საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მეზობელი“
  • მეზობელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მეზობელი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მეზობელი“

მეზობელი

ვისიმე მახლობლად მცხოვრები, მტერი ან მოკეთე. მეზობლად ნათარგმნია ებრაული სიტყვა შაქენ, რომელიც აღნიშნავს ადგილმდებარეობას, ქალაქისა თუ ადამიანის, გინდ მოყვრისა და გინდ მტრისა (იერ. 49:18; რთ. 4:17; ფს. 79:4, 12).

ბერძნულ წერილებში მეზობლის აღმნიშვნელი ორი სიტყვაა გამოყენებული. ეს სიტყვებია გიტონ, რომელიც იმავე მიწაზე მცხოვრებს ნიშნავს (ლკ. 14:12; ინ. 9:8) და ზედსართავი სახელი პერიეკოს, რომელიც „მეზობლურს“ ნიშნავს. ლუკას 1:58-ში იგი არსებითი სახელის (მრ. რ.) სახით გვხვდება.

ცუდი მეზობლები. ყველა მეზობელი კარგი როდია. მაგალითად, ისრაელს მეზობელი ერები ემტერებოდნენ. როცა ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმის ტაძარი გაანადგურეს, ისრაელის მეზობლები, მათ შორის ედომი, ხარობდა მისი უბედურებით და გაქცეულ ებრაელებს მტერს უგდებდა ხელში (ფს. 137:7; აბდ. 8—14; მქ. 4:11). ამიტომაც წერდა ფსალმუნმომღერალი: „შეურაცხყოფილნი გავხდით მეზობლებისგან [შაქენ მრ. რ-ში], ჩვენ ირგვლივ მყოფთა დასაცინი და მასხრად ასაგდები შევიქენით“. ის ლოცულობდა: „შვიდმაგად მიუზღე ჩვენს მეზობლებს [შაქენ მრ.რ-ში] თავიანთ უბეში ის შეურაცხყოფა, რომლითაც შეურაცხგყოფდნენ, იეჰოვა!“. ვინაიდან ისრაელი იეჰოვას სამკვიდრო იყო, იეჰოვამ თავისი ხალხის მტრებს თავისი ბოროტი მეზობლები უწოდა, რომლებიც იმ სამკვიდროს შეეხნენ, თავის ხალხს, ისრაელს რომ მისცა (ფს. 79:4, 12; იერ. 12:14; შდრ. ფს. 68:16).

რჩევა „იგავებიდან“. „იგავები“ გვირჩევს გვჯეროდეს მეგობრის, ვენდოთ და მოვუხმოთ მას გაჭირვების ჟამს: „ნურც შენს მეგობარს მიატოვებ და ნურც მამაშენის მეგობარს. როცა გაგიჭირდება, შენი ძმის სახლში ნუ შეხვალ; ახლო მეზობელი [შაქენ] შორს მცხოვრებ ძმას სჯობია“ (იგ. 27:10). როგორც ჩანს, აქ ის არის ნაგულისხმევი, რომ ოჯახის ახლო მეგობარი დასაფასებელია და ჯობია, დახმარებისთვის მას მიმართო, ვიდრე ახლო ნათესავს, თუნდაც ძმას, რომელიც შორს ცხოვრობს და ვერ აღმოგიჩენს დროულ დახმარებას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება