„ირგვლივ მშვიდობიანი ატმოსფერო სუფევდა“
ერთი გერმანელი მამაკაცი იეჰოვას მოწმეების კონგრესზე იმ მიზნით წავიდა, რომ „ეთვალთვალა“. რატომ? მისი მიზანი იყო, „ფარდა აეხადა ამ სექტისთვის და გადაერჩინა მეგობრები გზის აცდენისგან“. კონგრესზე დასწრების შემდეგ მეგობრებს ასეთი წერილი მისწერა:
«როდესაც მივუახლოვდი იმ ადგილს, სადაც კონგრესი ტარდებოდა, დავეჭვდი, სწორედ მოვედი-მეთქი თუ არა. არავინ იდგა გარეთ და არც ნაგავი და ლუდის ბოთლები ეყარა დაბლა. სტადიონის შესასვლელში ორი სასიამოვნოდ ჩაცმული მამაკაცი იდგა, რომლებიც მომესალმნენ და შემიპატიჟეს.
რადგან ამბობდნენ, რომ ათასობით ადამიანი დაესწრებოდა, ვფიქრობდი, რომ ხმაური იქნებოდა, მაგრამ სიწყნარე სუფევდა. „ალბათ ცოტა ხალხია მთელ სტადიონზე მიმოფანტული“, — გავიფიქრე მე.
შესვლისთანავე ჩემი ყურადღება სცენაზე გამართულმა დრამამ მიიპყრო. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ სტადიონი ათასობით ყურადღებიანი მსმენელით იყო გადაჭედილი. ირგვლივ მშვიდობიანი ატმოსფერო სუფევდა. ყველაფერმა, რაც კონგრესის დარჩენილი ნაწილიდან მოვისმინე, ვნახე და შევიგრძენი, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
მოწმეებთან ყოფნისას ყურადღება მივაქციე ბედნიერებით გაბრწყინებულ სახეებსა და სიყვარულის გამოხატვას. მაშინვე ჩემდა უნებურად გავიფიქრე, ეს ნამდვილად ღვთის ხალხია-მეთქი!»
ნაცვლად იმისა, რომ „გადაერჩინა მეგობრები გზის აცდენისგან“, ამ ახალგაზრდა მამაკაცმა მოწმეებს სთხოვა, მისთვის ბიბლია ესწავლებინათ. როგორი იყო შედეგი? დღეს ის უხუცესია და ოჯახთან ერთად აქტიურად მსახურობს ცუგის (შვეიცარია) კრებაში.