნა; უფროსის ტომრით დაიწყო და უმცროსის ტომრით დაამთავრა. ბოლოს სასმისი ბენიამინის ტომარაში იპოვა.+

13 შემოიხიეს ტანსაცმელი, აჰკიდეს ტვირთი თავ-თავიანთ ვირებს და ქალაქში დაბრუნდნენ. 14 როცა იუდა+ და მისი ძმები იოსების სახლში შევიდნენ, ის ჯერ კიდევ იქ იყო; პირქვე დაემხვნენ მის წინაშე.+ 15 იოსებმა მათ უთხრა: „ეს რა ჩაიდინეთ?! არ იცოდით, რომ ჩემნაირი კაცი ზუსტად მისნობს?!“+ 16 იუდამ მიუგო: „რაღა ვუპასუხოთ ჩვენს ბატონს?! რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი?! ჭეშმარიტმა ღმერთმა გამოააშკარავა შენი მონების დანაშაული.+ ჩვენი ბატონის მონები ვართ ჩვენც და ისიც, ვისაც სასმისი აღმოაჩნდა!“ 17 მან უთხრა: „არა, ასე არ გამოვა! ჩემი მონა ის გახდება, ვისაც სასმისი აღმოაჩნდა,+ დანარჩენები კი მშვიდობით წადით მამათქვენთან“.

18 მიუახლოვდა იუდა და სთხოვა: «გევედრები, ჩემო ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მონას და მომისმინოს ჩემმა ბატონმა; ფარაონის ტოლი კაცი ხარ, მაგრამ ნუ განურისხდები შენს მონას.+ 19 ჩემმა ბატონმა თავის მონებს ჰკითხა: „მამა ან ძმა თუ გყავთ?“ 20 ჩვენ მივუგეთ: „გვყავს მოხუცი მამა და უმცროსი ძმა, რომელიც მას სიბერეში შეეძინა.+ მაგრამ მისი ძმა მკვდარია+ და ისღა დარჩა მისი დედისგან;+ მამას ძალიან უყვარს იგი“. 21 შემდეგ შენს მონებს უთხარი: „ჩამომიყვანეთ, რომ ვნახო“.+ 22 ჩვენ კი ჩვენს ბატონს მივუგეთ: „ყმაწვილი მამამისს ვერ დატოვებს. თუ დატოვებს, მამამისი ვერ გადაიტანს“.+ 23 შემდეგ შენს მონებს უთხარი: „თქვენი უმცროსი ძმის გარეშე არ ჩამოხვიდეთ“.+

24 ჩავედით მამაჩვენთან, შენს მონასთან, და ჩვენი ბატონის სიტყვები გადავეცით. 25 მამაჩვენმა გვითხრა: „წადით და ცოტა საკვები კიდევ იყიდეთ“.+ 26 მაგრამ ჩვენ მივუგეთ: „ვერ წავალთ, თუ ჩვენი უმცროსი ძმა ჩვენთან ერთად არ წამოვა, რადგან ჩვენი უმცროსი ძმის გარეშე იმ კაცთან ვერ მივალთ“.+ 27 მამაჩვენმა კი, შენმა მონამ, გვითხრა: „კარგად იცით, რომ ჩემმა ცოლმა მხოლოდ ორი ვაჟი გამიჩინა.+ 28 ერთი აღარა მყავს, ვთქვი, ნადირს დაუგლეჯია-მეთქი,+ და დღემდე არ მინახავს. 29 თუ ამასაც წაიყვანთ და რაიმე უბედურება შეემთხვევა, უბედურს+ ჩამიყვანთ მოხუცს სამარეში*“.+

30 თუ შენს მსახურთან, მამაჩემთან, ყმაწვილის გარეშე ჩავალ, რომელიც მას სიცოცხლეს ურჩევნია, 31 და დაინახავს, რომ ყმაწვილის გარეშე ჩავედით, მოკვდება, და შენი მონები შენს მონას, ჩვენს მოხუცებულ მამას, მწუხარეს ჩაიყვანენ სამარეში. 32 შენმა მონამ პირობა მისცა მამამისს: „თუ არ ჩამოგიყვან, სამუდამოდ ვიყო დამნაშავე მამაჩემის წინაშე“.+ 33 ამიტომ, გთხოვ, ჩემო ბატონო, ამ ყმაწვილის ნაცვლად მე გავხდები შენი მონა, რათა ის თავის ძმებთან ერთად დაბრუნდეს. 34 როგორ დავბრუნდე მამაჩემთან ამ ყმაწვილის გარეშე და როგორ ვუყურო მამაჩემის უბედურებას?!»

45 იოსებმა თავი ვეღარ შეიკავა და მსახურების თანდასწრებით+ დაიყვირა: „ყველანი გადით აქედან!“ როცა ყველანი გავიდნენ, იოსებმა ძმებს თავისი ვინაობა გაუმხილა.+

2 ისე ხმამაღლა ატირდა, რომ ეგვიპტელებმა მისი ტირილის ხმა გაიგეს. ეს ამბავი ფარაონის კარზეც შეიტყვეს. 3 ბოლოს იოსებმა თავის ძმებს უთხრა: „იოსები ვარ. ცოცხალია მამაჩემი?“ შეცბნენ ძმები და ვეღარაფერი უპასუხეს. 4 იოსებმა ძმებს სთხოვა: „ახლოს მოდით“. ისინიც მივიდნენ.

შემდეგ უთხრა: «იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ.+ 5 მაგრამ ახლა ამის გამო ნუ დამწუხრდებით და ნუ დაადანაშაულებთ ერთმანეთს, რადგან ღმერთმა აქ იმიტომ ჩამომიყვანა, რომ არ დახოცილიყავით.+ 6 უკვე მეორე წელია, რაც შიმშილობაა;+ ხვნა და მკა კიდევ ხუთი წელი არ იქნება. 7 ღმერთმა იმიტომ ჩამომიყვანა, რომ სასწაულებრივად გადარჩენილიყავით და შთამომავლობაც დაგრჩენოდათ დედამიწაზე.+ 8 აქ თქვენ კი არა, ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩამომიყვანა, რათა ფარაონის მთავარ მრჩევლად*, მთელი მისი სახლის ბატონად და მთელი ეგვიპტის მიწის მმართველად დავენიშნე.+

9 სასწრაფოდ დაბრუნდით მამაჩემთან და უთხარით, აი, რა დაგვაბარა-თქო შენმა ვაჟმა იოსებმა: „ღმერთმა მთელი ეგვიპტის ბატონად დამნიშნა.+ ჩამოდი ჩემთან, ნუ დააყოვნებ.+ 10 იცხოვრე გოშენის მიწაზე,+ ჩემთან ახლოს, შენი ვაჟებით, შვილიშვილებით, ცხვარ-ძროხითა და მთელი შენი საბადებლით. 11 მე მოგამარაგებ საკვებით, რომ არ გაღარიბდეთ შენ და შენი სახლეულობა,+ და არ დაკარგოთ ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ, რადგან შიმშილობა კიდევ ხუთი წელი გასტანს“. 12 ახლა თქვენ და ჩემი ძმა ბენიამინი საკუთარი თვალით ხედავთ, რომ მართლა მე გელაპარაკებით.+ 13 მოუყევით მამაჩემს ეგვიპტეში მთელი ჩემი დიდებისა და იმ ყოველივეს შესახებ, რაც იხილეთ. ახლა იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი».

14 კისერზე მოეხვია ბენიამინს, თავის ძმას, და ატირდა; ბენიამინიც მოეხვია და ისიც ატირდა.+ 15 კოცნიდა ძმებს იოსები და თან ტიროდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები.

16 იოსების ძმების ჩამოსვლის ამბავი ფარაონის კარზეც შეიტყვეს. გაუხარდათ ფარაონსა და მის მსახურებს. 17 ფარაონმა იოსებს უთხრა: „უთხარი შენს ძმებს, ასე გააკეთეთ-თქო: დატვირთეთ პირუტყვები, წადით ქანაანის მიწაზე, 18 წამოიყვანეთ მამათქვენი, თქვენი სახლეულობა და ჩემთან ჩამოდით. მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე და ამ მიწის საუკეთესო ნაყოფს შეჭამთ.+ 19 ასე გააკეთეთ-თქო:+ წაიყვანეთ ურმები+ ეგვიპტის მიწიდან თქვენი ცოლ-შვილის წამოსაყვანად; წამოიყვანეთ მამათქვენიც და ჩამოდით.+ 20 ნუ დაგენანებათ თქვენი ქონება,+ რადგან ეგვიპტის მიწაზე ყოველივე საუკეთესო თქვენი იქნება“.

21 ისრაელის ვაჟებიც ასე მოიქცნენ. იოსებმა მისცა მათ ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და საგზალიც გაატანა. 22 თითოეულს თითო ხელი ტანსაცმელი მისცა, ხოლო ბენიამინს — სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი ტანსაცმელი.+ 23 სამგზავროდ მამამისს ეგვიპტის დოვლათით დატვირთული ათი მამალი ვირი და მარცვლეულით, პურითა და საჭმლით დატვირთული ათი ჭაკი ვირი გაუგზავნა. 24 გაგზავნა თავისი ძმები და უთხრა: „ნუ იდავებთ გზაში“.+

25 წამოვიდნენ ეგვიპტიდან, მივიდნენ ქანაანის მიწაზე თავიანთ მამასთან, იაკობთან, 26 და უთხრეს: „ცოცხალია იოსები, მთელი ეგვიპტის მიწის მმართველია!“+ ამის გაგონებაზე იაკობი გაქვავდა, თუმცა არ დაუჯერა მათ.+ 27 შემდეგ იოსების დანაბარები რომ მოისმინა და თან ურმებიც დაინახა, რომლებიც იოსებს მის წასაყვანად გამოეგზავნა, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა* მათ მამას, იაკობს. 28 ისრაელმა თქვა: „ცოცხალი ყოფილა იოსები, ჩემი შვილი! სანამ ცოცხალი ვარ, უნდა წავიდე და ვნახო!“+

46 დაიძრა ისრაელი, წაიყვანა მთელი თავისი სახლეულობა და წაიღო მთელი ქონება. როდესაც ბეერ-შებაში+ ჩავიდნენ, მან მამამისის, ისაკის,+ ღმერთს მსხვერპლი შესწირა. 2 ღამით ხილვაში ღმერთი ელაპარაკა ისრაელს და უთხრა: „იაკობ, იაკობ!“ მან მიუგო: „გისმენ, უფალო!“ 3 ღმერთმა უთხრა: „მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი, მამაშენის ღმერთი.+ ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ დიდ ერს წარმოვშობ შენგან.+ 4 შენთან ერთად წამოვალ ეგვიპტეში და მე თვითონ გამოგიყვან იქიდან.+ იოსები თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს“.+

5 წამოვიდა იაკობი ბეერ-შებიდან. ისრაელის ვაჟებს თავიანთი მამა იაკობი და ცოლ-შვილი ფარაონის გაგზავნილი ურმებით მოჰყავდათ. 6 წაიყვანეს საქონელი, რომელიც ქანაანის მიწაზე გაუმრავლდათ, და წაიღეს იქ დაგროვილი ქონება. ჩავიდნენ იაკობი და მისი შთამომავლობა ეგვიპტეში. 7 ჩაიყვანა მან ეგვიპტეში თავისი ვაჟები, ქალიშვილები და შვილიშვილები, მთელი თავისი შთამომავლობა.

8 აი ისრაელის ანუ იაკობის ვაჟები, რომლებიც ეგვიპტეში ჩავიდნენ:+ რეუბენი — იაკობის პირმშო.+

9 რეუბენის ვაჟები იყვნენ: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.+

10 სიმონის+ ვაჟები იყვნენ: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული,+ ქანაანელი ქალის ვაჟი.

11 ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშონი, კეჰათი და მერარი.+

12 იუდას+ ვაჟები იყვნენ: ერი, ონანი, შელა,+ ფერეცი+ და ზერახი;+ ერი და ონანი ქანაანის მიწაზე დაიხოცნენ.+

ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი და ხამული.+

13 ისაქარის ვაჟები იყვნენ: თოლა, ფუვა, იობი და შიმრონი.+

14 ზებულონის+ ვაჟები იყვნენ: სერედი, ელონი და იახლელი.+

15 ესენი არიან ლეას ვაჟები, რომლებიც მან იაკობს ფადან-არამში გაუჩინა; იქ გაუჩინა დინაც,+ მისი ქალიშვილი. იაკობისა და ლეას შთამომავალთა რიცხვი 33-ს ითვლიდა.

16 გადის+ ვაჟები იყვნენ: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ერი, აროდი და არელი.+

17 აშერის+ ვაჟები იყვნენ: იმნაჰი, იშვა, იშვი და ბერია; მათი და იყო სერა.

ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი და მალქიელი.+

18 ესენი არიან ზილფას+ ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ქალიშვილ ლეას. იაკობისა და ზილფას შთამომავალთა რიცხვი 16-ს ითვლიდა.

19 იაკობის ცოლის, რახელის, ვაჟები იყვნენ: იოსები+ და ბენიამინი.+

20 იოსებს ეგვიპტის მიწაზე შეეძინა მენაშე+ და ეფრემი,+ რომლებიც მას ონის ქურუმის, ფოტიფერას, ასულმა ასენათმა+ გაუჩინა.

21 ბენიამინის+ ვაჟები იყვნენ: ბელა, ბექერი, აშბელი, გერა,+ ნაამანი, ეხი, როში, მუფიმი,+ ხუფიმი და არდი.+

22 ესენი არიან რახელისა და იაკობის შთამომავლები, სულ 14 სული.

23 დანის+ ვაჟები იყვნენ: ხუშიმი...*+

24 ნაფთალის+ ვაჟები იყვნენ: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.+

25 ესენი არიან ბილჰას ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ქალიშვილ რახელს. იაკობისა და ბილჰას შთამომავალთა რიცხვი 7-ს ითვლიდა.

26 იაკობის შთამომავალთა რიცხვი, რომლებიც ეგვიპტეში მასთან ერთად ჩავიდნენ, ვაჟების ცოლების გარდა, სულ 66 იყო.+ 27 იოსებს ეგვიპტეში ორი ვაჟი შეეძინა. იაკობის მთელი სახლეულობა, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, სულ 70-ს ითვლიდა.+

28 გაგზავნა იაკობმა იოსებთან იუდა+ იმის საუწყებლად, რომ გოშენისკენ+ მიმავალ გზას ადგა. ჩავიდნენ ისინი გოშენში. 29 იოსებს ეტლი უკვე მომზადებული ჰქონდა და წავიდა გოშენში მამამისთან, ისრაელთან, შესახვედრად. შეხვდა თუ არა, გადაეხვია და ატირდა. 30 ისრაელმა იოსებს უთხრა: „რახან გნახე და ვიცი, რომ ცოცხალი ხარ, ახლა თუნდაც მოვკვდე“.

31 იოსებმა ძმებს და მამამისის სახლეულობას უთხრა: „წავალ, შევატყობინებ ფარაონს,+ რომ ჩემი ძმები და მამაჩემის სახლეულობა, რომლებიც ქანაანის მიწაზე ცხოვრობდნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.+ 32 ვეტყვი, მწყემსები არიან,+ მესაქონლეობას მისდევენ,+ თან ჩამოიყვანეს ცხვარ-ძროხა და მთელი ქონება წამოიღეს-მეთქი.+ 33 ფარაონი რომ მოგიხმობთ და გკითხავთ, რას საქმიანობთო, 34 უთხარით, შენი მსახურები, ჩვენც და ჩვენი წინაპრებიც, ბავშვობიდან მესაქონლეობას მივდევთ-თქო.+ იქნებ გოშენის მიწაზე დაგასახლოთ,+ ვინაიდან ეგვიპტელებს მეცხვარეები სძულთ“.+

47 მივიდა იოსები ფარაონთან და უთხრა:+ „ჩამოვიდნენ მამაჩემი და ჩემი ძმები ქანაანიდან. თან წამოიყვანეს ცხვარ-ძროხა, წამოიღეს მთელი ქონება და ახლა გოშენის მიწაზე არიან“.+ 2 წაიყვანა ხუთი ძმა და ფარაონს წარუდგინა.+

3 ფარაონმა მის ძმებს ჰკითხა: „რას საქმიანობთ?“ მათ მიუგეს: „შენი მსახურები მეცხვარეები არიან; ჩვენი წინაპრებიც მეცხვარეები იყვნენ“.+ 4 შემდეგ ფარაონს უთხრეს: „იმიტომ ჩამოვედით, რომ ამ მიწას შევეხიზნოთ;+ დიდი შიმშილობაა ქანაანის მიწაზე+ და არ არის საძოვრები შენი მსახურების ფარისთვის. გთხოვთ, გოშენის მიწაზე დაგვასახლე“.+ 5 ფარაონმა იოსებს უთხრა: „მამაშენი და შენი ძმები შენთან ჩამოვიდნენ. 6 შენს განკარგულებაშია ეგვიპტის მიწა. დაასახლე მამაშენი და შენი ძმები საუკეთესო ადგილზე.+ გოშენის მიწაზე იცხოვრონ; იმათ კი, ვინც მათ შორის მარჯვეა, ჩემი საქონელი ჩააბარე“.

7 მიიყვანა იოსებმა მამამისი იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი. 8 ფარაონმა იაკობს ჰკითხა: „რამდენი წლისა ხარ?“ 9 იაკობმა მიუგო: „130 წლისა ვარ და მთელი ცხოვრება ხიზანი ვარ. ჩემი სიცოცხლის წლები ხანმოკლე იყო და მწუხარებით სავსე,+ არ გატოლებია ჩემი წინაპრების მიერ ხიზნობაში გატარებულ წლებს“.+ 10 დალოცა იაკობმა ფარაონი და წავიდა.

11 დაასახლა იოსებმა მამამისი და თავისი ძმები ეგვიპტის მიწაზე და მისცა მათ საკუთრებად რამსესის მიწის+ საუკეთესო ნაწილი, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები. 12 ამარაგებდა იოსები საკვებით მამამისს, თავის ძმებსა და მამამისის მთელ სახლეულობას ბავშვების რაოდენობის მიხედვით.

13 იმ მიწაზე საკვები არ იყო, რადგან შიმშილობა კვლავაც მძვინვარებდა. დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის მკვიდრნი შიმშილობის გამო.+ 14 აგროვებდა იოსები ეგვიპტესა და ქანაანში არსებულ მთელ ფულს, რასაც ხალხი მარცვლეულის სანაცვლოდ იხდიდა.+ ფული იოსებს ფარაონის სახლში შეჰქონდა. 15 ფული რომ გამოილია ეგვიპტისა და ქანაანის მიწაზე, ყველა ეგვიპტელი იოსებთან მიდიოდა და ეუბნებოდა: „მოგვეცი საკვები! უფულობის გამო რატომ უნდა დავიხოცოთ?!“ 16 იოსებმა მიუგო: „თუ ფული გამოგელიათ, მომეცით თქვენი საქონელი და სანაცვლოდ საკვებს მოგცემთ“. 17 მათაც მოჰყავდათ თავიანთი საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები საკვებს ცხენების, ცხვარ-ძროხისა და ვირების სანაცვლოდ. უცვლიდა მათ საკვებს საქონელში იმ წელიწადს.

18 მიიწურა ის წელიწადიც. მომდევნო წელსაც მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „იცის ჩვენმა ბატონმა, რომ ფულიც მივეცით და პირუტყვიც მივუყვანეთ ჩვენს ბატონს; საკუთარი თავისა და მიწის გარდა აღარაფერი გვაბადია. 19 რატომ უნდა მოვისპოთ და რატომ უნდა გაპარტახდეს ჩვენი მიწა?! საკვების სანაცვლოდ ჩვენი მიწა იყიდეთ, ჩვენც მოგეყიდებით და ფარაონის მონები გავხდებით. მოგვეცი თესლი, რომ ვიცხოვროთ, არ დავიხოცოთ და არ გაპარტახდეს ჩვენი მიწა“. 20 იყიდა იოსებმა ფარაონისთვის ეგვიპტელთა მთელი მიწა; დიდი შიმშილობის გამო თითოეულმა ეგვიპტელმა გაყიდა თავისი მინდორი. ასე გახდა მთელი მიწა ფარაონისა.

21 იოსებმა ეგვიპტის მთელი მოსახლეობა ქალაქებში დაასახლა.+ 22 მხოლოდ ქურუმების მიწა არ უყიდია,+ რადგან ქურუმები ფარაონისგან იღებდნენ საკვებს და თავს იმით ირჩენდნენ, რასაც ფარაონი აძლევდათ. ამიტომ მათ თავიანთი მიწა არ გაუყიდიათ. 23 იოსებმა ხალხს უთხრა: „იცოდეთ, დღეს თქვენი მიწიანად გიყიდეთ ფარაონისთვის. აი თესლი და დათესეთ ამ მიწაზე. 24 როცა მოსავალს მოიწევთ, მეხუთედი ფარაონს მიეცით,+ დანარჩენი ოთხი წილი კი თქვენ გქონდეთ თესლად და საკვებად თქვენს სახლში მყოფებისა და თქვენი ბავშვებისთვის“. 25 მათ უთხრეს: „შენ გადაგვარჩინე.+ ოღონდ წყალობის თვალით შემოგვხედოს ჩვენმა ბატონმა და დავემონებით ფარაონს“.+ 26 იოსებმა ბრძანება გასცა, რომ ეგვიპტის მიწის მოსავლის მეხუთედი ფარაონისა ყოფილიყო. ეს ბრძანება დღემდე ძალაშია. მხოლოდ ქურუმების მიწა არ გამხდარა ფარაონისა.+

27 ცხოვრობდა ისრაელი ეგვიპტის მიწაზე, გოშენში.+ იქ დასახლდნენ ისინი და ძალიან გამრავლდნენ.+ 28 იაკობმა ეგვიპტის მიწაზე 17 წელი იცხოვრა; მან სულ 147 წელი იცოცხლა.+

29 როცა მიხვდა ისრაელი, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა,+ მოუხმო თავის ვაჟს, იოსებს, და სთხოვა: „თუ გიყვარვარ*, ამომიდე ხელი ბარძაყქვეშ და სიკეთე* და ერთგულება გამოავლინე ჩემდამი: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში.+ 30 როცა მოვკვდები, არ დამტოვო ეგვიპტეში და ჩემი წინაპრების სამარხში დამმარხე“.+ მან მიუგო: „რაც მთხოვე, შევასრულებ“. 31 ისრაელმა უთხრა: „შემომფიცე“. მანაც შეჰფიცა.+ ისრაელმა სასთუმალთან თავი ჩახარა.+

48 გავიდა ხანი და იოსებს შეატყობინეს, ცუდად არისო მამაშენი. წაიყვანა მან თავისი ორივე ვაჟი, მენაშე და ეფრემი.+ 2 იაკობს უთხრეს, შენი ვაჟი იოსები მოვიდაო. ისრაელმა ძალა მოიკრიბა და საწოლზე წამოჯდა. 3 იაკობმა იოსებს უთხრა:

«ყოვლისშემძლე ღმერთი გამომეცხადა ლუზში, ქანაანის მიწაზე, და მაკურთხა.+ 4 ასე მითხრა: „ნაყოფიერს გაგხდი, გაგამრავლებ, მრავალრიცხოვან ხალხს წარმოვშობ შენგან+ და შენს შთამომავალს მარადიულ საკუთრებად მივცემ ამ მიწას“.+ 5 ჩემია შენი ორივე ვაჟი, რომლებიც ეგვიპტის მიწაზე ჩემ ჩამოსვლამდე შეგეძინა.+ ეფრემი და მენაშე ისევე გახდებიან ჩემები, როგორც რეუბენი და სიმონი არიან.+ 6 მაგრამ შვილები, რომლებიც კიდევ შეგეძინება, შენები იქნებიან. თავიანთი ძმების სახელით იქნებიან წოდებულნი თავიანთ მემკვიდრეობაში.+ 7 ფადანიდან რომ მოვდიოდი, ქანაანის მიწაზე რახელი მომიკვდა.+ ჯერ კიდევ დიდი მანძილი იყო ეფრათამდე,+ ამიტომ დავმარხე იგი ეფრათისკენ ანუ ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე».+

8 შემდეგ შეხედა ისრაელმა იოსების ვაჟებს და იკითხა: „ესენი ვინ არიან?“ 9 იოსებმა მამამისს მიუგო: „ჩემი ვაჟები არიან, რომლებიც ღმერთმა მომცა აქ“.+ მან უთხრა: „მომიყვანე, რომ ვაკურთხო“.+ 10 ისრაელს სიბერისგან თვალთ დააკლდა და თითქმის ვეღარ ხედავდა. იოსებმა ახლოს მიუყვანა ისინი. ისრაელმაც აკოცა მათ და მოეხვია. 11 ისრაელმა იოსებს უთხრა: „არ მეგონა, თუ ოდესმე კიდევ გიხილავდი,+ მაგრამ ღმერთმა აქ შენი შთამომავლობაც მახილვინა“. 12 იოსებმა ბავშვები ისრაელის მუხლებს მოაცილა და პირქვე დაემხო.

13 მოჰკიდა იოსებმა ხელი ორივეს; ეფრემი+ თავისგან მარჯვნივ და ისრაელისგან მარცხნივ დააყენა, მენაშე+ კი — თავისგან მარცხნივ და ისრაელისგან — მარჯვნივ, და ახლოს მიუყვანა ისინი. 14 ისრაელმა გაიწოდა მარჯვენა ხელი და ეფრემს დაადო თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, მარცხენა ხელი კი მენაშეს დაადო თავზე. იცოდა, რომ პირმშო მენაშე იყო,+ მაგრამ მათ განზრახ დაადო ხელები ასე. 15 აკურთხა იოსები და თქვა:+

„ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომლის წინაშეც ჩემი წინაპრები, აბრაამი და ისაკი, დადიოდნენ,+

ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება მმწყემსავს+

16 და რომელიც ანგელოზის მეშვეობით ყველა უბედურებისგან მიფარავს,+ აკურთხოს ეს ყმაწვილები.+

დაე იხსენიებოდნენ ჩემი და ჩემი წინაპრების, აბრაამისა და ისაკის, სახელით,

და დიდად გამრავლდნენ დედამიწაზე!“+

17 როცა იოსებმა დაინახა, რომ მამამისს მარჯვენა ხელი ეფრემის თავზე ედო, არ მოეწონა და შეეცადა, მისი ხელი ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაეტანა. 18 იოსებმა მამამისს უთხრა: „ასე არა, მამა, პირმშო ეს არის.+ ამას დაადე თავზე მარჯვენა ხელი“. 19 უარობდა მამამისი და ამბობდა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც იქცევა ხალხად და ესეც გამრავლდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად გამრავლდება+ და მისი შთამომავლობა ერებს გაუტოლდება“.+ 20 განაგრძო მათი კურთხევა იმ დღეს+ და თქვა:

«როცა ისრაელები კურთხევას წარმოთქვამენ, ახსენონ შენი სახელი და თქვან:

„ღმერთმა ისე გაკურთხოთ, როგორც ეფრემი და მენაშე“».

ასე დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.

21 შემდეგ ისრაელმა იოსებს უთხრა: „მე ვკვდები,+ მაგრამ ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენი წინაპრების მიწაზე.+ 22 გაძლევ შენს ძმებზე ერთი წილით მეტს, იმ მიწას, რომელიც ამორეველებს მახვილითა და მშვილდით წავართვი“.

49 იაკობმა თავის ვაჟებს მოუხმო და უთხრა: „შეგროვდით და გამცნობთ თქვენს მომავალს. 2 შეიკრიბეთ და მოუსმინეთ, იაკობის ვაჟებო, მოუსმინეთ მამათქვენს, ისრაელს.

3 რეუბენ,+ შენა ხარ ჩემი პირმშო,+ ჩემი ძალა და ჩემი პირველი შვილი*; აღმატებული ხარ დიდებითა და ძლიერებით. 4 არ ამაღლდები, რადგან ნიაღვარივით შეუკავებელი იყავი — მამაშენის ხარჭასთან დაწექი* და შებღალე ჩემი სარეცელი.+ შეურაცხყო მამამისის სარეცელი!

5 სიმონი და ლევი ძმები არიან.+ თავიანთი მახვილები ძალადობის იარაღად აქციეს.+ 6 ნუ მიხვალ მათთან, ჩემო სულო*. ნუ შეუერთდები მათ, ჩემო ღირსებავ*, რადგან განრისხდნენ და დახოცეს კაცები;+ თავიანთი ჟინის მოსაკლავად ხარებს მყესები გადაუჭრეს. 7 წყეული იყოს მათი რისხვა, რადგან სისასტიკეა, და მათი მრისხანება, ვინაიდან ულმობლობაა.+ დავანაწილებ მათ იაკობში და გავფანტავ ისრაელში.+

8 შენ კი, იუდა,+ ხოტბას შეგასხამენ ძმები.+ მტრების კისერში გექნება ხელი ჩავლებული+ და მამაშენის ვაჟები შენ წინაშე პირქვე დაემხობიან.+ 9 ლომის ბოკვერია იუდა.+ მსხვერპლს შეჭამ და წამოდგები, შვილო. მიწაზე ლომივით გაწვება და გაიჭიმება. ვინ გაბედავს და წამოაგდებს მას?! 10 არ მოსცილდება იუდას სამეფო კვერთხი+ და მთავრის კვერთხი*, სანამ არ მოვა შილო*;+ მას დაემორჩილებიან ხალხები.+ 11 ვაზზე მიაბამს თავის ვირს და რჩეულ ვაზზე — თავის ჩოჩორს, თავის ტანსაცმელს ღვინოში გარეცხავს და თავის სამოსს — ყურძნის სისხლში. 12 თვალები ღვინისგან ექნება ჩაწითლებული და კბილები რძისგან — გათეთრებული.

13 ზებულონი+ ზღვის პირას დამკვიდრდება, იმ ნაპირზე, სადაც გემები ღუზას უშვებენ,+ და შორეული საზღვარი სიდონისკენ ექნება.+

14 ისაქარი+ მაგარძვლიანი ვირია, ხურჯინგადაკიდებული წევს. 15 დაინახავს იგი, რომ ის ადგილი საცხოვრებლად კარგია და მიწაც მშვენიერია. დახრის მხარს ტვირთის საზიდად და მძიმე სამუშაოს შეასრულებს.

16 დანი,+ ისრაელის ერთ-ერთი ტომი, თავის ხალხს განსჯის.+ 17 გზისპირა გველი იყოს დანი, გზისპირა გველგესლა, რომელიც ისე ჰკბენს ცხენს ფლოქვზე, რომ ცხენი მხედარს უკან აგდებს.+ 18 ხსნას შენგან დაველოდები, იეჰოვა.

19 გადს+ მოთარეშე რაზმი თავს დაესხმება, მაგრამ იგი უკუაქცევს მას და თავად დაედევნება.+

20 აშერს+ უხვად ექნება საკვები და სამეფო საზრდო.+

21 ნაფთალი+ ლამაზი ფურირემია. ის მოხდენილ სიტყვებს წარმოთქვამს.+

22 იოსები+ ნაყოფიერი ხის ამონაყარია, წყაროსთან მდგარი ნაყოფიერი ხე, რომლის ტოტებიც კედელზეა გადასული. 23 მას მშვილდოსნები ავიწროებდნენ და ესროდნენ, მტრობდნენ,+ 24 თუმცა მისი მშვილდი მომართული იყო;+ მას ძლიერი და მარჯვე ხელები ჰქონდა+ იაკობის ძლიერის, მწყემსისა და ისრაელის კლდის წყალობით. 25 იგი მამამისის ღვთისგანაა. ღმერთი დაეხმარება. ის ყოვლისშემძლესთანაა, რომელიც აკურთხებს ზეცისა და დედამიწის კურთხევებით,+ ძუძუთა და საშვილოსნოს კურთხევებით. 26 მარადიული მთებისა და მარად არსებული გორების კურთხევებზე აღმატებული იქნება მამაშენის კურთხევები.+ ეს კურთხევები იოსების თავზე, თავისი ძმებისგან გამორჩეულის თხემზე იქნება.+

27 ბენიამინი+ მგელივით მგლეჯელი იქნება.+ დილით ნანადირევს შეჭამს და საღამოთი ნადავლს გაანაწილებს“.+

28 ეს არის ისრაელის 12 ტომი და ეს უთხრა მათ მამამ, როცა აკურთხებდა. ყველა სათითაოდ აკურთხა.+

29 ბოლოს მათ უთხრა: „ჩემს ხალხს ვუერთდები.+ დამმარხეთ ჩემს წინაპრებთან ხეთელი ეფრონის მინდვრის გამოქვაბულში,+ 30 იმ გამოქვაბულში, მაქფელას მინდორში რომ არის, მამრეს წინ, ქანაანის მიწაზე, იმ მინდორში, რომელიც ხეთელი ეფრონისგან იყიდა აბრაამმა სამარხად. 31 იქ დამარხეს აბრაამი და მისი ცოლი სარა.+ იქ დამარხეს ისაკი+ და მისი ცოლი რებეკა, და იქ დავმარხე მე ლეა. 32 ის მინდორი და იქ მდებარე გამოქვაბული ხეთის ვაჟებისგანაა ნაყიდი“.+

33 დაასრულა იაკობმა თავისი ვაჟებისთვის მითითებების მიცემა. დააწყო ფეხები საწოლზე, უკანასკნელად ამოისუნთქა და შეუერთდა თავის ხალხს*.+

50 დაემხო იოსები მამის ცხედარს,+ დასტიროდა და კოცნიდა. 2 იოსებმა თავის მსახურებსა და მკურნალებს უბრძანა, რომ დაებალზამებინათ+ მამამისი. მკურნალებმაც დააბალზამეს ისრაელი. 3 მას 40 დღე აბალზამებდნენ, რადგან ამდენი დღეა საჭირო ბალზამირებისთვის. 70 დღე დასტიროდნენ იაკობს ეგვიპტელები.

4 გლოვის დღეებმა რომ ჩაიარა, იოსებმა ფარაონის კარისკაცებს სთხოვა: „თუ წყალობა ვპოვე თქვენს თვალში, უთხარით ფარაონს, 5 მამამისმა დააფიცა,+ ვკვდები+ და იმ სამარხში დამმარხე,+ რომელიც ქანაანის მიწაზე მოვიმზადეო.+ უთხარით, წავა, დამარხავს მამამისს და დაბრუნდება-თქო“. 6 ფარაონმა შეუთვალა, წადი და ისე დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცაო.+

7 წავიდა იოსები მამამისის დასამარხავად და გაჰყვნენ მას ფარაონის ყველა მსახური, ფარაონის კარის უხუცესები,+ ეგვიპტის ყველა უხუცესი, 8 იოსების მთელი სახლეულობა, მისი ძმები და მამამისის სახლეულობა;+ მხოლოდ პატარა ბავშვები და ცხვარ-ძროხა დატოვეს გოშენის მიწაზე. 9 გაჰყვნენ მას ეტლებიცა+ და მხედრებიც. დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. 10 მიადგნენ ატადის კალოს იორდანის მხარეში და მოჰყვნენ დიდსა და მწარე მოთქმას; შვიდი დღე გლოვობდა იოსები მამამისს. 11 იმ მიწის მკვიდრებმა, ქანაანელებმა, დაინახეს ატადის კალოზე მგლოვიარე ხალხი და თქვეს: „რა მწარედ გლოვობენ ეგვიპტელები!“ ამიტომაც  დაერქვა მას აბელ-მიცრაიმი*, რომელიც იორდანის მხარეშია.

12 ზუსტად ისე მოიქცნენ იაკობის ვაჟები, როგორც მას ჰქონდა დაბარებული.+ 13 გადაასვენეს იგი მისმა ვაჟებმა ქანაანის მიწაზე და დამარხეს გამოქვაბულში, რომელიც მამრეს წინ მდებარე მაქფელას მინდორშია, იმ მინდორში, რომელიც აბრაამმა იყიდა ხეთელი ეფრონისგან სამარხად.+ 14 დამარხა იოსებმა მამამისი და დაბრუნდა ეგვიპტეში. მასთან ერთად დაბრუნდნენ მისი ძმები და ყველა, ვინც მას გაჰყვა მამის დასამარხავად.

15 მამის სიკვდილის შემდეგ იოსების ძმებმა თქვეს: „ვაითუ იოსებს გულში ჩვენდამი მტრობა ჰქონდეს ჩადებული და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა იმ ბოროტებისთვის, რაც გავუკეთეთ“.+ 16 ამიტომ მათ იოსებს შეუთვალეს: „მამაშენმა სიკვდილის წინ დაგვიბარა, 17 უთხარით იოსებს, გთხოვ, აპატიე შენს ძმებს მათი დანაშაული და ცოდვა, რითაც ზიანი მოგაყენესო. აპატიე მამაშენის ღვთის მსახურებს დანაშაული“. ამის გაგონებაზე იოსები ატირდა. 18 მივიდნენ მისი ძმები, პირქვე დაემხვნენ მის წინაშე და უთხრეს: „შენი მონები ვართ!“+ 19 იოსებმა მიუგო: „ნუ გეშინიათ! ღმერთი ხომ არა ვარ?! 20 თქვენ ჩემთვის ზიანის მოყენება გინდოდათ,+ მაგრამ ღმერთმა ეს სასიკეთოდ შემოატრიალა და მრავალი ადამიანი გადაარჩინა; იგი დღემდე ასე მოქმედებს.+ 21 ნუ გეშინიათ. არ მოგაკლებთ საკვებს თქვენ და თქვენს ბავშვებს“.+ ასე ანუგეშა ისინი და დაამშვიდა.

22 ეგვიპტეში ცხოვრობდნენ იოსებიც და მამამისის სახლეულობაც. იოსებმა 110 წელი იცოცხლა. 23 მოესწრო იოსები ეფრემის შვილიშვილებს, მესამე თაობას,+ აგრეთვე მენაშეს ვაჟის, მაქირის,+ ვაჟებს. იოსებს ისინი საკუთარი შვილებივით უყვარდა*. 24 ბოლოს იოსებმა თავის ძმებს უთხრა: „მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ+ და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელზეც დაიფიცა, რომ აბრაამს, ისაკსა და იაკობს მისცემდა“.+ 25 იოსებმა ისრაელის ვაჟებს უთხრა: „შემომფიცეთ, რომ, როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიღებთ ჩემს ძვლებს აქედან“.+ 26 იოსები 110 წლისა მოკვდა ეგვიპტეში. დააბალზამეს+ იგი და კუბოში ჩაასვენეს.

სხვაგვარად — „მოქმედი ძალა“.

ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ოფ“. იგულისხმება ფრთიანი მწერებიც.

ებრ. „რემეს“. სავარაუდოდ, იგულისხმება პატარა ცხოველებიც, მღრღნელებიცა და მწერებიც.

სხვაგვარად — „დაიწყო დასვენება“. დედანში გამოყენებული ზმნა გამოხატავს განგრძობით მოქმედებას.

ებრაულ ტექსტში აქ პირველად გვხვდება ღვთის საკუთარი სახელი, ებრაულად יהוה (ჲჰვჰ). იხ. დანართი ა4.

სხვაგვარად — „ცოცხალ არსებად“; ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იგივე ტიგროსი.

ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „დედაკაცი“.

სხვაგვარად — „მოხერხებული“.

სიტყვასიტყვით — „თესლს“. ებრ. „ზერა“. ამ სიტყვას კრებითი სახელის, „შთამომავლობის“, მნიშვნელობაც აქვს.

ნიშნავს „კაცს“, „კაცობრიობას“. ენათესავება ებრაულ სიტყვას, რომლის მნიშვნელობაცაა „მიწა“.

ნიშნავს „ცოცხალს“.

შესაძლოა იგულისხმებოდეს ერთგვარი გაფრთხილება.

ნიშნავს „დევნილობას“.

ნიშნავს „სხვის ნაცვლად დაყენებულს“.

ებრ. „ადამ“; ნიშნავს „კაცს“, „კაცობრიობას“.

შესაძლოა ნიშნავდეს „დასვენებას“, „ნუგეშს“.

სხვაგვარად — „ხორციელ სურვილებსაა აყოლილი“.

შესაძლოა ნიშნავდეს „წამქცევს“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

კიდობნის სიგრძე იყო დაახლ. 134 მ, სიგანე — 22 მ და სიმაღლე — 13 მ. იხ. დანართი ბ14.

ებრ. „ცოჰარ“. არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც ეს სიტყვა ნიშნავს არა „სარკმელს“, არამედ „სახურავს“, რომელიც 1 წყრთით (44,5 სმ) იქნებოდა დახრილი.

ან შესაძლოა: „შვიდი წყვილი ყველა წმინდა ცხოველიდან“.

ან შესაძლოა: „შვიდი წყვილი ცის ფრინველთაგან“.

სიტყვასიტყვით — „ღრმა წყალი“. იგულისხმება წყლის დიდი მასა ატმოსფეროში, რაც დაბადების 1:7–ში აღწერილია როგორც „წყლები სივრცის ზევით“.

დაახლ. 6,5 მ-ით. იხ. დანართი ბ14.

სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.

სხვაგვარად — „სიცოცხლე“.

ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ბიბლიაში მოხსენიებულ სიტყვა „ვაჟში“ ზოგჯერ შვილიშვილიც იგულისხმება.

ებრ. „ბაველ“; ნაწარმოებია ზმნიდან „ბალალ“, რაც ნიშნავს „არევ-დარევას“ .

სიტყვასიტყვით — „ეს არის დიდი ქალაქი“. სავარაუდოდ, იგულისხმება ნინევე და დანარჩენი სამი ქალაქი.

ან შესაძლოა: „რომელიც იაფეთის უფროსი ძმა იყო“.

ნიშნავს „დაყოფას“.

სხვაგვარად — „დედამიწის მოსახლეობა“.

ებრ. „ბაველ“; ნაწარმოებია ზმნიდან „ბალალ“, რაც ნიშნავს „არევ-დარევას“.

სიტყვასიტყვით — „იქ არია იეჰოვამ მთელი დედამიწის ენა“.

იგივე მკვდარი ზღვა.

სიტყვასიტყვით — „ძმა“.

ნიშნავს: „ღმერთი ისმენს“.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს ცხოველი ზებრა იყო.

ან შესაძლოა: „მტრულად იქნება განწყობილი თავისი ძმების მიმართ“.

ნიშნავს: „მისი ჭა, ვინც ცოცხალია და მხედავს“.

ნიშნავს: „მამა აღმატებულია“.

ნიშნავს „მრავალთა მამას“.

სიტყვასიტყვით — „ყოველმა მამრმა“.

შესაძლოა ნიშნავდეს „კამათის მოყვარულს“.

ნიშნავს „დიდგვაროვან ქალბატონს“.

ნიშნავს „სიცილს“.

იმდენი, რამდენიც 22-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ნიშნავს „სიმცირეს“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „გამაცინა“.

ან შესაძლოა: „დამცინებს“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

შესაძლოა ნიშნავდეს „ფიცის ჭას“ ან „შვიდის ჭას“.

ნიშნავს: „იეჰოვა გამოაჩენს“, „იეჰოვა იზრუნებს“.

ან შესაძლოა: „დიდებული“.

შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

შესაძლოა იგულისხმებოდეს ლაბანი.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიკვდილის აღმნიშვნელი ებრაული იდიომი.

ან შესაძლოა: „მტრულად იყვნენ განწყობილნი თავიანთი ძმების მიმართ“.

სიტყვასიტყვით — „ერი“.

ნიშნავს „ბანჯგვლიანს“.

ნიშნავს „ქუსლს ჩაჭიდებულს“, „ჩამნაცვლებელს“.

ნიშნავს „წითელს“.

ნიშნავს „დავას“.

ნიშნავს „ბრალდებას“.

ნიშნავს „ვრცელ ადგილებს“.

ნიშნავს „ქუსლს ჩაჭიდებულს“, „ჩამნაცვლებელს“.

ნიშნავს „ღვთის სახლს“.

სავარაუდოდ, ბეთელის მახლობლად მდებარე ქალაქსაც, რომელსაც მანამდე ლუზი ერქვა, მოგვიანებით ბეთელი დაერქვა.

სიტყვასიტყვით — „ძმა“.

სიტყვასიტყვით — „ლეა მოძულებული იყო“.

ნიშნავს: „აი ვაჟი!“

ნიშნავს „შესმენას“.

ნიშნავს „დაახლოებას“, „ახლოს ყოფნას“.

ნიშნავს „ქებულს“, „საქებარს“.

ნიშნავს „მოსამართლეს“.

ნიშნავს: „შევეჭიდე“.

ნიშნავს „კურთხევას“.

ნიშნავს „ბედნიერს“, „ბედნიერებას“.

ნიშნავს: „ის საზღაურია“.

ნიშნავს „მიღებას“.

„იოსიფიას“ შემოკლებული ფორმა, ნიშნავს: „იაჰმა შემატა“, „იაჰმა შემატოს“.

იგულისხმება ოჯახის ღმერთები, კერპები.

იგულისხმება ევფრატი.

სიტყვასიტყვით — „ვაჟები“.

არამეული გამოთქმა, რომელიც ნიშნავს „მოწმობის ქვებს“.

ებრაული გამოთქმა, რომელიც ნიშნავს „მოწმობის ქვებს“.

ნიშნავს „ორ ბანაკს“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ნიშნავს: „ღმერთს ეჭიდება“ ან „ღმერთი ეჭიდება“.

ნიშნავს „ღვთის სახეს“.

იგივე ფენიელი.

სიტყვასიტყვით — „კურთხევა“.

ნიშნავს „კარვებს“, „სადგომებს“.

უცნობი ღირებულების ფულის ერთეული.

ნიშნავს „ბეთელის ღმერთს“.

ნიშნავს „ტირილის მუხას“.

სიტყვასიტყვით — „სული რომ ამოსდიოდა“.

ნიშნავს „ჩემი გლოვის ძეს“.

ნიშნავს „მარჯვენის ძეს“.

სიკვდილის აღმნიშვნელი ებრაული იდიომი.

სიტყვასიტყვით — „მისი სისხლის დაფარვა“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იგულისხმება საბეჭდავი ბეჭედი.

ნიშნავს „გარღვევას“, რაც შესაძლოა შორისის ჩახევაზე მიუთითებდეს.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

მაღალი წოდების სამეფო მოხელის ტიტული.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იგულისხმება საბეჭდავი ბეჭედი.

სავარაუდოდ, პატივის მიგების აღმნიშვნელი სიტყვა.

ნიშნავს: „ის, ვინც ავიწყებს“.

ნიშნავს „ორმაგად ნაყოფიერს“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „მამად“.

სიტყვასიტყვით — „სული გაუცოცხლდა“; ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სავარაუდოდ, სხვა ვაჟების სახელები გამოტოვებულია.

სიტყვასიტყვით — „თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „წარმომქმნელი ძალის საწყისი“.

სიტყვასიტყვით — „მამაშენის სარეცელზე ახვედი“.

ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „გუნებავ“.

სიტყვასიტყვით — „მთავრის კვერთხი ფეხთა შუიდან“. იგულისხმება ბრძანების გაცემის უფლებამოსილება.

ნიშნავს: „ვისაც ის ეკუთვნის“.

სიკვდილის აღმნიშვნელი ებრაული იდიომი.

ნიშნავს „ეგვიპტელთა გლოვას“.

სიტყვასიტყვით — „ისინი იოსების კალთაზე დაიბადნენ“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება