„მან გაზეთში გამოაქვეყნა“
ეს სიტყვები მოგვწერა მადლიერმა კანადელმა გოგონამ საგუშაგო კოშკის საზოგადოებას მადლობის წერილში. ის მონაწილეობდა სკოლაში ჩატარებულ საჯაროდ სიტყვის წარმოთქმის ფესტივალზე და მისმა გამოსვლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურის ერთ-ერთ წევრზე, რომ მან ნებართვა ითხოვა ადგილობრივ გაზეთში დაბეჭდვისთვის.
როგორ აირჩია გოგონამ გამოსვლის თემა? „ჩემს კლასში, განსაკუთრებით გოგონებს შორის მწვავე პრობლემა ჭორაობა იყო“, — ამბობს ის. ასე რომ, მან თავისი გამოსვლა შეადგინა იმ ინფორმაციებით, რომელიც ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ წაიკითხა. მისი გამოსვლის ნაწილი გამოქვეყნდა ნიაგარას ჩანჩქერის (ონტარიო) ადგილობრივ გაზეთ „რევიუში“ სათაურით: „ჭორაობა შეიძლება საზიანო იყოს; თქვენ როგორ ფიქრობთ?“
რამ აღაფრთოვანა ასე ძალიან ჟიურის წვერი? ყურადღება მიაქციე გოგონას გამოსვლის ზოგ ნაწყვეტს: «დღეს საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ჭორაობა. მან შეიძლება თავი გვატკინოს, თეთრად გაგვათენებინოს ღამეები და, შეიძლება, უკიდურესობამდეც მიგვიყვანოს. . .
ჭორაობის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ლაპარაკი ადამიანის თვისებაა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, საკუთარი თავის კონტროლის გაწევაა. ზოგი მითითება, თუ როგორ მოვიქცეთ: 1. ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამ. 2. ნუ უსმენ ჭორაობას. . . თუ მოუსმენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეთანხმები ნათქვამს. 3. მავნე ჭორაობას შეუძლია შენც მატყუარად გაქციოს. 4. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა კი ისაა, რომ წინასწარ დაფიქრდე, სანამ რამეს იტყვი! ჰკითხე საკუთარ თავს: „რას ვიგრძნობდი ეს რომ ჩემს შესახებ ეთქვათ?“ »
დასკვნისას გოგონამ თქვა: „ყოველთვის გახსოვდეს ეს ოთხი რჩევა, მის თანახმად იმოქმედე და შესაძლოა მომავალში უფრო კარგი პიროვნება გახდე“.
რა პრაქტიკული რჩევებია ყველასთვის და არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის! „გამოიღვიძეთ!“ ცდილობს, დროული და ზუსტი ინფორმაცია შესთავაზოს მკითხველს სხვადასხვა საკითხებზე. თუ ისურვებდით, რომ რეგულარულად მიიღოთ ეს ჟურნალი, სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს, როდესაც მოგაკითხავენ ან გააგზავნეთ წერილი მე-5 გვერდზე მოცემულ სათანადო მისამართზე.