წინასიტყვაობა
პრაქტიკული რჩევები
როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან? როგორ ვიპოვო კარგი მეგობრები? როგორ მოვიქცე, თუ სექსი შემომთავაზეს? როგორ მოვერიო სევდას?
თუ შენც გაგჩენია ასეთი კითხვები, გამონაკლისი არა ხარ. შეიძლება სხვადასხვა წყაროს მიმართე რჩევებისთვის, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მიიღე. ახალგაზრდების დახმარების მიზნით 1982 წლის იანვრიდან ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში იბეჭდება რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვები“, რომელიც შეიცავს სანდო ბიბლიურ რჩევებს. მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა და ეს რუბრიკა დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. თითოეული სტატია საფუძვლიანი კვლევის შედეგად დაიწერა. იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობენ და რას განიცდიან ახალგაზრდები, ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის გამომცემლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ასობით ახალგაზრდისგან აიღეს ინტერვიუ. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ „ახალგაზრდების შეკითხვებში“ მოცემული რჩევები ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზეა დაფუძნებული.
ეს წიგნი თავდაპირველად 1989 წელს გამოიცა, თუმცა თავიდან ბოლომდე გადამუშავდა დღეისათვის აქტუალური საკითხების გაშუქების მიზნით. 2004—2011 წლებში რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ დაბეჭდილი სტატიების მიხედვით 30-ზე მეტი თავი მომზადდა.
„ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 1) უსათუოდ დაგეხმარება გაწონასწორებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში. ვიმედოვნებთ, რომ ამ წიგნში მოცემული რჩევების გამოყენებით შენ შეუერთდები იმ მილიონობით ადამიანს, ახალგაზრდასა თუ ასაკოვანს, რომლებსაც ‘გაწაფული აქვთ აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელები 5:14).
გამომცემლები