შიდა ყდა
ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო,
ზეციერ მამას, იეჰოვა ღმერთს, ძალიან უყვარხართ და უნდა, რომ ბედნიერები იყოთ. „მაგრამ რამდენად შესაძლებელია, რომ დღეს ბედნიერი ვიყო?“, — შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა და არცთუ უსაფუძვლოდ. ბოლოს და ბოლოს, დღეს ვინ არ ხვდება სირთულეებს?! თითქმის დღე არ გადის ისე, რომ რაიმე პრობლემა არ შეგვექმნას, რამაც შეიძლება სიხარული წაგვართვას. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ზეციერი მამა თავის ძლიერ მკლავს გვიწვდის. თავისი სიტყვით საჭირო ხელმძღვანელობას გვიწევს და ცხოვრების აბობოქრებულ ტალღებში სწორ კურსს გვიჩვენებს. მართალია, ბიბლია დიდი ხნის წინათ დაიწერა, მასში ჩაწერილი რჩევები დღესაც ისევე პრაქტიკულია, როგორც უწინ (ფსალმუნი 119:98, 99; 2 ტიმოთე 3:16, 17).
ჩვენ ეს წიგნი იმიტომ მოგიმზადეთ, რომ გვიყვარხართ. გვინდა, ბედნიერები იყოთ და საუკეთესოდ გაატაროთ ახალგაზრდული წლები. ამიტომ გთხოვთ, არა მხოლოდ წაიკითხოთ ეს წიგნი თავიდან ბოლომდე, არამედ ყოველთვის გადაშალოთ, როცა რაიმე პრობლემას შეხვდებით. ამ წიგნის ერთ-ერთი მიზანი შვილებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაა. ვიმედოვნებთ, რომ ზოგ ნაწილს ერთად წაიკითხავთ და შეისწავლით კიდეც. თქვენი მშობლების ცოდნა და გამოცდილება ბევრ რამეში წაგადგებათ!
საუკეთესო სურვილებით,
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო