საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 11/15 გვ. 32
  • „სტუმრობა სამეფო დარბაზში“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „სტუმრობა სამეფო დარბაზში“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 11/15 გვ. 32

„სტუმრობა სამეფო დარბაზში“

ლორასa, რომელიც კოლეჯში სწავლობს, რელიგიურ მსახურებაზე დასწრება და თემის დაწერა დაავალეს. მან გადაწყვიტა, იეჰოვას მოწმეებს სწვეოდა; თავისი ნაშრომი კი ასე დაასათაურა: „სტუმრობა სამეფო დარბაზში“. რა დაინახა ლორამ ისეთი, რითაც იეჰოვას მოწმეები გამოირჩევიან? მან ბევრი რამ მოიხსენია; აი ზოგი მათგანი:

ბავშვები: „ყველა ბავშვი იმავე დარბაზში იყო, სადაც უფროსები. არც ერთ ეკლესიაში, სადაც კი ვყოფილვარ, ასეთი რამ არ მინახავს; ბავშვები ყოველთვის ცალკე ესწრებიან საკვირაო სკოლას“.

რასობრივი ბარიერის არარსებობა: „ჩვეულებრივ, ეკლესიებში მრევლად გარკვეული რასისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ირჩევენ. . . იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე კი ყველა ერთად ზის და არა დაყოფილ ჯგუფებად“.

გულთბილი მიღება: „ბევრი მომიახლოვდა და გამესაუბრა. . . ზოგმა ისიც კი მკითხა, ვსწავლობდი თუ არა ბიბლიას ვინმესთან ერთად. მაგრამ მათი მხრიდან ძალდატანება არ მიგრძვნია. მათ . . . გადაწყვეტილების მიღების უფლება მე დამიტოვეს“.

არავითარი ფულის აკრეფა: „განსაკუთრებით გამაოცა იმან, რომ არავინ კრეფდა შესაწირავებს. . . ეკლესიებში კი, სადაც ვყოფილვარ, ბავშვებისგანაც კრეფენ ფულს“.

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების 90 000-მდე კრებაა. რატომ არ სწვეოდით ერთ-ერთ თქვენთვის უახლოეს კრებას?

[სქოლიო]

a  სახელი შეცვლილია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება