კარგ საქციელს ქება მოჰყვება
ერთ-ერთი იტალიური გაზეთი (La Gazzetta del Mezzogiorno) მადლიერებით გამოეხმაურა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ სტატიას: „მატერა — საოცარი გამოქვაბულების ქალაქი“. სტატია დაიბეჭდა 1997 წლის 8 ივლისის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ (რუს.). ეს ჟურნალი მრავალ ენაზე გამოიცა და ფართოდ გავრცელდა. „გამოიღვიძეთ!“ დღესდღეობით 81 ენაზე ითარგმნება, გამოიცემა 19 მილიონზე მეტ ეგზემპლარად და მთელ მსოფლიოში ვრცელდება. გაზეთი აღნიშნავს, რომ ამ ჟურნალის ზაფხულის ნომერში გამოცემული ცნობა საუკეთესო იყო „[მატერას] ისტორიული და მხატვრული მემკვიდრეობსთვის რეკლამის გაკეთებაში“.
გაზეთმა 1997 წელს მატერაში ჩატარებულ საოლქო კონგრესზე („ღვთის სიტყვის რწმენა“) დაკვირვების შედეგად დადებითად დაახასიათა მოწმეები. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მოწმეებმა «ქალაქის „XXI სეტტემბრეს“ სტადიონზე 4 000 ადამიანს მოუყარეს თავი, და ეს ხდებოდა შუა ზაფხულში, პაპანაქება მზის ქვეშ; მათ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაასუფთავეს, შეაკეთეს და გააუმჯობესეს თითქმის ყველაფერი (განსაკუთრებით კი საპირფარეშოები) ამ სპორტულ ცენტრში და საკუთარი ხარჯებით შეისყიდეს აუცილებელი მასალა».
იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, კარგი მოყვასები იყვნენ (მათე 22:37–39). ისინი აგრეთვე ასრულებენ ბიბლიურ რჩევას: ‘კარგად მოიქცნენ წარმართებში, რათა დაინახონ მათი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს’ (1 პეტრე 2:12).