ᲛᲔᲝᲠᲔ ᲬᲔᲠᲘᲚᲘ ᲗᲔᲡᲐᲚᲝᲜᲘᲙᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ
1 პავლე, სილვანუსი* და ტიმოთე+ ღმერთთან, ჩვენს მამასთან, და უფალ იესო ქრისტესთან ერთობაში მყოფ თესალონიკელთა კრებას:
2 წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეთ ღვთისგან, მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან!
3 თავს მოვალედ მივიჩნევთ, რომ თქვენ გამო მუდამ მადლობას ვწირავდეთ ღმერთს, ძმებო! თქვენ იმსახურებთ ამას, რადგან უფრო და უფრო ძლიერდება თქვენი რწმენა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ.+ 4 ამიტომ ვამაყობთ თქვენით+ ღვთის კრებებში და ვყვებით, რომ მოთმინებითა და რწმენით იტანთ ყოველგვარ დევნასა და გასაჭირს.+ 5 ეს იმის დასტურია, რომ ღმერთი სამართლიანად განსჯის და ამის წყალობით ღვთის სამეფოს ღირსად ჩაითვლებით, რომლისთვისაც იტანჯებით კიდეც.+
6 რაკი ღმერთი სამართლიანია, ის სამაგიეროს მიუზღავს მათ, ვინც თქვენ გაგდებთ გასაჭირში,+ 7 ხოლო თქვენ, გასაჭირში ჩაცვენილთ, შვებას მოგგვრით ჩვენთან ერთად, როცა უფალი იესო+ ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოცხადდება+ 8 აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ იღებს სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის, იესოს შესახებ.+ 9 ისინი სასჯელად მარადიულ განადგურებას+ დაიტეხენ, მოიკვეთებიან უფლის თვალთაგან და ვეღარ იხილავენ მის დიდებულ ძალას, 10 როცა ის იმისთვის მოვა, რომ თავის წმინდებთან ერთად განდიდდეს და აღაფრთოვანოს მორწმუნენი, რომელთა შორისაც თქვენც იქნებით, ვინაიდან ერწმუნეთ ჩვენ მიერ გადმოცემულ ცნობას.
11 ამიტომ ყოველთვის ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა მოწოდების ღირსად მიგიჩნიოთ+ და თავისი ძალით ბოლომდე მიიყვანოს ყველაფერი, რაც ნებავს, და დააგვირგვინოს თქვენი რწმენის საქმეები, 12 რათა თქვენი მეშვეობით განდიდდეს ჩვენი უფლის, იესოს, სახელი და თქვენც განდიდდეთ მასთან ერთობაში ჩვენი ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული წყალობით.
2 ძმებო, რაც შეეხება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მოსვლისა*+ და ჩვენი მასთან შეკრების დროს,+ გთხოვთ, 2 ადვილად არ აგიბნიოთ თავგზა და არ შეგაშფოთოთ არც თითქოსდა ღვთისგან შთაგონებულმა სიტყვებმა,+ არც სიტყვიერად გადმოცემულმა ცნობამ და არც ვითომდა ჩვენგან მიღებულმა წერილმა, თითქოს უკვე დადგაო იეჰოვას* დღე.+
3 არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, რადგან ის დღე არ დადგება, სანამ განდგომილება+ არ იჩენს თავს და არ გამოვლინდება უკანონობის კაცი,+ დაღუპვის ძე.+ 4 ის მოწინააღმდეგეა და საკუთარ თავს იმ ყველაფერზე მაღლა აყენებს, რაც ღმერთად ან სათაყვანოდ იწოდება, ღვთის ტაძარში ჯდება და თავი ღმერთად მოაქვს. 5 ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?!
6 უკვე იცით, რა აკავებს მას, რომ დროზე ადრე არ გამოვლინდეს. 7 მისი საიდუმლოებით მოცული უკანონობა უკვე მოქმედებს,+ მაგრამ ეს უკანონობა მაშინ გამოაშკარავდება, როცა შემაკავებელი ძალა აღარ იარსებებს. 8 მაშინ გამოვლინდება უკანონობის მოქმედი, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავისი ბაგიდან გამოსული ძლევამოსილი სიტყვებით*+ და ბოლოს მოუღებს, როცა იესოს მოსვლა* თვალსაჩინო გახდება.+ 9 მაგრამ უკანონობის მოქმედი სატანის+ ძალით მოდის და ახდენს ყოველგვარ სასწაულს, ცრუ ნიშანსა და საკვირველებას,+ 10 და ყოველგვარი უმართლობით აცდუნებს+ მათ, ვისაც სასჯელად დაღუპვა ელის, რადგან არ შეიყვარეს ჭეშმარიტება, რომ გადარჩენილიყვნენ. 11 ამიტომ ღმერთი უშვებს, რომ მათ სიცრუემ აურიოს გზა-კვალი და დაიჯერონ ტყუილი,+ 12 რათა ყველას, ვინც არ ირწმუნა ჭეშმარიტება და ახარებდა უმართლობა, მსჯავრი დაედოს.
13 თავს მოვალედ მივიჩნევთ, რომ თქვენ გამო მუდამ მადლობას ვწირავდეთ ღმერთს, ძმებო, იეჰოვასთვის* საყვარელნო, რადგან მან დასაბამიდან ამოგირჩიათ+ ხსნისთვის — განგწმინდათ+ თავისი სულით და ჭეშმარიტებისადმი თქვენი რწმენით. 14 მან ამისკენ სასიხარულო ცნობით მოგიწოდათ, რომელსაც ჩვენ ვაუწყებთ, რათა განდიდდეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მსგავსად.+ 15 ამიტომ, ძმებო, მტკიცედ იდექით+ და დაიცავით ის ყოველივე, რაც ჩვენგან სიტყვიერად და წერილებით გისწავლიათ.+ 16 დაე თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა+ და თავისი წყალობით მარადიული ნუგეში+ და დიდებული იმედი გვიბოძა, 17 განუგეშოთ და განგამტკიცოთ, რათა ყოველთვის კარგს იქმოდეთ და ამბობდეთ.
3 დაბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის,+ რომ იეჰოვას* სიტყვა სწრაფად გავრცელდეს+ და განდიდდეს ისე, როგორც თქვენ შორის არის განდიდებული, 2 და, რომ ღმერთმა დაგვიცვას მავნე და ბოროტი ადამიანებისგან,+ რადგან ყველას როდი აქვს რწმენა.+ 3 ერთგულია უფალი, ის განგამტკიცებთ და დაგიფარავთ ბოროტისგან. 4 გარდა ამისა, ჩვენ, უფლის მიმდევრებს, გვჯერა, რომ ითვალისწინებთ და კვლავაც გაითვალისწინებთ ჩვენს მითითებებს. 5 დაე უფალი კვლავაც დაგეხმაროთ, რომ გულში ღვთის სიყვარული+ გქონდეთ და ითმენდეთ+ ქრისტესთვის!
6 უფალ იესო ქრისტეს სახელით გაძლევთ მითითებას, ძმებო, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს არღვევს+ და ჩვენგან ნასწავლის თანახმად არ იქცევა.+ 7 თავადაც იცით, როგორ უნდა მოგვბაძოთ;+ თქვენთან ყოფნისას ჩვენ არც წესრიგი დაგვირღვევია 8 და არც ვისიმე პური გვიჭამია მუქთად,+ პირიქით, დღედაღამ შრომასა და გარჯაში ვიყავით, რომ დიდი ხარჯებით არ დაგვემძიმებინა რომელიმე თქვენგანი.+ 9 არა იმიტომ, რომ ამის უფლება არ გვქონდა,+ არამედ იმიტომ, რომ მაგალითი ვყოფილიყავით.+ 10 როცა თქვენთან ვიყავით, ასეთი წესი დაგიდგინეთ, ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამსო.+ 11 ჩვენამდე ამბავი მოდის, რომ თქვენგან ზოგიერთები წესრიგს არღვევენ:+ ხელს არ ანძრევენ და იმაში ერევიან, რაც არ ეხებათ.+ 12 ასეთებს მივუთითებთ და შევაგონებთ უფალ იესო ქრისტეს სახელით, რომ მშვიდად იცხოვრონ და ლუკმაპური საკუთარი შრომით მოიპოვონ.+
13 თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიშლით კარგის კეთებას. 14 მაგრამ, თუკი ვინმე არ ემორჩილება იმას, რასაც ამ წერილში გწერთ, შენიშნული გყავდეთ და ნუღარ გექნებათ მასთან ურთიერთობა,+ რათა შერცხვეს. 15 ოღონდ მტრად არ მიიჩნიოთ, არამედ კვლავაც ძმასავით შეაგონეთ.+
16 თავად მშვიდობის უფალი გაძლევდეთ მშვიდობას ყოველმხრივ და ყოველთვის!+ უფალი იყოს ყოველ თქვენგანთან!
17 მოკითხვას გწერთ მე, პავლე, ჩემი ხელით,+ რითაც ამოიცნობა ჩემი წერილები. აი, ასე ვწერ.
18 უფალ იესო ქრისტეს წყალობა ნუ მოაკლდება ნურცერთ თქვენგანს!
იგივე სილა.
ბერძნ. „პარუსია“. იხ. „ქრისტეს მოსვლა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იხ. დანართი ა5.
სიტყვასიტყვით — „თავისი ბაგის სულით“.
ბერძნ. „პარუსია“. იხ. „ქრისტეს მოსვლა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იხ. დანართი ა5.
იხ. დანართი ა5.