საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 12/15 გვ. 32
  • მოუსმენთ გაფრთხილებას?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოუსმენთ გაფრთხილებას?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 12/15 გვ. 32

მოუსმენთ გაფრთხილებას?

ჩიტაგონგის ოლქს (ბანგლადეში) 1997 წლის 19 მაისს ციკლონმა გადაუარა. ქალაქ კოქს-ბაზარში დაფიქსირდა ქარიშხალი, რომლის სიჩქარეც საათში თითქმის 250 კილომეტრს აღწევდა. სოფლებში ჩალით გადახურული ქოხების ადგილზე პატარა ოთხკუთხედი ტალახიანი ნაშთებიღა დარჩა. ხეები და სატელეგრაფო ბოძები ან ამოიძირკვა, ან ასანთის ღერებივით გადატყდა შუაზე. გაზეთი იტყობინებოდა, რომ ციკლონმა 105 კაცი იმსხვერპლა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა 36 საათით ადრე გადასცა ქარიშხლის დაახლოებითი მიმართულება. ამიტომ მრავალი ადამიანი გადარჩა, რადგან ასიათასობით კაცმა თავი შეაფარა ციკლონსაწინააღმდეგო ბეტონის თავშესაფრებს.

ას წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები აუწყებენ ცნობას მოახლოებულ კატაკლიზმზე, რომელიც ნებისმიერ ციკლონზე უფრო გამანადგურებელი იქნება. ბიბლია უწოდებს მას ‘იეჰოვას დღეს, დიდსა და საშინელს’ (იოველი 3:4, აქ). თუ მოვუსმენთ ბიბლიაში ჩაწერილ გამაფრთხილებელ წინასწარმეტყველურ ცნობებს, შეიძლება გადავურჩეთ იმ მძვინვარე დღეს (სოფონია 2:2, 3).

იეჰოვას მოწმეები უბედურების წინასწარმეტყველები არ არიან. ცნობა, რომელსაც ისინი ქადაგებენ, იმედიანია. მათი სურვილია, დაეხმარონ ადამიანებს, მოისმინონ ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც მალე გაწმენდს დედამიწას ბიწიერებისგან. ღვთის სიტყვა, ბიბლია, გვეუბნება: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:10, 11).

[საავტორო უფლება 32 გვერდზე]

WHO/League of Red Cross

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება