სიმღერა 103
კარდაკარ
ბეჭდური ვერსია
1. კარდაკარ ყველგან ვავრცელებთ
იეჰოვას სიტყვას,
ქალაქებში თუ სოფლებში,
ყველგან ვკვებავთ მის ცხვარს.
როგორც ქრისტემ თქვა, ცნობას ღვთის
სამეფოს შესახებ
დიდი თუ პატარა ამცნობს
მთელ დედამიწაზე.
2. კარდაკარ ყველგან ვახარებთ
ცნობას ხსნის შესახებ,
რომ გადარჩება, ვინც უხმობს
იეჰოვას სახელს.
მაგრამ ვისაც არ იცნობენ,
მას როგორ მოუხმონ?
ღვთის მსახურთ სურთ ღვთის სახელი,
სახლებშიც აუწყონ.
3. წავიდეთ, რომ გავავრცელოთ
სამეფოს ცნობა და
ასე ხალხმა თვით განსაზღვროს,
მიგვიღოს თუ არა.
ვაცხადებთ ჭეშმარიტებას,
იეჰოვას სახელს.
რადგან დავდივართ კარდაკარ,
იქ ვიპოვით მის ცხვრებს.
(იხილეთ აგრეთვე საქ. 2:21; რომ. 10:14)