„ვიდრე მთები წარმოიშვებოდნენ“
„თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე. ვიდრე მთები წარმოიშვებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი“ (ფსალმუნი 89:1, 2). ეს სიტყვები მიმართული იყო ჩვენი შემოქმედისადმი, და როგორი სანუგეშონი არიან ისინი განსაკუთრებით დღეს, როცა გეჩვენა, რომ არაფერია მუდმივი!
გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციების დროს მხოლოდ მცირედნი გრძნობენ მომავლისადმი რწმენას. დამნაშავეობის და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების საგანგაშო ზრდამ ზოგიერთი ქალაქი საომარ რაიონად გადააქცია. ირღვევა ოჯახები, ეს საუკუნო წყობაც კი. ჩვენ ვისმენთ ისეთი სიძნელეების შესახებ, როგორიცაა ჰომოსექსუალური ოჯახები. იზრდება იმ ოჯახების რიცხვი, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია, რომელსაც ხშირად დიდ სტრესებთან გამკლავება უწევს. ბევრ ოჯახში მშვიდობა ირღვევა ისეთი საზიზღარი მოვლენებით, როგორიცაა მეუღლეთა ცემა და ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობა.
ვინ გაგვიწევს ხელმძღვანელობას ამ მძიმე ჟამს? ბევრ რჩევას იძლევიან ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვები, მაგრამ ეს რჩევები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. დასავლეთში, მთელი თაობის სიცოცხლის მანძილზე ბავშვების აღზრდის საკითხში ყველაზე კარგ მრჩევლად მიჩნეული იყო დოქტორი ბენჟამინ სპოკი. ბოლოს მან აღიარა, რომ მისი რჩევები მცდარი იყო!
რამდენად უფრო ბრძნულია ჩვენს „თავშესაფრად“, გვყავდეს ღმერთი! ის, რომელიც არსებობს „უკუნითი უკუნისამდე“, არის ურყევი კლდე ამ არეულ დროში. მან საკუთარი თავის შესახებ მალაქია წინასწარმეტყველის მეშვეობით თქვა: „. . .მე უფალი, არ ვიცვლები. . .“ (მალაქია 3:6). ღმერთის ნორმები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი ყოველმხრივ სანდოა. ის არსებობდა „ვიდრე მთები შარმოიშვებოდნენ“ და საღვთო წერილებში მოცემული მისი რჩევა, დაფუძნებულია მის მარადიულ სიბრძნეზე. სწორედ ეს გვჭირდება ჩვენ ბედნიერებისა და წარმატებებისათვის.
ამიტომ, ბრძნულია მივენდოთ ღმერთის სიტყვას — ბიბლიას. შეისწავლე ის, რათა ისარგებლო ღმერთის სიტყვიდან. დაეყრდენი იმას, რასაც სწავლობ და ეს დაე, იყოს სინათლე, რომელიც წაგიძღვება სიცოცხლის გზაზე (ფსალმუნი 118:105). ვინც ამას აკეთებს მხოლოდ მათ აქვთ მომავლის იმედი და მხოლოდ ისინი ფლობენ ჭეშმარიტ სულიერ მშვიდობას.