საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w01 1/15 გვ. 31
  • სპეციალური განცხადება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სპეციალური განცხადება
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • მსგავსი მასალა
  • რით განსხვავდება ხელმძღვანელი საბჭო იურიდიული კორპორაციისგან
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • რას აკეთებს „ერთგული და გონიერი მონა“
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • უერთგულეთ ქრისტესა და ერთგულ მონას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ვინ ხელმძღვანელობს დღეს ღვთის ხალხს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
w01 1/15 გვ. 31

სპეციალური განცხადება

პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 2000 წლის 7 ოქტომბრის ყოველწლიური შეხვედრის დასასრულს ხელმძღვანელი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯონ ბარმა, სპეციალური განცხადება გააკეთა. ეს განცხადება დაფუძნებული იყო იმ მოხსენებებზე, რომლებიც ადრე თეოდორ იარაჩმა და დენიელ სიდლიკმა წარმოთქვეს (იხილეთ ამ ჟურნალის 12—16 და 28—31 გვერდები).

ძმა ბარმა უმნიშვნელოვანესი რამ განაცხადა: «„ერთგულ და გონიერ მონასა“ და მის ხელმძღვანელ საბჭოს ბევრად უფრო ამაღლებული და მრავლისმომცველი რამ მიენდოთ, ვიდრე იურიდიულ კორპორაციებს. თითოეული ასეთი იურიდიული კორპორაციის წესდებები გამიზნულია შედარებით მცირე მასშტაბის საქმეებისთვის. მაგრამ ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ, ერთგული მონის კლასი მთელ თავის „საბადებელზე“ ანუ დედამიწაზე სამეფოს ინტერესებზე საზრუნავად დააყენა» (მათე 24:45—47).

პენსილვანიის კორპორაციასთან დაკავშირებით ძმა ბარმა დასძინა: «პენსილვანიის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ 1884 წლიდან, თავისი დაფუძნებიდან, დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჩვენი თანამედროვეობის ისტორიაში. და მაინც, ის მხოლოდ იურიდიული ინსტრუმენტია, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, „ერთგული და გონიერი მონა“ იყენებს».

თავიანთ მოხსენებებში ძმებმა, სიდლიკმა და იარაჩმა, განმარტეს, რომ „ერთგული და გონიერი მონისთვის“ უფლის მიერ მთელი თავისი მიწიერი საბადებლის მინდობის ფაქტი მონის კლასს ხელს არ უშლის იმაში, რომ გარკვეული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები „სხვა ცხვრების“ წარმომადგენელ დახელოვნებულ მამაკაცებს მიანდოს (იოანე 10:16). არც იმის არავითარი ბიბლიური საფუძველი არსებობს, რომ იეჰოვას მოწმეთა იურიდიული კორპორაციების ყველა ან რომელიმე წევრი ცხებული ქრისტიანი უნდა იყოს.

ძმა ბარმა აუდიტორიას მოახსენა, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს გარკვეულმა წევრებმა, რომლებიც ადრე დირექტორებად და პასუხისმგებელ პირებად მსახურობდნენ, საკუთარი სურვილით დატოვეს შეერთებული შტატების ყველა იმ კორპორაციის დირექტორატთა რიგები, რომლებსაც „ერთგული და გონიერი მონა“ იყენებს. ისინი სხვა ცხვრების კლასის წარმომადგენელმა სანდო ძმებმა შეცვალეს.

ეს გადაწყვეტილება მართლაც რომ სასარგებლოა. ეს ხელმძღვანელ საბჭოს წევრებს საშუალებას აძლევს, მეტი დრო დაუთმონ სულიერი საკვების მომზადებასა და მსოფლიო საძმოს სულიერი მოთხოვნილებების სხვაგვარად დაკმაყოფილებას.

დასკვნაში თავმჯდომარემ აღტაცებულ აუდიტორიას უთხრა: „თუმცა სხვადასხვა იურიდიულ და ადმინისტრაციულ მოვალეობას გამოცდილი ძმები შეასრულებენ. . . ისინი, უკლებლივ ყველა, ხელმძღვანელი საბჭოს სულიერი ხელმძღვანელობით იმსახურებენ. . . თითოეული ჩვენგანი ვლოცულობთ და იეჰოვასგან მოველით ჩვენი გაერთიანებული მცდელობის კურთხევას მისი ნების შესასრულებლად, რათა პატივი მიეგოს და განდიდდეს მისი დიდებული სახელი“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება