დასკვნა
ამ ბროშურით ჩვენ მიზნად არ ვისახავთ იეჰოვას მოწმეთა რწმენის ამომწურავ განხილვას. ნაცვლად ამისა, ვეცადეთ გაგვეშუქებინა იეჰოვას მოწმეთა ზოგი პრინციპი, და ის, თუ რა გავლენას ახდენს თქვენს მოსწავლეზე ოჯახური ატმოსფერო, თუ ერთი ან ორივე მშობელი იეჰოვას მოწმეა.
იეჰოვას მოწმეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ შვილების სულიერ განვითარებას. მოწმეებს სწამთ, რომ ეს სხვა სფეროებშიც ავითარებს მათ შვილებს. მათი რწმენა და პრინციპები მათ ცხოვრებას მნიშვნელობით ავსებს და ეხმარება ყოველდღიური პრობლემების გამკლავებაში. გარდა ამისა, რწმენა და პრინციპები აღძრავს მათ, იყვნენ მონდომებული მოსწავლეები და კარგი მოქალაქეები.
რადგან იეჰოვას მოწმეები ცხოვრებას რეალისტურად უყურებენ, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლებას. ამიტომ მათ სურთ, რაც შეიძლება მეტად ითანამშრომლონ თქვენთან. თავის მხრივ, მთელ მსოფლიოში, სახლებში იქნება თუ თაყვანისმცემლობის ადგილებზე, ისინი ყოველთვის არიგებენ შვილებს, რომ ამ ნაყოფიერ თანამშრომლობაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.