საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 12/8 გვ. 31
  • მკითხველთა წერილები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა წერილები
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • სასარგებლო და საზიანო სტრესი
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 1999
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 12/8 გვ. 31

მკითხველთა წერილები

ვენდოთ მეცნიერებას?  სტატიების სერიაში „რამდენად სანდოა მეცნიერება?“ (8 მარტი, 1998) დროული გაფრთხილება იყო მოცემული. ის დამეხმარა უფრო რეალურად შემეხედა გამოგონებებისთვის და მეცნიერული აღმოჩენებისთვის, რომელთა უმრავლესობას ზიანი მოაქვს. ამავე დროს, ამ სტატიების სერია ადამიანის ყურადღებას ბიბლიისადმი — სანდო წიგნისადმი მიმართავს.

ა. ი. ბ. (ბრაზილია)

რუსეთის პრესა  უღრმესი მადლობა სტატიისთვის „რუსეთის პრესა დადებით აზრს გამოთქვამს იეჰოვას მოწმეებზე“ (8 მარტი, 1998). მინდა იცოდეთ, რომ ეს პირველი არაა, როდესაც თქვენი სტატიების კითხვისას თვალები ცრემლებით მევსება. სასიხარულოა, რომ ერთ დღესაც მთელს დედამიწაზე ისეთივე მშვენიერი პირობები იქნება, როგორიც სოლნეჩნოეში, იეჰოვას მოწმეების ახალ ფილიალშია.

ი. კ. ს. ა. (ბრაზილია)

ურწმუნო მამის შეცვლა  სტატიამ „მის გულს შეეხო“ (8 მარტი, 1998) ჩემი ოჯახი გამახსენა. ჩემი ქმარიც ურწმუნოა. ამ სტატიამ დამაიმედა, რომ ერთხელაც ჭეშმარიტება მის გულსაც შეეხება.

ს. მ. (აშშ)

ოჯახი წინააღმდეგობას უწევს ნაცისტებს  სტატიაში „ღვთისადმი ჩემი ოჯახის ერთგულებით აღძრული“ მოთხრობილი ჰორსტ ჰენშელის ისტორია ძალზე საინტერესო იყო (8 მარტი, 1998). კითხვისას ყოველი აბზაცის შემდეგ ვჩერდებოდი, თვალზე ცრემლი მადგებოდა. ჰორსტის მამამ სიმტკიცე შეინარჩუნა დევნისას; ის ყოველთვის კარგი მაგალითი იქნება ჩემთვის.

ა. კ. (აშშ)

ჰორსტ ჰენშელის ისტორია ძალზე ამაღელვებელი იყო. მისმა სიმამაცემ და იეჰოვასადმი სიყვარულმა წამახალისა. არასოდეს დამავიწყდება სიტყვები, რომლებიც მას ციხეში ყოფნისას ამხნევებდა: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს“.

ჯ. ვ. ს. (ბრაზილია)

მე ათი წლის ვარ. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მამხნევებს იმის ცოდნა, თუ როგორ ცხოვრობდნენ მაშინ იეჰოვას მოწმეები; როგორ სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ „ჰაილ ჰიტლერ!“-ის წამოძახებაზე უარის თქმა. მაგრამ მოწმეები მტკიცედ იდგნენ და არ ამბობდნენ მას.

რ. ბ. (აშშ)

რასობრივი სიამაყე  აღფრთოვანებულმა წავიკითხე სტატია „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას. . . რა შეიძლება ითქვას რასობრივ სიამაყეზე?“ (8 მარტი, 1998). ხშირად მეკითხებოდნენ: „რა ეროვნების ხარ?“ რადგანაც ვერ დავადგინე ჩემი ოჯახის წარმომავლობა, ხუმრობით ვპასუხობდი, „უჯიშო ვარ-მეთქი“. ერთმა მიმომსვლელმა მსახურმა თქვა: „როდესაც ვინმე გკითხავს, რა ეროვნების ხარ, უპასუხე, რომ იეჰოვას მოწმე ხარ“. მეამაყება, რომ ისეთ ორგანიზაციაში ვარ, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას.

დ. ჰ. (აშშ)

მე თოთხმეტი წლის ვარ და მსურს მადლობა მოგიხადოთ ამ სტატიისთვის. ჩემი რასობრივი სიამაყე რასიზმში გადაიზარდა. ეს სტატია დამეხმარა მივმხვდარიყავი, რომ იეჰოვას თვალში ყველა თანასწორი ვართ.

ი. პ. (იტალია)

ბავშვობისას ჩემი თანაკლასელების უმრავლესობა ტრაბახობდა თავისი რასითა და კანის ფერით და ამბობდა, რომ ესპანური სისხლი ჰქონდათ, მე კი რასობრივ უმცირესობას მივეკუთვნებოდი. არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა და საკუთარი ღირსების გრძნობა დავკარგე. ზოგჯერ ვგრძნობდი, რომ ვერ ვიტანდი ჩემს ფერს! ამ სტატიაში მოცემული რჩევა დამეხმარა, დამებრუნებინა საკუთარი ღირსების გრძნობა და კმაყოფილი ვყოფილიყავი იმით, რაც იეჰოვამ მომცა.

ა. გ. (ფილიპინები)

ნამდვილად არასწორად ვფიქრობდი, რომ მდიდარ ქვეყნებში დაბადებულები უკეთესები იყვნენ. თქვენი სტატია დამეხმარა, მივმხვდარიყავი, რომ არსებობს მხოლოდ ერთი — კაცობრიობის — რასა.

ლ. ჯ. (ბრაზილია)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება