საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w12 1/1 გვ. 22
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • მსგავსი მასალა
  • ახაშვეროში [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აგური [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ესთერი (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
w12 1/1 გვ. 22

იცოდით თუ არა?

ვინ არის ბიბლიურ წიგნ „ესთერში“ მოხსენიებული სპარსეთის მეფე ახაშვეროში?

▪ წიგნ „ესთერში“ ვკითხულობთ, რომ ახაშვეროშმა დედოფლად იუდეველი ახალგაზრდა ქალი, ესთერი, აირჩია. ესთერმა თავისი ხალხი მოსალოდნელი გენოციდისგან იხსნა. დიდი ხნის მანძილზე ისტორიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო სპარსეთის მეფე ახაშვეროში. როგორც ჩანს, სიმართლე მაშინ დადგინდა, როცა გაშიფრეს სამ ენაზე შესრულებული წარწერები, რომლებიც სპარსულ ძეგლებზე იყო აღმოჩენილი. ამ წარწერების გაშიფვრის შემდეგ თითქმის აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ახაშვეროში იყო დარიოს დიდის (ჰისტასპი) ვაჟი ქსერქსე I. წიგნ „ესთერის“ ებრაულ ტექსტში მოხსენიებული ქსერქსეს სახელი და სპარსულ წარწერებში მოხსენიებული იგივე სახელი, რომლის ტრანსლიტერაციაც ებრაულ ენაზე მოხდა, თითქმის იდენტურია.

ყველაფერი, რაც წიგნ „ესთერშია“ ნათქვამი ახაშვეროშზე, ზემოხსენებულ წარწერებში მოცემულ ინფორმაციას ემთხვევა. სპარსეთის მეფე თავისი სატახტო ქალაქიდან სუსადან (შუშანი, ელამი) მიდიასაც განაგებდა. მისი სამეფოს საზღვრები ინდოეთიდან ხმელთაშუა ზღვის კუნძულებამდე იყო გადაჭიმული (ესთერი 1:2, 3; 8:9; 10:1). «მთელი ეს ინფორმაცია სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ახაშვეროში ქსერქსეა და არა სპარსეთის სხვა რომელიმე მეფე, — ამბობს ერთი სწავლული ლუის ბაალს პატონი. — გარდა ამისა, წიგნ „ესთერში“ ახაშვეროში ზუსტად ისეა დახასიათებული, როგორც ჰეროდოტესა და სხვა ბერძენი ისტორიკოსების ნაშრომებში — ქსერქსე.»

საიდან ჩანს, რომ ძველ ეგვიპტეში აგურებს აკეთებდნენ?

▪ წიგნ „გამოსვლაში“ ვკითხულობთ, რომ ეგვიპტელები ისრაელ მონებს აგურებს აკეთებინებდნენ. მონებს ყოველდღე თიხისა და ბზისგან გარკვეული რაოდენობის აგურები უნდა დაემზადებინათ (გამოსვლა 1:14; 5:10—14).

ბიბლიურ დროში ნილოსის ველზე აგურების დამზადება მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო. იქ აგურებს მზეზე აშრობდნენ. ეგვიპტეში დღემდეა შემორჩენილი უძველესი ძეგლები, რომლებიც ამ მასალისგან არის აგებული. ძვ. წ. XV საუკუნით დათარიღებული რეკმირის სამარხის კედლის მოხატულობა თებეში თითქმის ზუსტად აღწერს წიგნ „გამოსვლაში“ აღწერილ აგურის დამზადების პროცესს.

ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ეს ნახატი შემდეგნაირადაა აღწერილი: „წყალს გუბიდან იღებენ, თიხას თოხით ზელენ და აგურების გამკეთებელთან მიაქვთ მოსახერხებელ ადგილას. თიხას ასხამენ ხის ფორმებში, რომლებიც მიწაზე აწყვია. შემდეგ ფორმას ხსნიან და მიღებულ აგურებს მზეზე გამოსაშრობად ტოვებენ. მწკრივებად დალაგებულ აგურებს გამოშრობის შემდეგ საშენ მასალად იყენებენ. აგურებს დღემდე ასე ამზადებენ ახლო აღმოსავლეთში“ (The International Standard Bible Encyclopedia).

ძვ. წ. მეორე ათასწლეულით დათარიღებული პაპირუსის ხელნაწერები აგრეთვე მიუთითებს, რომ აგურებს მონები ამზადებდნენ და ამისათვის ბზესა და თიხას იყენებდნენ. მათ დღის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის აგურები უნდა დაემზადებინათ.

[სურათი 22 გვერდზე]

ქვის რელიეფი, რომელზეც გამოსახულია ქსერქსე (დგას) და დარიოს დიდი (ზის)

[საავტორო უფლება]

Werner Forman/Art Resource, NY

[სურათი 22 გვერდზე]

რეკმირის სამარხის კედლის მოხატულობა

[საავტორო უფლება]

Erich Lessing/Art Resource, NY

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება