თავი მეთექვსმეტე
ღმერთს ემსახურეთ
რა უნდა გააკეთოთ, ღვთის მეგობარი რომ გახდეთ? (1, 2)
როგორ უნდა მიუძღვნათ თავი ღმერთს? (1)
როდის უნდა მოინათლოთ? (2)
რა დაგეხმარებათ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებაში? (3)
1. ღვთის მეგობარი რომ გახდეთ, ბიბლიური ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა უნდა შეიძინოთ (1 ტიმოთე 2:3, 4), ირწმუნოთ ნასწავლი (ებრაელები 11:6), მოინანიოთ ცოდვები (საქმეები 17:30, 31) და შეიცვალოთ ცხოვრების წესი (საქმეები 3:19). შედეგად, ღვთის სიყვარული აღგძრავთ, თავი მიუძღვნათ მას, ანუ ღმერთს ლოცვაში უთხრათ, რომ გსურთ მას ეკუთვნოდეთ და მისი ნება შეასრულოთ (მათე 16:24; 22:37).
2. მიძღვნის შემდეგ უნდა მოინათლოთ (მათე 28:19, 20). მონათვლით ყველას დაანახვებთ, რომ თავი იეჰოვას მიუძღვენით. მხოლოდ ის უნდა მოინათლოს, ვისაც ასაკი საშუალებას აძლევს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ღმერთს ემსახუროს. მონათვლის დროს მთელი სხეული წამიერად წყალში უნდა ჩაიძიროსa (მარკოზი 1:9, 10; საქმეები 8:36).
3. იეჰოვას მოთხოვნაა, რომ თავის მიძღვნის შემდეგ არასოდეს დაარღვიოთ დადებული პირობა (ფსალმუნები 50:14; ეკლესიასტე 5:4, 5). ეშმაკი ყოველ ღონეს იხმარს, რომ ღვთის მსახურება შეგაწყვეტინოთ (1 პეტრე 5:8). მაგრამ ილოცეთ და ღმერთს დაუახლოვდით (ფილიპელები 4:6, 7). ყოველდღიურად გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა (ფსალმუნები 1:1—3). ნუ მიატოვებთ კრებას (ებრაელები 13:17). თუ ასე მოიქცევით, ღვთის ერთგულებას შეინარჩუნებთ და მუდამ იმას გააკეთებთ, რასაც ღმერთი ითხოვს თქვენგან.
[სქოლიო]
a შემსწავლელმა მონათვლამდე უნდა შეისწავლოს წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში“ ან იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული სხვა შესაბამისი წიგნი.