ახიეზერი
[ჩემი ძმა შემწეა].
1. ამიშადაის ვაჟი; ისრაელების მიერ ეგვიპტის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ ის დანის ტომის თავკაცად აირჩიეს (რც. 1:1, 4, 12). ის ეხმარებოდა მოსეს ისრაელების აღწერის დროს. როცა ისრაელთა ბანაკი ადგილიდან დაიძვრებოდა ხოლმე, ახიეზერის მეთაურობით სამტომიანი დანაყოფი ზურგს უმაგრებდა მათ. კარვის სამსხვერპლოს საზეიმო მიძღვნისას ახიეზერმა მეათე დღეს მიიტანა თავისი შესაწირავი (რც. 2:25; 7:66, 71; 10:25).
2. გიბელი შემაას ვაჟი, რომელიც ციკლაგში დავითის მხარდასაჭერად მისულ ბენიამინელ ძლიერ ვაჟკაცებს მეთაურობდა (1მტ. 12:1—3).