საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w07 5/15 გვ. 3-4
  • გეშინიათ მომავლის?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გეშინიათ მომავლის?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • მსგავსი მასალა
  • შიში
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • განივითარე იეჰოვასადმი შიში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • იეჰოვასადმი შიშში სიხარულის პოვნის სწავლა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
  • გეშინოდეს იეჰოვასი და დაიცავი მისი მცნებები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
w07 5/15 გვ. 3-4

გეშინიათ მომავლის?

შიშის მრავალი მიზეზი არსებობს. მაგალითად, ბევრს აღელვებს ჩვენი პლანეტის მომავალი. „აუტანელი სიცხე, ქარიშხლები, წყალდიდობები, ხანძრები და მყინვარების დნობა დედამიწაზე კლიმატური პირობების გაუარესებაზე მეტყველებს“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმის“ 2006 წლის 3 აპრილის გამოცემაში.

2002 წლის მაისში გაერთიანებული ერების გარემოს დაცვის პროგრამით გამოქვეყნდა ცნობა სათაურით „გარემოს მდგომარეობა-3“. ამ ცნობაში, რომლის მომზადებაშიც 1 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ნათქვამი იყო: „დღეს ჩვენი პლანეტა გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას, რადგან ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს ტყეების, ოკეანეების, მდინარეების, მთების, ველური სამყაროსა და სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სხვა სისტემების მდგომარეობას, რაზეც დამოკიდებულნი ვართ ჩვენც და მომავალი თაობებიც“.

შიშის მიზეზი მხოლოდ ეკოლოგიური მდგომარეობა არ არის. ადამიანებს მთელ მსოფლიოში ტერორიზმი შიშის ზარს სცემს. კანადის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნა: „ძილი გაგვიკრთა იმაზე ფიქრით, თუ ხვალ რა მოხდება“. საღამოს ახალი ამბების ნახვა საკმარისია, რომ შიშმა შეგვიპყროს!

ბევრს, ვინც მძიმედ შრომობს, სამსახურის დაკარგვის ეშინია. კადრების შემცირება, საწარმოების დახურვა, კონკურენცია და დამსაქმებლების მიერ წაყენებული მაღალი მოთხოვნები არასტაბილურ სამუშაო გარემოს ქმნის. მოზარდებს ეშინიათ, რომ თანატოლები უარყოფენ. ბავშვები შეიძლება დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ მშობლებს უყვართ. მაგრამ რას ფიქრობენ ისინი დღევანდელ მსოფლიოზე? „გამოუცდელ ახალგაზრდებს ალბათ მიაჩნიათ, რომ თავიანთი სახლის გარეთ სამყარო ძალიან საშიშია“, — ამბობს ერთი შეწუხებული დედა. ბევრი მშობელი წუხს იმის გამო, რომ მსოფლიოში ზნეობრივი ფასეულობების დაცემა უარყოფითად მოქმედებს საყვარელ ადამიანებზე, განსაკუთრებით კი მათ შვილებზე.

მოხუცებსაც ხშირად ეშინიათ, რომ კიბეზე დაეცემიან ან ქუჩაში თავს დაესხმებათ ვინმე. მათ ‘ეშინიათ სიმაღლის და ძლიერი შიში იპყრობთ გზაზე’ (ეკლესიასტე 12:5). ჩვენ გვეშინია სერიოზული ავადმყოფობის. გვზარავს ცნობები მომაკვდინებელი გრიპის ვირუსის, კიბოს და ინფექციური დაავადებების შესახებ, რომლებიც შეიძლება ჩვენი ან ჩვენი ოჯახის წევრების დაავადების, სიკვდილის ან დაინვალიდების მიზეზი გახდეს. ამიტომ, როცა ვხედავთ, რომ ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე ადამიანები ავად ხდებიან, გვეშინია, იმავე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ ჩვენც და ჩვენი ახლობლებიც. და რა ძნელია, უყურო ავადმყოფობით გატანჯული ადამიანის უიმედო თვალებს!

ზემოთ ჩამოთვლილის მიუხედავად, გვაქვს მიზეზი, რომ მომავალს ოპტიმისტურად ვუყუროთ? რა დაგვეხმარება დადებითი თვალსაზრისის შენარჩუნებაში? ამ კითხვებზე შემდეგი სტატია გვიპასუხებს.

[საავტორო უფლებები დაცულია 3 გვერდზე]

© Jeroen Oerlemans/Panos Pictures

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება