საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 12/15 გვ. 32
  • ოქროს საყურით შემკობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქროს საყურით შემკობა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 12/15 გვ. 32

ოქროს საყურით შემკობა

ძველი დროიდან ოქროს სამკაულებს მათი ღირებულებისა და სილამაზის გამო დიდად აფასებდნენ. ეგვიპტის გამგებლად დანიშვნამდე იოსებმა ფარაონისგან ოქროს ძეწკვი მიიღო (დაბადება 41:42). რებეკას ოქროს საყურე და ორი ოქროს სამაჯური მისცეს, რომლის ღირებულება დღევანდელი კურსით დაახლოებით 1 400 ამერიკული დოლარია (დაბადება 24:22). ეჭვგარეშეა, ეს ძვირფასი საჩუქრები მათ დიდი მადლიერებით მიიღეს და სიამოვნებითაც ატარებდნენ.

ბიბლია ლაპარაკობს სიმბოლურ სამკაულზე, რომლის საფასურიც ბევრად აღემატება იოსებისა და რებეკასთვის მიცემული სამკაულების ფასს. იგავნის 25:12-ში ნათქვამია: „ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის“. როდესაც რჩევების მიმცემი რჩევას, საკუთარი შეხედულების ნაცვლად, ღვთის სიტყვაზე დაფუძნებით იძლევა, ის ნამდვილად ძვირფას ძღვენს წარმოადგენს. რატომ? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ასეთი რჩევა თვითონ იეჰოვასგან მომდინარეობს. ბიბლია გვეუბნება: „უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს“ (იგავნი 3:11, 12). როდესაც მსმენელი თავმდაბლურად ღებულობს რჩევას და მის შესაბამისად მოქმედებს, ეს მისთვის ოქროს საყურით შემკობის მსგავსია. სწორედ ეს არის ნათქვამი ინსპირირებული ბიბლიის იგავში: „ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი — ხალას ოქროს“ (იგავნი 3:13, 14).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება