„ის უფრო მეტის გაგებისკენ აღგვძრავს“
ეს სიტყვები მოგვწერა ჩრდილოეთ კაროლინელმა (აშშ) მკითხველმა წიგნის „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ შესახებ, რომელიც შარშან გამოქვეყნდა. მან დაამატა: „გმადლობთ ჩემში ინტერესის გაღვივებისთვის“. შემდეგ აღნიშნა:
„დღეს აივანზე ვიჯექი და ხასხასა მწვანე ფერის მზომელას მატლი დავინახე. ის დიდი სიფრთხილით მიცოცავდა; ყოველი მოძრაობისას ამოწმებდა, საფრთხე ხომ არ ელოდა, და მოხდენილად განაგრძობდა გზას. ის ჩვენი აივნის კიდემდე მივიდა. ვფიქრობდი, რაიმე მიზეზით კიდევაც რომ გადავარდნილიყო — დაახლოებით მეტრ-ნახევარი სიმაღლიდან, — სერიოზულად არ დაშავდებოდა. მაგრამ, იმავე შეფარდების სიმაღლიდან ადამიანი რომ გადავარდნილიყო, უსათოუდ მოკვდებოდა“.
ამ ქალს აინტერესებდა, „რატომ იყო მზომელას ეს პატარა მწვანე მატლი ასეთი არაჩვეულებრივი“. მან დაასკვნა, რომ ეს კითხვა „მხოლოდ ერთია იმ უამრავი კითხვიდან, რომლებზეც საინტერესო იქნებოდა პასუხის მიღება. ამასობაში კი, თუნდაც ამ პატარა მწვანე მატლზე დაკვირვებით შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ ჩვენი შემოქმედის შესახებ“.
ბევრს გაიგებთ, თუ წაიკითხავთ, როგორ მოწმობს დიდებული შემოქმედის არსებობაზე ჩვენი სასწაულებრივი სამყარო, აგრეთვე დედამიწაზე არსებული რთული აგებულების მქონე მრავალფეროვანი ცოცხალი ქმნილებები. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ზემოხსენებული 192-გვერდიანი წიგნი, თუ შეავსებთ აქ მოცემულ ტალონს და გააგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ სათანადო მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.
[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]
J. Hester and P. Scowen (AZ State Univ.), NASA