ქრება მცენარეთა ჯიშები რატომ?
ჩინეთში 1949 წელს ხორბლის 10 000-მდე ჯიში მოჰყავდათ. მაგრამ 1970 წლისთვის ეს რიცხვი 1 000-მდე შემცირდა. ცნობის თანახმად, შეერთებულ შტატებში ვაშლის 7 098 ჯიში ხარობდა, 1804—1904 წლებში აქედან დაახლოებით 86% გადაშენდა. გარდა ამისა, ერთი-ერთი ორგანიზაციის ცნობის თანახმად: „კომბოსტოს ჯიშების 95%, სიმინდის — 91%, ბარდის — 94% და პომიდვრის — 81%, როგორც ჩანს, გადაშენებულია“ (Report on the State of the World’s Plant Genetic Resources for Food and Agriculture). ანალოგიურ სტატისტიკურ მონაცემებს იუწყებიან მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. რამ გამოიწვია ასეთი უეცარი დაცემა? ზოგის აზრით, ამის ძირითადი მიზეზი დღევანდელი კომერციული სოფლის მეურნეობის ზრდა და მცირე საოჯახო მეურნეობის მოშლაა, რომლის შედეგადაც იკარგება ტრადიციული, უაღრესად სხვადასხვაგვარი ჯიშების მოსავალი.
მცენარეთა ჯიშების გადაშენებამ შეიძლება სულ უფრო და უფრო სავალალო შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, დაფიქრდი ირლანდიის 1845—1849 წლების კარტოფილის მოუსავლიანობის შესახებ. დაახლოებით 750 000 ადამიანი დაიხოცა შიმშილით, როდესაც მცენარის დაავადებამ გაანადგურა კარტოფილის მოსავლის უმეტესი ნაწილი. რომელმა ბიოლოგიურმა ძალებმა გამოიწვია ეს ტრაგედია? „გენეტიკურმა ერთგვაროვნებამ“ — ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობაში.
XX საუკუნის 70—80-იან წლებში დედამიწაზე 1 000-ზე მეტი საცავი აშენდა მცენარეების გენეტიკური რესურსების შესაგროვებლად და დასაკონსერვებლად. მაგრამ მრავალმა საცავმა მოლოდინი ვერ გაამართლა და ზოგიერთი მათგანი უკვე დაიხურა. როგორც ცნობილია, ამჟამად მხოლოდ 30-მდე ქვეყანაშია ხელსაყრელი პირობები მცენარეების თესლის გრძელვადიანი საიმედო შენახვისა და დაკონსერვებისთვის.
ბიბლია გვპირდება, რომ ქრისტეს სამეფოს მმართველობის დროს იეჰოვა „გაუმართავს ყველა ხალხს. . . ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით“ (ესაია 25:6). რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ იეჰოვა ღმერთის, „რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს“ და გენეტიკური მრავალგვარობის შემოქმედის, რომელიც დააკმაყოფილებს საკვებთან დაკავშირებულ მოთხოვნილებებს (ფსალმუნი 135:25; დაბადება 1:29).