საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w07 4/1 გვ. 31
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • მსგავსი მასალა
  • ქვრივი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიის წიგნი 54 — 1 ტიმოთე
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • სარეფთელი ქვრივის რწმენა კურთხევებით დაგვირგვინდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • ქვრივის ვაჟი გაცოცხლდა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
w07 4/1 გვ. 31

მკითხველთა შეკითხვები

რას ნიშნავს პავლე მოციქულის სიტყვები, რომ ქვრივს იმ შემთხვევაში შეეძლო დახმარების მიღება ქრისტიანული კრებისგან, თუ მას „ერთი ქმარი ჰყავდა“? (1 ტიმოთე 5:9).

რადგან პავლე მოციქული ლაპარაკობდა ქვრივზე, გამოთქმა „ერთი ქმარი ჰყავდა“ პირდაპირ უნდა ეხებოდეს ქალის მდგომარეობას, სანამ ის დაქვრივდებოდა. ნიშნავდა ეს იმას, რომ ქალი მხოლოდ ერთხელ უნდა ყოფილიყო გათხოვილი, რათა დახმარება მიეღო? თუ პავლე სხვა რამეს გულისხმობდა?a

მრავალ კულტურასა და საზოგადოებაში ქვრივი, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ აღარ გათხოვდებოდა, უაღრესად პატიოსან ადამიანად ითვლებოდა. ამიტომ ზოგი აცხადებს, რომ პავლე სწორედ ასეთ ქვრივებზე საუბრობდა. მაგრამ მათი შეხედულება ეწინააღმდეგება სხვა წერილებში ჩაწერილ პავლეს სიტყვებს. მაგალითად, მან კორინთელ ქრისტიანებს მისწერა, რომ თუმცა მისი აზრით ქვრივი უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ აღარ გათხოვდებოდა, მაგრამ ის თავისუფალი იყო და შეეძლო გაჰყოლოდა ვისაც უნდოდა, ოღონდ უფალში (1 კორინთელები 7:39, 40; რომაელები 7:2, 3). გარდა ამისა, პავლემ ტიმოთეს მისწერა: „ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ“ (1 ტიმოთე 5:14). ამიტომ, დასაძრახი არ იყო, თუ ქვრივი არჩევდა, რომ კვლავ გათხოვილიყო.

მაშ, რას გულისხმობდა პავლე ტიმოთესადმი მიწერილ წერილში? გამოთქმა „ერთი ქმარი ჰყავდა“ მხოლოდ ამ მუხლში გვხვდება. ბერძნულ ორიგინალში ეს გამოთქმა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ერთი კაცის ქალი“. საინტერესოა, რომ ეს გამოთქმა იმის მსგავსია, რომელიც პავლემ რამდენჯერმე გამოიყენა თავის წერილებში, კერძოდ, „ერთი ცოლის ქმარი“, ანუ დედნის მიხედვით სიტყვასიტყვით „ერთი ქალის კაცი“ (1 ტიმოთე 3:2, 12; ტიტე 1:6). პავლემ გამოთქმა „ერთი ცოლის ქმარი“ მაშინ გამოიყენა, როდესაც ჩამოთვალა, თუ რა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ ქრისტიანი ზედამხედველები და მომსახურეები. ამ კონტექსტში ეს გამოთქმა ძირითადად იმაზე მიუთითებს, რომ დაქორწინებულ ქრისტიან მამაკაცს პასუხისმგებლობები რომ დაეკისროს კრებაში, ის თავისი ცოლის ერთგული და ზნეობრივად ბრალდაუდებელი უნდა იყოსb. აქედან გამომდინარე, 1 ტიმოთეს 5:9-ში ჩაწერილ სიტყვებს მსგავსი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს — ქვრივს რომ დახმარება მიეღო კრებიდან, ის თავისი ქმრის ერთგული უნდა ყოფილიყო მის სიცოცხლეში და ზნეობრივად სუფთა ცხოვრებით უნდა ეცხოვრა. გარდა ამისა, პავლეს მიერ შემდეგ მუხლში ჩამოთვლილი სხვა მოთხოვნებიც ასეთ ქვრივებს ეხებოდა (1 ტიმოთე 5:10).

[სქოლიოები]

a პოლიანდრია არის ქორწინების ფორმა, რომლის დროსაც ქალს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ქმარი ჰყავდეს. მოციქულთა დღეებში ასეთი რამ მიუღებელი იყო საბერძნეთსა და რომში. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პავლეს ტიმოთესთვის მიწერილ წერილში ქალის მრავალქმრიანობა ეგულისხმა ან გაეკიცხა ვინმე ასეთი მოქმედებისთვის.

b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1996 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 13 და 1982 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“, გვერდი 23 (რუს.).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება