საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 8/1 გვ. 30
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • მსგავსი მასალა
  • იესო ერთ ბიჭუნას დემონის ტყვეობისგან ათავისუფლებს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • იესო სასწაულებს ახდენს კაპერნაუმში
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ბიბლიის წიგნი 41 — მარკოზი
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 8/1 გვ. 30

მკითხველთა შეკითხვები

მათეს 17:20-ის თანახმად, მოციქულებმა ვერ განკურნეს გატანჯული ბიჭი ‘თავიანთი მცირე რწმენის გამო’. მაგრამ მარკოზის 9:29-ში ამის მიზეზად ლოცვა არის მოხსენიებული. რატომ არის სხვადასხვა მიზეზი მოხსენიებული სხვადასხვა სახარების ცნობაში?

ფაქტობრივად, ეს ორი ცნობა ერთმანეთს ავსებს და არ წარმოადგენს ურთიერთსაწინააღმდეგოს. თავდაპირველად განვიხილოთ მათეს 17:14–20. მამაკაცმა თქვა, რომ მისი ძე მთვარეული იყო და მოციქულებმა ვერ განკურნეს ის. იესომ კი განკურნა — განდევნა დემონი, რომელიც ტანჯავდა მას. მოციქულებმა ჰკითხეს, თუ თვითონ რატომ ვერ შეძლეს დემონის განდევნა. მათეს ცნობის თანახმად, იესომ უპასუხა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“.

ახლა გადავხედოთ მარკოზის 9:14–29-ს. აქ უფრო მეტ წვრილმანს ვნახულობთ. მაგალითად, მარკოზის 9:17 გვაწვდის დაწვრილებით ცნობას იმაზე, რომ ამ შემთხვევაში სამთვარიოთი შეპყრობა გამოწვეული იყო ბოროტი სულით. აღსანიშნავია, რომ ბიბლია სხვა ადგილას იხსენიებს, რომ იესომ განკურნა მთვარეულები და დემონებით შეპყრობილები (მათე 4:24). ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში კი ავადმყოფობა გამოწვეული იყო ‘უტყვი და ყრუ სულის’, ბოროტი სულის, მიერ, რასაც ექიმი ლუკა ადასტურებს (ლუკა 9:39; კოლასელთა 4:14). ყურადღება მიაქციეთ მარკოზის 9:18-ში მოცემულ სიტყვებს — „სადაც კი [დემონი] შეიპყრობს“. ესე იგი ბიჭი განუწყვეტლივ არ იყო დემონით გატანჯული — მხოლოდ ზოგჯერ. მიუხედავად ამისა, მოციქულებმა ვერ განდევნეს დემონი და ვერ განკურნეს ბიჭი. როცა იესოს ამის მიზეზი ჰკითხეს, მან უპასუხა: „ეს მოდგმა სხვანაირად ვერ გამოვა, თუ არა ლოცვით“.

თუ მარკოზის ცნობას გულდასმით წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ სულაც არ ეწინააღმდეგება მათეს ჩანაწერს. მარკოზის 9:19 გვიჩვენებს, რომ იესო გულდაწყვეტილი იყო იმ მოდგმის ურწმუნოებით. 23-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ მან უთხრა ბიჭის მამას: „მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“. ასე რომ, მარკოზიც რწმენის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და 29-ე მუხლში დამატებით ცნობას გვაწვდის. ის დამატებით ინფორმაციას იძლევა იმაზე, რაც იესომ თქვა ლოცვის შესახებ, რასაც არც მათე და არც ლუკა არ იხსენიებს.

ამიტომ რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან? სხვა შემთხვევებში 12-მა მოციქულმაც და 70-მა მოწაფემაც განდევნეს ბოროტი სულები (მარკოზი 3:15; 6:13; ლუკა 10:17). მაგრამ ამ შემთხვევაში მოწაფეებმა ვერ განდევნეს დემონი. რატომ? თუ სხვადასხვა ცნობაში მოხსენიებულ წვრილმანებს გავაერთიანებთ, დავასკვნით, რომ ამ შემთხვევაში ისინი არ იყვნენ საამისოდ მზად. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, თუ როგორი დემონით იყო შეპყრობილი ბიჭი, რადგან, როგორც ჩანს, დემონებს სხვადასხვაგვარი თვისებები, ინტერესები და შესაძლებლობებიც კი აქვთ. ამ დემონის განდევნისთვის კი საჭირო იყო განსაკუთრებულად ძლიერი რწმენა და ღვთისგან დახმარებისთვის მგზნებარე ლოცვა. რა თქმა უნდა, იესოს ჰქონდა ასეთი რწმენა. მას აგრეთვე ეხმარებოდა ლოცვების მომსმენი, ზეციერი მამა (ფსალმუნი 64:3). ასე რომ, მას არა მარტო შეეძლო ტანჯული ბიჭის განკურნება დემონის განდევნით, არამედ განკურნა კიდეც ის.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება