საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w07 5/15 გვ. 32
  • „უფალო, რატომ დუმდი?“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „უფალო, რატომ დუმდი?“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
w07 5/15 გვ. 32

„უფალო, რატომ დუმდი?“

ეს სიტყვები წარმოთქვა პაპმა, ბენედიქტე XVI-მ, რომელიც 2006 წლის 28 მაისს ეწვია ოსვენციმის (პოლონეთი) ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკს. იმ ადგილას, სადაც ნაცისტებმა ასობით ათასი ებრაელი თუ არაებრაელი მოკლეს, მან თქვა: «ეს ადგილი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს! და ეს კითხვები მოსვენებას არ გვაძლევს: სად იყო მაშინ ღმერთი? რატომ დუმდა? როგორ დაუშვა ამდენი ადამიანის ხოცვა-ჟლეტა და ბოროტების გამარჯვება? . . . ჩვენ თავმდაბლად, თანაც დაჟინებით, უნდა შევღაღადებდეთ ღმერთს: „აღსდექ! ნუ დაივიწყებ ადამიანებს, შენს ხელთა ქმნილებას!“».

პაპის სიტყვებმა ცხარე კამათი გამოიწვია. ზოგის აზრით, პაპმა შეგნებულად აარიდა თავი ზოგიერთ საკითხს, მაგალითად ანტისემიტიზმს, რაც ოსვენციმში მომხდარ მხეცურ მოქმედებებს უკავშირდებოდა. სხვებმა კი ისე შეაფასეს მისი ნათქვამი, თითქოს ის ნაკლებად მნიშვნელოვნად თვლიდა იოანე პავლე II-ის მოთხოვნას, ეკლესიისთვის ეპატიებინა ცოდვები. კათოლიკე ჟურნალისტი, ფილიპო ჯენტილონი ამბობს: «ლოგიკურია, რომ მრავალმა მიმომხილველმა უპასუხო კითხვაზე — „სად იყო ღმერთი?“ — პასუხის გაცემის ნაცვლად, უფრო ადვილ კითხვაზე პასუხი მოითხოვა: „სად იყო პიუს XII?“». მიმომხილველები გულისხმობდნენ პაპა პიუს XII-ს, რომელიც დუმდა ჰოლოკოსტის დროს.

ჰოლოკოსტი და მთელი ისტორიის მანძილზე ჩადენილი სხვა მრავალი გენოციდი ადასტურებს, რომ „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). ასეთი საშინელებების დროს ადამიანის შემოქმედი არ დუმდა. ბიბლიის საშუალებით მან გაგვიმხილა მიზეზები, თუ რატომ უშვებს ის ბოროტებას. ღმერთი ასევე გვარწმუნებს, რომ მას არ დავიწყებია კაცობრიობა. ის დრო, რომელიც ღმერთმა ადამიანებს მმართველობისთვის მისცა, იწურება (იერემია 10:23). გსურთ ღვთის განზრახვის შესახებ მეტის გაგება? იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან, ბიბლიიდან მიიღოთ იმ კითხვებზე პასუხი, რომლებმაც საგონებელში ჩააგდო პაპი ბენედიქტე XVI.

[საავტორო უფლებები დაცულია 32 გვერდზე]

Oświęcim Museum

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება