„მართალი ხარ, ცხოვრება მშვენიერია!“
გსურთ ცხოვრების ნამდვილ აზრს ჩასწვდეთ? ქალაქ შჩეცინში (პოლონეთი) მცხოვრები იეჰოვას მოწმე თვრამეტი წლის მაგდალენა თანაკლასელ კატაჟინას ამის გაგებაში დაეხმარა. კატაჟინა არ მალავდა, რომ ათეისტი იყო, მაგრამ როდესაც მაგდალენამ ბიბლიაზე დაუწყო საუბარი, მან გულწრფელი ინტერესი გამოავლინა.
თუმცა კატაჟინას მოეწონა მაგდალენას საუბარი ბიბლიის თაობაზე, ყველაფერში მაინც არ დაეთანხმა. ნამდვილ მეგობრებზე საუბრისას ერთხელ კატაჟინამ მაგდალენას უთხრა: „შენ გაქვს ბიბლია და იცი, მეგობრების საპოვნელად რომელი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელო. მაგრამ რა ქნან იმათ, ვისაც ახლა არ შეუძლია ამ პრინციპების გათვალისწინება?“.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც კატაჟინა ლონდონში გაემგზავრა. იქ მან იეჰოვას მოწმეთა ფილიალი მოინახულა და მისადმი გამოვლენილი ყურადღებით ძალიან ნასიამოვნები დარჩა. იმანაც მოხიბლა, რომ კარს უღებდნენ და მისი ნათქვამით გულწრფელად ინტერესდებოდნენ.
2001 წლის სექტემბერში, როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო, კატაჟინამ ბიბლიის შესწავლის დაწყება გადაწყვიტა. ახლა ის ბიბლიურ პრინციპებს თანდათან უფრო აფასებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. ამას წინათ ის მაგდალენას გაენდო: „თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ხელახლა დავიბადე“. მობილური ტელეფონით კი შემდეგი სიტყვები გაუგზავნა: „დიდ მადლობას გიხდი დღევანდელი შესწავლისთვის! მართალი ხარ, ცხოვრება მართლაც მშვენიერია! ძალიან მიხარია, რომ ვიცით, ვის უნდა გადავუხადოთ ამისთვის მადლობა“.