მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
„ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი [ძღვენი, აქ]“ მოდის ღვთისგან, ჩვენი ზეციერი მამისგან (იაკობი 1:17). უდიდესი ძღვენი, რომელიც ღმერთმა ცოდვილ კაცობრიობას მისცა, არის ის მზრუნველობა, რომელიც კაცობრიობის გამოსაჯანსაღებლად გაიღო მან თავისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით. იესოს სიკვდილი, როგორც ჩვენი გამოსასყიდი, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მარადიულად ვიცხოვროთ სამოთხეში დედამიწაზე. ლუკას 22:19-ში ჩაწერილი სიტყვები მისი სიკვდილის გახსენებას გვიბრძანებს.
იეჰოვას მოწმეები გულთბილად გიწვევენ, რომ მათთან ერთად მიიღო მონაწილეობა იესოს მცნების შესრულებაში. ეს ყოველწლიური აღნიშვნა ტარდება მზის ჩასვლის შემდეგ, ბიბლიური მთვარის კალენდრის მიხედვით 14 ნისანს, რომელსაც შეესაბამება 1996 წლის 2 აპრილი, სამშაბათი. მხედველობაში იქონიე ეს თარიღი, რომ არ დაგავიწყდეს. იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ შეგატყობინონ შეხვედრის ზუსტი ადგილი და დრო.