შესანიშნავი ცოლის ბედნიერი ქმარი
ხანდახან იეჰოვას მოწმეებს ოჯახების დანგრევაში სდებენ ბრალს. მაგრამ ბევრი ოჯახის წარმატება, სადაც მეუღლეთაგან ერთ-ერთი მაინც არის იეჰოვას მოწმე, იმაზე მეტყველებს, რომ ბრალმდებელთა შეხედულება სინამდვილისგან ძალიან შორს არის. როგორც ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებული წერილი გვიჩვენებს, ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ბიბლიური რჩევების გათვალისწინება ოჯახს ბედნიერს ხდის:
„თითქმის 28 წელია, ბედნიერი ქმარი ვარ; მყავს შესანიშნავი ცოლი, რომელიც იეჰოვას მოწმეა. მან ხუთი შვილი აღმიზარდა, რომელთაგანაც ორი სხვა მეუღლისგან მყავს; ბავშვებს ერთმანეთისგან არ არჩევს, ყველაზე ერთნაირად ზრუნავს და ყველა ძალიან უყვარს. მერწმუნეთ, დღეს რომ 45 კაციანი კომპანიის დირექტორი ვარ, ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ამიტომაც, როდესაც გაზეთში, რომელსაც რეგულარულად ვკითხულობ, ვნახე სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ იეჰოვას მოწმეები ლოტეგარონას მხარისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ, გადავწყვიტე, სანდო ცნობები მომეწოდებინა“.
წერილში აგრეთვე ნათქვამი იყო: „იეჰოვას მოწმეები არ ეწევიან და არ ლოთობენ. ამიტომ არიან საშიშნი? არიან მომთმენი და სამაგალითო ქრისტიანები, არავის ავალდებულებენ, მიჰყვნენ იმ წესებს, რომელსაც თავად იცავენ . . . არ ერევიან ფინანსურ მაქინაციებში და ნარკოტიკებით ვაჭრობაში; არ დებენ დაუქორწინებლობის აღთქმას და გარწმუნებთ, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევიან. . .
შეიძლება მკითხოთ: მაშ, თვითონ რატომ არ ხართ იეჰოვას მოწმე? იმიტომ რომ, ქრისტიანული რწმენა და ზნეობრივი სიმტკიცეა ამისთვის საჭირო, რაც დღეს ადვილი საპოვნელი არ არის“.