საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w04 12/15 გვ. 30
  • გახსოვთ თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვთ თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • შეინარჩუნე გაწონასწორებული თვალსაზრისი ალკოჰოლური სასმელების სმასთან დაკავშირებით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • ვინ მიდის ზეცაში?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
w04 12/15 გვ. 30

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:

• რისი გაკეთება შეუძლია ქრისტიანს, როდესაც ემოციურ და სულიერ დაღლილობასთან უწევს ბრძოლა?

უნდა დავადგინოთ, რით არის გამოწვეული ჩვენი დაღლილობა. კარგი იქნება, დავფიქრდეთ საკუთარ ჩვევებსა და ქონებაზე, რათა ‘ჩამოვიცილოთ ყოველგვარი არასაჭირო ტვირთი’. ჩვენი მდგომარეობის შესაბამისად, შეგვიძლია დავისახოთ რეალური მიზნები. რასაკვირველია, სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. ამიტომ საჭიროა რეგულარულად ლოცვა და ფიქრი (15.08, გვერდები 23—26).

• რატომ იგებენ იეჰოვას მოწმეები რიცხვ 144 000-ს პირდაპირი მნიშვნელობით?

144 000 პიროვნებისგან შემდგარი ჯგუფის შემდეგ მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო“ (გამოცხადება 7:4, 9). თუ 144 000–ს სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა, დაიკარგებოდა დაპირისპირების ძალა. იესომ „მცირე სამწყსო“ უწოდა მათ, ვინც მასთან ერთად იმეფებდა (ლუკა 12:32) (01.09, გვერდები 30, 31).

• რატომ შეეძლოთ ისრაელებს უცხოელებისთვის მიეყიდათ მკვდარი ცხოველი, რომლისგანაც სისხლი არ იყო გამოშვებული?

უცხოელსა და იმ ხიზანს, რომელიც პროზელიტი არ ხდებოდა, არ მოეთხოვებოდა რჯულის დაცვა. ამიტომ ისრაელებს ნება ეძლეოდათ, ასეთი ცხოველები მათთვის მიეცათ ან მიეყიდათ (მეორე რჯული 14:21). პროზელიტებს კი ევალებოდათ რჯულის შეთანხმების დაცვა და მათ არ უნდა ეჭამათ ასეთი ცხოველის ხორცი, რომლისგანაც სისხლი არ იყო გამოშვებული (ლევიანები 17:10) (15.09, გვერდი 26).

• რა არის ბიონიკა და რატომ შეიძლება დაინტერესდნენ ამით ქრისტიანები?

ეს არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბიოლოგიურ სისტემებსა და პროცესებს, რათა ცოცხალი ბუნებიდან „ისესხოს“ იდეები და ცოცხალი ორგანიზმების ანალოგიით შექმნას ახალი მოწყობილობები. მაგალითად, ძმებმა რაიტებმა მოზრდილ ფრინველთა ფრენის მექანიზმის შესწავლის საფუძველზე საფრენი აპარატი გამოიგონეს. შედეგად, ქრისტიანები აღძრულნი არიან, დიდება მიაგონ შემოქმედს (01.10, გვერდი 9).

• ვინ იყო 2 კორინთელების 12:2—4-ში მოხსენიებული პიროვნება, რომელიც ატაცებულ იქნა სამოთხეში?

ეს მონაკვეთი პირდაპირ მოჰყვება მუხლებს, რომლებშიც პავლე თავის მოციქულობას იცავს. რამდენადაც ბიბლია არც ერთ სხვა ადამიანზე არ ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა ჰქონდა და მხოლოდ პავლე გვიყვება ამის შესახებ, როგორც ჩანს, უშუალოდ მას ჰქონდა ეს ხილვა (15.10, გვერდი 8).

• რა თვისებები ჰქონდა იესოს, რაც მას შესაფერისს ხდის იმისათვის, რომ ღვთის მიერ არჩეული მეთაური იყოს?

იესო უაღრესად პატიოსანი, კეთილსინდისიერი და ალალმართალი იყო. მას ღვთისადმი ერთგულებას ვერაფერი ურყევდა. ის ძალიან იყო დაინტერესებული ხალხის კეთილდღეობით და მზად იყო შრომისათვის (01.11, გვერდები 6, 7).

• სად იქნებიან დემონები ათასი წლის განმავლობაში?

შეგვიძლია ლოგიკურად დავასკვნათ, რომ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს ისინი სატანასთან ერთად უფსკრულში იქნებიან ჩაგდებულნი (გამოცხადება 20:1—3). დაბადების 3:15–ში მოცემულია წინასწარმეტყველება გველის თავის გაჭეჭყვის შესახებ, რაც ათასი წლის განმავლობაში სატანის უფსკრულში ყოფნასაც მოიცავს. სატანის შთამომავალი შედგება ბოროტი ანგელოზებისგან ანუ დემონებისგან. ის, რომ ბოროტ სულებს აკანკალებთ უფსკრულის ხსენებაზე, იმაზე მეტყველებს, რომ მათ იციან მოახლოებული შეზღუდვის შესახებ (ლუკა 8:31) (15.11, გვერდები 30, 31).

• რატომ უნდა გამოიჩინოს ადამიანმა სიფრთხილე ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით მაშინაც კი, თუ ის იმ დონემდე არ სვამს, რომ დათვრეს?

ზოგს არაერთი ჭიქის დალევის შემდეგაც კი არ ეტყობა სიმთვრალე. მაგრამ თანდათანობით პიროვნება შეიძლება ისე მიეჩვიოს სმას, რომ ალკოჰოლის გარეშე ვერ ძლებდეს და ‘ღვინის მონა’ გახდეს (ტიტე 2:3). იესომ გაგვაფრთხილა ‘გადამეტებულ ჭამა–სმასთან’ დაკავშირებით (ლუკა 21:34, 35). სასმელმა ადამიანი შეიძლება დათვრობამდეც მოადუნოს და გააზარმაცოს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად (01.12, გვერდები 19—21).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება