საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ანაზღაურება“
  • ანაზღაურება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ანაზღაურება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გარეული ხარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მიბარება [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • კანონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ანაზღაურება“

ᲐᲜᲐᲖᲦᲐᲣᲠᲔᲑᲐ

მომსახურების, დანაკარგის ან მიყენებული ზარალის სანაცვლოდ გაღებული ეკვივალენტი. ებრაული ზმნა შალემ, რომელსაც შეესატყვისება ზმნა „ანაზღაურება“, დაკავშირებულია სიტყვა „მშვიდობასთან“, ებრაულად შალომ (გმ. 21:36; 1მფ. 5:12). ამგვარად, ეს ებრაული ზმნა მოიაზრებს მშვიდობის აღდგენას საზღაურის გადახდის ან მიყენებული ზარალის აღდგენის ხარჯზე. მოსეს მეშვეობით ისრაელებისთვის მიცემული ღვთის კანონით სავალდებულო იყო მიყენებული ზარალის ან დანაკარგის ანაზღაურება. ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს ან რაიმე მომსახურების გაწევის დროსაც აუცილებელი იყო. დამქირავებელს იმ დღესვე უნდა გადაეხადა გასამრჯელო დაქირავებული მუშებისთვის იმისდა მიუხედავად, ისინი ისრაელები იქნებოდნენ, მათ შორის მცხოვრები უცხოელები თუ სხვები (ლვ. 19:13; კნ. 24:14, 15).

ადამიანისთვის მიყენებული ზიანი. მას, ვინც ჩხუბში ვინმეს ზიანს მიაყენებდა, მაგალითად თუ ქვას დაჰკრავდა ან მუშტს, უნდა აენაზღაურებინა გაცდენილი დრო მანამ, სანამ დაზარალებული სრულად არ გამოჯანმრთელდებოდა (გმ. 21:18, 19).

თუ კაცების ჩხუბის დროს ორსულ ქალს მიადგებოდა ზიანი ან ის ნაადრევად იმშობიარებდა, მაგრამ უბედური შემთხვევა არ დატრიალდებოდა, ზიანის მიმყენებელს ეკისრებოდა იმ ოდენობის ჯარიმა, რამდენსაც ქალის ქმარი მოითხოვდა (იმ შემთხვევაში, თუ ქმარი ძალიან ბევრს მოითხოვდა, ჯარიმის ოდენობას მსაჯულები ადგენდნენ) (გმ. 21:22).

თუ ხარი მორქენალი იყო და ამის შესახებ პატრონი გაფრთხილებული ჰყავდათ, ის კი ზომებს არ მიიღებდა და მისი ხარი მონას ურქენდა და მოკლავდა, ხარის პატრონს 30 შეკელი (66 აშშ დოლარი) უნდა გადაეხადა მონის პატრონისთვის. ებრაელი მკვლევრების მოსაზრებით, ეს კანონი ეხებოდა არაებრაელ მონებს. თუ ხარი თავისუფალ ადამიანს ურქენდა, ხარის პატრონი უნდა მოეკლათ. თუმცა მსაჯულები ითვალისწინებდნენ გარემოებებს ან სხვა ფაქტორებს და მათ შეეძლოთ სასჯელი შეემსუბუქებინათ, მაგალითად ხარის პატრონისთვის გამოსასყიდი დაეკისრებინათ. ასეთ შემთხვევაში, მორქენალი ხარის პატრონს უნდა გადაეხადა გამოსასყიდი, რასაც მსაჯულები დააკისრებდნენ. გარდა ამისა, პატრონი ხარსაც კარგავდა; ის უნდა ჩაექოლათ. მისი ხორცი არ უნდა ეჭამათ (გმ. 21:28—32). როგორც ჩანს, ეს კანონი ვრცელდებოდა სხვა ცხოველებზეც, რომლებიც ადამიანს სასიკვდილო ჭრილობებს მიაყენებდნენ.

თუ მამაკაცი შეაცდენდა ქალს, რომელიც არ იყო დანიშნული, ის ცოლად უნდა შეერთო. თუ ქალის მამა უარზე იქნებოდა, მას მაინც უნდა გადაეხადა უმანკოების საფასური (50 შეკელი, 110 აშშ დოლარი), იგივე ურვადის საფასური, რადგან მან დაამცირა ქალი და მისი უმანკოება საფასურით უნდა გამოესყიდა (გმ. 22:16, 17; კნ. 22:28, 29).

ცილისწამება. თუ კაცი ცილს დასწამებდა ცოლს და იტყოდა, რომ ქალი, რომელიც ცოლად შეირთო, ქალწული არ იყო, ქალის მამისთვის ურვადის ორმაგი საფასური (2-ჯერ 50 შეკელი, 220 აშშ დოლარი) უნდა გადაეხადა, რადგან მან ისრაელის ქალწულს სახელი გაუტეხა (კნ. 22:13—19).

გარკვეული სახის ანაზღაურება მაშინაც იყო საჭირო, თუ ქმარი ცოლს ღალატში დასდებდა ბრალს. თუ ქმარი მართალი აღმოჩნდებოდა, ქალს გამრავლების ორგანოები დაუზიანდებოდა და შვილიერების უნარი წაერთმეოდა, მაგრამ თუ ის უდანაშაულო იყო, ქმარი უნდა დაწოლილიყო მასთან, რათა ქალი დაორსულებულიყო. შვილი, რომელსაც ქალი გააჩენდა, კურთხევა იქნებოდა (რც. 5:11—15, 22, 28).

ქურდობა. კანონით ქურდობა მკაცრად იგმობოდა. მასში ეწერა: „ქურდმა ზარალი უნდა აანაზღაუროს. თუ არაფერი აქვს, მაშინ იგი ნაქურდალის სანაცვლოდ უნდა გაიყიდოს. თუ მას ნაქურდალი ცოცხალი აღმოაჩნდა, ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, პატრონს ერთის ნაცვლად ორი მიუყვანოს“. ეს კანონი ვრცელდებოდა ფულის, სხვა საგნის ან ცხოველის მოპარვის შემთხვევებშიც. თუ ქურდი მოპარულ ცხოველს დაკლავდა ან გაყიდდა, კომპენსაცია კიდევ უფრო მძიმე იყო, მაგალითად მას ხარი ხუთმაგად, ცხვარი კი — ოთხმაგად უნდა აენაზღაურებინა (გმ. 22:1, 3, 4, 7). ეს კანონი იცავდა დაზარალებულს და მას დანაკარგის ანაზღაურების გარანტიას აძლევდა; ხოლო ქურდს კანონი აიძულებდა, რომ ციხეში კი არ მჯდარიყო (რითაც საზოგადოებას მისი შენახვა ტვირთად დააწვებოდა, დაზარალებული კი ანაზღაურების გარეშე დარჩებოდა), არამედ ზარალის ასანაზღაურებლად ემუშავა.

სხეულის და საკუთრების დაზიანება. მას, ვინც სხვის ცხოველს მოკლავდა, ზარალი უნდა აენაზღაურებინა (ლვ. 24:18, 21). თუ ერთი ხარი მეორეს მოკლავდა, ცოცხალი ხარი უნდა გაყიდულიყო და მისი საფასური, ისევე როგორც მკვდარი ხარის საფასური, თანაბრად უნდა გაეყოთ მეპატრონეებს ერთმანეთში. თუმცა, თუ ხარი მორქენალი იყო, რის შესახებაც პატრონმაც იცოდა, მას დაზარალებულისთვის სხვა ხარი უნდა მიეცა, მკვდარი კი, რაც გაცილებით ნაკლები საფასური ღირდა, თავისთვის დაეტოვებინა (გმ. 21:35, 36).

თუ ვინმეს პირუტყვი სხვის მინდორს ან ვენახს გადაჭამდა, პირუტყვის პატრონს ზარალი თავის მინდორში ან ვენახში მოწეული საუკეთესო ნაყოფით უნდა ეზღო. თუ ვინმე ხანძარს გააჩენდა, რაც სხვის მინდორს მოედებოდა, გადამწვარი მინდვრის პატრონისთვის შესაბამისი კომპენსაცია უნდა გადაეხადა. უფრო მკაცრი სასჯელი იყო დაწესებული იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი გააჩანაგებდა სხვის მინდორს ან ვენახს, რადგან პატრონს ცხოველის გაკონტროლება უფრო ადვილად შეეძლო, ვიდრე გაჩენილი ხანძრის. გარდა ამისა, პატრონს ზარალი მეტი ოდენობით კიდევ იმიტომ უნდა აენაზღაურებინა, რომ მას ცხოველი ქურდივით ჰყავდა მიშვებული სხვის ნაკვეთში (გმ. 22:5, 6).

მიბარებული საქონელი. თუ კაცი ვინმეს შესანახად რაიმეს მიაბარებდა, მას კი მიბარებულს სახლიდან მოჰპარავდნენ და ქურდს იპოვიდნენ, მას ზარალი ორმაგად უნდა ეზღო. შესანახად მიბარებული ფული და ნივთები არ საჭიროებდა განსაკუთრებულ ზრუნვას, თუმცა ის საიმედო ადგილას უნდა ყოფილიყო შენახული. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს შესანახად პირუტყვს დაუტოვებდნენ, მას ისე უნდა ეზრუნა მასზე, როგორც საკუთარ პირუტყვზე. მიბარებული ცხოველის პატრონი, ჩვეულებრივ, მას გარკვეულ თანხას აძლევდა ცხოველის გამოსაკვებად და ზოგჯერ შესაძლოა შენახვასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებსაც უნაზღაურებდა. თუ ცხოველი თავისით მოკვდებოდა, მას მხეცი დაგლეჯდა, ან ყაჩაღები მოიპარავდნენ, ბრალი არ ედებოდა მას, ვისაც ის ჰყავდა ჩაბარებული, რადგან უბრალოდ არ შეეძლო მომხდარის გაკონტროლება. მსგავსი რამ შესაძლოა მის საკუთარ პირუტყვსაც დამართოდა, მაგრამ თუ მიბარებულ ცხოველს მას დაუდევრობის გამო მოჰპარავდნენ ან ამას ისეთი ვინმე გააკეთებდა, ვისი შეჩერებაც შეეძლო, მას პასუხი უნდა ეგო და აენაზღაურებინა ზარალი (გმ. 22:7—13; იხ. დბ. 31:38—42).

მას, ვინც ითხოვებდა სხვის პირუტყვს, რომელსაც მის ხელში რაიმე ზარალი მიადგებოდა, პატრონისთვის კომპენსაცია უნდა გადაეხადა (გმ. 22:14). თუ პირუტყვი პატრონის თვალწინ დასახიჩრდებოდა, ზარალის ანაზღაურება საჭირო არ იყო, რადგან პატრონს თავად უნდა მიეხედა თავისი პირუტყვისთვის. თუ ვინმეს ცხოველი ჰყავდა დაქირავებული, პატრონს არ უნდა მოეთხოვა ზარალის ანაზღაურება, რადგან გაქირავების ფასის დადგენისას, სავარაუდოდ, ის შესაძლო რისკებსაც გაითვალისწინებდა (გმ. 22:15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება